ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე მოქალაქე და საკრებულოს თავმჯდომარე სიტყვიერად დაუპირისპირდნენ
ფოტო: თეონა კვარაცხელია
ხმაური იყო ზუგდიდის საკრებულოს სხდომაზე, სადაც მოქალაქე მანანა მიქავა საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. დაპირისპირება მოჰყვა, ნიკო ნიკოლაძის #3-ში არსებულ მიწის ნაკვეთზე საბავშვო ბაღის მშენებლობის საკითხს.
მანანა მიქავამ საკრებულოს თავმჯდომარეს, მამუკა წოწერიას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და განაცხადა, რომ მისი მიწის მითვისების საქმეში წოწერიას პირად დაინტერესებას ხედავს. მოქალაქე შეეცადა საკრებულოს თავმჯდომარისთვის წყალიც შეესხა.
როგორც მანანა მიქავა ჟურნალისტებთან აცხადებს, მას ხელთ აქვს ორი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც არ შესრულდა, და რომელიც მის სასარგებლოდ იყო გამოტანილი.
მოქალაქე მანანა მიქავას ადვოკატ ნანა ფირცხალავას ინფორმაციით, სასამართლო დავა მოცემულ საქმეზე დღესაც გრძელდება, საქმე გასაჩივრებულია და ამის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლება ინფორმირებულია. მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, მათ საკითხი მიწის გასხვისების, მაინც გააქვთ სხდომაზე.
ბრალდებები თავად საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა წოწერიამ უარყო და განმარტა, რომ ბიზნესმენს ჰქონდა შესაძლებლობა, საკუთარი სიმართლე სასამართლოში დაემტკიცებინა და მოუწოდა, პატივი ეცა სასამართლოს გადაწყვეტილებისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ყველას შეუძლია საჯარო რეესტრში გადაამოწმოს, ვინ არის მიწის მესაკუთრე. მამუკა წოწერიას თქმით, მანანა მიქავა საკრებულოს სხვა მიწის ნაკვეთს ედავება და აღნიშნულ მიწასთან დაკავშირებით საქმე დღევანდელ სხდომაზე არც განიხილება.
ინციდენტის გამო, სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა, ხოლო სხდომათა დარბაზი მანანა მიქავას დაცვის წევრებმა დაატოვებინეს. რამდენიმე წუთის შემდეგ სხდომა განახლდა, სადაც დღის წესრიგით გათვალისწინებული სხვა საკითხები განიხილეს.
ყველა სიახლე
29 აპრილი 2026, 18:25
პოლიტიკა
მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ACWA Power-ის ბიზნესის განვითარების მიმართულების ხელმძღვანელსა და ცენტრალური აზიის ვიცე-პრეზიდენტს, საჩინ აბჰიანკარს შეხვდა
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ენერგეტიკისა და მდგრადი ინფრასტრუქტურის მიმართულებით წამყვანი საერთაშორისო ინვესტორული კომპანიის - ACWA Power-ის წარმომადგენლებს შეხვდა.
29 აპრილი 2026, 18:21
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა
„კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებს შესაძლებლობა მიეცემათ, შეთავსებით განახორციელონ ექსპერტული საქმიანობა.
29 აპრილი 2026, 18:17
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, მისი მინისტრობის დროს უამრავი ცვლილება განხორციელდა შსს-ში
მინდა, გეკა გელაძეს მივულოცო სუსის უფროსის თანამდებობის დაკავება, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალ უფროსად გეკა გელაძის წარდგენისას.
29 აპრილი 2026, 18:15
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახალი უფროსი გეკა გელაძე უწყების თანამშრომლებს წარუდგინა.
