კახეთის გუბერნატორი 15 ივლისს სტიქიისგან დაზარალებულ სოფელ კონდოლში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
ფოტო: კახაბერ კუპატაძე
კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი 15 ივლისს სტიქიისგან დაზარალებულ თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ კონდოლში ჩავიდა, სადაც მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. უკვე რამდენიმე კვირაა კონდოლში ათობით დაზიანებული საცხოვრებელი სახლის გადახურვის პროცესი მიმდინარეობს.
კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურა დაზიანდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მყისიერად გამოიყო ფინანსური რესურსები საცხოვრებელი სახლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
„სოფელ კონდოლში სტიქიის შედეგად, დაახლოებით 150 საცხოვრებელი სახლი დაზიანდა. აღნიშნულ სოფელში არსებობდა ძველი გადახურვები ე.წ. „შიფერით“ და ამიტომ მიმდინარეობს თითქმის 90% დაზიანებული საცხოვრებელი სახლისთვის სახურავების სრული გამოცვლა. ძველი სახურავების რესურსი მთლიანად იყო ამოწურული, ეკოლოგიური თვალსაზრისით არ არის რეკომენდებული ე.წ. „შიფერის“ გამოყენება. აქ გამოყენებული სამშენებლო მასალა, თუნუქი არის ძალიან ხარისხიანი.
ვფიქრობ, რომ ეს მასშტაბური სამუშაოები, როდესაც სოფელ კონდოლში დასრულდება, აქ მცხოვრები მოსახლეობა მრავალი ათეული წლის განმავლობაში უზრუნველყოფილი იქნება მყარად დაფარებული ჭერით. ანალოგიური პროცესი მიმდინარეობს და გაგრძელდება, ყველა იმ სოფელში, რომელიც სტიქიის შედეგად იქნა დაზიანებული, როგორც თელავის, ასევე ყვარლის მუნიციპალიტეტში“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.
ბოლო მონაცემებით, ორ მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა და სეტყვამ 200-ზე მეტი სახლის სახურავი დააზიანა. გარდა ამისა, სტიქიამ გაანადგურა ერთწლიანი და მრავალწლიანი კულტურები.
ყველა სიახლე
12 მარტი 2026, 13:55
მსოფლიო
BBC: ეპშტეინი გოგონების გადმობირებისთვის სამოდელო აგენტს იყენებდა
გამოცემა BBC News Brasil-მა ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა, რის შედეგადაც დაადგინა, რომ ფრანგი სამოდელო აგენტი ჟან-ლუკ ბრუნელი მასთან დაკავშირებული სამოდელო სააგენტოების დახმარებით სამხრეთ ამერიკაში ახალგაზრდა გოგონებს ეძებდა, რათა ისინი აშშ-ში სექსუალური ხასიათის დანაშაულში მხილებულ ჯეფრი ეპშტეინთან წაეყვანა.
12 მარტი 2026, 13:23
მსოფლიო
Reuters: ერაყის ქურთისტანში იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა
ერაყის ქურთისტანის ქალაქ ერბილში მდებარე იტალიის სამხედრო ბაზა დაიბომბა. ინფორმაციას Reuters-ი იტალიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.
12 მარტი 2026, 13:20
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა. ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 13:20
რეგიონი
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა
გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, რამადანის თვესთან დაკავშირებით, მუსლიმი თემისთვის იფთარი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ფუად მირზოევი, საკრებულოს თავმჯდომარე მიხეილ გედეხაური, მისი პირველი მოადგილე სამირ ხიალოვი, საქართველოს პარლამენტის წევრი სავალან მირზოევი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სასულიერო პირები და მუსლიმი თემის წევრები.
