imedi /  13 ნოემბერი 2020, 16:02 / სანდო წყარო

საგარეჯოში, სოფელ მანავის წყლის სისტემის მოწყობას 10 მილიონი მოხმარდება

გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია-მშენებლობის საპროექტო-სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ინფორმაციით, დაგეგმილი პროექტის სავარაუდო ღირებულება 10 მილიონ ლარზე მეტია. გამოცხადებულ ტენდერზე წინადადებების მიღება 25 ნოემბერს დასრულდება.

„დღეის მდგომარეობით სოფელ მანავში არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა. მოსახლეობა წყალს წყაროებიდან და ჭაბურღილებიდან იღებს.

დაგეგმილი პროექტი ითვალისწინებს წყალმომარაგების ქსელების, მაგისტრალების, წყლის სათავე ნაგებობების, სატუმბო სადგურის, რეზერვუარის, კორპუსების შიდა ქსელის მოწყობას და გამრიცხველიანებას.

ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საპროექტო-სამშენებლო სამუშაოები 25 თვეში უნდა დაასრულოს. რის შემდეგაც 4000-ზე მეტ ადამიანს სტაბილური, ხარისხიანი წყალმომარაგება ექნება“, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველა სიახლე

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2026, 00:15

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: თითქოს, განკურნებული ნარკომანი არ არსებობს, ასეთი რამ ტყუილია. საბედნიეროდ, არსებობს წარმატებული შემთხვევები - ძალიან მანკიერი და მავნე მითია, თითქოს განკურნება შეუძლებელია

არ მგონია, არსებობდეს ნარკომომხმარებელი, რომელსაც სურვილი არ აქვს, რომ არ მომხდარიყო მის ცხოვრებაში, თუნდაც პირველი გასინჯვა. არ მეგულება დამოკიდებული ადამიანი, რომელსაც მცირეოდენი სურვილი მაინც არ აქვს, რომ ის არ იყოს ნარკოდამოკიდებული. ჩვენი ამოცანაა, მივეხმაროთ ადამიანებს, რომ მეტად უნდოდეთ და ვისაც ამის სურვილი აქვს, რეალურად შეძლოს, დაამარცხოს ეს დიდი პრობლემა, - აღნიშნულის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ სატელევიზიო დებატებში საუბრისას განაცხადა.

03 მარტი 2026, 00:06

მსოფლიო

აშშ-ის ცენტრალური სარდლობა: ორი დღის წინ ირანის რეჟიმს ომანის ყურეში 11 ხომალდი ჰყავდა, დღეს კი მათ იქ არცერთი აღარ დარჩათ

ამერიკელი სამხედროების განცხადებით, განხორციელებული დარტყმების ფარგლებში მათ ირანის სამხედრო-საზღვაო ძალების 11 ხომალდს დაარტყეს.

მიხეილ სარჯველაძე

03 მარტი 2026, 00:04

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში ნარკოტიკების მოხმარების გავრცელება შეიძლება, არსებითად შემცირდეს

ნარკომოვაჭრეებთან მიმართებაში, პოლიტიკა უნდა იყოს მკაცრი. თუნდაც, ყველაზე ლიბერალური ქვეყნების მხრიდანაც კი არ განიხილება ეს მიდგომა არასწორად. მითია იმაზე საუბარი, რომ მხოლოდ ლიბერალური მიდგომით მცირდება და მკაცრი პოლიტიკის შემთხვევაში, პირიქით, არ მცირდება ნარკოტიკული საშუალებების მოხმარება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა სატელევიზიო დებატებში საუბრისას.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2026, 23:52

ჯანდაცვა

მიხეილ სარჯველაძე: როდესაც სფეროს კომერციალიზაცია ხდება, ეს ძალიან დიდი ხიფათის შემცველი შეიძლება იყოს, ვინაიდან ნებისმიერი კომერციული მიდგომისთვის მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტად იზრდებოდეს მოთხოვნა

მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, საერთაშორისო პრაქტიკა ცხადყოფს, რომ მკაცრი და თანმიმდევრული პოლიტიკა კონკრეტულ შედეგებს იძლევა.

