გურჯაანში სროლისას დაჭრილი ახალგაზრდის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩუმლაყში სროლის შედეგად დაჭრილი ახალგაზრდა მართვით სუნთქვაზე რჩება. მას ტყვია კისრის არეში აქვს მოხვედრილი, რის გამოც წუხელ რამდენიმე საათის განმავლობაში ქირურგიური ოპერაცია უტარდებოდა. ექიმის თქმით, მისი ჯანმრთელობის მდგომარება სტაბილურად მძიმეა.
„პაციენტს ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი. გამჭოლი ჭრილობაა. მაქსიმალურად ვცდილობდით ახალგაზრდისთვის სიცოცხლის შენარჩუნებას, ჩაუტარდა ოპერაცია და ახლა ინტესიურ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. “- განაცხადა კლინიკის მენეჯერმა გელა ორველაშვილმა.
სოფელში მომხდარის დეტალებზე საუბარი უჭირთ. ერთ- ერთი ვერსიით ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც კონფლიქტში მონაწილე კაცმა ავტომატური ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა. სროლის შედეგად 30 წლამდე კაცი ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო 28 წლის ახალგაზრდა გურჯაანის ჯეო ჰოსპიტალსის კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.
“ქრონიკის” ინფორმაციით, მკვლელობაში სავარაუდო ბრალდებულს ამ დრომდე სამართალდამცველები ეძებენ. პოლიციამ პირის იდენტიფიცირება შეძლო და არ არის გამორიცხული მისი დაკავება დღის ბოლომდე მოხდეს.
მომხდარზე გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობა დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს.
ყველა სიახლე
01 ივლისი 2026, 15:46
თავდაცვა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა
თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლამ (DIBS) 10 წლის იუბილე აღნიშნა. საიუბილეო ღონისძიება თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ გაიმართა, - ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:37
პოლიტიკა
ვარლამ ლიპარტელიანი: მინდა მოვუწოდო ვარდენ მაჭავარიანს, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში
ვარდენ მაჭავარიანს ვიდეო ჩაუწერია და არ მინდა ეს „პატარა ნაციონალი“ უპასუხოდ დავტოვო. პირველ რიგში, მინდა მოვუწოდო მას, რომ ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდებს შეურაცხყოფას ნუ აყენებს. ჩვენს შეხვედრებს გულანთებული, პატრიოტი ახალგაზრდები ესწრებოდნენ და სხვათა შორის, არავინ არანაირ ხელფასს არ იღებს ამაში. ჩვენს ქვეყანას უამრავი ნათელი ახალგაზრდა ჰყავს, რომლებსაც მთავარ მიზნად ჩვენი ქვეყნის წინსვლა და წარმატება აქვს დასახული, - წერს სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანი.
01 ივლისი 2026, 15:36
მსოფლიო
უკრაინის რადამ ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. პანთეონში, შესაძლოა, გადაასვენონ სტეპან ბანდერა, რომელსაც პოლონელები ვოლინის ტრაგედიასთან აკავშირებენ, შესაბამისად, მისი განდიდება მიუღებლად მიაჩნიათ
უკრაინის უმაღლესმა რადამ ხმათა უმრავლესობით ქვეყნის ეროვნული პანთეონის შექმნის შესახებ კანონი მიიღო. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:27
სამართალი
გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს: უნდა დადგინდეს სიმართლე და სიმართლე არის ერთი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი, რაც იყო ნათქვამი ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში არის სიცრუე და ცილისწამება
კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ფორმულას“ დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. საქმეზე საქალაქო სასამართლოში სხდომა გაიმართა. განაჩენს მოსამართლე 14 ივლისს გამოაცხადებს.
01 ივლისი 2026, 15:25
პოლიტიკა
მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრს, ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი უზბეკეთის ინვესტიციების, ინდუსტრიისა და ვაჭრობის მინისტრ ლაზიზ კუდრატოვს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ეკონომიკური, სავაჭრო და ტურისტული თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 15:22
პოლიტიკა
ზვიად შალამბერიძე „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: არ მგონია ამ გადაწყვეტილებამ მათი წევრების რიგები გააფართოვოს - ასეთი ქაოსური გადაწყვეტილებები ჩვენს ქვეყანაში ამ აგენტურის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს
საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ზვიად შალამბერიძემ მედიასთან „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაწევრებასთან დაკავშირებული ცვლილებები შეაფასა. შალამბერიძე მიიჩნევს, რომ ეს გადაწყვეტილება პარტიის განვითარებას ხელს ვერ შეუწყობს.
