imedi /  03 მაისი 2020, 18:06 / სანდო წყარო

DMO Imereti-ის ინიციატივით ქუთაისის ბრენდინგი და მისი განვითარების მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა

ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია – ასეთი იქნება ამიერიდან ქუთაისის, როგორც ბრენდის პოზიციონირება. მას უკვე განვითარების სტრატეგია, ლოგო და სლოგანი აქვს. მისი მიზანია ქუთაისი და მასთან ერთად იმერეთი, კარგად დაინახონ როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ რუკაზე, აღიქვან ქალაქად, სადაც ყველაფერია დასვენებისა და გართობისთვის, - ამის შესახებ ინფორმაციას „DMO იმერეთი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, DMO Imereti-ის ინიციატივით ქუთაისის ბრენდინგი და მოკლევადიანი სტრატეგია შემუშავდა. DMO Imereti იმერეთსა და ქუთაისში ტურიზმის განვითარებას უწყობს ხელს. ქუთაისის ბრენდინგზე "მილენიალ ჰაბმა“ იმუშავა.

„DMO იმერეთის“ განმარტებით, პროექტის მიზანი იმერეთის ტურისტული ბრენდის შექმნა იყო. წინასწარი კვლევის შედეგად გადაწყდა, რომ ბრენდის სახით წინ წამოწეულიყო ქუთაისი, როგორც მთელს რეგიონში, თავისი ისტორიით, კულტურით ყველაზე გამორჩეული ქალაქი. მათივე ინფორმაციით, ქუთაისი გამოიყო როგორც ბირთვი და იმერეთის დანარჩენი ადგილები, ასე ვთქვათ, თანაბრენდებად გადანაწილდა.

"ჩვენი მიზანი არ იყო რამე ახლის გამოგონება. ჩვენი უმთავრესი მიზანი იყო ავთენტური და ორგანული პროდუქტის შექმნა. რეალური სტრატეგიის დასახვა, რომელიც საშუალებას მოგვცემდა მოკლე ხანში დაგვედო შედეგები. ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ქუთაისის და იმერეთის საქართველოს მთავარ სანახავ დესტინაციებში მყარი დაფიქსირებაა. ამასთან, მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ პროცესში ჩართულიყვნენ უშუალოდ ქუთაისელები, სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, ცნობადი სახეები. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინ მონაწილეობდა ამ პროექტის შემუშავებაში. მადლობა პროფესიონალთა გუნდს, რომლებმაც ითავეს საპასუხოსმგებლო მისია შეიმუშავონ ქუთაისის ტურისტული ბრენდინგი", - აცხადებს DMO Imereti-ს დირექტორი ტატო ლილუაშვილი.

ქუთაისი, საბოლოო ჯამში, როგორც ბრენდი, არის კლასიკური Destination Brand, რომელიც ადამიანებს ეუბნება: „მე ძალიან საინტერესო ადგილი ვარ!“ ეს არ არის ქალაქი, რომელიც ხალხს საცხოვრებლად ან განათლების მისაღებად ეპატიჟება.

„ქუთაისი, როგორც ბრენდი: ქუთაისი ევროპის 10 უძველეს ქალაქში შედის, მასთან არის დაკავშირებული არგონავტები, მედეა, არის პირველი დედაქალაქი, აქედან იყო ჩვენი ქვეყნის მუსიკალური, ლიტერატურული თუ კულტურის სხვა სფეროს ძალიან ბევრი თვალსაჩინო წარმომადგენელი – გალაკტიონი, "ცისფერყანწელები“, რეზო გაბრიაძე და უამრავი. შემდეგ 1990-იანებში, სათავეს იღებს ჰიპ-ჰოპი, როკი, ელექტრონული მუსიკა. სწორედ ეს შესაძლებლობებია ხაზგასმული ქუთაისის ბრენდინგში. ამაზე აიგო ბრენდის პოზიციონირება. ქუთაისი ავთენტური ქართული ქალაქია. სინამდვილეში, რისთვისაც ტურისტები ევროპულ ქალაქებში მიდიან – ეცნობიან კულტურას, ისტორიას, სამზარეულოს, არქიტექტურას, მუსიკას – ამ ყველაფრის მიღება ქუთაისშიც შეუძლიათ – ეს ცნობიერება, სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს და სწორედ ამ ბრენდინგმა უნდა გააჩინოს.