02 მარტი 2026, 23:48

სპორტი

ირაკლი კობახიძე, მიხეილ ყაველაშვილთან და მთავრობის წევრებთან ერთად, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების თამაშს დაესწრო

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში დანია ანგარიშით 89:60 დაამარცხა. მატჩი „თბილისი არენაზე" გაიმართა.

მიხეილ სარჯველაძე

02 მარტი 2026, 23:38

ჯანდაცვა

სარჯველაძე: მთავრია შემცირდეს ნარკოდამოკიდებულთა რიცხვი, ნარკოტიკული საშუალებების ლეგალური მიწოდება არ შეიძლება იყოს თვითმიზანი და გადაწყვეტილებები უნდა ეფუძნებოდეს იმას, თუ რა გარემოში გვინდა გაიზარდონ მომავალი თაობები

„ჩემთვის პირადად, პირველი და მთავარი ამოცანა არის, განვსაზღვროთ - რა საზოგადოებაში მინდა იზრდებოდეს, ცხოვრობდეს ჩემი შვილი და მას რამდენად უნდა ჰქონდეს მაგალითად, იოლი ხელმისაწვდომობა, თავისუფალი, აბსოლუტურად მარტივი ხელმისაწვდომობა ნარკოტიკულ საშუალებასთან,“- აღნიშნა ჯანდაცვის მინისტრმა.

კირ სტარმერი

02 მარტი 2026, 23:36

მსოფლიო

კირ სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ სჯერა რეჟიმის შეცვლის საჰაერო დარტყმების გზით

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა, რომ გაერთიანებული სამეფოს მთავრობას არ სჯერა რეჟიმის შეცვლის საჰაერო დარტყმების გზით.

გეკა გელაძე

02 მარტი 2026, 23:12

სამართალი

გეკა გელაძე: ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი

„ნარკოდანაშაულში ჩართული ადამიანები ხშირად იყენებენ საქართველოს, როგორც სატრანზიტო დერეფანს, სწორედ ამ დანაყოფების საქმიანობამ ძალიან შედეგი გამოიღო, რაც ნამდვილად საამაყოა. გარდა ამისა, ძალიან დიდი რაოდენობით ნარკოტიკების შემოტანა იქნა აღკვეთილი ამ დანაყოფების მხრიდან, რომელიც საქართველოს ბაზარზე უნდა დარჩენილიყო და შემდეგ რეალიზაციაში გაშვებულიყო“, - აღნიშნა მინისტრმა.

გეკა გელაძე

02 მარტი 2026, 23:04

სამართალი

გეკა გელაძე: ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში

„მსოფლიოში ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს ნარკოდანაშაულთან ბრძოლა და ამ მხრივ, საქართველოშიც იგივე პრობლემები გვაქვს. ჩვენი სწორი საკანონმდებლო ცვლილებებით, სწორი ინსტრუმენტებით და სტრუქტურული განვითარებით, ჩვენ შევძელით და მივიღეთ ის შედეგი, რომელიც დღეს გვაქვს ნარკორეალიზაციასთან მიმართებაში. მხოლოდ ბოლო 9 თვის განმავლობაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაკავებულია 2 500-ზე მეტი ნარკორეალიზატორი. როდესაც ვსაუბრობთ სტრუქტურულ გაძლიერებაზე, რა თქმა უნდა, აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის, რომ რამდენიმე თვის წინა ჩვენს ნარკომანიასთან ბრძოლის დანაყოფს დავუმატეთ დანაყოფები ყველა სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე, ეს ეხება, როგორც სახმელეთო, ასევე, საჰაერო თუ საფოსტო, რამაც ძალიან მნიშვნელოვანი შედეგი გამოიღო“.

02 მარტი 2026, 22:52

სპორტი

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა დანიის ნაკრები 89:60 დაამარცხა

მატჩი „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობდა და საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებით დასრულდა - ანგარიშით 89:60.