29 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა
2026 წლის 29 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ, - ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 18:07
პოლიტიკა
შარმანაშვილი სარჯველაძის ინტერპელაციაზე ოპოზიციის განცხადებებზე: დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა
„დიდი ხანია პოლიტიკაში ვარ, ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდიდან. ვიყავი მოძრაობაში, რომელიც საბჭოთა კავშირს უპირისპირდებოდა. ყველანაირი ოპონირება მინახავს, მაგრამ ამას ოპონირებას ვერ დავარქმევ. ეს იყო ზიზღის უკანასკნელი ფორმების ნთხევა და რის გამო? რომ თავი დაიმკვიდრონ პოლიტიკაში ასეთი უღირსი მეთოდებით, რომლებსაც სახელსაც კი ვერ ვუძებნი. მიხეილ სარჯველაძე ეკითხებოდა - რომელიმე ჩემი ფრაზა იყო ისეთი, რომელიც სიმართლეს არ შეესაბამებოდა? მაგრამ ჰქონდათ მითითება, რომ არათუ ოპონირება არ გაეწიათ, არამედ პირად შეურაცხყოფაზე გადასულიყვნენ, ოღონდ ეს პოლიტიკური მიზნები აესრულებინათ. აი ასეთ ადამიანებთან გვაქვს საქმე“, - განაცხადა შარმანაშვილმა.
29 აპრილი 2026, 18:06
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ძალიან რთულია აშშ-ის წინა ადმინისტრაციის მიერ გაფუჭებული ურთიერთობების ასე ხელაღებით აღდგენა, მაგრამ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები
ძალიან რთულია წინა ადმინისტრაციის მიერ წლების განმავლობაში გაფუჭებული ურთიერთობების ასე ხელაღებით აღდგენა, მაგრამ გადაიდგმება სერიოზული ნაბიჯები, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, თენგიზ შარმანაშვილმა.
29 აპრილი 2026, 18:04
პოლიტიკა
პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვისთვის მოთხოვნილი კანონპროექტები მიიღო
პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველმა მოადგილემ ნინო ენუქიძემ „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტები მესამე მოსმენით წარადგინა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 18:03
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაზე: გარედან მიღებული დავალების მიუხედავად თავს ვერ იკავებენ, რომ ერთმანეთის მიმართ ეს პიროვნული ზიზღი საჯაროდ არ გამოხატონ
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა ოპოზიციაში არსებულ შიდა დაპირისპირებაზე „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.
29 აპრილი 2026, 17:59
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი: ოპოზიციის მთავარი მოტივაციაა, რომ საქართველოში არ უნდა გაუმჯობესდეს არაფერი. თუ უმჯობესდება, შექმნან ის სიტუაცია და აღქმები, რომ უარესობისკენ მიდი საქმე
რაც უფრო გაუმჯობესდება მართვა სახელმწიფოში, რაც უფრო მეტი კოორდინაცია იქნება სახელმწიფო ორგანოებს შორის, ეს ოპოზიციას რატომღაც საკუთარ სისუსტედ მიაჩნია, - განუცხადა „ქრონიკას“ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე თენგიზ შარმანაშვილმა.
29 აპრილი 2026, 17:53
მსოფლიო
Reuters: აშშ-ის დაზვერვა ირანის პოტენციურ რეაქციას სწავლობს, ამერიკის მიერ ომში გამარჯვების გამოცხადების შემთხვევაში
აშშ-ის სადაზვერვო სამსახურები იკვლევენ, თუ რა რეაქცია ექნება თეირანს, თუ ამერიკის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ირანთან ომში თავს გამარჯვებულად გამოაცხადებს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 17:39
რეგიონი
ნინო ლაცაბიძე: შევქმენით ახალი პლატფორმა, რომლის მეშვეობითაც ჩვენს მოსახლეობასა და მუნიციპალიტეტს შორის შუამავლები, რუსთაველი ახალგაზრდები იქნებიან
რუსთავის მერია კიდევ ერთ ახალგაზრდულ პროექტს - „მერის ახალგაზრდა წარმომადგენლები" იწყებს. პროექტი, ქალაქის განვითარებაში და მუნიციპალიტეტის საქმიანობაში, კიდევ უდრო მეტი ახალგაზრდის ჩართვას და თანამედროვე მუნიციპალური სერვისების დანერგვას ისახავს მიზნად.
29 აპრილი 2026, 17:30
პოლიტიკა
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა, რის შემდეგაც მამუკა მდინარაძე მინისტრთა კაბინეტს შეუერთდება
პარლამენტმა „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ კანონპროექტში ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებას მხარი 84 დეპუტატმა დაუჭირა, 10 წინააღმდეგი წავიდა.