01 ივლისი 2026, 15:21
პოლიტიკა
სოციალურ ქსელში თეა წულუკიანის შეურაცხყოფისთვის მოქალაქე ორი ათასი ლარით დაჯარიმდა
საქართველოს მოქალაქე გიორგი შიოშვილი ორი ათასი ლარით დაჯარიმდა. მან სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარი დაწერა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თეა წულუკიანის მისამართით.
01 ივლისი 2026, 15:20
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი „ნაცმოძრაობაზე“: თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ
თავმჯდომარის არჩევა და არჩევნები ხდება წევრების მიერ და ახლა უთხრეს, რომ თუ გინდათ მონაწილეობის მიღება, მაშინ გადაიხადეთ, - განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
01 ივლისი 2026, 15:19
ეკონომიკა
თამთა სოფრომაძე: Moody's-ის მიერ საქართველოს რეიტინგის პერსპექტივის გაუმჯობესება ეხმიანება იმ პოზიტიურ შეფასებებს, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკურმა პოლიტიკამ საერთაშორისო ინსტიტუტებისგან ბოლო პერიოდში მიიღო
საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-ის მიერ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის Ba2 დონეზე დადასტურება და პერსპექტივის სტაბილურამდე გაუმჯობესება ქვეყნის ძლიერი ეკონომიკური საფუძვლებისა და ეფექტიანი ეკონომიკური პოლიტიკის კიდევ ერთი საერთაშორისო აღიარებაა - ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მაკროეკონომიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, თამთა სოფრომაძემ განაცხადა.
01 ივლისი 2026, 15:18
პოლიტიკა
დავით მათიკაშვილი „ნაცმოძრაობაში“ გაწევრების გადასახადის დაწესებაზე: „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა
„დავალების მიმცემები დავალებას აძლევენ „ნაცებს“, თუმცა საქართველოში გატარებულმა შესაბამისმა საკანონმდებლო რეფორმამ აგენტურას დაფინანსების თვალსაზრისით გაურთულა ჯიბეების შევსება, ამიტომაც, ახლა ვხედავთ, რომ ამ მძიმე მდგომარეობაში „ნაცმოძრაობა“ კიდევ უფრო ამძიმებს თავისი ერთი მუჭა მხარდამჭერების ფინანსურ მდგომარეობას და პირდაპირ სთხოვს მათ ფულად შენატანს. ეს არის უმძიმესი კრიზისი, პრაქტიკულად დასასრული ამ პარტიისა“, - მიიჩნევს მათიკაშვილი.
01 ივლისი 2026, 15:04
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, ეს არ შედის საქართველოს ინტერესში და საქართველო და მისი ხელისუფლება არასდროს გააკეთებს იმას, რაც ქვეყნის ეროვნულ ინტერესში არ შედის
აქვთ გეგმა, რომ ეს ქვეყანა გამოყენებული იქნას გლობალურ დაპირისპირებაში, როგორც ერთი პაიკი, უმნიშვნელო, მაგრამ ჩვენ არ ვაპირებთ, - განაცხადა ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.
01 ივლისი 2026, 14:55
პოლიტიკა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა
2 ივლისს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი, შავკატ მირზიოევი ეწვევა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:50
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: აგენტურული დავალებების შესრულებაში ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი, ის დღეს ეპრანჭება თავის პატრონებს და ცდილობს, მათ დაუმტკიცოს, რომ ისევ გააჩნია იმდენი გავლენა, რომ მასზე გააკეთონ არჩევანი, სინამდვილეში საქმე გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ძალების მოსინჯვასთან, პატრონებთან გაპრანჭვასთან და აგენტურული ძალაუფლების გადანაწილებასთან
„ნაცმოძრაობის“ ლიდერი, მათი მმართველობის დროს, იყო სანიმუშო შემსრულებელი დავალებებისა. ამ ქვეყანაში აგენტურული ჯგუფებიდან ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული იყო მიხეილ სააკაშვილი აგენტურული დავალებების შესრულებაში და ამიტომ მას თავისი როლი რჩება და განსაკუთრებული როლია ეს არამხოლოდ მის პარტიაში, არამედ ე.წ. ოპოზიციურ ფლანგზე, სინამდვილეში აგენტურულ ჯგუფებში, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ განაცხადა.
