imedi /  17 ოქტომბერი 2020, 13:47 / სანდო წყარო

ალექსანდრე მოწერელია: ერთად დგომითა და შრომით მივაღწევთ წალენჯიხისა და საქართველოს წარმატებას

ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია

ბოლო წლებში წალენჯიხაში ბევრი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა - მოწესრიგდა საგზაო ინფრასტრუქტურა, წყალმომარაგება, გარეგანათება, აშენდა სკოლები, ბაღები, თუმცა გამოწვევა რჩება და ჩვენ ამისთვის გვჭირდება სტაბილური ქვეყანა, რომ ყველა ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აბაშის, მარტვილის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, ალექსანდრე მოწერელიამ წალენჯიხაში განაცხადა.

„როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, ინფრასტრუქტურაში 20 მილიარდის ინვესტირება მოხდება და ჩვენი საბაზისო ინფრასტრუქტურა იქნება სისტემურად მოწესრიგებული. განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლები. უახლოეს 4 წელიწადში სრულად იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა და განსაკუთრებული პრიორიტეტი დაეთმობა სკოლებისა და ბაღების მშენებლობას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა ჩვენს ახალგაზრდებს. რეგიონში, ჩვენს მუნიციპალიტეტებში მნიშვნელოვანი იქნება ახალგაზრდული მულტიფუნქციური სახლების არსებობა, სადაც ჩვენს ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება მიიღონ ყველა ის შესაძლებლობა, რომელი შესაძლებლობების გამოც ხშირად მათ უწევთ თავიანთი ადგილის, მშობლიური კუთხის მიტოვება და მიაშურებენ დიდ ქალაქებს. ამდენად, ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მომდევნო 4 წლის განმავლობაში ახალგაზრდული სახლების შექმნას და მჯერა, რომ ეს ძალიან დიდ ბიძგს მისცემს ჩვენს რეგიონში ყველა იმ ცოდნისა თუ უნარის ადგილზე მიღებას, რაც ჩვენს ახალგაზრდებს მისცემს საშუალებას დაიმკვიდრონ თავიანთი ადგილი დღევანდელ მსოფლიოში“, - აცხადებს მოწერელია.

მისივე თქმით, ამ რეგიონისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დარგია სოფლის მეურნეობა.

„დღეს ვიმყოფებით ღვაწლმოსილი მეცნიერის სახლ-მუზეუმში - ეს არის ტარას კვარაცხელიას სახლ-მუზეუმი. ნიშანდობლივია, რომ სწორედ ამ დიდი მამულისშვილის ღირსეულ საქმეს გავაგრძელებთ, გავაგრძელებთ სოფლის მეურნეობის მხარდაჭერას. ბოლო 2 წლის განმავლობაში, 2018-2020 წლებში სამეგრელოსთვის ისეთი მნიშვნელოვანი დარგში, როგორიც არის - მეთხილეობა, მივაღწიეთ დიდ წარმატებას. ეს წარმატება პირველ რიგში მოიტანა სწორედ ხელისუფლებისა და ჩვენი მოსახლეობის, ჩვენი ხალხის, ჩვენი მეთხილეების ჩართულობამ. ჩვენ ერთად დავდიოდით კარდაკარ, ერთად შევძელით გაგვეერთიანებინა ჩვენი მოქალაქეები, ჩვენ გადავეცით სახელმწიფოს მეშვეობით ცოდნა, ტექნიკური საშუალებები და მივიღეთ გარანტირებული მოსავალი და წელს ჩვენ გვაქვს უხვი მოსავალი და ჩვენი მოსახლეობა დღეს კმაყოფილია იმ შედეგებით, რასაც ჩვენ მივაღწიეთ“, - განაცხადა მოწერელიამ.

მოწერელიას განცხადებით, თხილი არის დარგი, რომლითაც ეს რეგიონი გავიდა ევროკავშირის 500-მილიონიან ბაზარზე და თხილი იქნება გზამკვლევი, რომელიც მსოფლიო ბაზარზე გაიყვანს სოფლის მეურნეობის ისეთ მნიშვნელოვან დარგებს, როგორიც არის წალენჯიხისთვის მეჩაიეობა, მეხილეობა, მეცხოველეობა, მეფუტკრეობა და სხვა.