ქუთაისი ქალაქია! თან, როგორ ქალაქი? სლოგანის ინსპირაცია გალაკტიონი სიტყვებია. სლოგანი თავისი მექანიკიდან გამომდინარეც საინტერესოა – ამ ორ სიტყვას შორის კონტექსტის მიხედვით გამოვიყენებთ, რისი თქმაც გვინდა, რადგან ქუთაისის მრავალფეროვნების ერთ წინადადებაში ჩატევა შეუძლებელია – ქუთაისის მოვლენების და ადამიანების ქალაქია, ქუთაისი პირველი თეატრის ქალაქია, ქუთაისი როკის ქალაქია, ქუთაისი "ცისფერყანწელების“ ქალაქია, ქუთაისი საქართველოს პირველი დედაქალაქია და ა.შ.

ქუთაისის ვიზუალური ბრენდინგი აგებულია კულტურაზე, მწერლობასა და ისტორიაზე. მარტივად რომ ვთქვათ, შავი არის სიტყვის ფერი. ისტორია კი იწერება შავით თეთრზე. ყვითელი უკავშირდება გვირილას [„გვირილობა“ 1910-იან წლებში გაჩნდა ქუთაისში. ყოველ წელს, 2 მაისს, ტუბერკულოზით დაავადებული პირების დასახმარებლად, გიმნაზიის მოსწავლე გოგონები ყიდდნენ გვირილებს. ეს საქველმოქმედო კამპანია იყო, ხოლო გვირილა – თეთრი ყვავილი – მისი საერთაშორისო სიმბოლო. შემდეგ ეს ტრადიცია დაიკარგა და მოგვიანებით, როგორც ქალაქის დღესასწაული, „ქუთაისობის“, იგივე „ორმაისობის“ სახელით აღდგა] და ქუთაისს, როგორც მზიან და ოქროს საწმისთან დაკავშირებულ ქალაქს. ვიზუალში გვირილა არის ერთგვარი სქოლიო, იმ ჩამონათვალისთვის, რისი ქალაქიც ქუთაისია“- ნათქვამია „DMO იმერეთის“ მიერ გავრცელებულ იმფორმაციაში.

ყველა სიახლე

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:32

COVID19

შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს. რას ამბობს მინისტრი

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ უწყების დავალებით, შრომის ინსპექცია კოვიდპანდემიის მართვაში ჩართულ სამედიცინო დაწესებულებებს ამოწმებს.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:21

პოლიტიკა

კახა კალაძე: მელია არის ჩვეულებრივი ხულიგანი

„ისინი („ნაციონალური მოძრაობა“) ხელისუფლებაში ყოფნის დროს დაკავებული იყვნენ ადამიანების წამებით, ოჯახების გაუბედურებით, როდესაც ისინი იმყოფებიან ოპოზიციაში, არის ნათელი მაგალითი, როგორი არ უნდა იყოს ოპოზიცია. ეს არის მათი რეალური სახე, ყოველთვის ცდილობენ, დესტრუქცია მოაწყონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც არჩევნები მშვიდობიანად მიმდინარეობს, ყოველთვის ცდილობენ გარკვეულ პროვოკაციებს, მაგრამ არ გამოუვათ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ეკატერინე ტიკარაძე

24 სექტემბერი 2021, 15:19

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული

„არცერთი ვაქცინა არაა გაფუჭებული. ვაქცინების გარკვეულ რაოდენობას, დაახლოებით, 200 ათას დოზას, ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა. რეალურად, მათი ათვისების გარანტია ჩვენ გვაქვს“, - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

კახა კალაძე

24 სექტემბერი 2021, 15:14

სპორტი

კახა კალაძემ საარჩევნო პროგრამა სპორტსმენებს გააცნო

„სპორტსმენებს წარვუდგინე ჩვენი საარჩევნო პროგრამა, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო 4 წლის განმავლობაში, კონკრეტული პროექტების სახით. ეს თემატური შეხვედრები გაგრძელდება მომდევნო დღეების განმავლობაშიც, რათა რაც შეიძლება მეტმა თბილისელმა ნახოს ჩვენი საარჩევნო პროგრამა, ნახოს ის პროექტები, რომელთა განხორციელებასაც ვაპირებთ. გარდა ამისა, პარალელურად ჩვენ გვაქვს შეხვედრები რაიონებში ამომრჩეველთან. მაქსიმალურად ვიყენებთ ყველა სივრცეს, სადაც შესაძლებელია კომუნიკაცია ადამიანებთან, შესაძლებელია ამ პროექტების წარდგენა. ეს შეხვედრები, საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, მომავალშიც გაგრძელდება“, - განაცხადა კახა კალაძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

24 სექტემბერი 2021, 15:12

მსოფლიო

ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებაში ეჭვმიტანილები დააკავეს

ნიგერიაში დააკავეს სამი პირი, რომლებიც, კადუნის შტატში, 100-ზე მეტი მოსწავლის გატაცებაში არიან ეჭვმიტანილნი. ისინი იმ 50 პირს შორის არიან, რომელთაც ჩრდილო-დასავლეთ და ცენტრალურ ნიგერიაში მოსწავლეების გატაცებას ედავებიან. ეჭვმიტანილები სხვადასხვა დაჯგუფების წევრები არიან.

