IMEDI /  23 იანვარი 2021, 15:45 / სანდო წყარო

ბათუმში პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების მოხსნას ითხოვენ

ბათუმში, ფიტნეს-კლუბ „რეფორმერთან“ თანამშრომლებმა და მომხმარებლებმა აქცია გამართეს. შეკრებილები აცხადებენ, რომ ეკონომიკური საქმიანობა ადამიანებს არ უნდა ჰქონდეთ აკრძალული. მათივე თქმით, პროტესტს სხვადასხვა ფორმით პერმანენტულად გააგრძელებენ, პირველ თებერვალს კი ფიტნესკლუბი მუშაობას განაახლებს.

„პირველი თებერვლიდან ყველა შეზღუდვის მოხსნას ვითხოვთ,ადამიანებს ეკონომიური საქმიანობის საშუალება უნდა მიეცეთ. მარტო ჩემი ფიტნეს კლუბით, ეკონომიკის ბედი არ წყდება, ამიტომ მოიხსნას კომენდანტის საათი და ყველა სისულელე. გაუაზრებელი რეგულაცია - ვირუსის გავრცელების კავშირში არ არის, პირიქით დროში შეზღუდვაა რაც მობილობის გაზრდას უწყობს ხელს. დღეს ჩვენი მიზანია, რომ ხალხს დავანახოთ ადამიანები, რომლებიც ამ რეგულაციებს ეწინააღმდეგებიან“,- განაცხადა ფიტნეს-კლუბის მფლობელი გიორგი ფუტკარაძე.

ყველა სიახლე

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:10

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში

მოლაპარაკებების დღის წესრიგში, ოპოზიციის მიერ დაყენებული საკითხებიდან მინიმუმ 2, მოითხოვს მათ ჩართვას საპარლამენტო საქმიანობაში, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 13:05

COVID19

გერმანიის მთავრობამ ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა

გერმანიის მთავრობამ ქვეყანაში მოქმედი ლოკდაუნის რეჟიმი 28 მარტამდე გაახანგრძლივა. გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა აღნიშნა, რომ ფედერალური ხელისუფლება რეგიონების ხელმძღვანელებს უფლებას აძლევს, შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღონ.

თორნიკე რიჟვაძე

04 მარტი 2021, 13:04

რეგიონი

თორნიკე რიჟვაძემ სამინისტროებისა და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ სამინისტროებში სამუშაო შეხვედრები გამართა. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში შეხვედრისას, საუბარი შეეხო ისეთ მთავარ საკითხებს, როგორიცაა ეკონომიკის სწრაფი აღდგენა და საპრივატიზაციო პოლიტიკის გააქტიურება. თორნიკე რიჟვაძის თქმით, საჭიროა უფრო გაბედული და ეფექტიანი ნაბიჯები ეკონომიკის აღდგენისთვის.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 13:00

COVID19

ნათია თურნავა: გამოჩნდა პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, საქართველოში პირველი ვაქცინირებული ტურისტების ნაკადები გამოჩნდა. როგორც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა ისრაელის ავიაკომპანია „არკია“ მარტის ბოლოს 3 ტურისტულ ჩარტერულ რეისს შეასრულებს.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 13:00

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, როგორ ვაგრძელებთ თანამშრომლობას

„ოპოზიცია ამბობს, რომ მათ სურთ საგამოძიებო კომისიაში თანაბარი პასუხისმგებლობების აღება. დიახ, სწორედ ეს გახლდათ ჩვენი შეთავაზებაც, რომ ორი თანათავმჯდომარის პირობებში მომხდარიყო ამ საგამოძიებო კომისიის ოპერირება, სადაც ოპოზიცია და უმრავლესობა თანაბრად გაუძღვებოდნენ პროცესს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგისთვის არსებობს სივრცე, მაგრამ დიალოგი ასევე მოითხოვს სამართლიან პირობებზე შეთანხმებას. ვფიქრობ, ემოციები და ულტიმატუმები გვერდით უნდა გადავდოთ და სამართლიან საფუძვლებზე შევთანხმდეთ, თუ როგორ ვაგრძელებთ მომავალ პოლიტიკურ თანამშრომლობას. ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის და ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:50

ეკონომიკა

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება

ზაფხულში ყოველკვირეული ფრენების რაოდენობა წინა წელთან შედარებით 7-ჯერ გაიზრდება, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ზაფხულში 1 კვირის განმავლობაში სხვადასხვა ავიაკომპანიის მიერ 200-მდე ფრენა განხორციელდება.

