imedi /  17 აგვისტო 2020, 22:12 / სანდო წყარო

კახა კალაძე ნინო ლაცაბიძეზე: რუსთაველებს ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც მათ ინტერესებს ყოველთვის დაიცავს

კახა კალაძე

კახა კალაძე

რუსთაველებს ეყოლებათ ღირსეული წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის დაიცავს მათ ინტერესებს, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ რუსთავში განაცხადა, სადაც მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად ნინო ლაცაბიძე წარადგინა.

„არ იფიქროთ, რომ ნინო ამ ბრძოლაში მარტოა, ნინოს ზურგს უმაგრებს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ძლიერი გუნდი, ღირსეული ადამიანებით, ღირსეული რიგითი ჯარისკაცებით, რომლებსაც გული შესტკივათ ჩვენს ქვეყანაზე, ქვეყნის განვითარებაზე და წინსვლაზე. დარწმუნებული ვარ ნინო ყოველთვის იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ყველა გამოწვევას ღირსეულად უპასუხოს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

„ქართულმა ოცნებამ“ რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნინო ლაცაბიძე წარადგინა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

ყველა სიახლე

11 მაისი 2026, 09:57

რეგიონი

ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტი ფერმერებს გააცნეს

პროექტის პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამელიორაციო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს.

ბორის პისტორიუსი

11 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანული მედიის ცნობით, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეიარაღების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას გეგმავს. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

11 მაისი 2026, 09:32

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

11 მაისი 2026, 09:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთში მიმდინარე კვირას ჩავა

საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ვიზიტს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით განახორციელებს. ჩინეთის უწყების მონაცემებით, ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.

ანდრის სპრუდსი

11 მაისი 2026, 08:59

მსოფლიო

დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ანდრის სპრუდსის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა ლატვიის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. ინციდენტი ლატვიაში ხუთშაბათს მოხდა.

11 მაისი 2026, 08:49

კულტურა

ეროვნული სასახლის 85 წლის იუბილე საზეიმო წარმოდგენით აღინიშნა

1941 წლის 2 მაისს ეროვნული სასახლის ისტორიული შენობა ბავშვებს გადაეცა და მას შემდეგ ეს სივრცე ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი არაფორმალური განათლების ცენტრია. სასახლემ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა: მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მოჭადრაკეები და საზოგადო მოღვაწეები.

11 მაისი 2026, 08:42

სპორტი

საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა

მსოფლიო მასშტაბით მონაწილეთა მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდაჭერა. რეგისტრაციიდან მობილიზებული თანხის 100% სრულად მოხმარდება კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებას. 2014 წლიდან დღემდე ფონდმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 69.7 მილიონი ევრო მოიზიდა.

ვიქტორ ორბანი

11 მაისი 2026, 08:35

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის

„პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის. თუ ბრიუსელში არ იბრძოლებ, გაგთელავენ, დაგაგდებენ და გაგძარცვავენ. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს. ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რომ ეს ესმით, მე ჯერ ვერ ვხედავ“, - განაცხადა ორბანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

ზელენსკი: ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

„ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ ცოტათი ვუბიძგეთ ამისკენ და შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ახლა ფორმატის შერჩევაა საჭირო. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 მაისი 2026, 08:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.

დონალდ ტრამპი

11 მაისი 2026, 08:11

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ახლახან წავიკითხე ირანის ე.წ. წარმომადგენლების პასუხი. არ მომწონს - სრულიად მიუღებელია

შეერთებული შტატების პრეზიდენტი ომის დასრულების შესახებ ამერიკის წინადადებაზე ირანის პასუხით უკმაყოფილოა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში დონალდ ტრამპმა მას აბსოლუტურად მიუღებელი უწოდა.

შალვა პაპუაშვილი

11 მაისი 2026, 08:09

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დღეს სლოვაკ კოლეგას შეხვდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ოფიციალური ვიზიტით სლოვაკეთის რესპუბლიკაში იმყოფება. შალვა პაპუაშვილი ბრატისლავაში დღეს სლოვაკ კოლეგას რიხარდ რაშის შეხვდება. მსჯელობა მხარეებს შორის, ორმხრივ საპარლამენტო ურთიერთობას შეეხება, რომელიც უფრო მეტად უნდა გაღრმავდეს. აუდიენციის შემდეგ მედიისთვის ერთობლივი განცხადებაც გაკეთდება.

11 მაისი 2026, 08:02

საზოგადოება

შსს: საქართველოს პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით ხვალ სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

„საპარკინგე სივრცე მოეწყობა ახვლედიანის მოედანზე და ხეთაგუროვის ქუჩაზე, საიდანაც სამების ტაძრისკენ გადაადგილება შესაძლებელი იქნება სპეციალურად გამოყოფილი მიკროავტობუსების საშუალებით ან ფეხით ახვლედიანის ქუჩით. ასევე, მეტროსადგურ „ავლაბრიდან" ფეხით გონაშვილის ქუჩით“, - აცხადებენ სამინისტროში.