„ამ დარგებსაც აუცილებლად მომავალში ექნება ძალიან დიდი მხარდაჭერა და ბოლოს ტურიზმი, უმნიშვნელოვანესი ჩვენი ულამაზესი რეგიონისთვის, ჩვენი წალენჯიხისთვის. გვახსოვს, ერთი წლის წინ ულამაზეს ინწრას ხეობაში, როდესაც ჩვენ ერთად მოსახლეობასთან ერთად, ადგილობრივებთან, მუნიციპალიტეტთან ერთად საკუთარი ძალებით შევძელით და მოვაწესრიგეთ უსაფრთხოების ჯებირები, მისასვლელი ბილიკები და შედეგმაც არ დააყოვნა. სწორედ ამისათვის ჩვენ გვჭირდება ღირსეული ინფრასტრუქტურის მოწყობა, იმისათვის რომ კიდევ უფრო დაიტვირთოს ჩვენი რეგიონი, ჩვენი მუნიციპალიტეტი ტურიზმით. ჩვენ, ამავე წელს გავხდით პერიფერიული საზღვაო რეგიონების წევრი, რაც არის პლატფორმა იმისათვის, რომ ჩვენმა რეგიონმა დაამყაროს კავშირები სხვა წამყვანი სახელმწიფოების რეგიონთან და ჩვენ შევძლოთ მოვიზიდოთ კიდევ უფრო მეტი ტურისტი და რა თქმა უნდა კიდევ უფრო მეტი ევროპული ინვესტიცია ჩვენს რეგიონში და ჩვენს მუნიციპალიტეტში. ერთად დგომით, ერთად შრომით, როგორც ჩვენ ვიშრომეთ ინწრას ხეობის მოსაწესრიგებლად, მივაღწევთ წალენჯიხისა და საქართველოს წარმატებას“, - განაცხადა მოწერელიამ.

ყველა სიახლე

სერგეი ლავროვი

24 ივნისი 2026, 17:11

მსოფლიო

სერგეი ლავროვი: აშშ-ს “ჩრდილოეთ ნაკადების“ ევროპული ნაწილის ყიდვა სურს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს რუსული გაზსადენების, „ჩრდილოეთ ნაკადი - 1“ და „ჩრდილოეთ ნაკადი - 2“-ის ევროპული ნაწილის შესყიდვა სურს.

ისრაელ კაცი

24 ივნისი 2026, 16:53

მსოფლიო

ისრაელის თავდაცვის მინისტრი: „ცაჰალი“ სამხრეთ ლიბანიდან არ გავა, ამერიკის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის თავდაცვის არმია („ცაჰალი“) სამხრეთ ლიბანიდან არ გავა, ამერიკის მოთხოვნის შემთხვევაშიც კი. ინფორმაციას ისრაელური მედია ავრცელებს.

24 ივნისი 2026, 16:46

ეკონომიკა

ნათია თურნავა „BIS Innovation Hub“ -ის ხელმძღვანელს შეხვდა

შვეიცარიის ქალაქ ციურიხში მიმდინარე Point Zero Forum 2026-ის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა „საერთაშორისო ანგარიშსწორების ბანკის“ (BIS) - ის ინოვაციების ჰაბის ხელმძღვანელს ტომასო მანჩინი-გრიფოლის შეხვდა.

24 ივნისი 2026, 16:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილმა ქუთაისში ნახევარფაბრიკატების საწარმო „კულინარი“ დაათვალიერა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში შპს „კულინარის“ ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმოს საქმიანობას ადგილზე გაეცნო.

დონალდ ტრამპი

24 ივნისი 2026, 16:37

მსოფლიო

ტრამპი: ირანი ჰორმუზის სრუტეში გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ირანმა შეერთებულ შტატებს აცნობა, რომ ჰორმუზის სრუტეში გამავალი გემებისგან გადასახადებს არ ითხოვს.

24 ივნისი 2026, 16:36

რეგიონი

გერმანელმა ფუდბლოგერმა აჭარული სამზარეულო ათიათასობით გამომწერს გააცნო

აჭარის კულინარიული შესაძლებლობების პოპულარიზაციის მიზნით რეგიონს გერმანელი ფუდბლოგერი სტუმრობდა. რენდი მალკოლმ გემბელმა რეგიონში აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით იმოგზაურა და ათიათასობით გამომწერს ქართული სამზარეულო გააცნო

ვიქტორ ჯაფარიძე

24 ივნისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ვიქტორ ჯაფარიძე გენერალურ პროკურორს: „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გენერალურ პროკურატურაში შეიქმნა სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტი და დღესაც ძალიან ბევრი, სააკაშვილის რეჟიმის დროს, გაუბედურებული და „გაკულაკებული" მოქალაქე ელოდება ამ დეპარტამენტის პასუხებს, რატომ ჭიანურდება ეს საქმეები?

