ნათია თურნავა წყალტუბოს რეაბილიტაციაზე: ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ
ნათია თურნავა
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ნუ ნერვიულობს ოპოზიცია, ჩვენ ყველა დანაპირებს ვასრულებთ. წყალტუბოს აღორძინება დაიწყება გეგმაზომიერად, - ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ ქუთაისში ვიზიტისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პანდემიამ ბევრი პროცესი შეანელა, თუმცა საბოლოო ჯამში წყალტუბოს პროექტზე ეს გავლენას არ იქონიებს.
„რა თქმა უნდა, კორონავირუსმა შეანელა ბევრი პროცესი, მაგრამ ეს საბოლოო ჯამში არანაირად არ დაეტყობა წყალტუბოს პროექტს და ამის დასტურია თუნდაც აბასთუმნის პროექტი, რომელიც ბატონ ბიძინა ივანიშვილის და „ქართუ“ ფონდის ქველმოქმედების საფუძველზე და კერძო ბიზნესის ჩართულობით ხორციელდება. ნახეთ როგორ ხორციელდება ეს აბასთუმანში. ასეთივე აღმავლობა ძალიან სწრაფად დაიწყება წყალტუბოში და ზოგიერთი ოპოზიციონერი, ვისაც კორონავირუსის ეპიდემიის შემდეგ გაახსენდა თურმე რა ხდება ახლა წყალტუბოში, ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ როდესაც ბიძინა ივანიშვილი თავის პირველ ქველმოქმედებას ახორციელებდა წყალტუბოში. ასე რომ არანაირად არ გაგვიჭირდება ამ პროექტის შესრულება“, - განაცხადა მინისტრმა.
2019 წლის 29 ოქტომბერს ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, რომ წყალტუბოს განვითარების ერთიანი გეგმის ფარგლებში უკლებლივ ყველა, 22 სასტუმროს და 9 აბანოს გამოსყიდვა გადაწყვიტა. პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, პროექტი რეგიონში 15 000 -20 000 ადამიანს დაასაქმებს.
ყველა სიახლე
03 მაისი 2026, 22:39
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ერევანში ოფიციალურ მიღებას დაესწრო, რომელიც სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ ვაჰაგნ ხაჩატურიანის, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანის და პარლამენტის თავმჯდომარე ალენ სიმონიანის სახელით, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტის მონაწილე ლიდერთა პატივსაცემად გაიმართა.
03 მაისი 2026, 22:10
საზოგადოება
პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე: გვაქვს მოლოდინი, რომ ყველაფერი ძალიან ღირსეულად წარიმართება და სრული სამართლიანობით მოხდება ახალი პატრიარქის გამორჩევა, რომელსაც უდიდესი პასუხისმგებლობა ექნება წმინდა ეკლესიის და ერის წინაშე
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ღვთივმიმადლებული პიროვნული თვისებების წყალობით, უდიდესი ძალისხმევით, სულიერებით და სიბრძნით შეძლო საქართველოს ეკლესიის აღორძინება, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პროტოპრესვიტერმა გიორგი ზვიადაძემ.
03 მაისი 2026, 22:05
საზოგადოება
დეფიციტური პროფესიები - მიმართულებები, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობაა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
განსაკუთრებით ეს ეხება ტექნიკურ და გარემოსდაცვით მიმართულებებს, სადაც კვალიფიციური კადრების ნაკლებობა დღემდე სერიოზულ გამოწვევად რჩება. კონდიცირების და სამაცივრე სისტემებიდან დაწყებული, ამინდის პროგნოზირებითა და მეტყევეობით დასრულებული - ეს ის სფეროებია, სადაც პროფესიონალებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე იზრდება.
03 მაისი 2026, 21:54
რეგიონი
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზის 179-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვისცვენის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის 179-ე კმ-ზე, დროებით იკრძალება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
03 მაისი 2026, 21:45
საზოგადოება
ისტორიული არჩევანის მოლოდინი - 3 კანდიდატიდან უახლოეს 2 კვირაში ერთ-ერთი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გახდება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
20 ხმა ერგო საპატრიარქო ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტს მეუფე შიო მუჯირს. 7 ხმა მიიღო მეუფე გრიგოლმა (ბერბიჭაშვილმა), ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა. ასევე 7 ხმა მიიღო მეუფე იობმა, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა.