24 სექტემბერი 2021, 14:51

ეკონომიკა

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ EBRD-ის ჯილდო მიიღო

თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ ღონისძიებაზე მდგრადი განვითარების ჯილდო მოიპოვა. 62 ნომინაციიდან, ექვს კატეგორიაში 21 პროექტი შეირჩა ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს პრიზებზე წარსადგენად. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას კი გენდერისა და ინკლუზიის კატეგორიაში ვერცხლის ჯილდო მიენიჭა.

ნიკა ობოლაძე

24 სექტემბერი 2021, 14:47

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან

„ნიკა მელიამ შეკითხვა დაუსვა ირაკლი კობახიძეს, ადამიანს რომ სახე გადაუხსნა „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა და მისმა შვილმა ამაზე პასუხისმგებლობას რატომ არ იღებს მმართველი პარტია და რატომ აკისრებს პასუხისმგებლობას ოპოზიციას. ამ შეკითხვის გაგონებისას შეშინებული კობახიძე გაიქცა. შეურაცხყოფა იყო არა მელიას, არამედ კობახიძის მხრიდან და ეს მან თავადაც აღიარა. პირადად თუ შევხვდები კობახიძეს, მეც აუცილებლად ვკითხავ, რატომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმაზე, რომ ჩვენს მხარდამჭერს სახე გადაუხსნეს. ზოგადად, მთელი ქართული ოცნება სიტყვიერი დაპირისპირების გარდა არაფერსაკეთებს“,- განაცხადა ნიკა ობოლაძემ.

მიტჩ მაკკონელი

24 სექტემბერი 2021, 14:42

პოლიტიკა

აშშ-ის სენატის უმცირესობის ლიდერი: მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის

მადლობა საქართველოს სიმამაცისა და რუსების მიმართ მტკიცედ დგომისთვის, - განაცხადა სენატის უმცირესობის ლიდერმა, „რესპუბლიკელმა“ სენატორმა მიტჩ მაკკონელმა.

24 სექტემბერი 2021, 14:41

პოლიტიკა

თეა ახვლედიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან შეხვედრა გამართა.

24 სექტემბერი 2021, 14:36

ტაბლოიდი

თმის არასწორად შეჭრის გამო, ინდოეთში სალონს მომხმარებლისთვის $271 ათასის გადახდა მოუწევს

ინდოეთის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სალონს $271 ათასის გადახდა მოუწევს მომხმარებლისთვის, რომელსაც თმა ისე არ შეჭრეს, როგორც მას სურდა. ქალი ამტკიცებდა, რომ მისი მითითების მიუხედავად, თმა მოკლედ - მხრებიდან 10 სანტიმრეტრამდე შეჭრეს. როგორც მან სასამართლოზე აღნიშნა, გრძელი თმის გამო, მასთან თმის პროდუქციის კომპანიები თანამშრომლობდნენ, სტილისტის დაუდევრობის შემდეგ კი, შეთავაზებები შეწყდა, რამაც დიდი ზიანი მიაყენა.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 სექტემბერი 2021, 14:31

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: არჩევნებს დამაჯერებლად ვიგებთ, არავის სჭირდება ქვეყანაში არეულობა, გარდა რადიკალური ოპოზიციისა, რომელიც არჩევნებზე გამარჯვებას ვერ მიაღწევს

მოვუწოდო ყველა ჩვენს მხარდამჭერს, როგორც პარტიულ აქტივისტს, როგორც პარტიის წევრს, ასევე ჩვეულებრივი მხარდამჭერს, თავი შეიკავონ და არ აჰყვნენ პროვოკაციებს, - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ნიკოლოზ სამხრაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ილჰამ ალიევი

24 სექტემბერი 2021, 14:18

მსოფლიო

ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს

„აზერბაიჯანმა სამხრეთ კავკასიაში შექმნა ახალი რეალობა, რომელიც ყველამ უნდა გაითვალისწინოს. საერთაშორისო თანამეგობრობამ უნდა შეასრულოს თავისი პოზიტიური როლი და სომხეთს იმის გაცნობიერებისკენ მოუწოდოს, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. სომხეთში რევანშიზმისა და მილიტარიზაციის მხარდამჭერი ნებისმიერი ქმედება უნდა შეწყდეს. ვიმედოვნებთ, რომ, საბოლოოდ, სამხრეთ კავკასიაში დიდი ხნის ნანატრი მშვიდობა, უსაფრთხოება და სტაბილურობა დაისადგურებს“.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 14:15

პოლიტიკა

თეა წულუკიანი: გვაინტერესებს, როგორ შეაფასებს მელიას ქმედებას ევროკავშირი, რადგან ყოველთვის გვესმოდა, კარგი იქნება, ნიკა მელია იყოს გარეთ, რომ მან შეძლოს პოლიტიკური კონკურენცია „ქართულ ოცნებასთან“

ნიკა მელია ყოველდღიურ რეჟიმში ამტკიცებს, რომ პროფესიონალი ხულიგანია, - ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გუშინ, ევროკავშირის ოფისთან მომხდარი ინციდენტის კომენტირებისას განაცხადა.