პარტია „ხალხის ძალის“ რეგიონალურმა მდივანმა ვიქტორ ჯაფარიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, გენერალური პროკურორის 2025 წლის საქმიანობის ანგარიშის მოსმენისას გიორგი გვარაკიძეს კითხვებით მიმართა. დეპუტატმა გენერალურ პროკურორს სთხოვა დაჩქარდეს იმ საქმეების განხილვა, რომელიც წლებია სამართლიანობის აღდგენის დეპარტამენტში დევს და დაზარალებულმა ადამიანებმა მიიღონ პასუხი, თუნდაც უარყოფითი.

24 ივნისი 2026, 15:46

რეგიონი

დავით სონღულაშვილი: მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები სწრაფად და ეფექტიანად მიიღონ

„დასავლეთ საქართველოში მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ახალი რეგიონული ოფისის გახსნა წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს სააგენტოს სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდისა და რეგიონებში წიაღის სექტორის ეფექტიანი მართვის მიმართულებით. მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებსა და ბიზნესს ჰქონდეს შესაძლებლობა, საჭირო სერვისები ადგილზე, სწრაფად და ეფექტიანად მიიღოს. ჩვენი მიზანია, თანამედროვე მიდგომებისა და საუკეთესო პრაქტიკის დანერგვით შევქმნათ უფრო გამჭვირვალე, შედეგზე ორიენტირებული სერვისები, რომელიც თავსებადი იქნება გარემოსდაცვით სტანდარტებთან“,- განაცხადა დავით სონღულაშვილმა.

ილონ მასკი

24 ივნისი 2026, 15:29

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს

კომპანიების SpaceX-ის და Tesla-ს დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ ჯორჯ სოროსს დასავლური ცივილიზაციის აღსასრული სურს.

24 ივნისი 2026, 15:27

პოლიტიკა

შემოსავლების სამსახურის უფროსმა მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის საგადასახადო ადმინისტრაციის წარმომადგენლებს უმასპინძლა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, მიხეილ მაღლაკელიძემ ყირგიზეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საგადასახადო სამსახურის თავმჯდომარეს, ალმამბეტ შიკმამატოვს უმასპინძლა, რომელიც საქართველოში დელეგაციის წევრებთან ერთად ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

24 ივნისი 2026, 15:20

სამართალი

სულხან თამაზაშვილმა შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი წარუდგინა

რამაზ თათარაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე სერგი ბზიშვილი შეცვალა, რომელიც საქმიანობას საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს უფროსის პოზიციაზე გააგრძელებს.

24 ივნისი 2026, 15:15

რეგიონი

დავით სონღულაშვილი ქუთაისში, მცენარეული ნედლეულის გადამმუშავებელ საწარმოში „ფარკონი“ იმყოფებოდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ქ. ქუთაისში იმყოფებოდა, სადაც კომპანია „ფარკონში“ მიმდინარე საწარმოო პროცესს გაეცნო.

24 ივნისი 2026, 15:08

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელი: ვისურვებდი საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას

საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყანაა. ვისურვებდი, რომ საქართველოს პარლამენტის წევრები კვლავ დაუბრუნდნენ ასამბლეას, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) კვიპროსის თურქული საზოგადოების წარმომადგენელმა.

ადამ ბოდნარი

24 ივნისი 2026, 15:05

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან: ვფიქრობ, „უცხოელი აგენტების“ კანონი დემოკრატიულ ქვეყნებში არ უნდა მიიღებოდეს. ორგანიზაციებს არ უნდა აეკრძალოთ სხვადასხვა საქმიანობისთვის ფინანსური რესურსების მოზიდვა. ქართულმა ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ მისი ხმა ისმოდეს

ვფიქრობ, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, ისევე, როგორც ევროკავშირმა ყველაფერი უნდა გააკეთონ იმისთვის, რომ საქართველოში დემოკრატიულ მოძრაობებს მხარი დაუჭირონ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ საუბრისას ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი პოლონეთიდან ადამ ბოდნარმა.

