19 სექტემბერი 2020, 15:46 / სანდო წყარო

გივი ჭიჭინაძე: კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისთვის

გივი ჭიჭინაძე

გივი ჭიჭინაძე

„გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის“ - განაცხადა „ქართული ოცნების“ სამტრედიის, წყალტუბოს, ვანისა და ხონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა გივი ჭიჭინაძემ ვანში, წარდგენაზე.

დეპუტატობის კანდიდატმა გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ გუნდს.

გივი ჭიჭინაძის თქმით, მმართველი პარტიის მთავარი ფასეულობა ადამიანი და მისი ჯანმრთელობაა.

თავის გამოსვლაში დეპუტატობის კანდიდატმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების დროს განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.

„ვანი არის ჩვენი ქვეყნის სიამაყე, ისტორიული კუთხე, ისტორიული კოლხეთის მარგალიტი. ვანის ნაქალაქარზე მოპოვებული უძველესი არქეოლოგიური მასალა არის ძველი წელთაღრიცხვით 8-6 საუკუნის და ეს არის უნიკალური სიმდიდრე, რომელიც მსოფლიოს საგანძურს წარმოადგენს. ვანის საგანძური რამდენჯერმე იყო წარმოდგენილი მსოფლიოს უდიდეს მუზეუმებში. აქ მოპოვებული არქეოლოგიური მასალა მსოფლიო ხუთეულში შედის. ასე, რომ ძალზედ მნიშვნელოვანია მუზეუმი, რომელიც უახლოეს ხანში გაიხსნება. მინდა ყველა მოგიწვიოთ და ყველამ ერთად ვეზიაროთ ამ დიდ საგანძურს ჩვენი ისტორიულად ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილს. ვანი ასევე დახუნძლულია შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეებით, ტაძრებით, როგორიც არის თამარის ციხე, ორმაღლის ციხე, შუა მთის წმინდა გიორგის ეკლესია და სხვა. ღირსშესანიშნეობებიდან აღსანიშნავია ბზვანის კასტრული მღვიმე და დიხაშხოს გოგირდის გეიზერები. უძველესი კულტურის ვანში დაიბადნენ უდიდესი ქართველი პოეტები გალაკტიონ ტაბიძე და ტიციან ტაბიძე. ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი დიდი ტიციანის და გალაკტიონის მუზეუმში. სწორედ აქ მომავალს გამახსენდა დიდი გალაკტიონის სიტყვები, " ჩვენ იმიტომ ვსწავლობთ წარსულს, ერთად შევქმნათ მომავალი". დიახ მომავლის ფართო ორიენტირზეა გათვლილი მმართველი პარტიის "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" სამომავლო სამოქმედო პროგრამა, რომლის მიხედვითაც უმთავრესი და უძვირფასესი არის ადამიანი მისი კეთილდღეობისათვის ზრუნვა, ქართველი ხალხის ერთიან მშვიდობიან ქვეყანაში ცხოვრება, ევროინტეგრაციის, ერთიანობის და სოლიდარობის მიღწევა. კარგად ვიცნობ ვანის მუნიციპალიტეტს, ყველა სოფლის პრობლემა ვიცი და ვეცდები, აქტიურად ვიზრუნო ჩვენი ამომრჩევლის საერთო თუ პიროვნული პრობლემების მოგვარებისათვის. მეამაყება, რომ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" ძალისხმევით ვანის მუნიციპალიტეტში 2012-2020 წლებში განხორციელდა მსხვილი პროექტები, მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა, რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სკოლებს, საბავშო ბაღებს, თეატრებს, მოეწყო დიდი კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი, გარემონტდა ვანის ცენტრალური სტადიონი და ადგილი სადაც ჩვენ ვიმყოფებით. მოგეხსენებათ აქ გვერდზე ჩამოდის მდინარე რიონი და ასევე სამი მდინარე. იყო საშიშროება რომ ეს ადგილი წაელეკა მდინარე რიონს. რამდენიმე თვის წინ განხორციელდა პროექტი და უკვე დაცულია აქაურობა და ძალიან დიდი მადლობა ჩვენს მთავრობას და ხელისუფლებას. ჩვენი, მმართველი პარტიის მთავარი საზრუნავი არის ადამიანი და მისი ჯანმრთელობა. მნიშვნელოვანია შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს შექმნა, ასევე პრიორიტეტული იქნება მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობა, სოფლის მეურნეობის განვითარება. ვანი ისტორიულად იყო დიდი და ნაყოფიერი ადგილი სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის. ახლაც მინდა განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ მევენახეობას, მეხილეობას, ვანში ძალიან განვითარებულია მეთხილეობა, თუმცა ბევრი მიმართულება შეიძლება წამოვწიოთ რითაც ისტორიულად ცნობილი იყო ვანი. ჩვენთვის მთავარი ფასეულობა არის ადამიანი, ამიტომ მუდმივად ვიზრუნებთ, რომ სათანადოდ იყოს დაფასებული პედაგოგების, მედიკოსების, ტურიზმის და სოფლის მეურნეობის მომსახურე სფეროში დასაქმებულთა ღვაწლი. ასევე მინდა გავიხსენო და ვახსენო ჩვენი ვეტერანები, რომლებმაც ყველაზე მთავარი - სიცოცხლე შესწირეს ჩვენს ქვეყანას. მინდა, განსაკუთრებული ყურადღებით მოვექცეთ ამ ადამიანებს. გამოვთქვამ რწმენას, რომ ვანის, ხონის, სამტრედიის და წყალტუბოს მოსახლეობა გააკეთებს ღირსეულ არჩევანს, რომ კიდევ ერთხელ დაუდგეთ ერთმანეთს გვერდით ჩვენი რეგიონის - იმერეთისთვის. გვჯერა, რომ ჩვენ ერთად მივაღწევთ წარმატებებს, ერთად გავიმარჯვებთ“ - განაცხადა გივი ჭიჭინაძემ.