24 სექტემბერი 2021, 14:10

კულტურა

ელისო ბოლქვაძე ფრანგული ჟურნალის დირექტორებს შეხვდა

„ჟურნალი წარმოადგენს ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე ფართო მუსიკალურ საინფორმაციო გამოცემას, რომელიც მრავალმილიონიან მკითხველს მოიცავს“, - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ. შეხვედრას საქართველოს საელჩოს წარმომადგენლები პაატა მაჭავარიანი და ვარლამ ბაძაღუა ესწრებოდნენ.

24 სექტემბერი 2021, 13:56

მსოფლიო

დაუდგენელი მიზეზით, ბანგლადეშის სანაპიროზე მკვდარი ვეშაპებისა და დელფინების გამორიყვა არ წყდება

2020 წლის იანვრიდან 2021 წლის სექტემბრამდე, ბანგლადეშის სანაპიროზე, სულ მცირე, 6 ვეშაპი და 60 დელფინი გამოირიყა. მიუხედავად იმისა, რომ მონაცემები საყურადღებოა, ადგილობრივი ხელისუფლება შემთხვევებს ოფიციალურად არ აღწერს და უცნობია ზუსტი რაოდენობა, ბენგალის ყურეში მკვდარი რამდენი ძუძუმწოვარია წყლიდან გარიყული.

24 სექტემბერი 2021, 13:40

კულტურა

მეცნიერების პოპულარიზაციის მიზნით, სამეცნიერო კომიქსების კონკურსი გამოცხადდა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პროგრამის - „მეცნიერების კალენდარი 2021“ ფარგლებში, თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია სამეცნიერო კომიქსების კონკურსს აცხადებს.

24 სექტემბერი 2021, 13:35

COVID19

ბექა ფერაძემ ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსი ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა. ბექა ფერაძემ სექტორის წარმომადგენლებს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შექმნილი პლატფორმა გააცნო და მათგან კოვიდსაშვის დანერგვის პროცესთან დაკავშირებული რეკომენდაციები მოისმინა.

24 სექტემბერი 2021, 13:34

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში

თბილისში 24 სექტემბერს ღრუბლიანი და წვიმიანი ამინდი იქნება. იქროლებს ჩრდილო-დასავლეთის მიმართულების ქარი. ჰაერის ტემპერატურა 15, +17, ხოლო 25-27 სექტემბერს შედარებით გამოიდარებს და +21, +23 გრადუსამდე დათბება.

თეა წულუკიანი

24 სექტემბერი 2021, 13:27

კულტურა

კულტურის სამინისტრომ სხვადასხვა პროექტის დაფინანსების მიზნით, ხუთი ახალი კონკურსი გამოაცხადა

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ საქართველოში რეგისტრირებულ იურიდიულ პირებს, ფიზიკურ პირებს, ან ფიზიკური პირების ჯგუფს. საკონკურსო განაცხადები მიიღება 2021 წლის 24 სექტემბრიდან 2021 წლის 4 ოქტომბრის 12:00 საათამდე სამინისტროში, მისამართზე: თბილისი სანაპიროს ქ. N4 მატერიალური სახით ან სამინისტროს ოფიციალურ ელექტრონულ ფოსტაზე – info@culture.gov.ge ელექტრონული დოკუმენტის სახით.

ბენო გეგეჭკორი

24 სექტემბერი 2021, 13:24

პოლიტიკა

ბენო გეგეჭკორი: გიორგი ბოტკოველის მეუღლე წლებია ცესკოში მაღალ თანამდებობაზეა, არაერთგზის დამარცხებული ბოტკოველი კი თავის მარცხს გაყალბებულ არჩევნებს აბრალებს - მეუღლემ გაუყალბა?!

პარტიის წარმომადგენელი ამბობს, რომ ბოტკოველის მეუღლე ხათუნა გალდავა წლებია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ადმინისტრაციაში მაღალ საჯარო თანამდებიბაზე მუშაობს, თუმცა ოპოზიციის კანდიდატი ყოველ ჯერზე მის დამარცხებას გაყალბებულ არჩევნებს უკავშირებს.