imedi /  28 იანვარი 2021, 10:07 / სანდო წყარო

ყვარლის მუნიციპალიტეტში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში ავარიას ქვეითად მოსიარულე ემსხვერპლა.

Imedinews-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი სოფლეში ფეხით გადაადგილდებოდა, რა დროსაც მას მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.

სიცოცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებების გამო, კაცი სასწრაფო დახმარების ბრიგადის მისვლამდე, ადგილზე გარდაიცვალა.

მანქანის მძღოლი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, თუმცა ის პოლიციამ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად მალევე დააკავა.

თვითმხილველების ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

მომხდარზე გამოძიება ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით დაიწყო.

ყველა სიახლე

მაურისია იბანეზი

03 მარტი 2021, 13:02

მსოფლიო

ესპანეთში ქალს 64 წლის ასაკში გაჩენილი შვილები ჩამოართვეს

მაურისია იბანეზმა გაბრიელ და მარია დე ლა კრუზი 2017 წელს, ხელოვნური განაყოფიერების მეშვეობით გააჩინა. ქალის ასაკიდან გამომდინარე სოციალური მუშაკები ოჯახს ყურადღებით აკვირდებოდნენ. საავადმყოფოდან სახლში დაბრუნებიდან 10 დღეში მათ დაასკვნეს, რომ ბავშვები რისკის ქვეშ იყვნენ და მათი ჩამორთმევა გადაწყვიტეს. ახლა 4 წლის ბავშვები სხვა ოჯახში იზრდებიან.

03 მარტი 2021, 12:55

სამართალი

პოლიციამ გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ოფისის დაზიანების ფაქტზე მეოთხე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, გორში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის დაზიანების ფაქტზე კიდევ ერთი პირი - 1994 წელს დაბადებული თ.მ. დააკავეს. მას ბრალი სხვისი ნივთის დაზიანებაში ედება. ამის შესახებ განცხადებას შსს ავრცელებს.

03 მარტი 2021, 12:47

COVID19

ბოლო 24 საათში რუსეთში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა

რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 10 535 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 452 პაციენტი გარდაიცვალა.

ზუზანა ჩაპუტოვა

03 მარტი 2021, 12:42

მსოფლიო

სლოვაკეთის პრეზიდენტმა რუსული ვაქცინის შეძენის გამო უკმაყოფილება გამოთქვა

სლოვაკეთის პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ უკმაყოფილება გამოთქვა რუსული ვაქცინა „სპუტნიკV“-ის შეძენის თაობაზე პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით.

შალვა პაპუაშვილი

03 მარტი 2021, 12:35

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე: მისასალმებელია, თუკი საკუთარი ქმედებების ფორმას ცვლიან

სახელმწიფო დაწესებულების შენობების პიკეტირება კანონდარღვევაა, ეს, მინიმუმ, მიუთითებს იმაზე, რომ არასერიოზულად ამბობდნენ იმას, რომ კონსტრუქციული დიალოგისთვის მზად იყვნენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, შალვა პაპუაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.

გიორგი ჩაკვეტაძე

03 მარტი 2021, 12:34

სპორტი

გიორგი ჩაკვეტაძე „ეუპენის“ წინააღმდეგ განაცხადშია

„გენტის“ მთავარმა მწვრთნელმა ჰეინ ვან ჰაზებრიუკმა, ქართველი ტალანტი სათასო შეხვედრისთვის გაფართოებულ 24-კაციან სიაში შეიყვანა, შესაბამისად მაღალია იმის ალბათობა, რომ გიორგი ჩაკვეტაძე 4-თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდეს. ფეხბურთელმა ოფიციალური შეხვედრა უკანასკნელად 15 სექტემბერს, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე „ვენის რაპიდის“ წინააღმდეგ ჩაატარა და სწორედ იმ შეხვედრაში მიღებული ტრავმა გახდა ხანგრძლივი უთამაშებლობის მიზეზი.