12 მარტი 2026, 12:58
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ყველა ნაბიჯს ასჯერ ვზომავთ, რომ ისეთი არაფერი გავაკეთოთ, რაც ოდნავ მაინც გაზრდის საფრთხეს საქართველოში, ყველანაირ წნეხს ვუძლებთ
რუსეთ-უკრაინის ომში მავნებლობით, რამდენ რაღაცას აბრალებდნენ საქართველოს, რომ ვიღაცების მტრული დამოკიდებულება გაეღვივებინათ. როგორ აქციებს გვიწყობდნენ სანქციების არ დაწესებაზე, ყველამ კარგად გაიხსენოს, როგორ აქციებს გვიწყობდნენ ეს რადიკალები და ენჯეო-ორგანიზაციები, როდესაც ჩვენ მთავრობის ოფიციალური თანხმობით, მოხალისეები არ გავაგზავნეთ უკრაინაში საბრძოლველად. ეს პირდაპირ ომში ჩართვას არ გულისხმობდა?! - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა, გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
12 მარტი 2026, 12:57
მსოფლიო
პიტერ სიიარტო უკრაინას გაზსადენ „თურქულ ნაკადზე“ თავდასხმის მცდელობაში ადანაშაულებს
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, პიტერ სიიარტო უკრაინას უნგრეთის გაზის გარეშე დატოვების მცდელობაში ადანაშაულებს.
12 მარტი 2026, 12:54
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, რომ არასდროს აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში - რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდებიან, ვის დაურეკავენ საშველად, 2008 წელს ვიხილეთ, ვინ გვიშველა
ისეთი პოლიტიკა უნდა აწარმოო, ეროვნული, პრაგმატული, ფრთხილი და მოქნილი, რომ არასდროს შენ არ აღმოჩნდე საომარ მოქმედებებში. ყველაფრით უნდა გადააზღვიო ის, რომ საომარ მოქმედებებში არ აღმოჩნდე და მთელი რადიკალური ოპოზიცია იმაზე ფიქრობს, რომ საომარ მოქმედებებში რომ აღმოჩნდები, მერე ვის დაურეკავენ საშველად, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა გადაცემაში „პოსტ ანალიტიკა“.
12 მარტი 2026, 12:53
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მარტივია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადადგას ბრიუსელმა იმისათვის, რომ საქართველოსთან ურთიერთობები აღდგეს, პირველი - მათ უარი უნდა თქვან საქართველოში ხელისუფლების არადემოკრატიული დამხობის მცდელობებზე
ეს გახლავთ სომხეთისა და ევროკავშირის ურთიერთობის საკითხი - თუ რა საკითხებზე მსჯელობენ, რა აქვთ სათხოვარი, რაზე მიმართავენ. ჩვენ ჩვენი ურთიერთობა გვაქვს ევროკავშირთან, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ. მან ამგვარად უპასუხა კითხვას ევროპარლამენტში სომხეთის პრემიერი გამოსვლის შესახებ, რომლის დროსაც მან განაცხადა: „საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში. ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს”.
12 მარტი 2026, 12:51
რეგიონი
ბათუმის ბულვარში კიდევ ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა
ბათუმის ბულვარში, ფიჭვნარის ტერიტორიაზე, კიდევ ერთი კაფე-ბარის დემონტაჟი განხორციელდა, - ინფორმაციას შ.პ.ს. ბათუმის წყალი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:46
პოლიტიკა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტები განიხილა
პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებმა სასესხო შეთანხმებების ვადის გაგრძელების საკითხები განიხილეს.
12 მარტი 2026, 12:46
საზოგადოება
ფერმერები სარწყავი წყლის დადგენილ საფასურს მხოლოდ მომსახურების მიღების შემდეგ გადაიხდიან
სასურველ დროს საირიგაციო წყლის შეუფერხებლად მისაღებად, წყალმომხმარებლებმა სარწყავი სეზონის დაწყებამდე „საქართველოს მელიორაციის“ სერვისცენტრებს უნდა მიმართონ და მომსახურების ხელშეკრულებები დროულად გააფორმონ, - ინფორმაციას გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:44
ეკონომიკა
ნათია თურნავა საერთაშორისო ფინანსური სერვისების პლატფორმა Bybit-ის თანადამფუძნებელს და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო Bybit-ის ქართულ ბაზარზე საქმიანობის ოფიციალურად დაწყებას. როგორც ნათია თურნავამ აღნიშნა ეროვნული ბანკისთვის პრიორიტეტია ფინანსურ სტაბილურობასთან ერთად ხელი შეუწყოს ბაზარზე ახალი მოთამაშეების შემოსვლას და კონკურენციის ზრდას.
