imedi /  30 ივლისი 2020, 13:32 / სანდო წყარო

ნათია თურნავამ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები კელი დეგნანთან ერთად დაათვალიერა

„ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, რამდენიმე თვეში ახალი, კომფორტული ტერმინალი გვექნება“, - განაცხადა დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, რომელიც ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს საქართველოში აშშ-ის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან ერთად ესტუმრა. ნათია თურნავამ და კელი დეგნანმა აეროპორტში მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ხელმძღვანელმა თამარ არჩუაძემ, სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი სამგზავრო ტერმინალის სარემონტო სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, მათი დასრულების შემდეგ კი იგივე პროცესი განხორციელდება არსებულ ტერმინალში, რის შემდეგაც ახალი და ძველი ტერმინალების შეერთების ფაზა დაიწყება. შედეგად, ქუთაისს ექნება განახლებული, თანამედროვე ტიპის აეროპორტი ერთი საერთო ტერმინალით, მოფრენისა და გაფრენის დარბაზებით და ყველა იმ აღჭურვილობით, რომელიც საერთაშორისო სტანდარტის აეროპორტის ოპერირებისთვის არის საჭირო.

„შემდეგში ჩვენ გავაერთიანებთ ძველ და ახალ ტერმინალს და გვექნება ყველა საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისი აეროპორტი, რომელიც, მათ შორის, ითვალისწინებს უსაფრთხოების ყველა სტანდარტს, რაც „კოვიდთან“ ბრძოლის დროს გამოიკვეთა და დაადგინა მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ. რასაკვირველია, ეს იქნება ჩვენი ერთ-ერთი ტურისტული მიზიდულობის წერტილი და სახე, ძალიან კომფორტული და მიმზიდველი როგორც მგზავრებისთვის, ასევე უცხოელი ტურისტებისთვის“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ აეროპორტში პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობის მესამე ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები, საინჟინრო-კომუნიკაციების გაყვანილობის ძირითადი ნაწილის მოწყობა დასრულებულია. ასევე, პოლონური კომპანია Dimark group-ის მიერ მიმდინარეობს ბარგის მართვის სისტემის მონტაჟი. დასრულებულია ფასადის, ვიტრაჟებისა და სახურავის მოწყობის სამუშაოები. მოეწყო ახალი სამგზავრო ტერმინალის ტერასა და სასეირნო ბილიკები უნიკალური მწვანე გადახურვით.

სარემონტო სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

ყველა სიახლე

06 აგვისტო 2020, 10:55

საზოგადოება

გეოგრაფიაში, სამოქალაქო განათლებასა და ზოგად უნარებში აბიტურიენტთა პირველადი შედეგები გამოქვეყნდა

აბიტურიენტებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ იმ საგანში, რომელშიც ერთზე მეტი ვარიანტი იყო, მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის საკითხის გარკვევა ხდება სხვადასხვა ვარიანტში მიღებული ქულების გათანაბრების შემდეგ (იხ. ინფორმაცია გათანაბრების შესახებ).

06 აგვისტო 2020, 10:54

COVID19

მექსიკაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დასდასტურდა

მექსიკის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 6 139 ახალი შემთხვევა დასდასტურდა, ხოლო 829 ადამიანი გარდაიცვალა.

ნინო ცაციაშვილი

06 აგვისტო 2020, 10:52

სამართალი

ნინო ცაციაშვილი COVID-19-ის პანდემიის დროს გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში მონაწილეობდა

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ნინო ცაციაშვილი მონაწილეობდა გენდერისა და უსაფრთხოების საკითხებზე გამართულ ონლაინ შეხვედრაში - „გენდერი და COVID -19 - უსაფრთხოების სექტორის მიერ მიღებულ გამოცდილება“. შეხვედრა საქართველოში გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ერიკა კვაპილოვამ გახსნა.

06 აგვისტო 2020, 10:51

მსოფლიო

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ

ინდოეთის ერთ-ერთ საავადმყოფოში ხანძარს კოვიდინფიცირებული პაციენტები ემსხვერპლნენ. შემთხვევა ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე აჰმედაბადში მოხდა. ადგილზე მისულ მეხანძრეებს ხანძრის ჩასაქრობად საათნახევარი დასჭირდათ. საავადმყოფოში მყოფი 35 პაციენტი სხვა კლინიკაში გადაიყვანეს.

ენტონი ფაუჩი

06 აგვისტო 2020, 10:49

COVID19

ენტონი ფაუჩი: კორონავირუსის აღმოფხვრას ვერ შევძლებთ, რადგან ძალზე გადამდები ვირუსია

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ მსოფლიო კორონავირუსს ვერ აღმოფხვრის, ხოლო ვაქცინა კი ვირუსის გაკონტროლებას შეუწყობს ხელს.