03 მაისი 2026, 21:27
პოლიტიკა
ხალხში და გაერთიანებულ „ნაცმოძრაობაში“ ნდობადაკარგულების წრე - სეზონური ერთობა. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
რადიკალებმა 26 მაისს აქცია დააანონსეს. ფაქტია, ევრობიუროკრატია არც მოქმედების სტრატეგიას ცვლის, არც სცენარს და არც შემსრულებლებს.
03 მაისი 2026, 21:17
პოლიტიკა
ნანა კაკაბაძე: რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა - ხალხი ხედავს, რომ ნაცების „დაშლა-არმოშლით“ ისინი ისევ ძველი პოლიტიკისკენ დაბრუნებას სთავაზობენ საზოგადოებას
რატომ ვერ იზრდება ოპოზიციის მომხრეთა რაოდენობა, - ამ თემაზე სოციალურ ქსელში ვრცლად წერს არასამთავრობო ორგანიზაცია „მოძრაობა ნეიტრალიტეტის“ დამფუძნებელი, ნანა კაკაბაძე.
03 მაისი 2026, 21:16
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ. „რეგიონებში გასვლას“, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რისი მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ
ჩვენ თუ დავაკვირდებით ოპოზიციის ამ ე.წ.რეგიონებში გასვლას, ეს არის ფაქტობრივად ფიქცია. მათ ძირითადად შეხვედრები აქვთ ნახევრად ცარიელ დარბაზში და ხვდებიან იმ აქტივს, რა აქტივის მობილიზების უნარიც ამ ეტაპზე გააჩნიათ, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ოპოზიციაზე საუბრისას.
03 მაისი 2026, 20:57
პოლიტიკა
რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად - ისტორიის გაკვეთილები. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
ვინ დაავალა დიპლომატს საქართველოს უახლესი ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მძიმე ეპიზოდით სპეკულირება და ქართველი ხალხის შანტაჟი? რატომ იქცა სამოქალაქო ომი ევრობიუროკრატიის ბოლო იმედად?, - ამაში გარკვევა „იმედის კვირამ“ მძიმე წარსულის გახსენებით სცადა.
03 მაისი 2026, 20:56
პოლიტიკა
ლელა რაზიკაშვილი: ვიბრძოდით თავისუფლებისთვის და ღირებულებითი სივრცისთვის, სწორედ ეს არის ჩვენთვის ევროპა. ადამიანი, რომელიც მეუბნება, რომ შენი უფლება ნულია და სხვისი უფლება არის პრიორიტეტული, ჩემთვის ევროპა არ არის
ჩვენს ტყავზე გადავიტანეთ ის საშინელება, ის უბედურება, რომ ყველა დავდექით დანგრეულ, დამტვრეულ, გადამწვარ, გვამებით მოფენილ ქალაქში, - განაცხადა გადაცემაში „იმედის კვირა“ ვაჟა-ფშაველას ფონდის ხელმძღვანელმა ლელა რაზიკაშვილმა, რომელმაც 1990-იან წლებში საქართველოში სამოქალაქო დაპირისპირების მოვლენები გაიხსენა.
03 მაისი 2026, 20:35
პოლიტიკა
დეზინფორმაციის ბიურო პოლონეთში - რა კრიტერიუმებით იქმნება მსგავსი პლატფორმები, პროპაგანდის ინსტრუმენტები და რეალურად ვის ინტერესებს ემსახურება. „იმედის კვირის“ სპეციალური რეპორტაჟი
პოლონეთის სახელმწიფო ბიუჯეტით ფინანსდება პროექტი, სადაც მონაწილეობენ ადამიანები, რომლებიც წარსულში არაერთი სკანდალური და მანიპულაციური მედიაკამპანიით გახდნენ ცნობილი. ნათია კობერიძე - „მოდელირებული ქრონიკის“ თანაავტორი და სკანდალური ეთერის წამყვანი, ე.წ. ჟურნალისტი, რომელმაც სრულიად საქართველო მოატყუა და ამისთვის აგვისტოს ომის თემა გამოიყენა, ახლა პოლონეთიდან გვასწავლის ჭკუას და გვიყვება ამბებს, ისე როგორც იმიტირებულ ქრონიკაში.