ნიკა ობოლაძე

03 მარტი 2021, 12:29

პოლიტიკა

ნიკა ობოლაძე: ოპოზიციის პროტესტი უფრო ფრთხილი იქნება

„მაშინ, როდესაც ქვეყნის განვითარების უმნიშვნელოვანეს ეტაპზე ვართ, უნდა გადავწყვიტოთ, მივდივართ ევროპისკენ და ევროპის დაინტერესებასა და მათ მედიაციას ვიღებთ და ვხდებით ევროპის ნაწილი ფუნდამენტურად, თუ არა. ახლა კონსტიტუციაზე აპელირებით თუნდაც, ჩვენთვის არ არის მისაღები, რაიმე სივრცე დავტოვოთ ხელისუფლების სპეკულირებისთვის. ამიტომ, ჩვენი პროტესტი შემდგომში იქნება კიდევ უფრო ფრთხილი“, - აცხადებს ნიკა ობოლაძე.

03 მარტი 2021, 12:20

COVID19

იტალიაში კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება

იტალიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსის ე.წ. წითელ ზონებში სკოლები ერთი თვით დაიხურება.

ვიქტორ ორბანი

03 მარტი 2021, 12:19

COVID19

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა კოვიდვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინების მიწოდების შეფერხებაში ევროკავშირი დაადანაშაულა. უნგრეთის მთავრობის მეთაური აცხადებს, რომ „ევროკავშირი ვერ გაუმკლავდა „ევროპელებისთვის ვაქცინების სწრაფად და ეფექტურად დარიგების ამოცანას“.

პაატა მაჯნგალაძე

03 მარტი 2021, 12:16

პოლიტიკა

ოპოზიცია პროტესტის ფორმას ცვლის

„თუ ადრე ვფიქრობდით პიკეტირებაზე და მისი აზრი იყო ყურადღების მიქცევა, ხმის გაგონება ხელისუფლებისთვის, გადავალთ მანიფესტაციაზე ტრანსპარანტებით, ქუჩაში ავტომობილებით მოძრაობაზე, საყვირის ხმის გაგონებაზე ხელისუფლებისთვის და ა.შ“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

დავით ზალკალიანი

03 მარტი 2021, 12:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო-თურქეთის ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პერიოდია, იქიდან გამომდინარე, რომ რეგიონში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მჭიდრო კოორდინაცია სჭირდება

„თურქეთი იყო ქვეყანა, რომელიც გვერდში დაუდგა საქართველოს გაჭირვების ჟამს. მაშინ, როდესაც თავად უჭირდა საჭირო მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის მობილიზება, საქართველოს მნიშვენლოვანი დახმარება აღმოუჩინა. ამიტომ, ჩვენ მადლიერი ვარ და თანამშრომლობა, ბუნებრივია, მომავალშიც გაგრძელდება. ჩვენ საერთო გამოწვევები გვაქვს როგორც პანდემიის დამარცხების, ასევე ეკონომიკური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. როგორც მთავარი სავაჭრო პარტნიორი, ბუნებრივია, შევეხებით, სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას. იცით, გვაქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა, იგივე თავისუფალი ვაჭრობისა და დიაგონალური აკუმულაციის კუთხით“, - განაცხადა ზალკალიანმა.

03 მარტი 2021, 12:07

COVID19

უკრაინაში კორონავირუსის 7,235 შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში უკრაინაში კორონავირუსი კიდევ 7,235 ადამიანს დაუდასტურდა, 185 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ინფორმაციას ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 1,364,705 ადამიანს დაუდგინდა. COVID-19-ს სულ 26,397 პაციენტი ემსხვერპლა, 1,182,036 ინფიცირებული კი გამოჯანმრთელდა.

03 მარტი 2021, 11:55

COVID19

ბოლო 24 საათში ბრაზილიაში კორონავირუსს 1 726 ადამიანი ემსხვერპლა

ბრაზილიის ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, ქვეყანაში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 58 237 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 1 726 ადამიანი გარდაიცვალა.

03 მარტი 2021, 11:53

COVID19

სომხეთში კორონავირუსის 360 შემთხვევა გამოვლინდა

სომხეთში კორონავირუსი კიდევ 360 ადამიანს დაუდასტურდა, 2 ინფიცირებული კი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია, ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება. სულ ქვეყანაში კორონავირუსის 172,816 შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 3,202 ადამიანი, გამოჯანმრთელდა - 163,906.