გიორგი ხელაშვილი

04 მარტი 2021, 12:43

პოლიტიკა

გიორგი ხელაშვილი: როგორც ამბობენ, ტანგოსთვის ორი ადამიანია საჭირო, შესაბამისი პროგრესისთვის კი საჭიროა არა მარტო მთავრობის, არამედ ოპოზიციის კონსტრუქციულობა

„პარტიის შიგნით საუბარი სხვადასხვა ფორმატით მუდმივად მიმდინარეობს. ჩვენ ერთიანი პოზიცია გვაქვს. ამ მხრივ ძალიან უხერხული იყო, რაც ოპოზიციამ გააკეთა, როდესაც შეხვედრების დამთავრებისთანავე არასწორი ინტერპრეტაცია მოაწოდა მოსახლეობას და საერთაშორისო თანამეგობრობას, იმის შესახებ თუ საუბარი რაზე იყო“.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:40

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: კიდევ მეტია გასაკეთებელი მოსახლეობის ფართო ფენებთან შეხვედრების კუთხით, რისთვისაც ჩვენ მზად ვართ

ალპებში მსგავსი რელიეფი, გარემო პირობებია და იქ არის განვითარებული ყველაზე მეტად ჰიდროელექტროენერგიის გენერაცია, მათ შორის ასეთი ტიპის კაშხალები, რომელიც აქ არის მოცემული. იქ დაშვებული და შესწავლილია, რომ ფაქტობრივად, თეორიული შანსიც კი არ არსებობს იმისა, რომ იგივე მიწისძვრის შედეგად, მოხდეს ასეთი დამბის გარღვევა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ნამახვანჰესზე“ საუბრისას, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, პარლამენტი ნამახვანის ჰესის პროექტთან დაკავშირებით ამომწურავ მოსმენას გამართავს. როგორც თალაკვაძემ ბიუროს სხდომაზე განაცხადა, მთავრობის მხრიდან აბსოლუტურად შემხვედრი პოზიციაა, რასაც ის მიესალმება.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:37

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო, რომ პარლამენტი, ისევე როგორც საკონსტიტუციო რეფორმის დროს, დღესაც მტკიცედ უჭერს მხარს ანაკლიის პორტის პროექტს, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:33

საზოგადოება

ნათია თურნავამ ფრენებთან დაკავშირებული ანგარიში წარადგინა

თებერვლიდან საქართველოს მიმართულებით ფრენები უკვე განაახლეს: „უკრაინის საერთაშორისო ავიახაზებმა“ კვირაში 2 სიხშირით, „ფლაი დუბაიმ“ კვირაში 4 სიხშირით, „ეარარაბიამ“ კვირაში 2 სიხშირით, ხოლო მარტის შუა რიცხვებიდან დაემატება „ბუტა ეარვეისი“, ეს არის ბაქო-თბილისი-ბაქო კვირაში 3 სიხშირე, რაც არის lowcoster-ი და ასევე „ეარ ასტანა“ და „ფლაი არისტანი“, ასევე ყაზახეთის lowcoster-ი, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

04 მარტი 2021, 12:33

COVID19

მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსის შემთხვევების რიცხვმა 115 მილიონს გადააჭარბა.

არჩილ თალაკვაძე

04 მარტი 2021, 12:32

ეკონომიკა

არჩილ თალაკვაძე: პრემიერ-მინისტრის გზავნილი მთავარ გამოწვევებთან მიმართებაში სწორია - პარლამენტი სექტორული განვითარების და აღდგენის პროცესში აქტიურად ჩაერთვება

„მივმართავ საპარლამენტო კომიტეტებს, კომიტეტების თავმჯდომარეებს, რომ სექტორულ გეგმაზე მთავრობასთან აქტიურად ითანამშრომლოთ, რათა საზოგადოებას გავაცნოთ კონკრეტული ნაბიჯები და პოზიტიური დღის წესრიგი, სამოქმედო გეგმა თუ რის გაკეთებას ვაპირებთ მომდევნო თვეებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

