imedi /  11 აგვისტო 2020, 13:27 / სანდო წყარო

მიხეილ ჩხენკელი: ოზურგეთის თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც თანამშრომლებისთვის ყველანაირი პირობაა შექმნილი

მიხეილ ჩხენკელი

მიხეილ ჩხენკელი

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს ეწვია და ახლადრიაბილიტირებული შენობა დაათვალიერა.

განათლების სამინისტრის ინფორმაციით, მინისტრმა თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელს, დირექტორსა და დასის წევრებს განახლებული შენობა მიულოცა, წარმატება და შემოქმედებითი წინსვლა უსურვა.

„ოზურგეთის პროფესიული სახელმწიფო თეატრის სრული რეაბილიტაცია ფონდმა „ქართუმ“ დააფინანსა და შედეგად გვაქვს ბრწყინვალე შენობა, სადაც ყველა პირობაა შექმნილი მსახიობების, რეჟისორებისა და ყველა თანამშრომლისთვის. მინდა ყველა მათგანს მივულოცო ახალი შენობა და შემოქმედებითი წარმატებები ვუსურვო. დარწმუნებული ვარ, თეატრისმოყვარულები აქ დიდი ინტერესით ივლიან, რათა შესანიშნავი სპექტაკლები იხილონ“, - განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

ოზურგეთის პროფესიულ სახელმწიფო დრამატულ თეატრს სრული რეაბილიტაცია ფონდ „ქართუს“ მხარდაჭერით ჩაუტარდა. გურიის მხარეში ერთადერთი პროფესიული თეატრი სექტემბერში ახალ თეატრალურ სეზონს განახლებულ შენობაში დაიწყებს.

ოზურგეთის თეატრი თანამედროვე სტანდარტებით არის აღჭურვილი. მასში განთავსებულია ორი სრულფასოვანი სცენა, რადენიმე სარეპეტიციო ოთახი, ახალი საგრიმიოროები, რადიო სტუდია რადიო სპექტაკლების ჩასაწერად და სხვა. შენობა მორგებულია თანამედროვე სტანდარტებს, არის ადაპტირებული შშმ პირებისთვის.

თეატრის რეაბილიტაცია 2016 წლის სექტემბერში დაიწყო და 2020 წლის ივლისში დასრულდა; მისი ბიუჯეტი 18 000 000 ლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ თეატრის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 120 ადამიანი დასაქმდა.

ოზურგეთის თეატრი 1961 წელს აშენდა და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენობაა საქართველოში. იგი მნიშვნელოვან კულტურულ ობიექტს წარმოადგენს და ოზურგეთის სავიზიტო ბარათად მიიჩნევა. თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე, ღირსების ორდენის კავალერი ვასილ ჩიგოგიძეა.

ოზურგეთში სათეატრო ხელოვნება 1868 წლიდან იღებს სათავეს და მას შემდეგ ამ პროცესს არსებობა არ შეუწყვეტია. ოზურგეთში თეატრის დაარსების სათავეებთან იდგა ქართული პროფესიული რეჟისურის ფუძემდებელი ალექსანდრე წუწუნავა, რომლის სახელსაც ატარებს ოზურგეთის თეატრი.

ყველა სიახლე

ჯო ბაიდენი და დონალდ ტრამპი

29 სექტემბერი 2020, 01:58

მსოფლიო

დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ ტელედებატებს გამართავენ

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატები, დონალდ ტრამპი და ჯო ბაიდენი პირველ წინასაარჩევნო ტელედებატებს გამართავენ. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი და „დემოკრატების“ საპრეზიდენტო კანდიდატი ერთმანეთს ქალაქ კლივლენდში, Western Reserve University-ის დარბაზში დაუპირისპირდებიან.

29 სექტემბერი 2020, 00:58

COVID19

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება

კორონავირუსის შემთხვევების მატების გამო, ჩეხეთსა და სლოვაკეთში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება. შესაბამისი განცხადებები ჩეხეთისა და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრებმა გააკეთეს.

29 სექტემბერი 2020, 00:53

რეგიონი

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლოებას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ზაზა ლომინაძე მოსახლეობას საარჩევნო პროგრამას კარდაკარის პრინციპით აცნობს. კანდიდატი ამჯერად ქალაქ-მუზეუმისა და უქიმერიონის ტერიტორიული ერთეულების მოსახლეობასთან იმყოფებოდა. „ქალაქ -მუზეუმისა და უქიმერიონის ადმინისტრაციულ ერთეულებში , რუსთაველის, ტაბიძის, დუმბაძის ჯავახიშვილისა და ცხინვალის ქუჩებზე, „კარდაკარის პრინციპით“ მოსახლეობას ის ბუკლეტები დავურიგე, რომელშიც ჩემი მომავალი საპარლამენტო საქმიანობის მთავარ პრინციპზე და მიმართულებებზე ვსაუბრობ.

29 სექტემბერი 2020, 00:52

ტაბლოიდი

მილანში, მოდის კვირეულზე Moschino-ს კოლექცია მარიონეტმა მოდელებმა წარადგინეს

მილანში, მოდის კვირეულზე იტალიური ბრენდის Moschino-ს კრეატიულმა დირექტორმა ჩვენებაზე ცოცხალი მოდელები მარიონეტებით შეცვალა. ამის შესახებ The Sun წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:41

ტაბლოიდი

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს

აშშ-ში ყოფილი ბოდიბილდერი დეპრესიაში მას შემდეგ ჩავარდა, რაც ახალი წლის შემდეგ შეყვარებულმა მიატოვა. თუმცა ის დეპრესიისგან ჩიხუახუას ლეკვებმა იხსნეს. ამის შემდეგ ბოდიბილდერი ჩიხუახუას 50-მდე ლეკვს დაეხმარა. ამის შესახებ Daily Star წერს.

