ნინო ლაცაბიძე: დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით, 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება
ნინო ლაცაბიძე
ფოტო: „ქართული ოცნება“
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ რუსთავში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა ძლიერი ეკონომიკის შესაქმნელად.
„დღეს ჩვენი გუნდი წარმოადგენს პრეზენტაციას ეკონომიკური, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და გარემოს დაცვის პოლიტიკის მიმართულებით, რაც საერთო ჯამში ჩვენი ქვეყნის მდგრად განვითარებაზეა ორიენტირებული.
ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ამ დასახული პრიორიტეტების ნაბიჯ-ნაბიჯ შესრულებით ჩვენ 2024 წელს ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობაზე დასაბუთებული განაცხადის გაკეთების საშუალება გვექნება, რაც ნიშნავს, რომ თითოეული ოჯახის ცხოვრება მიუახლოვდება ევროკავშირის წევრი ქვეყნების ყოველდღიურობას. ამისთვის კი აუცილებელია ძლიერი ეკონომიკა და ჩვენ ამ მიმართულებით გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები“, - განაცხადა ნინო ლაცაბიძემ და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში ეკონომიკური მიღწევების შესახებ მომზადებული კლიპი წარადგინა.
„2012 წლიდან ქართული ეკონომიკა გაორმაგდა და 26-დან 50 მილიარდამდე გაიზარდა. ეკონომიკის გაორმაგების პარალელურად მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა ერთ სულ მოსახლეზე მნიშვნელოვნად 5810 საერთაშორისო დოლარით გაიზარდა. მნიშვნელოვანი წინსვლა დაფიქსირდა საგარეო ვაჭრობის მიმართულებით, 60 %-ით გაიზარდა ქართული პროდუქციის ექსპორტი. 132 %-ით გაიზარდა ექსპორტი ევროკავშირის ქვეყნებში. მნიშვნელოვნად, 80%-ით გაიზარდა მომსახურების ექსპორტი. მათ შორის 131 %-ით გაიზარდა და 3, 2 მილიარდ დოლარს მიაღწია საერთაშორისო მოგზაურებიდან მიღებულმა შემოსავალმა. „ქართული ოცნების“ 8-წლიანი მმართველობის განმავლობაში 11,2 მილიარდი აშშ დოლარი ინვესტიცია შემოვიდა. ამ პერიოდში განხორციელდა იმაზე მეტი უცხოური ინვესტიცია, ვიდრე 2012 წლამდე დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში. უმუშევრობის მაჩვენებელი 17,2%-დან 11, 6%-მდე შემცირდა. შეიქმნა 222 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი ბიზნესში. 2018 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რიცხვმა პირველად გადააჭარბა თვითდასაქმებულთა რაოდენობას. დაინერგა მოგების გადასახადის ესტონური მოდელი. მხოლოდ 2019 წელს მოგების რეინვესტირების მაჩვენებელმა 612 მილიონი შეადგინა. სიმბოლურ, 1 %-მდე შემცირდა მცირე ბიზნესის გადასახადი, დაინერგა ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები. ბიუჯეტის ზრდის პარალელურად თითქმის სამჯერ გაიზარდა მოქალაქეების ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე მიმართული ხარჯები. გაიზარდა პენსიებისა და სოციალური მხარდაჭერის პაკეტები. შეიქმნა საყოველთაო ჯანდაცვის სისტემა. ეკონომიკური და სამუშაო ადგილების ზრდის შედეგად მსოფლიო ბანკის მონაცემებით განახევრდა სიღარიბის ყველა მაჩვენებელი“, - ნათქვამია „ქართული ოცნების“ მიერ მომზადებულ კლიპში.
ყველა სიახლე
13 აპრილი 2026, 13:09
რეგიონი
აიაზმა-ნინოწმინდას მონაკვეთზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი ქარის და ნამქერების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.
13 აპრილი 2026, 13:00
მსოფლიო
Euronews: კვლევის თანახმად, ფრიდრიხ მერცი მსოფლიოში ყველაზე არაპოპულარული ლიდერია
გამოკითხვების თანახმად, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი 24 დემოკრატიულ ქვეყანას შორის ყველაზე არაპოპულარული ლიდერია. რეიტინგში ის მნიშვნელოვნად ჩამორჩება ნარენდრა მოდის, ლი ჯე-მიონსა და ანდრეი ბაბიშს.
13 აპრილი 2026, 12:54
მსოფლიო
პედრო სანჩესი: ჩვენ გვჭირდება ჩინეთის გახსნა, რათა ევროპას საკუთარი თავის დახურვა არ მოუწიოს - ჩვენი სავაჭრო დეფიციტი ჩინეთთან გასულ წელს 18%-ით გაიზარდა. ეს არამდგრადია
„ჩინეთმაც იგივე უნდა გააკეთოს - გაიხსნას, რათა ევროპას არ მოუწიოს ჩაკეტვა; დაგვეხმაროს იმ მიმდინარე სავაჭრო დეფიციტის გამოსწორებაში, რომელიც მასთან გვაქვს, დეფიციტის, რომელიც არ არის დაბალანსებული, რომელიც მხოლოდ გასულ წელს კვლავ 18%-ით გაიზარდა და რომელიც ჩვენი საზოგადოებებისთვის საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში არამდგრადია“, - განაცხადა ესპანეთის პრემიერმა.