მარკ რუტე

02 მარტი 2026, 22:49

მსოფლიო

მარკ რუტე: ნატოს ირანთან ომში ჩართვის აბსოლუტურად არავითარი გეგმა არ აქვს

ნატოს ირანთან ომში ჩართვის აბსოლუტურად არავითარი გეგმა არ აქვს, - განაცხადა სამხედრო ალიანსის გენერალურმა მდივანმა, თუმცა მან დადებითად შეაფასა აშშ-ისა და ისრაელის ქმედებები. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

დავით ქართველიშვილი

02 მარტი 2026, 22:39

პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი: არც ერთი მხარე არ გამორჩა ხელისუფლებას - ირანელ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა, ისრაელის ხალხს მიმართა სამძიმრით და ასევე - სპარსეთის ყურის ქვეყნების ლიდერებს, რომლებიც ჩვენი პარტნიორები არიან

კითხვა უნდა იცოდე ქართულად, წაკითხულიდან აზრის გამოტანა უნდა შეგეძლოს და არ უნდა იყო ანგაჟირებული, - განაცხადა „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა ირანში განვითარებული მოვლენებისადმი საქართველოს მთავრობის განცხადებაზე, რომელიც ქართულმა ოპოზიციურმა სპექტრმა ხელისუფლების მხრიდან ირანის მმართველობისადმი თანაგრძნობის გამოხატულებად წარმოაჩინა.

02 მარტი 2026, 22:35

მსოფლიო

ტრამპი ირანზე განხორციელებული სამხედრო დარტყმების მიზნებს განმარტავს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანზე განხორციელებული დარტყმების ოთხპუნქტიანი განმარტება წარადგინა. მისი თქმით, მას სურს ქვეყნის სარაკეტო პოტენციალის განადგურება, მისი სამხედრო-საზღვაო ფლოტის მოსპობა, ბირთვული ამბიციების დასრულება და ტერორისტების შეიარაღების აღკვეთა.

02 მარტი 2026, 21:53

სპორტი

პირველ ნახევარში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები დანიას 43:31-ს უგებს

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეოთხე მატჩს მართავს.

02 მარტი 2026, 21:51

პოლიტიკა

ბრიტანელი დიპლომატი ჯო უილსონზე: ის შეპყრობილია საქართველოს დასჯის სურვილით მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ უარი თქვით რუსეთთან ომში ჩაბმაზე - „მეგობარი აქტი“ საკანონმდებლო პროცესშია გაჭედილი, იმედი მაქვს ეს ასეც დარჩება

ამერიკულ საზოგადოებაში არიან შეურაცხადებიც, მაგალითად, ჯო უილსონი, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა მისი საქმეა, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა ​გადაცემაში„თბილისის დროით“. გადაცემის წამყვანმა დიპლომატს ჰკითხა, როგორ შეაფასებდა ჯო უილსონის ქმედებას ხელახლა გააცოცხლოს ე.წ. „მეგობარი აქტი“?

დონალდ ტრამპი

02 მარტი 2026, 21:46

მსოფლიო

ტრამპი ირანში მიმდინარე ოპერაციაზე: თავიდანვე ოთხიდან ხუთ კვირამდე ვვარაუდობდით, თუმცა ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ გაცილებით დიდხანს გავაგრძელოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანთან ომში აშშ „უკვე მნიშვნელოვნად უსწრებს განრიგს“, თუმცა მას არ გაუცია კონკრეტული პასუხი იმის შესახებ, თუ როდის ელოდება სამხედრო ოპერაციის დასრულებას.