29 სექტემბერი 2020, 00:40

სამართალი

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის ქვეითი ემსხვერპლა

რუსთავში ავტოსაგზაო შემთხვევას 16 წლის გოგო ემსხვერპლა. შემთხვევა რუსთაველის ქუჩაზე მოხდა. არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანი ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას ავტომობილი შეეჯახა. გოგო სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე ადგილზე გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

ანგელა მერკელი და ნიკოლ ფაშინიანი

29 სექტემბერი 2020, 00:35

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანსა და ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანსა და გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მხარეებმა მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარება განიხილეს. ინფორმაციას ამის შესახებ სომხეთის მთავრობის პრესსამსხური ავრცელებს.

შსს

29 სექტემბერი 2020, 00:22

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შსს-მ გამოძიება ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანების მუხლით დაიწყო

კოტე აფხაზის ქუჩაზე ხანძართან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს. უწყების ცნობით, ხანძარი ლიკვიდირებულია.

ემანუელ მაკრონი

29 სექტემბერი 2020, 00:01

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: ვერ ვიმოქმედებთ ისე, თითქოს ევროპა რუსეთისგან შორს მყოფი კუნძულია

ლიეტუვაში ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროპაში მშვიდობის დამყარების მიზნით ევროპამ რუსეთთან უნდა ითანამშრომლოს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:56

საზოგადოება

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამივე პაციენტი კლინიკიდან გაწერეს

შატილის გზაზე ავარიისას დაშავებული სამი ადამიანიდან კლინიკა უკვე ყველა პაციენტმა დატოვა. ამის შესახებ საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:43

საზოგადოება

37 დევნილ ოჯახს გორსა და ხაშურში ბინები გადაეცემა

დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის გადაწყვეტილებით, 37 იძულებით გადაადგილებულ ოჯახს გორსა და ხაშურში, ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართები გადაეცემა. ინფორმაციას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

ლევან რატიანი

28 სექტემბერი 2020, 23:19

COVID19

ლევან რატიანი: ვერ ვიტყვი, რომ ვირუსი გაგვექცა ან არ გავაკეთეთ ის, რაც უნდა გაგვეკეთებინა

პანდემიამ თავიდან ბოლომდე შეცვალა ჩვენი ცხოვრება, როგორც ექიმების ისე საზოგადოების. მაგრამ სულ იმის იმედი მაქვს, რომ საშველი აუცილებლად იქნება. არ გვაქვს უფლება ჩავიქნიოთ ხელი. ყველაფერს ვაკეთებთ ექიმები, რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიდგეთ იმ ადგილზე სადაც მოგვეთხოვება, - ამის შესახებ პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა რადიო „უცნობის“ ეთერში განაცხადა.

28 სექტემბერი 2020, 23:11

COVID19

ბოლო 24 საათში საფრანგეთში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 4 070 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 81 ადამიანი გარდაიცვალა.

28 სექტემბერი 2020, 22:56

COVID19

ჯანმო: დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნები კორონავირუსის 120 მილიონ სწრაფ ტესტს მიიღებენ.

28 სექტემბერი 2020, 22:25

სამართალი

კოტე აფხაზის ქუჩაზე კაფეში ხანძარი გაჩნდა

კოტე აფხაზის ქუჩაზე, 34 ნომერში მდებარე კაფე „ბლუმში" ხანძარი გაჩნდა - ამის შესახებ Imedinews-ს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს. ადგილზე ექვსი სახანძრო-სამაშველო ეკიპაჟი მუშაობს. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.ხანძარი უკვე ლოკალიზებულია.

28 სექტემბერი 2020, 22:24

მსოფლიო

სომხეთში 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება

სომხეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამობილიზაციო რეზერვში მყოფი 18-დან 55 წლამდე ასაკის მამაკაცების ქვეყნიდან გასვლა შეიზღუდება.

28 სექტემბერი 2020, 22:08

მსოფლიო

სომხეთის თავდაცვის სამინისტრო: აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, არცრუნ ოვანისიანის განცხადებით, აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა მთიან ყარაბაღში ფართომასშტაბური შეტევითი ოპერაცია დაიწყეს.

ანტონიო გუტერეში

28 სექტემბერი 2020, 21:46

მსოფლიო

გაეროს გენმდივანი მთიან ყარაბაღში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნის ინიციატივით გამოდის

გაეროს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან სატელეფონო საუბარი გამართა და მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისა და კონფლიქტის ზონაში ეუთოს დამკვირვებლების გაგზავნისკენ მოუწოდა.

დინამო თბილისი

28 სექტემბერი 2020, 21:43

სპორტი

„დინამო თბილისი“: ფარერებზე ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით

„ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით“, - ამის შესახებ „დინამო თბილისის“ განცხადებაშია ნათქვამი.

28 სექტემბერი 2020, 21:23

მსოფლიო

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება

გაეროს უშიშროების საბჭო მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების განსახილველად შეიკრიბება. ინფორმაციას ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო „ფრანს პრესი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.