11 მაისი 2026, 08:00

საზოგადოება

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრება, სადაც ახალი პატრიარქის არჩევა იგეგმება, დღეს გაიმართება

სამების საკათედრო ტაძარში, გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე დღეს ახალ კათოლიკოსს გამოარჩევენ. კრება 13:00 საათზე დაიწყება. მღვდელმთავრებმა არჩევანი სამ კანდიდატს - საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტ შიოს, მროველ-ურბნელ მიტროპოლიტ იობსა და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს შორის უნდა გააკეთონ.

გიორგი ახვლედიანი

11 მაისი 2026, 00:02

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი ქართულ დამუკიდებელ მედიაზე თავდასხმაზე: არ გამოვრიცხავ, რომ ეს პროცესი გადაიზარდოს ახალი ფორმის, პერსონალურ სანქციებში, ნამდვილად არ უნდა გაგვიკვირდეს ეს, რადგან ჩვენ ახლა ვართ უმნიშვნელოვანესი ბრძოლის ეპიცენტრში

ის, რომ დასასანქცირებელი ტელევიზიების ჩამონათვალს თუნდაც „რუსთავი 2“ დაუმატეს, უკვე ნიშნავს იმას, რომ რაღაცა სიახლის და ახალი თავდასხმებისთვის ემზადებიან. მე ნამდვილად არ მაქვს ამ ევრო ბიუროკრატიის იმედი, რომ რაღაცას დაინახავენ, მიხვდებიან და საკუთარი თავის წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებების განხორციელებას დაამთავრებენ, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი

10 მაისი 2026, 23:54

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის, „იმედი“ ამის სიმბოლოა

როგორც კი უპირისპირდები მედიასაშუალებას, რაოდენ განსხვავებული აზრიც არ უნდა ჰქონდეს მას შენგან, დასაწყისშივე წაგებული თამაშია და ეს ყველამ კარგად იცის. „იმედი“ ამის სიმბოლოა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი

10 მაისი 2026, 23:46

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: გარე ძალებისთვის „იმედი“, „პოს ტვ“, „რუსთავი 2“ გახდნენ ძალიან დიდი პრობლემა, ამ ტელევიზიებმა საზოგადოების განწყობების ფორმირება სწორი მიმართულებებით მოახერხეს - გაცილებით მეტი ნდობა, მხარდაჭერა, მაყურებელი მოიპოვეს

გარე ძალებს საქართველოს ვასალიზაცია უნდათ. სჭირდებათ საქართველო, როგორც ყურმოჭრილი მონა, რომელიც გამოიყენება კონკრეტული პროვოკაციებისთვის, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა.

10 მაისი 2026, 23:44

სპორტი

სპორტის მინისტრი ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატის ოფიციალური გახსნის ცერემონიას დაესწრო

ბათუმში კონტაქტური კარატეს ევროპის ჩემპიონატი ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე ჩემპიონატის გახსნას მინისტრის მოადგილეებთან - ირაკლი მეძმარიაშვილთან და ირაკლი დოლაბერიძესთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლებთან, ევროპის კონტაქტური კარატეს ფედერაციის პრეზიდენტ რემიგიუშ კარპინსკისთან და სხვა მოწვეულ სტუმრებთან ერთად დაესწრო, - ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

გიორგი ახვლედიანი

10 მაისი 2026, 23:38

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი: 2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოხდა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. ეს არის უზარმაზარი მონაპოვარი, რაც დავამკვიდრეთ ქვეყანაში

2012 წლიდან ჩვენს ქვეყანაში მოხდა უმნიშვნელოვანესი გარდატეხა სიტყვის თავისუფლების თვალსაზრისით. ეს არის უზარმაზარი მონაპოვარი, რაც დავამკვიდრეთ ქვეყანაში, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა გიორგი ახვლედიანმა.

გიორგი ახვლედიანი

10 მაისი 2026, 23:28

პოლიტიკა

გიორგი ახვლედიანი დიდ ბრიტანეთზე: ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა

ეს არის მათთვის ძალიან წამგებიანი პოზიცია, როდესაც ებრძვი კონკრეტულ სახელმწიფოში კონკრეტულ ტელევიზიას, როგორადაც არ უნდა არ მოგწონდეს შენ მათი მედიაპოლიტიკა, - განაცხადა „EURO ანატომიაში“ მედიაპოლიტიკის ექსპერტმა, გიორგი ახვლედიანმა დიდ ბრიტანეთზე საუბრისას, რომელმაც საქართველოს ორი მედია საშუალება დაასანქცირა.