03 მაისი 2026, 20:16
პოლიტიკა
ქვეყნის მტრებმა მამუკა მდინარაძის სუს-ის უფროსად დამტკიცების შემდეგ სხვადასხვა უწყებაში ჩანერგილი ყველა დასაყრდენი დაკარგეს. გაიხსნა ათეულობით საქმე, კორუფციასთან ბრძოლამ უპრეცედენტო მასშტაბს მიაღწია - ირაკლი ჩიხლაძის მონოლოგი
რადიკალების მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია ვერ შეცვლის რეალურ სურათს და ვერ მოახდენს გავლენას იმ პროცესებზე, რომლებიც სახელმწიფოში ინსტიტუციური სტაბილურობისა და უსაფრთხოების სისტემის გაძლიერების მიმართულებით მიმდინარეობს, - განაცხადა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, გადაცემა „იმედის კვირის“ წამყვანმა, ირაკლი ჩიხლაძემ.
03 მაისი 2026, 20:04
საზოგადოება
ონიაშვილის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება
საბურთალოს რაიონში, ოთარ ონიაშვილის ქუჩაზე გზის რეაბილიტაციის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით შეიზღუდება.
03 მაისი 2026, 18:31
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკას ეწვია, სადაც ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტში მიიღებს მონაწილეობას.
03 მაისი 2026, 17:30
საზოგადოება
მეუფე შიო: დღესაც არსებობს ჩვენთვის სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც, მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა
დღესაც არსებობს ჩვენთვის ეს სასწაულთმოქმედი საბანელი, ემბაზი, რომელშიც ადამიანები განიწმინდებიან, იკურნებიან, მეტიც - მკვდრეთით აღდგებიან, ოღონდ ეს არის უმეტესად სულიერი კურნება და სულიერი სიკვდილისგან აღდგომა, - განაცხადა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) თბილისის ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას.
03 მაისი 2026, 17:27
ტაბლოიდი
მარკო რუბიომ დიჯეის როლი მოირგო
ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ქორწილში დიჯეის როლი მოირგო. პულტთან მას დახმარებას ერთ-ერთი დიჯეი უწევდა. ვიდეო სოციალურ ქსელში თეთრი სახლის ადმინისტრაციის აპარატის უფროსის მოადგილემ დენ სკავინომ გამოაქვეყნა.
03 მაისი 2026, 17:25
მსოფლიო
INSA: მერცისა და მისი მთავრობის რეიტინგი ეცემა
ფრიდრიხ მერცის რეიტინგი ეცემა. INSA ინსტიტუტის მიერ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, გერმანიის კანცლერის საქმიანობით კმაყოფილი გამოკითხულთა მხოლოდ 16%-ია, 76% კი მის საქმიანობას უარყოფითად აფასებს.
03 მაისი 2026, 17:18
მსოფლიო
ისრაელმა ავიაგამანადგურებლების 2 ახალი ესკადრილიის შეძენის გეგმა დაამტკიცა
ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ახალი ესკადრილიები მოიცავს F-35 და F-15IA-ს ტიპის თვითმფრინავებს, რომლებსაც ამერიკული კომპანიები აწარმოებენ.
03 მაისი 2026, 17:08
მსოფლიო
აშშ ახლო აღმოსავლეთში $8 მილიარდზე მეტი ღირებულების იარაღის გაყიდვას აჩქარებს
ქვეყნების სიაში არიან: ისრაელი, კატარი, არაბთა გაერთიანებული საამიროები და ქუვეითი. უწყების განმარტებით, საგანგებო ვითარების გათვალისწინებით, რომელიც ახლო აღმოსავლეთშია შექმნილი, გადაწყვეტილება კონგრესის გვერდის ავლით იქნა მიღებული.
03 მაისი 2026, 17:03
მსოფლიო
რუსეთმა და უკრაინამ ერთმანეთს კვლავ შეუტიეს
აფეთქებების ხმა ისმოდა რუსეთის დიდ ქალაქებშიც. მოსკოვის ოლქში უკრაინული დრონის თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილობრივი გუბერნატორის ინფორმაციით, ნეიტრალიზებულია კიდევ 6 დრონი. თავდასხმები განხორციელდა ლენინგრადის, ბელგოროდის, ბრიანსკის, ვორონეჟის, კალუგის, ტვერისა და ტულის ოლქებზეც.


