სოფელ ჯვარაში ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება
ფოტო: თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერია
თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ჯვარაში 60 ბავშვზე გათვლილი, ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა სრულდება.
სკოლა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთათვის. პროექტის ფარგლებში შენობაში მოეწყო: საკლასო ოთახები, საპირფარეშოები, სპორტული მოედანი, ასევე, დამონტაჟდა გათბობის, წყალსადენისა და საკანალიზაციო სისტემები.
ამ ეტაპზე, ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობა მიმდინარეობს.
პროექტი საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერაა დაფინანსებული და მისი სახელშეკრულებო ღირებულება 1 087 487 ლარს შეადგენს.
ყველა სიახლე
30 ივნისი 2026, 10:44
მსოფლიო
პოლონეთი უკრაინისთვის Mig-29 ტიპის თვითმფრინავების გადაცემაზე უარს აცხადებს
პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა ვლადისლავ კოსინიაკ-კამიშმა პოლონურ მედიასთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ვარშავა კიევს Mig-29 ტიპის გამანადგურებელ თვითმფრინავებს აღარ გადასცემს.
30 ივნისი 2026, 10:43
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე ნიუ-იორკში მიმდინარე გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულში მონაწილეობს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე ლაშა მაღრაძე, დელეგაციასთან ერთად, ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება. ლაშა მაღრაძე, გაეროს კონტრტერორისტულ კვირეულის ფარგლებში, მონაწილეებს ნიუ-იორკში მიმდინარე მსოფლიო კონტრტერორისტული უწყებების ხელმძღვანელი პირების კონფერენციაში, რომლის მთავარ თემას წარმოადგენს „ტერორიზმისგან თავისუფალი მომავალი: მრავალმხრივი მიდგომებისადმი გლობალური ერთგულების განმტკიცება წევრი ქვეყნების ხელმძღვანელობითა და ქმედებით“.
30 ივნისი 2026, 10:36
პოლიტიკა
პრემიერი: ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი, ძალიან მნიშვნელოვანია მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება, ამას ეთმობოდა ის შეხვედრები, რომლებიც გაიმართა მთელი ქვეყნის მასშტაბით
„ამ შეხვედრების დატვირთვა ჩვენთვის იყო განსაკუთრებული, გამომდინარე იქიდან, რომ ახალგაზრდობა არის ჩვენი ქვეყნის მომავალი. მათ უნდა გადაიბარონ ამ ქვეყნის მართვა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ხელისუფლებასა და ახალგაზრდებს შორის, მმართველ პარტიასა და ახალგაზრდებს შორის მჭიდრო ურთიერთობა, დიალოგი, მათ შორის, მათი მხრიდან პრობლემებთან დაკავშირებით ინფორმაციის მიღება, საკითხების წამოჭრა, ამ ყველაფრის გაზიარება“.
30 ივნისი 2026, 10:33
ტაბლოიდი
უელსის პრინცესამ 24 საათში ბრიტანეთის 3 უმაღლესი მწვერვალი დაიპყრო
„კიბოს მხოლოდ სხეულზე არ აქვს გავლენა - ის ცვლის ჩვენს აზრებს, გრძნობებს და გავლენას ახდენს ცხოვრების ყველა ასპექტზე. ჩემთვის ამ გამოწვევაში მონაწილეობა არა მხოლოდ ფიზიკური გამოცდა, არამედ დიაგნოზს მიღმა ცხოვრების შესაძლებლობა იყო“, - დაწერა პრინცესამ სოციალურ ქსელში.
30 ივნისი 2026, 10:33
პოლიტიკა
პრემიერი: ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს მუშაობას ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა
ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ დავასრულოთ ხელოვნურად თავსმოხვეული სიძულვილი და აგრესია ჩვენს ქვეყანაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს ყაზახეთში.
30 ივნისი 2026, 10:31
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა და საერთაშორისო ფინანსური ცენტრი დაათვალიერა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთის ელმავალმშენებელი ქარხანა დაათვალიერა. საქართველოს სამთავრობო დელეგაციას ყაზახეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ჟანიბეკ ტაიჟანოვმა უმასპინძლა. პრემიერ-მინისტრი ქარხნის საწარმოო პროცესს გაეცნო.
30 ივნისი 2026, 10:26
ჯანდაცვა
სამედიცინო დახმარების გუნდს საერთაშორისო კლასიფიკაცია მიენიჭა
ღონისძიებას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თეა გიორგაძე, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ნიკოლოზ ჩიქოვანი, EMT მიმართულების საერთაშორისო ექსპერტები და ცენტრის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
30 ივნისი 2026, 10:25
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ძალიან მძიმე ვითარებაა ჩამოყალიბებული აგენტურის შიგნით, ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში
ლევან ხაბეიშვილი რომ ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი აღმოჩნდება ამ სპექტრში, თავისთავად ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, თუ რა მძიმე მდგომარეობაა ამ აგენტურაში, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:24
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება
ბატონი ფიშერი იყო ერთადერთი ელჩი, რომელმაც არათუ არაფერი გააკეთა ამ ურთიერთობების განვითარებისთვის, არამედ ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ დაზიანებულიყო ურთიერთობები საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის, რაც ძალიან სამწუხაროა, იმედი გვაქვს, რომ ეს ყველაფერი შეიცვლება, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ქართველ ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:22
ტაბლოიდი
სიცხის გამო ეიფელის კოშკი 10 სანტიმეტრით გაიზარდა
„როდესაც ტემპერატურა -10-დან +40 გრადუსამდე იცვლება, ეიფელის კოშკი დაახლოებით 10 სანტიმეტრით იზრდება. ეს შეესაბამება 2 სანტიმეტრს ყოველ 10 გრადუსზე“, - განმარტა ლემუანმა.