ფრიდრიხ მერცი

24 ივნისი 2026, 15:02

მსოფლიო

The Guardian: გერმანიის კანცლერი საპენსიო ასაკის 70 წლამდე გაზრდის გეგმას მხარს უჭერს

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომ ქვეყანაში საპენსიო ასაკი 70 წლამდე გაიზარდოს. ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.

ნიკოლოზ სამხარაძე

24 ივნისი 2026, 14:58

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ

„რეზოლუციის პირველადი ვერსია, პრაქტიკულად არ განსხვავდება წინა ვერსიებისგან. იქ საერთოდ არ არის ასახული ის განვითარება, რაც საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში მოხდა. აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ ამ რეზოლუციის ავტორებს და ასევე იმ ადამიანებს, ვინც ხმას მისცემს ამ რეზოლუციას, საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის ან დიალოგის არანაირი სურვილი საერთოდ არ აქვთ. ყველანაირი აზრი ეკარგება და არანაირი გამართლება აღარ აქვს უკვე მათ მოთხოვნას, რომ საქართველო დაბრუნდეს PACE-ში, იქიდან გამომდინარე, რომ 2025 წლის იანვრიდან უკვე 1,5 წელი გავიდა და თვითონ ისევ ადასტურებენ წინა რეზოლუციის ჩანაწერს. ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას ჩვენი და ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და, რა თქმა უნდა, ეს გადაწყვეტილება იქნება ის, რომ ჩვენ არ დავბრუნდებით PACE-ში მანამ, სანამ ჩვენი დელეგაციის მანდატები არ იქნება სრულყოფილად და უპირობოდ ცნობილი PACE-ს მიერ“, - აცხადებს სამხარაძე.

გიორგი ვოლსკი

24 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

გიორგი ვოლსკი: დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება

დიდი იმედი გვაქვს, რომ მაინც საღი აზრი გაიმარჯვებს და საბოლოო ჯამში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ასეთი ინტენსიური თავდასხმა საქართველოზე შეჩერდება, - აცხადებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი.

ლევან მახაშვილი

24 ივნისი 2026, 14:55

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი ევროსაბჭოში დებატებზე: ამ ყველაფრის უკან დგას ერთი და იგივე პოლიტიკური ოჯახი, რომლებიც ცდილობენ საქართველო ომის ფერხულში ჩართონ. ჩვენი მოლოდინია, რომ დებატებიც იქნება იგივე უსაფუძვლო ბრალდებები საქართველოს მიმართ

„გადის პერიოდი, ბევრი რაღაც იცვლება, მაგრამ რაც არ იცვლება, ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, რომ დააზიანონ საქართველოს ხელისუფლება და საქართველოს ხელისუფლება იყოს მათ დაკრულზე მოცეკვავე. სწორედ ამით არის ნაკარნახევი მთელი ეს რეზოლუციები და განცხადებები“.

გუსტი გრაასი

24 ივნისი 2026, 14:53

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელი ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საქართველო კვლავ დაუბრუნდეს ევროპულ სივრცეს და ევროპულ საბჭოს. საქართველო მნიშვნელოვანი კანდიდატი ქვეყანაა ევროკავშირისთვის ამიტომ საქართველო ნამდვილად ის ქვეყანაა, რომელსაც თავისი ადგილი აქვს ევროპულ საბჭოში, - განაცხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენელმა ლუქსემბურგიდან გუსტი გრაასმა.

რიჰარდ კოლსი

24 ივნისი 2026, 14:47

პოლიტიკა

ევროპარლამენტარი რიჰარდ კოლსი: ვფიქრობ, პრობლემა ევროკავშირის სანდოობაა, როდესაც არსებობს პროცესი, სადაც ზოგიერთი კანდიდატი ქვეყანა უკვე 20 წელია მოლაპარაკებისა და გაწევრების პროცესშია

პრობლემას ვხედავ იმაში, რომ ევროკავშირი იწყებს დებატს მომავალ წევრ სახელმწიფოებთან მიმართებით წესების შეცვლაზე,- განაცხადა ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა ევროპარლამენტში გაფართოების საკითხზე საგარეო კომიტეტის შეხვედრაზე.