იან რიდმანი

06 აგვისტო 2020, 10:38

სპორტი

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა

17 წლის გერმანელი ველომრბოლელი იან რიდმანი ავტოკატასტროფას ემსხვერპლა. შემთხვევა დილით ქალაქ ნიურნბერგთან ახლოს მოხდა. ახალგაზრდა სპორტსმენი საკუთარი მანქანით ვარჯიშზე მიდიოდა და საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტომობილს შეეჯახა. საავადმყოფო შემთხვევის ადგილიდან საკმაოდ მოშორებით არის, ამიტომ გერმანელი მრბოლელი კლინიკაში ვერტმფრენით გადააფრინეს, თუმცა თავის ქალის მძიმე დაზიანების გამო, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. რიდმანი კარიერის საწყის ეტაპზე Auto Eder Bayern-ის ველოსპორტის 19-წლამდელთა გუნდში ვარჯიშობდა.

ავარიული სახლის გამაგრება

06 აგვისტო 2020, 10:38

საზოგადოება

წყნეთში და ბარნოვის ქუჩაზე სახლების გამაგრება მიმდინარეობს

ვაკის რაიონში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებთან თანამშრომლობა გრძელდება. წყნეთში, გაგრის N8ა-სა და ბარნოვის N83-ში მრავალბინიანი სახლების გამაგრების სამუშაოები მიმდინარეობს. თბილისის მერიის ინფორმაციით, მოსახლეობის უსაფრთხოების მიზნით, გამაგრდება და განახლდება ავარიული სახლების საფუძველი და კედლები. პროექტების ჯამური ღირებულება დაახლოებით, 310 000 ლარს შეადგენს.

06 აგვისტო 2020, 10:32

COVID19

აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, აშშ-ში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 52 810 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 388 ადამიანი გარდაიცვალა.

ფაბიო კაპელო

06 აგვისტო 2020, 10:30

სპორტი

ფაბიო კაპელო შესაძლოა „მილანში" დაბრუნდეს

როსონერის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი რამდენიმე დღის წინ კლუბის ოფისში იმყოფებოდა, სადაც „მილანის" პრეზიდენტთან პაოლო სკარონისთან 4-საათიანი შეხვედრა ჰქონდა, რომლის დასრულების შემდეგაც 74 წლის სპეციალისტმა კომენტარი არ გააკეთა.

06 აგვისტო 2020, 10:25

საზოგადოება

შსს 1-ელ მაისამდე შემოყვანილი მანქანების მფლობელებს მიმართავს, საბაჟო პროცედურები 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ

შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, რომლებსაც სატრანსპორტო საშუალებები შემოყვანილი ჰყავთ 2020 წლის პირველ მაისამდე, რიგისა და საჯარიმო სანქციების თავიდან აცილების მიზნით, დროულად მიმართონ მომსახურების სააგენტოს და 31 აგვისტოს ჩათვლით განახორციელონ საბაჟო პროცედურები. სააგენტოს განმარტებით, საქართველოს მთავრობის უწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციების გათვლისწინებით და ფინანსთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებებიდან გამომდინარე, 2020 წლის 1-ელ მაისამდე საქართველოს ტერიტორიაზე შემოყვანილ სატრანსპორტო საშუალებებს განბაჟების ვადა სწორედ 2020 წლის პირველ სექტემბრამდე გაუხანგრძლივდათ.

06 აგვისტო 2020, 10:21

სპორტი

ევროპა ლიგის ოთხი მეოთხედფინალისტის ვინაობა ცნობილია

ტურნირის ერთ-ერთმა ფავორიტმა „ინტერმა“ საკუთარ მოედანზე „ხეტაფეს“ რომელუ ლუკაკუსა და კრისტიან ერიქსენის ბურთებით 2:0 მოუგო და მილანელები მეოთხედფინალში ითამაშებენ. ლუკაკუმ ევროპა ლიგის ზედიზედ მერვე შეხვედრაში გაიტანა და ალან შირერის მიერ 2005 წელს დამყარებული რეკორდი გაიმეორა.

06 აგვისტო 2020, 10:04

COVID19

საქართველოში კორონავირუსის 9 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 13 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსის კიდევ 9 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 13 ადამიანი. მონაცემები stopcov.ge-ზე ახლახან განახლდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1206 შემთხვევაა დადასტურებული. განკურნებულთა რაოდენობა სულ 987-ს შეადგენს.