01 ივლისი 2026, 14:50
სამართალი
მამუკა მდინარაძე გიგა ავალიანის საქმეზე: დაზარალებულს ყველაზე მეტის თქმის უფლება აქვს, მაგრამ ჩემი თხოვნა იქნება, ნუ დავასწრებთ მოვლენებს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც - როგორც ჩემთვის ცნობილია, შეიძლება უკვე დაკავებულიც კი იყოს ის პირი, რომელზეც იყო საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში
ყველას ვთხოვთ, მათ შორის დაზარალებულებსაც, არა მხოლოდ ამ საქმის დაზარალებულს, მიმდინარეობს ინტენსიური საგამოძიებო მოქმედებები, ამ მოქმედებებს აქვს თავისი ლოგიკა და ამ ლოგიკიდან გადახვევა შეიძლება პრობლემა იყოს მტკიცებულებების მოგროვების თვალსაზრისითაც, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე გიგა ავალიანის საქმესთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ.
01 ივლისი 2026, 14:50
მსოფლიო
Reuters: რუსეთმა ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების ჩატარება უმაღლეს დონეზე დაამტკიცა
რუსეთის თავდაცვის მინისტრმა ანდრეი ბელოუსოვმა გასულ წელს ჩინეთთან საიდუმლო სამხედრო წვრთნების გეგმა დაამტკიცა. ინფორმაციას Reuters-ი შესწავლილ დოკუმენტებზე და ევროპელი ოფიციალური პირებისგან მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს.
01 ივლისი 2026, 14:47
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში, არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, ჩვენ ეს არ უნდა დავუშვათ
ჩვენ მოგვიწევს გათვითცნობიერება, რომ ოპოზიციური ლანდშაფტი არ არსებობს ქვეყანაში. არსებობს აგენტურა, რომელიც სხვადასხვა ფრთიდან და სხვადასხვა ფლანგიდან დავალებების შესაბამისად, იბრძვის ხელისუფლებაში მოსვლისათვის, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:47
საზოგადოება
საზოგადოებრივი კვების ობიექტებში პლასტმასის ბოთლებით სასმელების მიწოდების აკრძალვის ამოქმედება 2031 წლის 1 თებერვლამდე გადავადდა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, „სურსათთან შეხებისთვის განკუთვნილი, პლასტმასისგან დამზადებული გარკვეული პროდუქციის წარმოების, იმპორტისა და ბაზარზე განთავსების აკრძალვის შესახებ“, საქართველოს მთავრობის 2026 წლის 12 მარტის №106 დადგენილებაში ცვლილება შევიდა.
01 ივლისი 2026, 14:42
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: საქართველოსა და უზბეკეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები თითქმის ყოველთვიურად იზრდება, მათ შორის ტრანსპორტის, ტურიზმისა და მრავალ სხვა სფეროში
საქართველოს უზბეკეთთან ორმხრივი ურთიერთობები წლებია, სწრაფად ვითარდება, რასაც ჩვენ დიდ პატივს ვცემთ და რის გარშემოც, პოლიტიკური თვალსაზრისით, ორივე მხარემ ავიღეთ ვალდებულება, კიდევ უფრო განვამტკიცოთ კავშირები, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველო-უზბეკეთის ბიზნესფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.
01 ივლისი 2026, 14:36
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძე: ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, ყოველთვის იქნება კორუფციის რაღაც ხარისხი, მაგრამ ის პრაქტიკულ მინიმუმამდე უნდა იქნას დაყვანილი და ჩვენ მსოფლიოში წამყვანი ქვეყანა უნდა ვიყოთ, ამის ამბიცია გვაქვს და გვიჩნდება გატარებული ღონისძიებების შედეგადაც
ანტიკორუფციული ღონისძიებების ნაწილში, რეალურ დროში მონიტორინგი არის სახელმწიფოს ახალი და თანამედროვე მიდგომა, - განაცხადა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, სახელმწიფო მინისტრმა მამუკა მდინარაძემ.
01 ივლისი 2026, 14:33
სამართალი
სიძულვილის ენის გამოყენების ფაქტზე თამარ ჩერგოლეიშვილი 2500 ლარით დაჯარიმდა
ჩერგოლეიშვილის ანგარიშზე მეორე ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. პირველად ის ხუთი ათასი ლარით დააჯარიმეს.