ყველა სიახლე

23 ივლისი 2026, 02:20

სამართალი

ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ონისე ოქრიაშვილზე თავდამსხმელი ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოში გამოცხადდა.

23 ივლისი 2026, 02:10

მსოფლიო

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად

აშშ-სა და საუდის არაბეთს შორის ოთხშაბათს გაფორმდა შეთანხმება, რომელიც სამეფოს ტერიტორიაზე სამოქალაქო ბირთვული პროგრამის განვითარებას ისახავს მიზნად.

23 ივლისი 2026, 01:43

სამართალი

ექიმის ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში ცეცხლნასროლი ჭრილობით შეიყვანეს, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც დაიღუპა

ვერაზე დაჭრილი ახალგაზრდა მამაკაცი ხეჩინაშვილის კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით შეიყვანეს. კლინიკის გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ირაკლი ფირცხალეიშვილის ინფორმაციით, მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმა ჰქონდა, რის შედეგადაც გარდაიცვალა.

23 ივლისი 2026, 01:27

მსოფლიო

Reuters: სპარსეთის ყურის რეგიონში CIA-ს ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას

სპარსეთის ყურის რეგიონში ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს (CIA) ობიექტებზე ირანული დრონებით განხორციელებული თავდასხმების შემდეგ, აშშ-ის სადაზვერვო ანალიტიკოსებმა დაიწყეს მოკვლევა იმის დასადგენად, უწევდა თუ არა რუსეთი ირანს დახმარებას სამიზნეების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით ან უპილოტო საფრენი აპარატების თანამედროვე ტექნოლოგიებით. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

23 ივლისი 2026, 00:46

სამართალი

პოლიციამ თბილისში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა, დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ორი ან მეტი პირის მიმართ დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავეს

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:27

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს

გავაგრძელებთ იმ პრაგმატულ პოლიტიკას, რომელსაც ჩვენი ხელისუფლება ატარებს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

23 ივლისი 2026, 00:23

სამართალი

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია, მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია

„ქრონიკის“ ინფორმაციით, ვერაზე მომხდარი დანაშაულის ჩამდენი პირი დაკავებულია. მან დაკავებისას პოლიციელებს შეიარაღებული წინააღმდეგობა გაუწია.

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:17

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ერთმანეთს ილუზიაში აცხოვრებენ, ამდენი წელია ერთმანეთს ატყუებენ, რომ ხვალ ხელისუფლებაში მოდიან. ეს ოპოზიცია არა ხელისუფლების, არამედ ქვეყნის ოპოზიციაა

სრულიად ლუსტრირებულები არიან, ყველა აგენტი გაიშიფრა. ყველა თანაბრად დაზიანებულია, მათ თავი დაიზიანეს და ეს ასეც უნდა მომხდარიყო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ ოპოზიციაზე საუბრისას.

ირაკლი კირცხალია

23 ივლისი 2026, 00:07

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო

უნდა გაითავისოს ყველამ, რომ დღეს მსოფლიოში არის სუვერენული პოლიტიკის დრო, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. კირცხალიამ აშშ-ს წინა ადმინისტრაციის მხრიდან საქართველოსთან დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და მას აუხსნელი თავდასხმები უწოდა.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:53

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია პეტერ ფიშერზე: არაფერს ვამბობ ვენის კონვენციაზე, დიპლომატიურ პრინციპებზე და ზოგადად, მასპინძელი ქვეყნის პატივისცემაზე, ყველას შეურაცხყოფა მიაყენა

როგორი პატარა კაცი უნდა იყო, როგორი უთავმოყვარეო აზროვნება უნდა გქონდეს, რომ ასეთ რაღაცებს აკეთებ, საიტზე ბერკეტს იყენებ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ პეტერ ფიშერთან დაკავშირებით.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:46

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: ქვეყანა იმ აგენტურული სპირალიდან, რომელიც 2012 წლამდე იყო, გამოვიდა და საზოგადოება დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრებას მიეჩვია - ახლა მთელ მსოფლიოში სუვერენული პოლიტიკის დროა

ამ დამანგრეველი ომის დაწყებისთანავე ვთქვით, რომ ჩვენთვის მთავარია მშვიდობა შევინარჩუნოთ, ჩვენ ბევრი სისხლი დავღვარეთ, ბევრი შეცდომა დავუშვით და ჩვენივე შეცდომებს აღარ გავიმეორებთ, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, ხელისუფლების პრაგმატული პოლიტიკის გათალისწინებით, საქართველო ყველა ქვეყანასთან ისაუბრებს.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:43

