imedi /  30 ივლისი 2020, 16:35 / სანდო წყარო

გიორგი გახარია სტიქიის ზონაში: ახლა ჩემი მოქალაქეები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კონგრესმენები

გიორგი გახარია

გიორგი გახარია

ჩემთვის ახლა ჩემი მოქალაქეები არიან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე კონგრესმენები. - ასე მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მედიის წარმომადგენლებს, რომლებმაც პრემიერს რაჭაში კონგრესმენების წერილზე ჰკითხეს.

„მაცადეთ, სადაური კონგრესმენებიც არ უნდა იყვნენ, სტიქიაა და მადლობა ღმერთს გადავრჩით. ცოტა მშვიდად“, - განაცხადა გიორგი გახარიამ დასმული კითხვის პასუხად.

მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო სტიქიით შექმნილ პრობლემებს და მოსახლეობის საჭიროებებზე ინფორმაცია უშუალოდ ადგილობრივი მცხოვრებლებისგან მიიღო.

„გადავდივართ შემდეგზე, რამდენიმე ადგილას არის რამდენიმე მოსახლე, მე რაც ვნახე ჩემი თვალით ღებში და პატარა ღებში, რომლებიც არიან რისკის ზონაში და შეიძლება იქ გასახლებებიც დაგვჭირდეს. ამიტომ, როგორც კი გზა გაიხსნება შესაბამის სამსახურები, გეოლოგები ამოვლენ ყველა ამ სოფელში, შეისწავლიან როგორც ნიადაგებს, ისე ღვარცოფულ ქანებს და იქნება გადაწყვეტილებები მიღებული, რომელიც აუცილებელი იქნება, რომ არც ერთი მოქალაქე რისკის ქვეშ არ დადგეს. ეს არის დღეს ამ სტიქიის შედეგები. რაღაც დროს დავკარგავთ ტურისტულად. მოგეხსენებათ, შოვში ძალიან ბევრი სტუმარია და ეს ხალხი, იმიტომ, რომ 1 თვის განმავლობაში, შოვთან კავშირგაბმულობა ნორმალური გზით შეიძლება პრობლემური იყოს მათაც, თითოეულ საოჯახო სასტუმროს, ყველას მივეხმარებით, რომ მათმა სტუმრებმა მინიმალური დისკომფორტი განიცადონ, ასე რომ აქ იქნება სრული ყურადღება. შტაბი შექმნილია, მას ხელმძღვანელობს გუბერნატორის ერთ-ერთი მოადგილე, ყველა სამინისტროს წარმომადგენელი, რომელიც აუცილებელია აქ რომ იყოს, იქნება აქ და ამ შტაბთან პირადად მე მექნება ყოველდღიური კავშირი“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

ყველა სიახლე

09 აგვისტო 2020, 18:44

COVID19

დღე-ღამეში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა, 2 ინფიცირებული გარდაიცვალა

გასული დღე-ღამის განმავლობაში აზერბაიჯანში კორონავირუსი კიდევ 87 ადამიანს გამოუვლინდა. 308 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 33 568 შეადგინა. ჯამში გარდაიცვალა 490 ადამიანი.

ბეშარ ბუტროს ალ-რაჰი

09 აგვისტო 2020, 18:27

მსოფლიო

ლიბანის მარონიტული ეკლესიის პატრიარქი ბეირუთში მომხდარ აფეთქებაზე: ესაა დანაშაული კაცობრიობის წინაშე

ლიბანის ქრისტიანულ-მარონიტული ეკლესიის პატრიარქი, ბეშარ ბუტროს ალ-რაი, ხუთი დღის წინ, ბეირუთში მომხდარ აფეთქებას კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულს უწოდებს. პატრიარქი აცხადებს, რომ მომხდარი საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.

ანზორ ერქომაიშვილი ოზურგეთი

09 აგვისტო 2020, 18:27

კულტურა

ოზურგეთში ხვალ ანზორ ერქომაიშვილის 80 წლის იუბილეს აღნიშნავენ

იუბილეზე გამოიფინება ანზორ ერქომაიშვილის ცხოვრების და შემოქმედების ამსახველი ფოტოარქივი. ღონისძიების ორგანიზატორები არიან: საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია.

