imedi /  18 ოქტომბერი 2020, 10:20 / სანდო წყარო

შალვა კერესელიძე მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ მასწავლებლებს შეხვდა

შალვა კერესელიძე

შალვა კერესელიძე

მცხეთის, დუშეთის, ყაზბეგის და თიანეთის მაჟორიტარულ ოლქში პარტია „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მცხეთის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში დასაქმებულ მასწავლებლებს შეხვდა.

შალვა კერესელიძემ ბაღის მასწავლებლებს და სხვა თანამშრომლებს იმ გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია, რასაც „ქართული ოცნების“ ხელისუფლება მომდევნო წლებში გეგმავს.

კერესელიძის განცხადებით მცხეთის მუნიციპალიტეტში მიმდინარე წელს ხუთი საბავშვო ბაღი აშენდა, ხოლო სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ დაწესებულებას, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის თქმით, საბავშვო ბაღების მშენებლობა და არსებული შენობა-ნაგებობებისთვის რეაბილიტაციის ჩატარება მომდევნო წლებშიც იგეგმება.

ყველა სიახლე

22 ოქტომბერი 2020, 19:48

მსოფლიო

დანიამ გერმანელი ტურისტებისთვის საზღვარი დახურა

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ეპე კუფუდის განცხადებით, გერმანიის მოქალაქეები ქვეყანაში შესვლას მხოლოდ საპატიო მიზეზის შემთხვევაში შეძლებენ. ევროპული ქვეყნებისთვის უმრავლესობისთვის დანიამ საზღვრები უფრო ადრე ჩაკეტა.

22 ოქტომბერი 2020, 19:45

COVID19

ბოლო 24 საათში იტალიაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 16 079 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 136 ადამიანი გარდაიცვალა.

22 ოქტომბერი 2020, 19:43

ეკონომიკა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2021-2024 წლებში, ერთწლოვანი კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობის პროგრამას განახორციელებს

ერთწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების პირველადი წარმოების ხელშეწყობისთვის 200 მილიონი ლარის ოდენობით აგროკრედიტი გაიცემა, სახელმწიფო გაცემული კრედიტების პროცენტს 20 მილიონი ლარით დააფინანსებს - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციაზე, სოფლის მეურნეობის განვითარების გეგმაზე საუბრისას განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 19:41

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მძევლების გათავისუფლების მიზნით ვიმოქმედეთ მსოფლიოში დადგენილი წესებით და სტანდარტით

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა პოლიციის მიერ ზუგდიდში გუშინ გათავისუფლებული 43 მძევლის და ჩატარებული სპეციალური საპოლიციო ღონისძიებების შესახებ ჟურნალისტებთან ისაუბრა. ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ზუგდიდში პოლიციამ მსოფლიოში დადგენილი წესების და სტანდარტების შესაბამისად იმოქმედა, რის შედეგადაც უვნებლად შეძლო მძევლების გათავისუფლება.

22 ოქტომბერი 2020, 19:38

COVID19

საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი მატების გამო, საფრანგეთის კიდევ 38 დეპარტამენტში კომენდანტის საათი დაწესდება. ამის შესახებ საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 19:29

COVID19

ინფექციონისტი: კორონავირუსს მოსახლეობის 70 პროცენტი გადაიტანს

კორონავირუსი მაშინ შეწყვეტს ცირკულაციას, როდესაც მსოფლიოში შემუშავდება პოპულაციური იმუნიტეტი, ანუ მოსახლეობის 70 პროცენტი ამ დაავადებას გადაიტანს, - ამის შესახებ ბოჭორიშვილის კლინიკის ინფექციონისტმა, მალვინა ჯავახაძემ „მაესტროს“ ეთერში განაცხადა.

მარკ ცუკერბერგი

22 ოქტომბერი 2020, 19:18

მსოფლიო

ჯო ბაიდენის შვილის შესახებ სტატიის დაბლოკვის გამო, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Twitter-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელებს გამოიძახებს

სოციალურ ქსელებში ჯო ბაიდენის შვილის შესახებ სტატიის დაბლოკვის გამო, აშშ-ის სენატის იურიდიული კომიტეტი Twitter-ისა და Facebook-ის ხელმძღვანელებს გამოიძახებს.

ლევან დავითაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 19:17

საზოგადოება

ლევან დავითაშვილი: შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის

2019 წელს, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, განვახორციელეთ რუსთავის ყველა ძირითადი სამრეწველო საწარმოს ინსპექტირება, კომპლექსური მონიტორინგი ჰაერის მდგომარეობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროპული პრაქტიკისა და გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდა გეგმა, რომელიც 2021 წლისთვის რუსთავში ჰაერის მდგომარეობას რადიკალურად შეცვლის.

აბორტების აკრძალვა

22 ოქტომბერი 2020, 19:00

მსოფლიო

პოლონეთში ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის შემთხვევაში აბორტის ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნეს

პოლონეთის საკონსტიტუციო ტრიბუნალმა ნაყოფის თანდაყოლილი ანომალიის გამო აბორტების ჩატარება არაკონსტიტუციურად ცნო. ამის შესახებ Deutsche Welle წერს.

