imedi /  12 ოქტომბერი 2020, 16:48 / სანდო წყარო

ირაკლი კობახიძე: ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება

ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ახალციხეში, ადიგენის, ახალციხის, ბორჯომისა და ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ანტონ ობოლაშვილის წარდგენაზე სიტყვით გამოვიდა.

„მიხარია, რომ დღეს ჩვენ ვიმყოფებით გამორჩეულ ქალაქში, გამორჩეულ რეგიონში , რომელსაც საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებული როლი აქვს შესრულებული, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი ქართული გენის განვითარებაში, საქართველოში ქრისტიანობის გავრცელებასა და დამკვიდრებაში. ეს არის რეგიონი, სადაც ცხოვრობენ გამორჩეულად მებრძოლი და მშრომელი ადამიანები. შესაბამისად, ამ რეგიონს სჭირდება განსაკუთრებული ყურადღება. ძალიან ბევრი რამ უნდა გაკეთდეს და ეს მხარდაჭერა, ეს ყურადღება კონკრეტულ ქმედებაში უნდა გამოიხატოს იმისათვის, რომ რეგიონი იყოს კიდევ უფრო მეტად განვითარებული, ვიდრე არის დღეს. ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული პროგრამა და ეს გამოგვარჩევს სხვა პოლიტიკური პარტიებისგან. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს ქვეყნის განვითარებას, თითოეული რეგიონის და თითოეული მუნიციპალიტეტის განვითარებას. გასული წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ წინ წაწეულიყო როგორც ქვეყანა, ასევე თითოეული რეგიონი ინფრასტრუქტურის კუთხით, სოფლის მეურნეობის კუთხით თუ ტურიზმის თვალსაზრისით.

ყველას გვესმის, ბევრად მეტია გასაკეთებელი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ვიხილოთ ძლიერი ქალაქები, ძლიერი რეგიონები და ამისთვის მომდევნო 4 წლის განმავლობაში ყველაფერი გაკეთდება. ამის გარანტია პირველ რიგში ძლიერი გუნდია, რომელიც ჩვენ გამოგვარჩევს ამ არჩევნებში. ჩვენ ვართ წარმოდგენილი ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდით და ამ სიის სათავეში დგას მთავრობის მეთაური, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში,პანდემიის დროს მთელს მსოფლიოს აჩვენა მართვის საუკეთესო მაგალითი და რა თქმა უნდა, ის არის საუკეთესო გარანტია იმისა, რომ მთავრობა ძალიან მალე შეძლებს იმ პრობლემების დაძლევას, რომელიც პანდემიიდან გამომდინარეობს და უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის სწრაფ განვითარებას, რაც მთავარია სწრაფ ეკონომიკურ განვითარებას იმიტომ, რომ პირველ რიგში ჩვენს მოსახლეობას აწუხებს ეკონომიკური და სოციალური საკითხები.

ამ კუთხით,კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო ხედვა, ძალიან მკაფიო პროგრამა და სწორედ ამ პროგრამის შესაბამისად გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ ასევე წარვადგინეთ ძალიან ძლიერი საპარლამენტო გუნდი როგორც გამოცდილი წევრებით, ასევე ახალი სახეებით და ესეც არის საუკეთესო გარანტია იმისა,რომ ჩვენ გვექნება ბევრად უფრო ძლიერი პარლამენტი, ვიდრე იყო თუნდაც გასული 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვეყოლება ძალიან ძლიერი მაჟორიტარი თქვენი რეგიონიდან, რომელიც იქნება საუკეთესო შუამავალი რეგიონსა და ცენტრალურ ხელისუფლებას შორის. ეს არის სწორედ მაჟორიტარის მთავარი ფუნქცია. დარწმუნებულნი ვართ, რომ ანტონ ობოლაშვილის ძალისხმევით უამრავი საკითხი მოგვარდება, რომელიც აწუხებს ამ რეგიონს და რეგიონის მოსახლეობას. შესაბამისად, ყველა წინაპირობა არსებობს იმისთვის, რომ შემდეგი 4 წლის განმავლობაში გაგრძელდეს ჩვენი ქვეყნის განვითარება. მთავარია, ჩვენი სრული მობილიზაცია, თითოეული ჩვენგანის აქტიურობა იმისათვის , რომ 31 ოქტომბერს ყველამ ერთად ვიზეიმოთ გამარჯვება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველა სიახლე