29 აპრილი 2026, 17:29
პოლიტიკა
ვახტანგ ბაჩიაშვილი: სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა კონსტიტუციით გათვალისწინებული ინსტიტუტია და იქმნება, როდესაც სახელმწიფოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობის ამოცანის გადასაჭრელად აუცილებელია ამ თანამდებობის შემოღება
მთავრობის საპარლამენტო მდივანი „ქრონიკასთან“ განმარტავს, რომ სახელმწიფო მინისტრის პოსტი, თავისი შინაარსით განსხვავდება სხვა მინისტრების თანამდებობებისაგან. ვახტანგ ბაჩიაშვილი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილებით მთავრობა აჩვენებს რა არის კონკრეტულ შემთხვევაში მისთვის პრიორიტეტი და ამჯერად ეს პრიორიტეტია სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი უსაფრთხოების კიდევ უფრო განმტკიცება.
29 აპრილი 2026, 17:27
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე: მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია, რომ ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ
მთლად ისე ნუ წარმოაჩენს ოპოზიცია მდგომარეობს, რომ საქართველოში ქართველ ექიმებს არავინ ენდობა. არ ეცადოთ ამის გაკეთებას, ეს მხოლოდ შეგარცხვენთ და დაგამცირებთ, ისედაც არ გაკლიათ, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა პარლამენტში, პლენარულ სხდომაზე, ინტერპელაციის წესით გამოსვლისას.
29 აპრილი 2026, 17:24
პოლიტიკა
სტრასბურგში ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა გაიმართა
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1558-ე სხდომაზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 33-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ განხილვა შედგა. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
29 აპრილი 2026, 17:22
მსოფლიო
კრემლში დაადასტურეს, რომ რობერტ ფიცო 9 მაისს მოსკოვში ჩავა
რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლის, იური უშაკოვის განცხადებით, 9 მაისს მოსკოვში მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 81-ე წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმზე სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო ჩავა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
29 აპრილი 2026, 17:11
პოლიტიკა
რატი იონათამიშვილი: ნებისმიერი პოზიცია, რომელსაც იკავებდა და დაიკავებს მამუკა მდინარაძე არის წარმატების გარანტია
„ჩვენ უკვე დადასტურებული ფაქტებით შეგვიძლია ვისაუბროთ, რომ ძლიერდება სახელმწიფო ინსტიტუტები და უსაფრთხოება ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება რადიკალური ოპოზიციის პანიკას, სინამდვილეში ისინი საკუთარ თავებს ჰყიდიან, რომ მათ ინტერესებში არ არის ჩვენი ქვეყნის სტაბილურობა, უსაფრთხოება და განვითარება. მაგრამ მოუწევთ ამ შიშებთან დარჩენა, ვინაიდან ხელს ვერ შეუშლიან ამ ყველაფერს“, - აცხადებს იონათამიშვილი.
29 აპრილი 2026, 16:56
ჯანდაცვა
ზაზა ლომინაძე: გაოცებას ვერ ვმალავ „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდის გამონათქვამებით, თქვენი გამოსვლა იყო ამორალური, სრულიად გახვედით საექიმო და საპარლამენტო ჩარჩოებიდან, ამას არც ოპოზიცია ჰქვია
მინდოდა გამეგრძელებინა თქვენი საუბარი იმ გამოწვევებზე, თუ რა გვაქვს დღეს საქართველოში, რა უნდა გავაკეთოთ თითოეული მოსახლისათვის, რა უნდა გავაკეთოთ იმ 100 ბავშვისათვის, ისევე, როგორც გავაკეთეთ იმ 20 ბავშვისათვის, რომელიც აქონდროპლაზიით არის დასნეულებული, მაგრამ, სამწუხაროდ, გაოცებას ვერ ვმალავ "გახარია-საქართველოსთვის" გუნდის გამონათქვამებით, ასეთი არ მოგვსწრებია პარლამენტში უკვე მეორე მოწვევაა, - ამის შესახებ პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძემ, ჯანდაცვის მინისტრ, მიხეილ სარჯველაძის ინტერპელაციაზე განაცხადა.
29 აპრილი 2026, 16:50
მსოფლიო
Reuters: სტარმერის მუქარის მიუხედავად, ბრიტანეთი რუსულ გემებს არ აკავებს
გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერის მუქარას რუსული ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის გემების დაკავებასთან დაკავშირებით, შედეგი არ გამოუღია, რადგან ბრიტანეთის წყლებში რუსული გემები დღემდე თავისუფლად გადაადგილდებიან. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


