რეგიონი

27 სექტემბერი 2026, 17:36

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ვარლამ წიკლაურმა სამშობლოსთვის თავდადებულ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო

ახალციხეში აფხაზეთის ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს, - ინფორმაციას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.

27 სექტემბერი 2026, 16:55

ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო

სოხუმის დაცემის დღიდან 33 წელი გავიდა. აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ზაბახიძემ, საქართველოს პარლამენტის წევრთან, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის დელეგატ დავით შერაზადიშვილთან, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნონა რეხვიაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი გვირგვინით შეამკო.

27 სექტემბერი 2026, 15:45

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ცოტნე ანანიძესთან და ქალაქ ბათუმის მერთან, გიორგი ცინცაძესთან ერთად, სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს ეროვნული გმირის, ჟიული შარტავას მემორიალი ყვავილებით შეამკო და დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო.

27 სექტემბერი 2026, 15:19

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს

გორში ხელისუფლების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინებით შეამკეს და პატივი მიაგეს უთანასწორო ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას.

27 სექტემბერი 2026, 13:01

ქუთაისში აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ქუთაისის მერმა დავით ერემეიშვილმა, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველმა მოადგილემ მამუკა ხიმშიაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების და საზოგადოების წარმომადგენლებმა გვირგვინებით შეამკეს გმირთა მემორიალი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენებელი პანაშვიდი გადაიხადეს სასულიერო პირებმა.

27 სექტემბერი 2026, 10:11

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ შენობებზე სოხუმის დაცემის 33-ე წლისთავთან დაკავშირებით, აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მიგების მიზნით, სახელმწიფო დროშები დაშვებულია.

დავით კოდუა

27 სექტემბერი 2026, 10:06

დავით კოდუა: მჯერა, რომ შევძლებთ 27 სექტემბერი ვაქციოთ თარიღად, როდესაც ენგურის ორსავე ნაპირზე შერიგებასა და საერთო გამარჯვებას ვიზეიმებთ

ზუგდიდის მერი დავით კოდუა, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე გიორგი ნადარაია, საკრებულოს წევრები და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ რუხში იმყოფებოდნენ.

27 სექტემბერი 2026, 00:01

სოხუმის დაცემიდან 33 წელი გავიდა

აფხაზეთში სამხედრო დაპირისპირება 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. 1992-1993 წლების დაპირისპირების შედეგად, საქართველომ აფხაზეთის ტერიტორიაზე იურისდიქცია დაკარგა, აფხაზეთმა კი ე.წ. დამოუკიდებლობა მოიპოვა. საერთაშორისო თანამეგობრობამ მოგვიანებით ეს ფაქტი რუსეთის მიერ ოკუპაციად აღიარა. ​

{{n.PhotoAltTag}}

{{n.Date}}, {{n.Time}}

{{n.Title}}

{{n.ShortDescription}}