„რთველი 2020“-ის ფარგლებში კახეთში 238 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა
ფოტო: shutterstock.com
3 ოქტომბრის მონაცემებით, „რთველი 2020“-ის ფარგლებში, კახეთში 238 ათასი ტონა ყურძენი გადამუშავდა: 161 ათასი ტონა რქაწითელი, 64 ათასი ტონა საფერავი, 4 ათასი ტონა კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია, - ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, კახეთში ღვინის საწარმოებს ყურძენი 23 ათასზე მეტმა მევენახემ ჩააბარა, რომელთა შემოსავალი 250 მილიონ ლარს აღწევს.
„მოსავლის დაბინავება კახეთში შეუფერხებლად გრძელდება, ყოველდღიური გადამუშავება 5-6 ათასი ტონის ფარგლებშია.
მიმდინარე წელს, COVID-19 პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, რქაწითელისა და კახური მწვანის ჯიშის ყურძნის სუბსიდირება განხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ღვინის კომპანია, რომელიც შეისყიდის და გადაამუშავებს კახეთის რეგიონში მოწეულ, არანაკლებ 1000 ტონა რქაწითელის ან კახური მწვანის ჯიშის ყურძენს. ამასთან, შესყიდულ 1 კგ ყურძენში ყურძნის ჩამბარებელს გადაუხდის, არანაკლებ 0,80 ლარს. 1 კგ ყურძნის შესყიდვისას, ღვინის კომპანიებზე გაიცემა სუბსიდია: 1 კგ რქაწითელზე და 1 კგ კახურ მწვანეზე - 0,30 ლარი“ - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
16 აპრილი 2026, 12:34
მსოფლიო
Reuters: ირანი გამოდის წინადადებით დაბრკოლების გარეშე გაატაროს გემები ჰორმუზის სრუტეში, თუ ისინი ომანის მხრიდან იმოძრავებენ
ირანმა, შესაძლოა, გემებს უფლება მისცეს დაუბრკოლებლად გაიარონ ჰორმუზის სრუტე, თუ ისინი ომანის მხრიდან შევლენ. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 12:27
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით
მსოფლიო ბანკმა დაადასტურა საქართველოს მიმართ მხარდაჭერა როგორც რეფორმების, ისე ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსების მიმართულებით, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა.
16 აპრილი 2026, 12:20
საზოგადოება
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა
იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ბიოენერგეტიკის სფეროში მოქმედი კომპანიის „Cavallari” წარმომადგენლებს შეხვდა.
16 აპრილი 2026, 12:17
ეკონომიკა
ახლადგაშენებული სამეწარმეო ვენახების მფლობელებმა რეგისტრაცია 1 მაისამდე უნდა გაიარონ
„ვაზისა და ღვინის შესახებ კანონში“ განხორციელებული ცვლილებების თანახმად, იცვლება სამეწარმეო ვენახების გაშენებასთან დაკავშირებული წესები. ყველა იმ პირმა, რომელმაც მიმდინარე წლის 1 მაისამდე გააშენა ვენახი და ამ დრომდე არ აქვს რეგისტრირებული ვენახების კადასტრის ერთიან ბაზაში, 2026 წლის 1 მაისამდე შესაბამის მუნიციპალიტეტში უნდა მიმართოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მევენახეობის კადასტრის სამმართველოს წარმომადგენლებს და ვენახი ოფიციალურად დაარეგისტრიროს.
16 აპრილი 2026, 12:10
ეკონომიკა
„სტარბაქსი“ საქართველოში ოპერირებას იწყებს - პირველი ობიექტი ზაფხულში Alshaya Group-თან პარტნიორობით თბილისში გაიხსნება
„სტარბაქსი“ საქართველოში შემოდის - როგორც კომპანიამ დღეს განაცხადა, ბრენდის მაღაზიები Alshaya Group-თან პარტნიორობით გაიხსნება, რომელიც „სტარბაქს“-ის ერთ-ერთი უმსხვილესი ლიცენზირებული პარტნიორია მსოფლიოში.