სალომე ზურაბიშვილი

09 აგვისტო 2020, 18:17

საზოგადოება

პრეზიდენტი: საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს

„მე სხვაგანაც მიცხოვრია და ზუსტად ვიცი, რა არის კრიმინალური მდგომარეობა, რაც ყველგან ხდება, სამწუხაროდ. ეს არის თანამედროვე მსოფლიოს სენია და აქ ისეთი არაფერი ხდება, რაც სხვაგან არ ხდება. საქართველოში კრიმინალური მდგომარეობა არ არის ისეთი მძიმე, როგორც ზოგ ტელევიზიას უნდა, რომ აჩვენოს. და მგონი, ის არის ძალიან მძიმე, როცა ქვეყანაში ტელევიზიებიდან მხოლოდ ეს გვესმის დილიდან საღამომდე. ეს ჩვენს ახალგაზრდობასა და მათ ფსიქიკაზე ძალიან ცუდად აისახება. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, როდესაც ადამიანებს ასეთ დაძაბულ მდგომარეობაში ვაცხოვრებთ. ვფიქრობ, ყველამ ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ, ცოტა დავწყნარდეთ, ყველაფერს ცოტა დისტანციაზე შევხედოთ. არ უნდა დავუშვათ კრიმინალური მდგომარეობის გაუარესება, მაგრამ ეს მონსტრი არ უნდა გავხადოთ, როგორიც არ არის ამ ქვეყანაში“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მარკ ცუკერბერგი

09 აგვისტო 2020, 18:15

ეკონომიკა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა

Facebook-ის გენერალური დირექტორის, მარკ ცუკერბერგის ქონებამ $100 მილიარდს გადააჭარბა. როგორც Independent-ი იუწყება, ცუკერბერგის ქონების მკვეთრი ზრდა მისმა განცხადებამ განაპირობა, რომლის თანახმადაც ის აპირებს, ვიდეო პლატფორმის შექმნას, რომელიც TikTok-ის პირდაპირი კონკურენტი იქნება. 36 წლის მარკი Facebook-ის 13 პროცენტს ფლობს.

09 აგვისტო 2020, 17:50

მსოფლიო

სამხრეთ კორეაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა

სამხრეთ კორეაში, 46-დღიანი გადაუღებელი წვიმით გამოწვეულ წყალდიდობასა და მეწყერებს, სულ მცირე, 30 ადამიანი ემსხვერპლა. 11 პროვინციიდან და სხვადასხვა ქალაქიდან 5 900-ზე მეტი ადამიანია ევაკუირებულია. 4 600-მდე იძულებით გადაადგილებული ამ დრომდე თავშესაფრებშია.

09 აგვისტო 2020, 17:23

რეგიონი

აბაშაში ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი მიძღვნილი ფესტივალი იმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის საცხენოსნო იპოდრომზე, ქართული ხალხური ცხენოსნობის დღისადმი ფესტივალი იმართება. ტურნირი ერთდღიანია და მასში სხვადასხვა კუთხის საცხენოსნო კლუბების წარმომადგენლები მონაწილეობენ.

კორონავირუსი საქართველო

09 აგვისტო 2020, 17:18

COVID19

გარდაბნის მუნიციპალიტეტში კორონავირუსზე ტესტირების მეორე ეტაპი დაიწყო

„დავიწყეთ მეორე ეტაპი ფართომასშტაბიანი ტესტირების. ჯამში ამ დროისთვის მთლიანად არის დაახლოებით 1 500-ზე მეტი ნიმუში აღებული. ნაწილი უკვე ჩატანილია და ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში ჩატარებულია. ჯერჯერობით გვაქვს 1 ახალი დადასტურებული შემთხვევა. რა თმა უნდა, ეპიდემიოლოგები უკვე მუშაობენ, გამოვლენილია კონტაქტები, რომლებიც, შესაბამისად, გადასულები არიან საკარანტინო სივრცეებში, ხოლო პაციენტი გადაყვანილია შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში“, - აღნიშნა ბეგაშვილმა.

09 აგვისტო 2020, 17:13

საზოგადოება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება

გეგუთის სატრანსპორტო კვანძიდან ნახშირღელეს კვანძამდე 10 აგვისტოს მოძრაობა შეიზღუდება, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობითა და კოორდინაციით.

09 აგვისტო 2020, 17:05

პოლიტიკა

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს მხარდამჭერ განცხადებას ავრცელებს

პრესისა და პოლიტიკის სამმართველოს მიერ გამოქვეყნებული ტექსტის თანახმად, მაიკ პომპეოს უწყება რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას გმობს და მოსკოვს აღებული ვალდებულებების შესრულებისკენ მოუწოდებს.