13 აპრილი 2026, 12:21
მსოფლიო
გერმანიაში Lufthansa-სა და Eurowings-ის პილოტები გაიფიცნენ
ავიაკომპანიების Deutsche Lufthansa AG, Lufthansa Cargo AG და Lufthansa CityLine GmbH პილოტებმა გაფიცვა დაიწყეს. პროტესტს შეუერთდნენ Eurowings GmbH-ის პილოტებიც, რომლებიც რეისებს გერმანიის აეროპორტებიდან ასრულებენ. აქცია პილოტთა პროფკავშირის, Vereinigung Cockpit-ის ინიციატივით ტარდება. გაფიცვამ ყველაზე დიდი შეფერხებები ფრანკფურტისა და მიუნხენის აეროპორტებში გამოიწვია და 14 აპრილის, ადგილობრივი დროით 23:59 საათამდე გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 12:00
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილი: საქართველოს აქვს უნიკალური უპირატესობები, რასაც ვერაფერი და ვერავინ ჩაანაცვლებს
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გადაცემაში „იმედის კვირა“ აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის საქართველოში განხორციელებული სახელმწიფო ვიზიტი შეაფასა: „ეს პირველ რიგში ქმნის შესაძლებლობებს იმისა, რომ ჩვენ ერთობლივად ვიმუშაოთ სწორედ შუა დერეფნის განვითარების, ევროპასა და აზიას შორის დაკავშირებადობის კონტექსტში და ამ კონტექსტში, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრეზიდენტ ალიევის ვიზიტი საქართველოში“.
13 აპრილი 2026, 11:56
რეგიონი
ცოტნე ანანიძე: საქართველოში ოპოზიციას ხალხის ნდობა და მხარდაჭერა არ აქვს - ამ მოცემულობას კი ვერანაირი გარე ჩარევა ვერ შეცვლის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე უნგრეთის არჩევნებს და მის შედეგებს ეხმიანება და ფიქრობს, ეს პოლიტიკური გაკვეთილი უნდა იყოს უნგრეთიდან გარედან მართული ოპოზიციისთვის, რომ ხელისუფლების ბედი მხოლოდ ხალხის ხელშია და არა საგარეო მხარდაჭერის.
13 აპრილი 2026, 11:30
მსოფლიო
ალექსანდრ ვუჩიჩი: ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება
„ვულოცავ პეტერ მადიარს არჩევნებში გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ უნგრეთსა და სერბეთს შორის არსებული მტკიცე თანამშრომლობა მომავალში კიდევ უფრო გაღრმავდება. ასევე, მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს იმ წვლილისთვის, რაც მან ამგვარი ურთიერთობების შესაძლებლობის შექმნაში შეიტანა“, - წერს ვუჩიჩი.
13 აპრილი 2026, 11:21
მსოფლიო
დონალდ ტრამპი: ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება
„ძალიან იმედგაცრუებული ვარ ნატოთი. ისინი ჩვენს გვერდით არ იყვნენ. ჩვენ ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ ნატოზე, რათა დავხმარებოდით მათ რუსეთისგან თავდაცვაში. თუ დაფიქრდებით, გამოდის, რომ ჩვენ რუსეთისგან ვიცავთ თავს. დიდი ხანია ვფიქრობ, რომ ეს ცოტა სასაცილოა, თუმცა ჩვენ ამაში ტრილიონობით დოლარი დავხარჯეთ. ვფიქრობ, ეს საკითხი სერიოზული განხილვის საგანი გახდება“, - განაცხადა მან.
13 აპრილი 2026, 11:15
საზოგადოება
დეკანოზი გიორგი ბერაძე: კარგი წესია, როდესაც მივდივართ და მიცვალებულებს ვულოცავთ მთავარ დღესასწაულს, უფლის აღდგომას. ყველა სასაფლაოზე იკურთხება საფლავები. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიციაა, როგორც თბილისში, ასევე ეპარქიებში
აღდგომიდან ერთი კვირის განმავლობაში არის ზეიმი. ვულოცავთ ერთმანეთს და ჩვენს მიცვალებულებსაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, - განაცხადა დეკანოზმა გიორგი ბერაძემ.
13 აპრილი 2026, 11:04
მსოფლიო
პეტერ მადიარი: ნებისმიერ შემთხვევაში, უნგრეთს მოუწევს ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკება, მიუხედავად მთავრობის ცვლილებისა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება
„ჩვენ მოგვიწევს რუსეთის პრეზიდენტთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომა. არც რუსეთის და არც უნგრეთის გეოგრაფიული მდებარეობა არ შეიცვლება. ასევე შენარჩუნდება ჩვენი ენერგოდამოკიდებულებაც... ჩვენ გავმართავთ მოლაპარაკებებს“, - განაცხადა მან ადგილობრივ გაზეთ Népszava-სთან ინტერვიუში.
13 აპრილი 2026, 11:04
რეგიონი
გუმბათი-ჩივთქილისას მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
იმერა-ბარეთი-თეჯისი-ჩივთქილისა-ხაჩკოი-გუმბათი-ავრანლოს საავტომობილო გზის კმ18-კმ30 (გუმბათი-ჩივთქილისა) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა
13 აპრილი 2026, 10:56
მსოფლიო
რობერტ ფიცო: ვითვალისწინებ უნგრეთის მოქალაქეების გადაწყვეტილებას და მზად ვარ ახალ პრემიერ-მინისტრთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის
უნგრეთის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი, რობერტ ფიცო გამოეხმაურა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ განცხადებაში ის აღნიშნავს, რომ უნგრელების არჩევანს პატივს სცემს და მზად არის ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის.
13 აპრილი 2026, 10:29
სამართალი
სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.
13 აპრილი 2026, 10:27
მსოფლიო
WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელსაც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებების უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავენ.
13 აპრილი 2026, 10:27
სამართალი
მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
13 აპრილი 2026, 10:10
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.
13 აპრილი 2026, 09:56
მსოფლიო
ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს
„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.
13 აპრილი 2026, 09:52
მსოფლიო
პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.
13 აპრილი 2026, 09:48
მსოფლიო
ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო
სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.
13 აპრილი 2026, 09:44
მსოფლიო
დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო
„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.