გია აბაშიძე

11 აპრილი 2026, 15:04

პოლიტიკა

გია აბაშიძე: საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-„ტაივანჩიკები" და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი „შპანა" კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობის გადატვირთვის ფონზე, ამერიკაში შეკვეთილი სტატია-ანგარიშით გამოჩნდნენ "ნაცასკარიდები" - თინა ხიდაშელი, გიორგი კანდელაკი იმ ბინძური ტყუილით, რომ საქართველო ირანს ვითომდა ეხმარება სანქციების არიდებაში, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ზაალ ანჯაფარიძე

11 აპრილი 2026, 15:00

პოლიტიკა

ზაალ ანჯაფარიძე: სისხლის სამართლის კოდექსს უკვე დაემატა სახელმწიფოს ღალატის მუხლი და ვფიქრობ თინა ხიდაშელი და გიორგი კანდელაკი საციხოდ ნივთებს უნდა იმარაგებდეს

ვინმე კრის მასაროს მიერ დაჯღაბნილი მორიგი ცილისმწამებლური სტატია საქართველოზე, რომელიც თითქოს ირანს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება, მიუხედავად იმისა, რომ უამრავჯერ დაუმტკიცეს ჩვენებმა, რომ ეს აბსურდია, ყურადღებას არც დაიმსახურებდა, რომ არა ერთი გარემოება - წერს ანალიტიკოსი,ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

11 აპრილი 2026, 14:23

მსოფლიო

ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ავარიაში მოყვა. დაღუპულია ერთი და დაშავებულია 12 ადამიანი

სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თანმხლები პოლიციის ავტობუსი ერევნიდან ლორეს რეგიონში გადაადგილებისას ავარიაში მოყვა. ინფორმაციას სომხური მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:17

საზოგადოება

იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძარში შეკრებილი მორწმუნეები ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან. LIVE

ქრისტიანული სამყაროს ყურადღება იერუსალიმში მაცხოვრის აღდგომის ტაძრისკენაა მიმართული, სადაც ქრისტეს საფლავზე ცეცხლის გადმოსვლას ელოდებიან.

ნიკა გვარამია

11 აპრილი 2026, 14:06

პოლიტიკა

ნიკა გვარამია: უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც მანამდე - უღონობას ვასხივებთ

უკვე ჩვენც ძალიან გვიჭირს საუბარი უცხოელებთან, იმიტომ, რომ ხალხი არ ამჟღავნებს უკვე ისეთ ძალას, როგორც ამჟღავნებდა მანამდე, - განაცხადა „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა გვარამიამ.

11 აპრილი 2026, 14:01

მსოფლიო

Reuters: აშშ მზადაა კატარში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას

აშშ მზადაა კატარსა და სხვა ბანკებში გაყინულ ირანულ ფულს ყადაღა მოუხსნას. ინფორმაციას Reuters-ი ერთ-ერთ ირანელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 14:00

რეგიონი

ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში უფასო სასადილოთი მოსარგებლე ბენეფიციარებს სააღდგომო ნობათი გადაეცათ

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გუბა საჯაიამ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე დარეჯან დადიანთან, მერის მოადგილეებთან, საკრებულოს წევრებთან და ა(ა)იპ წალენჯიხის „სათნოების სახლის“ ხელმძღვანელთან ერთად, უფასო სასადილოს ბენეფიციარებს ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში სააღდგომო ნობათი გადასცა და დამდეგი აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა.

ვიქტორ ორბანი ანდრეი ბაბიში

11 აპრილი 2026, 13:18

მსოფლიო

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანს არჩევნების წინ მხარდაჭერა გამოუცხადა, -„ტურბულენტურ დროს სტაბილურობისა და გამოცდილი ლიდერობის არჩევა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს“

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა, ანდრეი ბაბიშმა თავის უნგრელ კოლეგას, ვიქტორ ორბანს საპარლამენტო არჩევნებზე მხარდაჭერა გამოუცხადა.

