17 იანვარი 2021, 13:29 / სანდო წყარო

ლენტეხი-მელეს მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, - ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, გზის კმ89-კმ125 (ლენტეხი-მელე) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა.

დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა სიახლე

შალვა ნათელაშვილი

01 მარტი 2021, 20:39

პოლიტიკა

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შეხვედრაზე, ბიძინა ივანიშვილის სანქცირების საკითხს „კბილებით გაიტანს“

ივანიშვილის სანქცირება და მის მიერ მოპარული მილიარდების ჩვენს ბიუჯეტში დაბრუნება ეს არის ჩვენი საპატიო მოვალეობა და მე პირადად ამ საკითხს პირადად გავიტან კბილებით, - ეს განცხადება მედიასთან, პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 20:37

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: შარლ მიშელმა აღგვითქვა, რომ ის პირადად იქნება ჩართული ვაქცინის საქართველოსთვის გამოგზავნის საქმეში

„მან დახმარება აღგვითქვა, რომ ევროკავშირი ამ მიმართულებით იქნება საქართველოს ძალიან დიდი მხარდამჭერი. მეორე საკითხი რაზეც ვისაუბრეთ იყო რეგიონში არსებული ვითარება. უსაფრთხოების საკითხები და განსაკუთრებით გართულებული ვითარება. ასევე რუსეთის გაძლიერება სამხრეთ კავკასიის რეგიონში და ის ნაბიჯები, რომელიც საქართველომ უნდა გადადგეს საკუთარი უსაფრთხოების განსამტკიცებლად და ასე ის ნაბიჯები რომლებიც ევროკავშირმა უნდა გადადგას იმისთვის, რომ საქართველო როგორც მისი მოკავშირე და ასოცირებული პარტნიორი იყო ამ შემთხვევაში დაცული“.

ეკატერინე ტიკარაძე

01 მარტი 2021, 20:28

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: მეხუთედ ვიმეორებ, ჩემსა და ამირან გამყრელიძეს შორის უთანხმოება არ არსებობს

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი უარყოფს რომ სამინისტროს და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრს შორის ვაქცინის შემოტანასთან დაკავშირებით უთანხმოებაა. ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერში“ განაცხადა, რომ გავრცელებული ინფორმაცია ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება.

ხათუნა სამნიძე

01 მარტი 2021, 20:26

პოლიტიკა

ხათუნა სამნიძე: პროცესი მედიაციაში გადავიდა, რაც პოზიციების შეთანხმების პროცესში ჩვენი პარტნიორების უშუალო ჩართულობას ნიშნავს

„ის, რაც დღეს გაჟღერდა არის ის, რომ ევროკავშირის ზრდის თავის ჩართულობას და მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტი, ჩვენთან შეხვედრა და ახლა უკვე ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის ორგანიზება არის იმის მთავარი გზავნილი, რომ ქვეყნაში შექმნილი კრიზისი არის უმაღლესი პრიორიტეტის საკითხი ჩვენი პარტნიორებისთვის და ისინი გააგრძელებენ ჩართულობას იმისთვის, რომ შეთანხმება შედგეს. პროცესი მედიაციაში გადავიდა, რასაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი პარტნიორები უშუალოდ იქნებიან ჩართული პოზიციების შეთანხმების პროცესში“, - განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

აკაკი მინაშვილი

01 მარტი 2021, 20:25

პოლიტიკა

აკაკი მინაშვილი: ნიკა მელიასა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება იქნება პირველი საკითხი, რომელსაც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე დავაფიქსირებ

პირველ რიგში მინდა, რომ ძალიან მკაფიოდ დავაფიქსირო, რომ ამ მაგიდის ირგვლივ დღეს უნდა იჯდეს ნიკა მელია, ამიტომ მისი გათავისუფლება იქნება მთავარი და პირველი საკითხი, რომელსაც ამ შეხვედრაზე დავაფიქსირებ და შემდგომ პოლიტპატიმრებზე - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა აკაკი მინაშვილმა პრეზიდენტის რეზიდენციასთან ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის, ოპოზიციისა და პრემიერ-მინისტრის შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

ნიკოლ ფაშინიანი

01 მარტი 2021, 20:22

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა პრემიერობის დროს დაშვებული შეცდომებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა.