დედის დღე მილოცვა ევროკავშირა

03 მარტი 2021, 11:37

საზოგადოება

ევროკავშირის დელეგაცია საქართველოს დედის დღეს ულოცავს

„დედის დღეს გილოცავთ - დავაფასოთ ის შეუნაცვლებელი საქმე, რომელსაც დედები აკეთებენ, განსაკუთრებით კოვიდის დროს“, - ნათქვამია განცხადებაში.

03 მარტი 2021, 11:33

საზოგადოება

„იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ „იმერეთის აგროზონის“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების პროექტზე ინტერესთა გამოხატვის შესახებ განაცხადების მიღება პირველი მარტიდან დაიწყო, - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

ჯო ბაიდენი
ჯინ ფინიგანი

03 მარტი 2021, 11:24

საზოგადოება

ამერიკის საელჩო დედის დღესთან დაკავშირებით მილოცვას ავრცელებს

ამერიკის საელჩო საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის დედასთან გადაღებულ ფოტოს ავრცელებს. „მას სჯეროდა ჩვენი და ამიტომ დავიჯერეთ ჩვენ საკუთარი თავის“, - პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავისი დედის, ჯინ ფინიგანის შესახებ.

03 მარტი 2021, 11:24

რეგიონი

მალხაზ თორიამ 11 შვილის დედას დედის დღე მიულოცა

,,მადლობა, რომ ჩვენს ქვეყანას უზრდით 11 შვილს, ეს ნამდვილად გმირობაა, თქვენ ხართ მისაბაძი დედა. ყოველდღიური სირთულეები და გამოწვევები გექნებათ და მიუხედავად ამისა თქვენ ჩვენს ქვეყანას უზრდით ღირსეულ შვილებს, აძლევთ მათ განათლებას. მიხარია, რომ თქვენი შვილები ამდენი მედლის, თასის, დიპლომის მფლობელები არიან, ეს ყოველივე მათ ნიჭიერებასთან ერთად ხაზს თქვენს შრომას და თავდადებას უსვამს. მადლობა ამისთვის თქვენ ქალბატონო ნანა და თქვენს მეუღლეს. მადლობა, რომ თეკლას, ქრისტინეს, ეკატერინეს, ქეთევანის, ანასტასიას, სიდონიას, ელისაბედის, მაიას, გრიგოლის, გიორგის და გაბრიელის დედა ხართ“ - განაცხადა მრავალშვილიან დედასთან საუბარში მალხაზ თორიამ.

03 მარტი 2021, 11:11

საზოგადოება

CNN-ის მიერ დასახელებულ მსოფლიოს 20 საუკეთესო წვნიანის სიაში ქართული კერძი სუპ-ხარჩო მოხვდა

„მჟავე ქლიავის სოუსი, რომელსაც ტყემალი ეწოდება, საქართველოს ერთ-ერთ საყვარელ კერძს, ტრადიციულ წვნიანს მკვეთრ და პიკანტურ გემოს ანიჭებს. ის მზადდება დაუმწიფებელი ქლიავისგან, რომლის სიმჟავეც აბალანსებს წვნიანში გაკეთებული ძროხის ცხიმიანი ხორცისა და დაფქვილი ნიგვზის მდიდარ გემოებს. არომატები მოდის სუნელების ნარევისგან - ხმელი სუნელისგან, ქინძის, ქონდრისგან, ულუმბოს, შავი პილპილისა და სხვა ინგრედიენტებისგან“, - წერს CNN-ი ქართულ კერძზე.

ნათია თურნავა

03 მარტი 2021, 11:10

ეკონომიკა

ნათია თურნავა: გამოვაცხადეთ კონკურსი „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრების კანდიდატების შესარჩევად

საქართველოს მთავრობა სახელმწიფო საწარმოების მასშტაბურ რეფორმას ახორციელებს. რეფორმის ფარგლებში, შეირჩა სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“, რომელიც ახლახანს გამოვიდა რეაბილიტაციის რეჟიმიდან. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.