11 აპრილი 2026, 13:10

საზოგადოება

14 აპრილამდე საქართველოში დროგამოშვებით, ზოგან ძლიერი ნალექია მოსალოდნელი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მოსალოდნელმა ნალექებმა შესაძლებელია მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო).

კამალა ჰარისი

11 აპრილი 2026, 13:01

მსოფლიო

კამალა ჰარისმა, შესაძლოა, აშშ-ის 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა განაცხადა, რომ ის ფიქრობს, მიიღოს, თუ არა მონაწილეობა 2028 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 12:32

საზოგადოება

ამაღამ თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება

აღდგომის ღამეს თბილისის მეტრო გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს, 12-13 აპრილს კი ავტობუსების სპეციალური მარშრუტები დაინიშნება. აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მეტრო 12 აპრილის 04:00 საათამდე იმუშავებს და 11 აპრილის 23:00-დან 12 აპრილის 04:00 საათამდე მგზავრობა უფასო იქნება.

11 აპრილი 2026, 12:27

მსოფლიო

ტრამპს ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას ვაშინგტონში ტრიუმფალური თაღის დადგმა სურს.

დავით მათიკაშვილი

11 აპრილი 2026, 12:15

პოლიტიკა

მათიკაშვილი: ვხედავთ ბრიუსელის მცდელობას, უნგრეთის მოსახლეობაზე მოახდინოს ზეწოლა. მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს ისეთი ხელისუფლებები, რომლებიც ეროვნული ინტერესების, ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, ევროკავშირის ქვეყნებში შენარჩუნდეს, არსებობდეს ისეთი ხელისუფლებები, რომელიც ქვეყნის ეროვნული ინტერესების, ოჯახური ღირებულებების, სუვერენიტეტისა და ტრადიციების დაცვაზე არიან ორიენტირებული, - განუცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა უნგრეთში ჟურნალისტებს.

ბენიამინ ნეთანიაჰუ

11 აპრილი 2026, 12:03

მსოფლიო

ბენიამინ ნეთანიაჰუ: ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ისრაელი ესპანეთს ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ზედამხედველობის ცენტრიდან გააძევებს.

პედრო სანჩესი

11 აპრილი 2026, 11:56

მსოფლიო

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს

ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროპას მოუწოდა, ლიბანი „ახალ ღაზად“ არ აქციოს.

ლევან მახაშვილი

11 აპრილი 2026, 11:45

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ფარგლებში, ვემზადებით ხვალ უნგრეთში არჩევნებზე დასაკვირვებლად - ნაწილი ბუდაპეშტში, ნაწილი უნგრეთის რეგიონებში შევძლებთ, რომ დავაკვირდეთ ამ პროცესს

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში წინასაარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

11 აპრილი 2026, 11:39

მსოფლიო

ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოლაპარაკებებს გამართავენ

ლიბანის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით, ისრაელი და ლიბანი 14 აპრილს ვაშინგტონში ცეცხლის შეწყვეტის საკითხზე მოსალაპარაკებლად შეხვდებიან. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:21

მსოფლიო

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ

ირანის შეიარაღებული ძალების განცხადებით, ისინი ჰორმუზის სრუტეზე კონტროლს არ დათმობენ. ინფორმაციას ირანული მედია ავრცელებს.

11 აპრილი 2026, 11:19

საზოგადოება

მდინარე დიღმურას ხიდზე, 15 აპრილიდან ხუთი თვის განმავლობაში, საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება

თეთრი დუქნის ქუჩაზე, მდინარე დიღმურაზე არსებული დაზიანებული საავტომობილო ხიდის დემონტაჟი და მის ნაცვლად ახლის მშენებლობა იწყება, - აღნიშნულია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

წმინდა ცეცხლი

11 აპრილი 2026, 11:10

საზოგადოება

წმინდა ცეცხლის ჩამოსატანად იერუსალიმში საქართველოდან მცირე დელეგაცია მიემგზავრება

ცეცხლს თავდაპირველად სიონის საკათედრო ტაძარში მიიტანენ, სადაც სააღდგომო ლიტურგიას საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიო აღავლენს.