16 აპრილი 2026, 11:53
პოლიტიკა
დავით სონღულაშვილი იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იტალიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, იტალიური აგროინდუსტრიული ჯგუფის „Bonifiche Ferraresi” ხელმძღვანელებს შეხვდა და კომპანიის საქმიანობის მიმართულებებს გაეცნო. „Bonifiche Ferraresi” იტალიის წამყვან აგროინდუსტრიულ კომპანიებს აერთიანებს და აგროსასურსათო წარმოების ღირებულებათა ჯაჭვის ყველა რგოლის თანამედროვე მიდგომებით განვითარებაზე მუშაობს. „Bonifiche Ferraresi” არაერთ საერთაშორისო პროექტს ახორციელებს, რაც ითვალისწინებს სამუშაო ძალის კვალიფიკაციის ამაღლებას, სოფლის მეურნეობის ტექნოლოგიების შესახებ ცოდნის მიწოდებას და ციფრული პლატფორმების შექმნას. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესსამსახური აქვეყნებს.
16 აპრილი 2026, 11:51
მსოფლიო
საფრანგეთმა 20 მარტს დაკავებული რუსული გემი გაათავისუფლა
საფრანგეთის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიულ წყლებში ფრანგი სამხედროების მიერ დაკავებული გემი Deyna, რომელიც რუსეთის ე.წ. ჩრდილოვან ფლოტს განეკუთვნება, გაათავისუფლა. ინფორმაციას საფრანგეთის ხმელთაშუა ზღვის პრეფექტურა ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 11:51
სამართალი
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გორში თევზის არალეგალური საწარმო გამოავლინა
სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის დეპარტამენტის ინსპექტორების მიერ ქალაქ გორში ჩატარებული არაგეგმური კონტროლის შედეგად, თევზის საწარმოს საქმიანობა შეუჩერდა. ფიზიკური პირი ა. ჩ.-ს ობიექტზე (მის: გორი, შარტავას ჩიხი N8) გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები - ჰიგიენური ნორმების უხეში დარღვევა; დაილუქა 100 კგ. თევზი.
16 აპრილი 2026, 11:51
ეკონომიკა
მაია ომიაძე: B2B Summit by Tarifa-ს ფარგლებში მაღალი რანგის ტურიზმის სექტორის წარმომადგენლები ჩამოვიდნენ, ისინი საქართველოს ევროპის ბაზარზე ძლიერ პარტნიორად მიიჩნევენ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით გაიმართა მასშტაბური, სამდღიანი საერთაშორისო სამიტი „B2B Summit by Tarifa“.
16 აპრილი 2026, 11:49
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილმა ენერგეტიკის დარგის მეცნიერებთან და ექსპერტებთან სექტორის განვითარების გეგმა განიხილა
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო გაზიფიცირების პროცესს, ენერგეტიკული ქსელის გაფართოებას და ინფრასტრუქტურის გაძლიერებას. შეხვედრისას ხაზგასმით აღინიშნა ელექტროენერგიის მოხმარების ყოველწლიურად მზარდი დინამიკა, რაც გენერაციისა და გადაცემის შესაძლებლობების კიდევ უფრო მეტად გაფართოებას საჭიროებს. შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატში გაიმართა. სამეცნიერო საზოგადოების წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მსგავსი ფორმატის კომუნიკაცია მისასალმებელია, რადგან დარგში მომუშავე მეცნიერთა მოსაზრებების გათვალისწინება მნიშვნელოვანია დაგეგმილი რეფორმების ეფექტიანად განხორციელებისთვის.
16 აპრილი 2026, 11:42
პოლიტიკა
სამხარაძე გერმანიის საგარეო უწყების ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციაზე: დღეს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ
„დღეს, საქართველოს პარლამენტში იქნება შეხვედრა, მათ შორის გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანთან. რა თქმა უნდა, ამ საკითხს კიდევ ერთხელ დავაყენებთ“, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მოძველებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
16 აპრილი 2026, 11:32
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ საქართველოსთან და კანდიდატ ქვეყნებთან მიმართებით ბრიუსელის მიერ არჩეული გზა ევროპულ ღირებულებებს სრულად აცდენილია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, თურქეთში, საპარლამენტთაშორისო კავშირის (IPU) 152-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრებს გარე ჩარევის საფრთხეებზე ერთიანი მიდგომის საჭიროებაზე.