საიმონ ქაუელი

09 აგვისტო 2020, 16:57

ტაბლოიდი

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა

საიმონ ქაუელი ელექტრო ველოსიპედიდან გადმოვარდა და ხერხემალი დაიზიანა, - ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. საიმონის სპიკერის განმარტებით, 60 წლის მუსიკოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია უტარდება. სპიკერის თქმით, საიმონი თავს კარგად გრძნობს და საიმედო ხელში იმყოფება. საიმონი ფართო აუდიტორიისთვის The X Factor-იდან და Britain's Got Talent-იდანაა ცნობილი.

09 აგვისტო 2020, 16:51

მსოფლიო

ინდოეთში მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა

სამხრეთ-დასავლეთ ინდოეთში, იდუკის დასახლებაში, მეწყერს, სულ მცირე, 29 ადამიანი ემსხვერპლა. გადაუღებელი წვიმების გამო, მიწის მასა 7 აგვისტოს ჩამოიშალა, თუმცა, სამძებრო და სამაშველო სამუშაოები ამ დრომდე შეფერხებულია.

09 აგვისტო 2020, 16:33

COVID19

დღე-ღამეში მსოფლიოში კორონავირუსს 5 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვმა 721 ათასს გადააჭარბა. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, მსოფლიოში კორონავირუსს 721 594 ადამიანი ემსხვერპლა, ხოლო ვირუსით კი 19 432 244 ადამიანი დაინფიცირდა.

09 აგვისტო 2020, 16:31

მსოფლიო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატს ღამურამ უკბინა

„მას შემდეგ, რაც წინასაარჩევნო ტურის დასაწყისში ღამურამ მიკბინა, სიფრთხილე გამოვიჩინე და ცოფზე აცრას გავიკეთებ“, - დაწერა ჯორგენსონმა.

09 აგვისტო 2020, 16:19

მსოფლიო

მინსკში „დოჟდის“ ჟურნალისტები დააკავეს

ბელარუსის დედაქალაქში „დოჟდის“ 2 ჟურნალისტი, ვლადიმერ რომენსკი და ვასილი პოლონსკი, ასევე ოპერატორი ნიკოლაი ანტიპოვი დააკავეს. პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატის სბეტლანა ტიხანოვკაიას შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ჟურნალისტები მას შემდეგ დააკავეს, რაც კანდიდატს ქუჩაში გამოელაპარაკნენ.

ნაგასაკი

09 აგვისტო 2020, 16:13

მსოფლიო

იაპონიაში 75 წლის წინ ატომური დაბომბვის შედეგად დაღუპულები გაიხსენეს

75 წლის წინ, 9 აგვისტოს ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, ბ-29 ტიპის ბომდამშენმა Bockscar-მა, ნაგასაკიში ატომური ბომბი „მსუქანა“ (Fat Man) ჩააგდო. დაიღუპა 74 000 ადამიანი.

09 აგვისტო 2020, 15:53

რეგიონი

2020 წლის ივლისში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 213 ფაქტი გამოვლინდა

ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი, 77 ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე. იმერეთში დაფიქსირდა 49 ფაქტი, სამცხე-ჯავახეთში - 26, აჭარაში - 15, სამეგრელო-ზემო სვანეთში - 14, შიდა ქართლში -11.

09 აგვისტო 2020, 15:52

რეგიონი

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა

ბიზნესომბუდსმენი ზუგდიდში კერძო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა შეხვედრის მთავარი თემა კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ეკონომიკური საქმიანობის მდგრადი აღდგენა და ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შემუშავებულ რეგულაციებს შეეხებოდა.

09 აგვისტო 2020, 15:38

საზოგადოება

თბილისში, ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა

ალექსანდრეს ბაღსა და ორბელიანის მოედანზე ადგილობრივი ნაწარმისა და მეორეული ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. ორდღიანი ღონისძიების მხარდამჭერი თბილისის მერია იყო. გამოფენა გაყიდვაში ხელოვანებთან ერთად მეწარმეებიც მონაწილეობდნენ.

09 აგვისტო 2020, 15:36

რეგიონი

ე.წ. „ოცნების ქალაქის“ მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ოცნების ქალაქის მოსახლეობისთვის ბინების გადასაცემად საჭირო კრიტერიუმების დოკუმენტზე კომისიამ მუშაობა დაიწყო. ამ ეტაპზე აჭარის სამთავრობო კომისიის მუშაობაში მონაწილეობს იუნისეფი, წითელი ჯვარი და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი. სამუშაო პროცესში დაახლოებით 120 ადამიანია დასაქმებული.