ეკატერინე ტიკაარაძე

01 მარტი 2021, 20:17

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: არ გამოვრიცხავ COVAX პლატფორმას ვუჩივლოთ

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ „დღის კურიერის“ ეთერში განაცხადა, რომ COVAX პლატფორმას, ჯანდაცვის სამინისტრომ წერილობით პასუხი მოსთხოვა იმ ბრალდებაზე, რაც მათ „ინტერპრესსნიუსსთან“ ინტერვიუში გააჟღერეს.

ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 20:12

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად

მადლობას ვუხდი ევროპული საბჭოს პრეზიდენტს პირადი ძალისხმევისთვის საქართველო-ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორობის განსამტკიცებლად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

ივანე მაჭავარიანი

01 მარტი 2021, 20:00

ეკონომიკა

ივანე მაჭავარიანი: ევროპის საინვესტიციო ბანკი პოსტპანდემიურ პერიოდში აქტიურ მონაწილეობას მიიღებს ჩვენი ქვეყნის აღდგენის პროცესში

„საქართველოში ევროპის საინვესტიციო ბანკს უკვე ინვესტირებული აქვს 2 მილიარდ ევრომდე. აქედან, 1,5 მილიარდი ევრო საჯარო, ხოლო, ნახევარ მილიარდ ევრომდე - კერძო სექტორში. ბანკის მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის განვითარების პროცესში უმნიშვნელოვანესია. შეგახსენებთ სფეროებს, სადაც ჩვენ ვთანამშრომლობთ. ესაა: აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული გზის მონაკვეთები, ასევე, ენერგოსექტორი, საშუალო და მცირე ბიზნესის მხარდამჭერი ღონისძიებები და პროგრამები“.

ნათია თურნავა

01 მარტი 2021, 19:58

პოლიტიკა

ნათია თურნავა: მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი მზადყოფნას გამოხატავს, პირადად ჩაერთოს სხვადასხვა საკითხის დარეგულირებაში, მათ შორის პოლიტიკური დიალოგის წარმართვაში

ეს ვიზიტი შედგა საქართველოსთვის უმნიშვნელოვანეს დროს, ეს არის ის პერიოდი, როდესაც მსოფლიო ებრძვის პანდემიას, ასევე ეს არის პერიოდი, როდესაც ჩვენ დღის წესრიგში გვაქვს COVID 19-ით გამოწვეული ეკონომიკური პრობლემების დაძლევა და ეს არის კიდევ ერთხელ დასტური იმისა, რომ ევროკავშირი, დღეს, ისე როგორც არასდროს არის ჩვენს გვერდში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათი თურნავამ, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ერთობლივი პრესკონფერენციის დასრულების შემდეგ განაცხადა.

ნიკოლოზ სამხარაძე

01 მარტი 2021, 19:51

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე: პოლარიზაცია ქვეყნის განვითარებას ხელს არ უწყობს

„არ ვიცი ამ შეხვედრას მეხუთე რაუნდი უნდა ვუწოდოთ თუ არა, მაგრამ ბატონმა მიშელმა განაცხადა, რომ ვიდრე ის საქართველოში იგი შეეცდება ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლები ერთმანეთს შეხვდნენ“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

სალომე ზურაბიშვილი

01 მარტი 2021, 19:48

პოლიტიკა

ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გაიმართება

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლების შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დღეს გაიმართება. ინფორმაცია პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა.შეხვედრა 20:00 საათისთვის არის დაგეგმილი.

მამუკა ხაზარაძე

01 მარტი 2021, 19:45

პოლიტიკა

მამუკა ხაზარაძე: შარლ მიშელმა შეხვედრაზე დააანონსა, რომ აპირებდა პრემიერ-მინისტრისა და ოპოზიციის შეხვედრის დაორგანიზებას, როცა დაინახა ჩვენი მზაობა შემდეგ გააკეთა განცხადება

ჩვენთვის არ უთქვამს ბატონ შარლ მიშელს, რომ ოპოზიციასთან შეხვედრაზე ჰქონდა მოლაპარაკება პრემიერ-მინისტრთან. მან გვითხრა, რომ მზადაა ასეთი შეხვედრის ორგანიზება დააანონსოს და ამის შესახებ ეტყვის პრემიერს. როცა დაინახა ჩვენი მზაობა, ამის შესახებ მას უნდა განეცხადებინა და ამიტომ არაფერი ვთქვით ჩვენს ინტერვიუებში. სწორედ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დღეს საღამოს ჩაინიშნა შეხვედრა, - ეს განცხადება „ლელო-საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ტვ.პირველის“ ეთერში განაცხადა.