16 აპრილი 2026, 11:21
პოლიტიკა
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“: როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, პარტია კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას
როგორც ჩანს, ხელისუფლება არ აპირებს თვალი გაუსწოროს ახალ რეალობას და მათი საგარეო პრიორიტეტები წარსულში რჩება, ამიტომ პარტია „ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ კიდევ ერთხელ აყენებს საგარეო პოლიტიკაზე საჯარო დებატების გამართვის ინიციატივას, - განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ პოლიტიკურმა მდივანმა ბიძინა გიორგობიანმა.
16 აპრილი 2026, 11:21
პოლიტიკა
ნიკოლოზ სამხარაძემ განმარტა, რა საკითხებს განიხილავს საქართველოს დელეგაცია საპარლამენტთაშორისო კავშირის ასამბლეაზე
„რაც შეეხება ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, აქ ძირითადი საკითხია კონფლიქტი ახლო აღმოსავლეთში, ჩვენი ორმხრივი სავაჭრო ურთიერთობები და სამეზობლოს ქვეყნებთან ძალიან ბევრი ფორმატი გვაქვს და აქაც კარგი შესაძლებლობაა ინფორმაციის გასაცვლელად, მით უმეტეს, ტომ აზერბაიჯან-სომხეთს შორის სამშვიდობო პროცესი კარგად მიდის. უახლოეს მომავალში სომხეთში არჩევნებია ჩანიშნული, ამიტომ ჩვენი პარტნიორებისგან მივიღებთ ინფორმაციას, თუ რა ხდება ადგილზე“, - აღნიშნა სამხარაძემ.
16 აპრილი 2026, 11:19
პოლიტიკა
პაპუაშვილი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე დაგეგმილ გამოსვლაზე: ჩვენი მთავარი სათქმელი არის ახალი საფრთხეები, რომლებიც კარგად ჩანს ყველა ქვეყანაში, ყველა ცდილობს, რომ საკუთარი ეროვნული ინტერესები გარეჩარევისგან დაიცვას
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ მედიასთან იმ საკითხებზე ისაუბრა, რომლებზეც იგი დღეს სტამბოლში, საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე გამოსვლისას გაამახვილებს ყურადღებას.
16 აპრილი 2026, 11:17
მსოფლიო
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისრაელურ მხარესთან დაგეგმილი შეხვედრის შესახებ არაფერი იციან
ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურ ბეირუთს არ აქვს ინფორმაცია ისრაელურ მხარესთან გასამართი შეხვედრის შესახებ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 11:17
პოლიტიკა
მაია ბითაძე: ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ
„ამ შეხვედრების დროს და ზოგადად ასამბლეაზე ნათლად იკვეთება, რომ მსოფლიოში გარკვეული ახალი დღის წესრიგი არსებობს, რომელსაც ფეხი უნდა აუწყოს ყველა სახელმწიფომ. თითოეულმა სახელმწიფომ საპარლამენტო დიპლომატიისა და საკუთარი სუვერენული ეკონომიკური ინტერესებით უნდა გააძლიეროს როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი ურთიერთობები", - აღნიშნა ბითაძემ.
16 აპრილი 2026, 11:06
პოლიტიკა
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს
ძველი მეთოდები ახალი ტრენერის შესრულებით - „ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს ამჯერად „პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს
16 აპრილი 2026, 11:03
პოლიტიკა
საქართველოს იუსტიციის მინისტრი ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილეს შეხვდა
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ ადამიანის უფლებათა საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის მოადგილე ილზე ბრანდს ქერისსთან შეხვედრაზე საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ამ პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განსაკუთრებული როლი აქვს. ინფორმაციას იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.
16 აპრილი 2026, 10:58
რეგიონი
150 დევნილი ოჯახისთვის ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 150 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, ბორჯომში თანამედროვე სტანდარტების საცხოვრებელი კორპუსი შენდება.