იან პრაუდი

02 მარტი 2026, 21:39

საზოგადოება

ბრიტანელი დიპლომატი: ტელეკომპანია „იმედმა“ უნდა განაგრძოს შესანიშნავი გადაცემების მომზადება, ახალი იდეების დანერგვა, სწორედ ასე გახდა „იმედი“ საქართველოს უპირველესი სატელევიზიო არხი - სანქციები ტელეკომპანიას ხელს ვერ შეუშლის

„რაც შეეხება ქართველებს, დატკბით თქვენი შესანიშნავი ქვეყნით, თქვენი შესაძლებლობებით და მომავლის იმედით. ევროპა და ამერიკა დიდი მსოფლიოს მხოლოდ ნაწილია, განაგრძეთ სხვადასხვა სახელმწიფოებთან დადებითი კავშირების გაბმა. ქართული სტუმართმოყვარეობა, ქართული მზე, ულამაზესი ბუნება საქართველოში და თქვენი აღმაფრთოვანებელი კულტურა დაუვიწყარია, ყურადღება გაამახვილეთ თქვენს ძლიერ მხარეებზე. საქართველოს წინ მეტი წინსვლა ელის და მე საუკეთესოს გისურვებთ“, - აღნიშნა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

02 მარტი 2026, 21:35

პოლიტიკა

იან პრაუდი: საქართველო 2012 წლის შემდეგ შესანიშნავი ეკონომიკური წინსვლის მაგალითია - საქართველოს ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებლები აქვს

„საქართველო 2012 წლის შემდეგ შესანიშნავი ეკონომიკური წინსვლის მაგალითია, სააკაშვილის შემდგომ ვითარება გაუმჯობესებულია, კოვიდისა და უკრაინის ომის დასაწყისში ზრდა ცოტათი შეფერხდა, მაგრამ ახლა საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა, მით უმეტეს ევროპაში და მით უმეტეს სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს ბიზნესის წამოწყების თვალსაზრისით საუკეთესო მაჩვენებლები აქვს, სახელმწიფო სერვისების ხარისხი, გამჭირვალობა, შესანიშნავი შედეგები გაქვთ, ჯო უილსონის მსგავსმა შეურაცხადმა ხალხმა კი საქართველოს თავი უნდა გაანებოს და ამ ქვეყანას განვითარების საშუალება მისცეს“, - განაცხადა იან პრაუდმა.

იან პრაუდი

02 მარტი 2026, 21:32

პოლიტიკა

იან პრაუდი: ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია მაფიქრებინებს, რომ მათ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც სურს ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა

ამერიკის ამჟამინდელი ადმინისტრაცია მაფიქრებინებს, რომ მათ საქართველოსთან კარგი ურთიერთობა სურთ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებასაც სურს ვაშინგტონთან კარგი ურთიერთობა. ამერიკულ საზოგადოებაში არიან შეურაცხადებიც, მაგალითად ჯო უილსონი, ჰელსინკის კომისიის ერთ-ერთი ლიდერი, რომელსაც რატომღაც მიაჩნია, რომ საქართველოს სუვერენულ საქმეებში ჩარევა მისი საქმეა, - განაცხადა ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა ​გადაცემაში „თბილისის დროით“.

იან პრაუდი

02 მარტი 2026, 21:28

მსოფლიო

იან პრაუდი: ევროკავშირში სანქციებთან დაკავშირებით ერთსულოვანი მხარდაჭერაა საჭირო, უნგრეთის უარის ფონზე, სანქციების მეოცე პაკეტის მიღება ჩაიშალა

„ევრობიუროკრატია უნგრეთის იძულებას ცდილობს, ბუდაპეშტი კი უარს აცხადებს. უკრაინა კი მის წინაშე არსებული უდიდესი გამოწვევების ფონზე მაინც პოულობს დროს, რომ მეზობელი სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩაერიოს. უკრაინა გაკოტრებულია, ფრონტზე ხალხს ქუჩებიდან ექაჩებიან, უკრაინული ენერგო სისტემა განადგურებულია, მიწები იკარგება, ამ დროს კი ზელენსკი მაინც სხვის საქმეში ერევა, თითქოს რაიმე უპირატესი ძალა იყოს, თითქოს მორალური ზედამხედველია და სხვებს უნდა მიუთითოს, რა კარგია და რა ცუდი“.