IMEDI /  05 ოქტომბერი 2020, 17:25 / სანდო წყარო

სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ გორში ბავშვების ინტოქსიკაციაზე განცხადებას ავრცელებს

,,გორმედის“ ქსელის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“, 3-4 ოქტომბერს, ინტოქსიკაციის სიმპტომებით მომართა 48 პაციენტმა. პაციენტების ასაკი 1-დან 16 წლამდეა, - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სამედიცინო ცენტრი „იავნანა“ გორში ბავშვების ინტოქსიკაციაზე ავრცელებს.

„ამ მოზარდებიდან 16 მოთავსდა სტაციონარში, დანარჩენ 32 ბავშვს კი გაეწია შესაბამისი მომსახურება და ყველა მათგანმა დატოვა კლინიკა. რაც შეეხება სტაციონარში მოთავსებულებს, არცერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არაა და ძირითადად, მსუბუქი და საშუალო სიმძიმისაა.

რაც შეეხება 5 ოქტომბერს, დღეს, 16 საათის მონაცემებით, ინტოქსიკაციის სიმპტომებით ,,იავნანას“ 18-მა პაციენტმა მომართა, მათგან მხოლოდ 1 მოთავსდა სტაციონარში, 17 მოზარდს კი გადაუდებელი დახმარების განყოფილებაში გაეწია სამედიცინო მომსახურება, მათგან 12-მა კლინიკა უკვე დატოვა.

მთლიანობაში, დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრ ,,იავნანას“ პედიატრიულ განყოფილებაში, 16 საათის მონაცემებით, ბაქტერიული გასტროენტერიტით მოთავსებულია 17 პაციენტი, ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 11:23

ეკონომიკა

გიორგი გახარია: 2021-2024 წლებში ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს დახარჯავს

მთავრობა ვალდებულია, ყოველდღიურად მაქსიმალურად გაათანაბროს ცხოვრების პრაქტიკული პირობები თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის იმისდა მიუხედავად თუ სად ვცხოვრობთ - თბილისში, ბათუმში, წალენჯიხაში, ზუგდიდში თუ თელავში, ამას არ უნდა ჰქონდეს არანაირი მნიშვნელობა, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, დღეს წალენჯიხაში საქართველოში განხორციელებული გაზიფიცირების პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა.

გიორგი გახარია

27 ოქტომბერი 2020, 11:22

რეგიონი

გიორგი გახარია: საქართველოს მოსახლეობის 90% იქნება გაზიფიცირებილი, რაც არის ერთ-ერთი საუკეთესო მაგალითი და მონაცემი ევროპაში

გიორგი გახარიას თქმით, ეს საკმარისი არ არის და ამიტომაც საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2021-დან 2024 წლამდე გააგრძელოს გაზიფიცირების სამთავრობა პროგრამა, რომლის შედეგი იქნება დამატებით 211 გაზიფიცირებული სოფელი და დაახლოებით 33 000 ოჯახი.

ნათია თურნავა

27 ოქტომბერი 2020, 11:21

რეგიონი

ნათია თურნავა: მინდა წალენჯიხას ეს ისტორიული დღე მივულოცო, რადგან ისტორიაში პირველად, აქ ბუნებრივი აირი შემოვიყვანეთ

„ჩვენ ეს შედეგი დაპირებისამებრ განვახორციელეთ. ლოგიკურია, რომ სწორედ აქედან, წალენჯიხიდან მაქვს პატივი, რომ მოკლე ანგარიში მოვახსენო საქართველოს მოსახლოებას, თუ როგორ მიმდინარეობს ჩვენი გაზიფიცირების მასშტაბური პროგრამა. დღეს წალენჯიხა, რომელსაც რამდნიმე თვის წინ შევპირდით, რომ აქ გაივლიდა მილი და იქნებოდა გაზი, დღეს უკვე შეუძლიათ მიმართონ გაზგამანაწილებელ კომპანიებს და ამ სიკეთით ისარგებლონ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

27 ოქტომბერი 2020, 11:12

COVID19

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსი კიდევ 1824 ადამიანს დაუდასტურდა, 1262 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

27 ოქტომბერი 2020, 11:11

COVID19

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 23 ადამიანი გარდაიცვალა

გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში 23 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა. ინფორმაცია ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 32 127 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 12 632, გარდაიცვალა 238 პაციენტი.

27 ოქტომბერი 2020, 11:06

პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ გურიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოზურგეთში სპორტსმენებს შეხვდა

„ქართული ოცნების” ოზურგეთის, ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვასილ ჩიგოგიძე სპორტსმენებს, ოზურგეთის საფეხბურთო კლუბ „მერცხალის“ ფეხბურთელებს და მათ მწვრთნელებს შეხვდა. შეხვედრაზე სპორტის სფეროში არსებულ პროგრამებზე, სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს და კანდიდატმა მათი საჭიროებების შესახებ ინფორმაცია მოისმინა.

27 ოქტომბერი 2020, 11:06

რეგიონი

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება

დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ახატანში წყლის სისტემის მშენებლობას 5 მილიონი მოხმარდება, - ამის შესახებ ინფორმაციას გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, რეგიონებში წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს.

27 ოქტომბერი 2020, 10:55

რეგიონი

რუხში საფეხბურთი აკადემიის მშენებლობა მიმდინარეობს

რუხში საფეხბურთო აკადემიის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოებს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა გაეცნო, - ამის შესახებ ინფორმაციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, პროექტის მიხედვით ადგილზე ერთი ბუნებრივსაფარიანი და ორი ხელოვნურსაფარიანი მოედანი მოეწყობა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი

27 ოქტომბერი 2020, 10:52

სპორტი

ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგში ორი პოზიციით დაქვეითდა

მსოფლიოს საჩოგბურთო რეიტინგში ნიკოლოზ ბასილაშვილი ორი პოზიციით დაქვეითდა. 28 წლის ქართველმა სპორტსმენმა ვენის ტურნირზე პირველივე შეხვედრაში დამარცხების შემდეგ 1 395 ქულით 34-ედან 36-ე ადგილზე გადაინაცვლა.