04 მარტი 2021, 12:26

საზოგადოება

Wizz Air-ი ფრენებს ანახლებს

„Wizz Air-ი, რომელიც ყოველთვის ძალიან დიდ ინტერესს იწვევს, ფრენებს მარტის ბოლოდან განახლებულ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში აახლებს და ამ მომენტისთვის არსებული ინფორმაციით, ფრენებს 20 მიმართულებით შეასრულებს, კვირაში 45 ფრენა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე ინფორმაციით, მარტის ბოლოდან საქართველოს ავიაბაზარზე ოპერირებას ახალი ავიაკომპანია Wizz Air Abu Dhabi დაიწყებს, რომელიც ფრენებს აბუ დაბი-ქუთაისი-აბუ დაბის მიმართულებით კვირაში 2 სიხშირით შეასრულებს.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:26

ეკონომიკა

ნათია თურნავა: უახლოეს პერიოდში ანაკლიასთან დაკავშირებით ინვესტორების შერჩევის ტენდერი მომზადდება

წინასწარ ვიცით, რომ შეიძლება გამოხატული იყოს ინტერესი, განსაკუთრებით ჩვენი დასავლელი პოტენციური ინვესტორების მხრიდან და ვიმუშავებთ შესაბამის კვალიფიციურ კონსულტატთან ერთად, იმისთვის რომ ეს პროცესი ძალიან სწრაფად განახლდეს“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ლევან დავითაშვილი

04 მარტი 2021, 12:25

ეკონომიკა

ლევან დავითაშვილი „ნამახვანჰესზე“: დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება

​„ამ ჯგუფების გავლენა მოსახლეობაზე, სამწუხაროდ, არის ძალიან ნეგატიური. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ხელში გვაქვს ყველაფერი, იმისთვის რომ მოსახლეობას მივუტანოთ ობიექტური ინფორმაცია და დარწმუნებული ვარ, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდება“, - განაცხადა დავითაშვილმა.

ნათია თურნავა

04 მარტი 2021, 12:22

ეკონომიკა

ნათია თურნავამ განმარტა, რას ითვალისწინებს ეკონომიკის განვითარების გრძელვადიანი გეგმა

პრემიერ-მინისტრისგან მივიღეთ დავალება, რომ ჩავერთოთ გრძელვადიანი, 10-წლიანი გეგმის შემუშავებაში, - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულე ბის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

სახელმწიფო დეპარტამენტი

04 მარტი 2021, 12:17

სამართალი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყოველწლიურ ანგარიშში ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზე წერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ მომზადებულ საერთაშორისო ნარკოტიკების კონტროლის სტრატეგიის 2021 წლის ანგარიშში, ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით 2020 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ წარმატებულ ღონისძიებებზეა საუბარი.

ანგელა მერკელი

04 მარტი 2021, 12:12

COVID19

გერმანიაში Astrazeneca-ს ვაქცინას 65 წელს გადაცილებულებიც გაიკეთებენ

გერმანია Astrazeneca-ს პრეპარატთან დაკავშირებით პოზიციას ცვლის და 65 წელს გადაცილებულებს ვაქცინის გაკეთების საშუალებას აძლევს. ამის შესახებ კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. ამის შესახებ BBC წერს.

საბა ლობჟანიძე

04 მარტი 2021, 12:10

სპორტი

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა

საბა ლობჟანიძიემ თურქეთის „სუპერ ლიგის“ ლიდერ „გალათასარაის“ გაუტანა. ჩემპიონატის 28-ე ტურის დაპირისპირებაში „ანაკარაგუჩუმ“, „გალათასარაის“ უმასპინძლა და ანგარიშით 2-1 დაამარცხა. ლობჟანიძემ მეორე ტაიმის 55-ე წუთზე მოწინააღმდეგე ეფექტური მოძრაობით მოატყუა და ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა. მატჩის მიწურულს „გალათასარაიმ“ ერთი ბურთის გაქვითვა მოახერხა, თუმცა გატანილი გოლი სტუმრებს მატჩის გადასარჩენად არ ეყოთ. საბა ლობჟანიძის ანგარიშზე თურქთის „სუპერ ლიგის“ მიმდინარე სეზონში, 26 შეხვედრაში 3 გოლი და 7 საგოლე გადაცემაა.