12 მარტი 2026, 12:43
საზოგადოება
აშშ-ში, ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინო წარადგინეს
ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და სააგენტოს კონტრაქტორი მარკეტინგული კომპანიის Colangelo & Partners ორგანიზებით, აშშ-ის ქალაქ ბოსტონში, ღვინის ფესტივალზე Boston Wine Expo ქართული ღვინის წარდგენა გაიმართა, რაც მნიშვნელოვანია ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის ასამაღლებლად.
12 მარტი 2026, 12:42
საზოგადოება
სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია
სასაზღვრო პოლიციას საქართველოში პოლონეთის მეკავშირე ოფიცერი სასაზღვრო მიმართულებით ბარბარა მროზი ეწვია. ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:41
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: ISFED-მა უცხო ქვეყნის მხრიდან საქართველოზე საინფორმაციო თავდასხმაში უცხო ქვეყნის მხარე დაიჭირა. ჩვენ გვყავს მეხუთე კოლონა. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში
ISFED-ი ახლა ცდილობს, როგორ დააბეზღოს ბრიტანეთის მთავრობასთან თავისუფალი მედია, რომელიც აგრესორისგან დაცვას ცდილობს. ეს ორგანიზაცია დღეს არის უცხო ქვეყნის მოკავშირე ქვეყნის შიგნით საქართველოს წინააღმდეგ. ისინი გამოვლენ და პირდაპირ ხელს დაადებენ იმას, ვისაც უნდა მოხვდეს რაკეტა თავში,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
12 მარტი 2026, 12:40
კულტურა
რევაზ თაყაიშვილის წიგნის - „ჩემი ექვთიმე“ პრეზენტაცია გაიმართა
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, წიგნი, რომელიც სამინისტროს მხარდაჭერით გამოიცა, ექვთიმე თაყაიშვილის ავტობიოგრაფიულ ჩანაწერებზეა დაფუძნებული. მასში აღწერილია დიდი ქართველის ცხოვრება, მოღვაწეობა და იმდროინდელი ეპოქა.
12 მარტი 2026, 12:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: თავს რომ გვაცოდებდნენ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. ჭამენ, სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ და საზოგადოებას თავს აცოდებენ, ვშიმშილობთო
გუშინ დავრწმუნდით, რომ თავს რომ გვაცოდებდნენ, რომ ვშიმშილობთო „სინდისის“ პატიმრები, აღმოჩნდა, რომ თურმე არიან უსინდისო პატიმრები. კარგად ჭამენ, კარგად სვამენ, კარგ ხასიათზე არიან, ჩხუბობენ, საუბრობენ, დისკუსიები აქვთ გამართული და გარეთ საზოგადოებას თავს აცოდებენ, რომ ვშიმშილობთო, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
12 მარტი 2026, 12:36
მსოფლიო
AP: იაპონიის დროშის ქვეშ მცურავი გემი სპარსეთის ყურეში დაზიანდა
იაპონიის დროში ქვეშ მცურავმა კონტეინერმზიდმა სპარსეთის ყურეში დაზიანება მიიღო. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.
12 მარტი 2026, 12:35
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა
მსგავსი ანტიდემოკრატიული, ანტიჰუმანური და ანტიევროპული პოლიტიკით ევროკავშირს არ აქვს არანაირი მომავალი, რომ გააგრძელოს, როგორც ევროკავშირმა, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
12 მარტი 2026, 12:29
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში
საბერძნეთის შიგნით უსაფრთხოებაზე საბერძნეთის უსაფრთხოების სამსახურები არიან პასუხისმგებლები, მაგრამ თქვენ რა გიკვირთ, ჩვენ ციხეში გვიზის მიხეილ სააკაშვილი, რომელიც უკრაინის დაზვერვის ხელშეწყობით შემოიყვანეს საქართველოში, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით საბერძნეთში დაკავებულ საქართველოს მოქალაქესთან დაკავშირებით დასმული კითხვის პასუხად.