27 ოქტომბერი 2020, 10:30

რეგიონი

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეკონსტრუქცია ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. პროექტი ორ 25 კმ-იან მანაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:58

მსოფლიო

საფრანგეთში ისლამისტმა ჰაკერებმა ათობით ვებგვერდზე შეტევა განახორციელეს

კიბერთავდასხმის მიზეზი საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადება გახდა, რომელიც ემანუელ მაკრონმა პარიზში სკოლის პედაგოგის მკვლელობის შემდეგ გააკეთა. საფრანგეთის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ რადიკალური ისლამის წინააღმდეგ ზომები გამკაცრდება.

დონალდ ტრამპი
ემი კონი ბარეტი

27 ოქტომბერი 2020, 09:41

მსოფლიო

აშშ-ის სენატმა უზენაესი სასამართლოს წევრის პოსტზე დონალდ ტრამპის მიერ წარდგენილი კანდიდატი დაამტკიცა

48 წლის ემი კონი ბარეტი აშშ-ის მე-7 საოლქო სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეა. იგი რელიგიური და კონსერვატიული მსოფლმხედველობით გამოირჩევა და აბორტის მოწინააღმდეგეა. ის გარდაცვლილი რუტ ბეიდერ გინზბურგს ჩაანაცვლებს.

27 ოქტომბერი 2020, 09:19

COVID19

ბოლო 24 საათში გერმანიაში კორონავირუსით 11 400-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში გერმანიაში კორონავირუსის დიაგნოზი კიდევ 11 409 ადამიანს დაუდგინეს, 42 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. სულ გერმანიაში კოვიდინფიცირების 449 275 შემთხვევა გამოვლინდა, 10 095 პაციენტი კი გარდაიცვალა. ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 27 იანვარს გამოვლინდა.

27 ოქტომბერი 2020, 09:04

COVID19

28 ოქტომბრიდან ჩეხეთში ღამის საათებში გარეთ გასვლა აიკრძალება

ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრის, რომან პრიმულას განმარტებით, მანამდე მიღებული ზომები საკმარისი არ აღმოჩნდა. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ჩეხეთში კორონავირუსით 263 5773 ადამიანი დაინფიცირდა, 2 337 პაციენტი კი გარდაიცვალა.

27 ოქტომბერი 2020, 08:30

საზოგადოება

დღეს მთელ საქართველოში მზიანი ამინდია მოსალოდნელი

სინოპტიკოსების პროგნოზით, 27 ოქტომბერს ქუთაისში დღისით ტემპერატურა +26 გრადუსი იქნება, ღამით კი 16. ასევე მზიან ამინდს ვარაუდობენ სინოპტიკოსები ოზურგეთში, სადაც +26 გრადუსამდეა მოსალოდნელი, ღამით კი +14 გრადუსი არის ნავარაუდევი. ბათუმში ნავარაუდევია +26 გრადუსი სითბო დღის განმავლობაში, ღამით კი +17 გრადუსი დაფიქსირდება.

27 ოქტომბერი 2020, 08:19

საზოგადოება

დარეჯან დედოფლის სასახლის სამონასტრო კომპლექსის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

„აქ იყო უმძიმესი მდგომარეობა. სამუშაოების ჩატარებას დაახლოებით წელიწადზე მეტი დასჭირდა. მიხარია, რომ რეაბილიტაციის ფარგლებში მთლიანად განახლდა ეს სივრცე და ქალაქის ცენტრში, ისტორიულ ადგილზე გვაქვს დარეჯანის სასახლე, რომელიც ხვალიდან სტუმრებს მიიღებს“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

27 ოქტომბერი 2020, 08:13

საზოგადოება

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა

27 ოქტომბერი აფხაზური ენის დღეა. ამ თარიღს სპეციალური ვიდეომიმართვით ეხმაურება საქართველოს პრეზიდენტი. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, აფხაზური ენის დაცვა წარმოადგენს ერთ-ერთს იმ საკითხთა შორის, რომლებზეც შეგვიძლია, ერთობლივად ვიზრუნოთ ოკუპაციის ხაზის მიუხედავად, რადგან ეს არის ჩვენი ერთობლივი და სამომავლო ინტერესი.

27 ოქტომბერი 2020, 01:28

COVID19

ჯანმო: მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში ზედიზედ მე-5 დღეა კორონავირუსის შემთხვევების დღიური მაჩვენებელი 400 ათასს აჭარბებს.

27 ოქტომბერი 2020, 01:19

მსოფლიო

ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

უფლებადამცველი ორგანიზაცია „ვესნას“ მონაცემებით, ბელარუსში გამართულ საპროტესტო აქციებზე 300-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 26 ოქტომბერს ბელარუსში საყოველთაო გაფიცვა დაიწყო.

კორონავირუსი

27 ოქტომბერი 2020, 01:17

კულტურა

AC/DC-მ ახალი ვიდეორგოლი წარადგინა

რგოლის პრემიერმა ჯგუფის ოფიციალურ Youtube-არხზე შედგა. ეს მუსიკოსების პირველი ვიდეონამუსევარია ვოკალისტ ბრაიან ჯონსონის დაბრუნების შემდეგ, რომელიც 4 წლის წინ, სმენის დაკარგვის შემდეგ იძულებული გახდა ჯგუფი დაეტოვებინა.