06 აგვისტო 2020, 09:59

საზოგადოება

პროფესიული კოლეჯი „მოდუსი“ საშემოდგომო მიღებისთვის ემზადება

„მოდუსს“ წელს მიღება 10 საგანმანათლებლო პროგრამაზე აქვს გამოცხადებული: აღმზრდელი; მსუბუქი ავტომობილის სავალი ნაწილის შეკეთება; მსუბუქი ავტომობილის ძრავის შეკეთება; ელექტროობა; სანტექნიკის სისტემების ექსპულატაცია; თაბაშირ-მუყაოს კონსტრუქციების მონტაჟი; მებაღეობა; შედუღება; ბუღალტრული აღრიცხვა; ინფორმაციის ტექნოლოგია.

06 აგვისტო 2020, 09:43

პოლიტიკა

Facebook-ი საარჩევნო და პოლიტიკურ რეკლამაზე შეზღუდვებს ამკაცრებს

დღეიდან, საქართველოში საარჩევნო და პოლიტიკური რეკლამის განთავსების საშუალება მხოლოდ ავტორიზებულ მომხმარებლებს შეეძლებათ. კერძოდ, აუცილებელი იქნება, რეკლამის განმთავსებელმა მიუთითოს, რომელი ორგანიზაცია, ან პიროვნებაა პასუხისმგებელი კონკრეტულ რეკლამაზე (Paid for By).

06 აგვისტო 2020, 09:12

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 1000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

რობერტ კოხის სახელობის ინსტიტუტის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით კიდევ 1045 ადამიანი დაინფიცირდა, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 213 067-მდე გაიზარდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ქვეყანაში 9 175 პაციენტი გარდაიცვალა, 196 100 კი გამოჯანმრთელდა.

მაიკ პომპეო

06 აგვისტო 2020, 08:59

მსოფლიო

მაიკ პომპეო ევროპის რამდენიმე ქვეყანას ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ევროპის ქვეყნებში ტურნე დააანონსა. მაიკ პომპეომ ამის შესახებ ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კერძოდ, 11 აგვისტოდან პომპეო პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვენიასა და ავსტრიას ეწვევა. როგორც პომპეო იმედოვნებს, „ეს ძალიან მნიშვნელოვანი და პროდუქტიული ვიზიტები“ იქნება.

06 აგვისტო 2020, 08:34

სამართალი

შსს-ში თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარი მარიამ ვარდიაშვილი გამოიკითხა

გარდაცვლილი თამარ ბაჩალიაშვილის საქმესთან დაკავშირებით, შსს-ში გამოკითხვაზე მარიამ ვარდიაშვილი იმყოფებოდა, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის მეგობარია. მისი ინფორმაციით, გამოძიება დაინტერესებული იყო, თუ საიდან იცნობდა ის თამარ ბაჩალიაშვილს და როდის ჰქონდა ბოლოს მასთან კონტაქტი.

ალვარო ურიბე

06 აგვისტო 2020, 08:20

COVID19

კოლუმბიის ექსპრეზიდენტი ალვარო ურიბე კორონავირუსით დაინფიცირდა

ქვენის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, ურიბე 5 აგვისტოდან შინაპატიმრობაში იმყოფება. ის კორუფციასა და მოწმეებზე ზემოქმედების მოხდენის მცდელობაშია ბრალდებული. გავრცელებული ინფორმაციით, ექსპრეზიდენტი თავს კარგად გრძნობს. ურიბე კოლუმბიას 2002-დან 2010 წლამდე მართავდა.

06 აგვისტო 2020, 08:08

მსოფლიო

პაკისტანში აფეთქების შედეგად სულ მცირე 40 ადამიანი დაშავდა

შემთხვევა აქციაზე მოხდა, სადაც ინდოეთის მიერ ქაშმირისთვის განსაკუთრებული სტატუსის გაუქმებიდან ერთი წლის იუბილე აღინიშნებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობმა პირებმა აქციის მონაწილეებს ყუმბარა ესროლა. მომხდარზე პასუხისმგებლობა სინდჰუდეშის რევოლუციურმა არმიამ აიღო.

ენტონი ფაუჩი

06 აგვისტო 2020, 01:04

COVID19

ენტონი ფაუჩი: სირცხვილი ჩვენ, თუ კორონავირუსის პანდემიის შემდეგი აფეთქებისთვის მზად არ ვიქნებით

აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, ენტონი ფაუჩიმ განაცხადა, რომ უნივერსალური ვაქცინა ერთ-ერთი გაკვეთილია, რომელიც Covid-19-ის პანდემიისგან უნდა ვისწავლოთ.