პენიტენციური სამსახური

01 მარტი 2021, 19:37

სამართალი

პენიტენციური სამსახური: ბრალდებულის გადაყვანისას ესკოტირების მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტის ოფიცრებს N10 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაჰყავდათ ბრალდებული პირი, რა დროსაც დაბა ქსნის ტერიტორიაზე ესკოტირების მანქანის მძღოლმა ვერ დაიმორჩილა საჭე, გადავიდა გზის სავალი ნაწილიდან და შეეჯახა ხეს.

ნიკოლა სარკოზი

01 მარტი 2021, 19:28

მსოფლიო

ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი, ნიკოლა სარკოზი თავისუფლების აღკვეთის ერთ წელს შინაპატიმრობაში, ელექტრონული სამაჯურით გაატარებს.

უჩა სეთური

01 მარტი 2021, 19:27

საზოგადოება

უჩა სეთური: კომუნიკაციების კომისიის რეგულაციებით სატელეკომუნიკაციო ბაზარი გადარჩა მონოპოლისტების ხელში მომხმარებლების ჩაგდებას, აი ეს არ მოსწონთ დიდ კომპანიებს და ამას აკრიტიკებენ

„კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილებები მომხმარებლებს, მცირე და საშუალო ტელეკომ ბიზნესის ინტერესებს იცავს, რაც მნიშვნელოვანი ძალაუფლების მქონე ოპერატორებს არ მოსწონთ, ვინაიდან ისინი ვეღარ იქნებიან ამ ბაზარზე მონოპოლისტები“,- ასე შეაფასა დღეს დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე კომუნიკაციების კომისიის კანდიდატების არჩევის დროს სატელეკომუნიკაციო დიდი ოპერატორების მიერ გამოთქმული კრიტიკა და შეფასებები მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის თავმჯდომარემ უჩა სეთურმა.

თამარ გაბუნია

01 მარტი 2021, 19:24

COVID19

თამარ გაბუნია: ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც

„ჩვენ მოლაპარაკებები გვაქვს Moderna-სთანაც“, - ამის შესახებ გადაცემაში „დღის ქრონიკა“ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნიამ განაცხადა. რაც შეეხება Novavax-ს ამასთან დაკავშირებით თავად Covax-მა დაიწყო კომუნიკაცია.

ალეკო ელისაშვილი

01 მარტი 2021, 19:23

პოლიტიკა

ალეკო ელისაშვილი: ძალიან მოულოდნელი იყო, როცა შარლ მიშელმა გვითხრა, დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა

„თითქმის ყველა მხარისგან ამ ინიციატივას მზაობა ჰქონდა. აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე. კომპრომისები და დიალოგი ქვეყანას სჭირდება, დიალოგს ალტერნატივას არ აქვს. ძალიან მოულოდნელი იყო, რომ შეხვედრის დასასრულს გვითხრა - დღეს თქვენ „ქართულ ოცნებას“ უნდა შეხვდეთო, ცოტა დამაბნეველიც იყო, მაგრამ თითქმის ყველა მხარისგან იყო მზაობა, აგაშენებს ღმერთი-თქო, კინაღამ ხმამაღლა დავიძახე“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

01 მარტი 2021, 19:08

COVID19

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მარტში წარადგენს

ევროკომისია ვაქცინაციის ციფრული სერთიფიკატების შესახებ საკანონმდებლო წინადადებას მიმდინარე თვეს წარადგენს. ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლეიენმა განაცხადა.

შარლ მიშელი და ირაკლი ღარიბაშვილი

01 მარტი 2021, 19:02

პოლიტიკა

შარლ მიშელი: ბრიუსელში ორ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება გვექნება

„ბრიუსელში ორ კვირაში გვექნება საქართველოს პრემიერ-მინისტრის მასპინძლობის სიამოვნება. ასოცირების საბჭოს შეხვედრაა ჩანიშნული. ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ფორმატია ჩვენი ურთიერთობის“, - განაცხადა მიშელმა.