„ჯორჯიან მანგანეზი“: შეთანხმება მიღწეულია
ფოტო: facebook
გაფიცული მაღაროელებიდან „ჯი ემ ტექნიკა“ სერვისის თანამშრომლები სამუშაო პროცესს ორშაბათიდან დაუბრუნდებიან. ამის შესახებ ინფორმაციას „ჯორჯიან მანგანეზი“ ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, დანარჩენ გაფიცულებთან, პროფკავშირების ჩართულობით, მოლაპარაკებები გრძელდება.
„კომპანია იმედოვნებს, რომ მხარეებს შორის შეთანხმება შედგება. შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ 2021 წლის პირველი მაისიდან, დასაქმებულებთან ახალი ხელშეკრულებით განაგრძობს მუშაობას. ხელშეკრულების პირობები ითვალისწინებს: მუშა-მოსამსახურეთა ყოველთვიური ანაზღაურების 250 ლარით მატებას, ყოველწლიურ სადღესასწაულო პრემიას 250 ლარის ოდენობით, ახალი ხელშეკრულებით დასაქმებულის მომატებული ანაზღაურება წელიწადში, ჯამში შეადგენს 3 250 ლარს. ასევე, მაისის თვიდან ანაზღაურებას დაემატება ინდექსაცია, რაც ითვალისწინებს სატარიფო განაკვეთის 5,2 პროცენტით მატებას.
ამ პირობებით, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ და მასთან დაკავშირებული კომპანიები, მზად არიან 26 აპრილიდან, დასაქმებულებთან გააფორმონ ახალი ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევა პირველი მაისიდან. პანდემიისა და ეკონომიკური კრიზისის პირობებში კომპანია მოქმედებს მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ქვეყნის და დასაქმებულთა წინაშე. სურს შეინარჩუნოს სამუშაო ადგილები და არ შეჩერდეს საწარმოო პროცესი. რაც თავის მხრივ მნიშვნელოვანი დარტყმა იქნება ქვეყნის ეკონომიკისთვის. ეს შეთავაზება დღევანდელ პირობებში, კომპანიის მხრიდან იყო მაქსიმუმი“, - ნათქვამია განცხადებაში.
ყველა სიახლე
25 აგვისტო 2026, 09:39
სპორტი
აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა - ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს
არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ, აბუ-დაბიში გამართული მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოს შერეული საბრძოლო ხელოვნებების ნაკრებისთვის წარმატებული გამოდგა. ჩვენი ქვეყნის წარმომადგენლებმა ტურნირზე ოთხ ასაკობრივ კატეგორიაში იასპარეზეს და 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
25 აგვისტო 2026, 09:27
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით პერიოდულად წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი
საქართველოს რამდენიმე რეგიონში უახლოეს დღეებში არამდგრადი ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში 25-დან 30 გრადუსამდე, აღმოსავლეთ საქართველოში კი 30-დან 35 გრადუსამდე იქნება.
25 აგვისტო 2026, 09:24
პოლიტიკა
ლევან ჭოტორლიშვილი: ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. ნდობის არ გამართლება და სიტყვის გატეხვა არის მისი ტრაგედია და არის ის რომ პროკურატურა ედავება
ღარიბაშვილი დაღუპა პროვინციულმა სითამამემ და თუ გინდათ გოიმობამ. თვისებები რაც ზოგჯერ, კონკრეტულ სიტუაციებში პლიუსია, მერე ხდება მინუსი. ერთი მხრივ ჭკვიანი ინტელიგენტი ხალხის უმოქმედობა და დაბალი მოტივაცია ცხოვრებაში თუ პოლიტიკაში. მეორე მხრივ კი პასიონარულობა თავად იცით ვისი, - წერს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში.