ჰანს კლუგე

22 ოქტომბერი 2020, 18:42

მსოფლიო

ჯანმოს ევროპული ბიურო: ყარაბაღში საომარი მოქმედებები კორონავირუსის გავრცელების მკვეთრ აჩქარებას ხელს უწყობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის დირექტორი, ჰანს კლუგე ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს, სამედიცინო მუშაკები დაიცვან, რათა მათ კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის გაგრძელება შეძლონ.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 18:35

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ნაციონალურ მოძრაობაზე“: ვიცით ორი რამ, ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები, თუმცა ჭორების დონეზე ვერ ვისაუბრებთ

„უბრალოდ, ჩვენ ვიცით ორი რამ. ისინი ყველაფერზე არიან წამსვლელები. ისინი აგებენ არჩევნებს. ასეთ ვითარებაში, მათ შეუძლიათ ყველაფერი გააკეთონ მათ შორის, ასეთი მძიმე ქმედება განახორციელონ, თუმცა ჭორების დონეზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ, - , - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ „ნაციონალურ მოძრაობასთან დაკავშირებით განაცხადა.

ანრი ოხანაშვილი

22 ოქტომბერი 2020, 18:29

პოლიტიკა

ანრი ოხანაშვილი: გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა, რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირებით

გვიპასუხონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა რა აქვთ საწინააღმდეგო, რომ გაირკვეს სიმართლე დავით გარეჯთან დაკავშირები, - ამ კითხვით მიმართა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებმაც მას დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით კომენტარი სთხოვეს. დეპუტატის თქმით, ასევე, ეთანხმებიან თუ არა ნინო კალანდაძის განცხადებას, რომელმაც თავის დროზე თქვა, რომ თურმე დავით გარეჯი არ არის საქართველოს შემადგენელი ნაწილი.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:23

საზოგადოება

ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თანამშრომლობისთვის ჟურნალისტებს მადლობა გადაუხადა

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს თანამშრომლობისთვის მედიასაშუალებების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:12

სამართალი

ვახტანგ გომელაური: ქობულეთსა და ზუგდიდში მომხდარი ფაქტები ერთი და იმავე ტიპის დანაშაული არაა

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, ქობულეთში ბანკის ინკასატორზე თავდასხმა და ზუგდიდში ბანკში მძევლების აყვანა ერთი და იმავე ტიპის დანაშაული არაა. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა.

22 ოქტომბერი 2020, 18:07

მსოფლიო

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა

ევროპარლამენტის ადამიანის უფლებების სახაროვის პრემია ბელარუსის ოპოზიციას გადაეცა. ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, დავიდ სასოლიმ განაცხადა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:02

სამართალი

ვახტანგ გომელაური: შეიძლება იმ 43 ადამიანში ათი იყო მისი თანამზრახველი, ვერავინ იტყვის ამას, გამოძიება მიმდინარეობს, გვაცადეთ

მე შეიძლება, ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „მე შეიძლება ბევრი ინფორმაცია მქონდეს, მაგრამ შესაძლოა, ჩემმა ერთმა სიტყვამაც გამოძიებას ხელი შეუშალოს და გაფუჭდეს თემა. გვაცადეთ. დღეს დილით დამთავრდა ეს ღონისძიება, ხომ? პირველი ამოცანა, რაც იყო, ადამიანების გადარჩენა, შესრულდა, 43 მძევალი გავათავისუფლეთ, არც ერთი მათგანი დაშავებული არ არის. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ“, - განაცხადა გომელაურმა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 18:01

სამართალი

ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელისთვის ბიუჯეტის თანხა არ მიუციათ

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური აცხადებს, რომ თავდამსხმელისთვის ბიუჯეტის თანხა არ მიუციათ. როგორც ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკში“ მძევლების აყვანის ფაქტზე საუბრისას განუცხადა, ტავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ თანხა წაიღო. „ბიუჯეტის თანხა ნამდვილად არ არის. „საქართველოს ბანკის“ თანხაა. ეს ასე ხდება, ყველგან ხდება, მსოფლიოში ასე ხდება, როცა ბანკში შედიან და იყვანენ მძევლებს.... ყველამ იცის და მეკითხებით - „თიბისი ბანკი“ ხომ არ გადაიხდის, „საქართველოს ბანკში“ იყო ხალხი შესული“, - აღნიშნა შს მინისტრმა.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:57

სამართალი

ვახტანგ გომელაური: პირველი ამოცანა ადამიანების გადარჩენა იყო, მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ

პირველი ამოცანა ადამიანების გადარჩენა იყო, 43 მძევალი გავათავისუფლეთ და არც ერთი მათგანი არ არის დაშავებული. მეორე ეტაპია ეს ადამიანი დავიჭიროთ და დავსაჯოთ, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ძალიან ბევრი ვერსია გავრცელდა და გამოძიება ყველა მიმართულებით მუშაობს.

ვახტანგ გომელაური

22 ოქტომბერი 2020, 17:53

სამართალი

ვახტანგ გომელაური: მადლობა ავთანდილ გალდავას, არავინ იცოდა, ცოცხალი დაბრუნდებოდა თუ არა

„მე მინდა დიდი მადლობა ვუთხრა ავთანდილ გალდავას, რომელმაც თავისი სიცოცხლე გაწირა“, - ამის შესახებ შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში მძევლების აყვანის ფაქტზე საუბრისას განუცხადა.

ირაკლი კობახიძე

22 ოქტომბერი 2020, 17:52

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენი ამოცანაა, დავით გარეჯის საქმეს მოეფინოს ნათელი და ვისი ბრალეულობაცაა, გამოიკვეთოს

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პერსონალური პასუხისმგებლობა გამოიკვეთოს ყველა დონეზე, მათ შორის უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ფავით გარეჯის თემაზე საუბრისას განაცხადა. მას კითხვით მიმართეს, მოსალოდნელია თუ არა ამ საქმეზე ბრალდებულების რიცხვი გაიზარდოს.