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია: როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს. ფაქტია, რომ დღეს კლასიკური საბჭოთა მეთოდებით მოქმედებენ

როდის დასრულდება ევრობიუროკრატიის მხრიდან ჩვენდამი არსებული დამოკიდებულება? მაშინ, როცა ევროპაში საზოგადოება უბრალოდ ციფრებს შეხედავს, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე თქმით, აბსურდია, როდესაც საქართველოს ღირებულებებზე აგენტი ესაუბრება.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:31

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია რადიკალებზე: უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში, დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის

უნდა გაიაზრონ ერთი, რომ ისინი ცხოვრობენ სამართლებრივი მოწყობის ქვეყანაში. დემოკრატიულ სახელმწიფოში, სადაც კანონმა უნდა იკანონოს ყველასთვის, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კირცხალიამ.

ირაკლი კირცხალია

22 ივლისი 2026, 23:26

პოლიტიკა

ირაკლი კირცხალია ვახო სანაიაზე: რატომ გვიკვირს, რომ ამას ფუთავენ, როგორც გამოხატვის თავისუფლებას? რატომ გვიკვირს, ამას იტყვის ერთი-ერთი ნაცაქტივისტი, უბრალოდ პოლიტიკურ ველზე ჟურნალისტის მანტიით მოვლენილი

მთავარ სცენარში, ის პუნქტი სადაც წერია, რომ სიძულვილის ენა არის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი საზოგადოების პოლარიზაციის, რა თქმა უნდა, მოვისმენთ ვახო სანაიასთან დაკავშირებით ასეთ განცხადებებს [სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა], - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live” საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კირცხალიამ. მისივე შეფასებით, ვახო სანაია პოლიტიკურ ველზე ჟურნალიტის მანტიით შემოსილი ერთ-ერთი ნაცაქტივისტია.

22 ივლისი 2026, 23:23

მსოფლიო

POLITICO: ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა - სასანქციო პაკეტის გადასარჩენად, ხუთშაბათს დილით მოლაპარაკებების დამატებით რაუნდი გაიმართება

ევროკავშირის ქვეყნებმა ვერ მიაღწიეს შეთანხმებას რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტზე მას შემდეგ, რაც საბერძნეთმა საწვავის გადაზიდვის საკუთარი სექტორის დასაცავად აღნიშნული ზომები დაბლოკა, - წერს გამოცემა POLITICO.

ზაალ ანჯაფარიძე

22 ივლისი 2026, 23:11

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე საქართველოში Changi Airport Group-ის ინტერესებზე: მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ავტორიტეტული საავიაციო კომპანია ხედავს იმ დიდ პოტენციალს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა ფლობს, როგორც სატრანზიტო-ლოჯისტიკური ჰაბი, და არა მხოლოდ

ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული აეროპორტის მმართველი კომპანიის, Changi Airport Group-ის, ინტერესის სფეროში მოექცა, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე.

ირაკლი ლატარია

22 ივლისი 2026, 22:56

პოლიტიკა

ირაკლი ლატარია: Changi Airport Group-ის ინტერესი ვაზიანის საერთაშორისო აეროპორტის პროექტის მიმართ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი გზავნილია

ეს უბრალოდ მორიგი საინვესტიციო ინტერესი არ არის, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, რითაც Changi Airport Group-ის მიერ თბილისის ახალი აეროპორტისადმი გამოჩენილ ინტერესს ეხმიანება.

22 ივლისი 2026, 21:35

მსოფლიო

ევროკომისია: დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება

ევროკომისიის ცნობით, დიდი ბრიტანეთი უკრაინისთვის განკუთვნილ 90 მილიარდი ევროს ოდენობის სესხის პროგრამას უერთდება - მხარეებს შორის მოლაპარაკებები ოფიციალური შეთანხმების ხელმოწერით დასრულდა.

ლიზა გეგეჭკორი

22 ივლისი 2026, 21:32

პოლიტიკა

ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას განცხადებაზე: ახია ჩვენზე, თავის დროზე რომ არ შევახსენეთ ყველას, ვინ ვინაა რეალურად - ბერულავა იყო „ნაცების“ რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, მერაბიშვილის მიერ შექმნილი droni.ge და itv.ge-ს ერთ-ერთი მმართველი

ჯერ ერთი რ2-ს, რომელიც სიმართლისა და ქვეყნის მხარეს დგას არაფერი სამარცხვინო არ აქვს და მეორე - ეს, ლაშა ბერულავა, იყო ნაცების რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური გამპრავებელი, - ასე ეხმიანება ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი ლაშა ბერულავას პოსტს, სადაც ის წერს, რომ “რუსთავი 2”-ის ნაცვლად რცხვენია.

22 ივლისი 2026, 21:26

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებულს სასამართლომ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა

რუსთავის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დიდი ოდენობით სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების, ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადების, შენახვის და გამოყენების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.