30 ივნისი 2026, 10:21
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს
ყაზახეთში ვიზიტი ისტორიულია ქართულ-ყაზახური ურთიერთობებისთვის, ჩვენ ხელი მოვაწერეთ სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმებას ყაზახეთის რესპუბლიკასთან, ეს არის მნიშვნელოვანი შეთანხმება, რომელიც სრულიად სხვა დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს, - განუცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ყაზახეთში ჟურნალისტებს.
30 ივნისი 2026, 10:18
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის
„ჩვენთვის ეს ნაკლებად საინტერესოა, ჩვენთვის საინტერესოა ქვეყნის განვითარება, ჩვენ ვართ მთლიანად კონცენტრირებული ამაზე. რაც უფრო მეტად დაიშლება აგენტურა, რაც მეტი დაპირისპირება იქნება აგენტურის შიგნით, მით უკეთესი ჩვენი დემოკრატიული სისტემის განვითარებისთვის“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
30 ივნისი 2026, 10:18
რეგიონი
ComCom-მა მარტვილში ინტერნეტის მიზნობრივ და უსაფრთხო გამოყენებაში მეწარმეები გადაამზადა
ადგილობრივმა მეწარმეებმა დეტალურად მიიღეს ინფორმაცია იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებსაც საკუთარი საქმიანობისთვის ეფექტიანად გამოიყენებენ. მათ შორის, პროგრამის ბენეფიციარები გაეცნენ ისეთ საკითხებს, როგორებიცაა: ინტერნეტში სასურველი ინფორმაციის მოძიება, Google-ის აპლიკაციებით სარგებლობა, სოციალური პლატფორმების მიზნობრივად გამოყენება და სხვა.
30 ივნისი 2026, 10:09
პოლიტიკა
გერმანიის ელჩმა საქართველოში მისია დაასრულა
გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ საქართველოში მისი მისია დასრულებულია.
30 ივნისი 2026, 10:03
სპორტი
ნიდერლანდების საფეხბურთო ნაკრებმა მაროკოსთან სენსაციურად წააგო და მსოფლიო ჩემპიონატს გამოეთიშა
ნიდერლანდების ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის მიმდინარე გათამაშებას 1/16 ფინალიდან გამოეთიშა.
30 ივნისი 2026, 09:51
ეკონომიკა
თამარ იოსელიანი უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს მამანბი ომაროვს შეხვდა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი, საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფ უზბეკეთის რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრის პირველ მოადგილეს, მამანბი ომაროვს შეხვდა.
30 ივნისი 2026, 09:38
მსოფლიო
მასუდ პეზეშკიანი: თუ ამერიკული მხარე შეთანხმების პირობებს დაიცავს, საკუთარ ვალდებულებებს ირანიც შეასრულებს
ირანის პრეზიდენტმა მასუდ პეზეშკიანმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ, თუ აშშ ურთიერთგაგების მემორანდუმით გათვალისწინებულ შეთანხმების პირობებს დაიცავს, ისლამური რესპუბლიკაც შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს.
30 ივნისი 2026, 09:23
სპორტი
გერმანიის საფეხბურთო ნაკრები 2014 წლის შემდეგ მსოფლიო ჩემპიონატის 1/8 ფინალში ვერ გადის
აშშ-ში, კანადასა და მექსიკაში მიმდინარე საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის 1/16 ფინალში გერმანიის ეროვნული ნაკრები პარაგვაის გუნდთან დამარცხდა და 1/8 ფინალში ვერ გადავიდა.
30 ივნისი 2026, 09:15
მსოფლიო
ვენესუელაში მაშველებმა გადაარჩინეს ადამიანი, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა
ვენესუელაში მაშველებმა 21 წლის კაცი გადაარჩინეს, რომელმაც ნანგრევებში 5 დღე გაატარა. 106-საათიანი ტყვეობიდან ახალგაზრდა მამაკაცის ამოყვანის ოპერაცია 43 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. გადარჩენილი კლინიკაში გადაიყვანეს. მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
30 ივნისი 2026, 09:00
მსოფლიო
ტრამპი აშშ-ში ბენზინზე ფასების დაწევას მოითხოვს
აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში ნავთობის ფასი კლებულობს, საწვავის საცალო გაყიდვები კვლავ მაღალ ფასად ხდება, რაც მიუღებელია.