25 აგვისტო 2026, 09:19
მსოფლიო
Bloomberg: ბრიტანეთის პრემიერი მომავალ თვეს ტრამპთან უკრაინისთვის Patriot-ის რაკეტების გადაცემის საკითხებზე მოლაპარაკებებს გამართავს
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა განაცხადა, რომ ის და სხვა ევროპელი ლიდერები მომავალ თვეში აშშ-ში ჩასვლას გეგმავენ, რათა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკრაინისთვის ზამთრის მოახლოებამდე Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების მარაგიდან ნაწილის ხელმისაწვდომობის ნებართვა სთხოვონ. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:19
საზოგადოება
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად ლაშა მარგიშვილი დაინიშნა
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორად, ლაშა მარგიშვილი დაინიშნა, რომელიც უწყების თანამშრომლებს განათლების მინისტრმა წარუდგინა. გივი მიქანაძემ მას ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა და მისი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილების შესახებ ისაუბრა.
25 აგვისტო 2026, 09:13
პოლიტიკა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა
ლატვიაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ანა აბულაძემ ლატვიის რესპუბლიკის პრეზიდენტს, ედგარს რინკევიჩს რწმუნებათა სიგელები გადასცა. რწმუნებათა სიგელების გადაცემის ცერემონიის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე და ურთიერთობების გაღრმავების მზაობა დაადასტურეს.
25 აგვისტო 2026, 09:10
პოლიტიკა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით თბილისის ანძა უკრაინის სახელმწიფო დროშის ფერებში განათდა. ინფორმაციას უკრაინის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 09:06
პოლიტიკა
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას
საქართველო უერთდება გაეროს წევრი 50-ზე მეტი ქვეყნის მოწოდებას რუსეთისადმი, დათანხმდეს უკრაინაში სრულ, დაუყოვნებლივ და უპირობო ცეცხლის შეწყვეტას. ერთობლივ განცხადებას, საქართველოსთან ერთად, ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო, ასევე ავსტრალია, კანადა, ჰონდურასი, ისლანდია, იაპონია, ახალი ზელანდია, პანამა და სამხრეთ კორეა უჭერენ მხარს.
25 აგვისტო 2026, 09:00
მსოფლიო
მედია: უკრაინამ კრასნოდარის მხარეში რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
უკრაინელმა სამხედროებმა გვიან ღამით რუსეთის კრასნოდარის მხარეში მდებარე აფიპკის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბეს. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 04:23
მსოფლიო
გაეროში უკრაინის მუდმივი წარმომადგენელი: რა სამარცხვინოა, რომ დღემდე გაეროს უშიშროების საბჭომ ვერ შეძლო ეფექტური ზომების მიღება რუსეთის პასუხისგებაში მისაცემად და უკრაინელი ხალხის იმ ყოველდღიური გენოციდის აღსაკვეთად, რომელიც მთელი მსოფლიოს თვალწინ ხდება
გაეროში უკრაინის მუდმივმა წარმომადგენელმა, ანდრეი მელნიკმა განაცხადა, რომ გაეროს უშიშროების საბჭოს უუნარობა, დაუპირისპირდეს რუსეთის გენოციდურ ქმედებებს, სამარცხვინოა. მან პარტნიორებს მოუწოდა, კიევს Patriot-ის ტიპის ყველა ხელმისაწვდომი რაკეტა გადასცენ.
25 აგვისტო 2026, 04:14
მსოფლიო
ფაშინიანი: სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას
სომხეთი ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადის მოსამზადებლად მალე დაიწყებს მუშაობას. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ორშაბათს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:57
მსოფლიო
გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე: უკრაინაში ომი საშიშ სპირალში შედის
უკრაინაში ომი „საშიშ სპირალში“ შედის - ამის შესახებ გაეროს გენერალური მდივნის მოადგილემ პოლიტიკურ საკითხებში, როზმარი დიკარლომ უშიშროების საბჭოს სხდომაზე განაცხადა.
25 აგვისტო 2026, 03:40
მსოფლიო
The Times: აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის
აშშ-მა ირანის რეჟიმის „ეკონომიკური გაგუდვის“ პირობა დადო - სანქციების ეს ესკალაცია თეირანის ყველა სავაჭრო პარტნიორზე გავრცელდება, რაც ჩინეთთან ახალი დაპირისპირების პერსპექტივას ზრდის, - წერს ბრიტანული გამოცემა The Times-ი.
25 აგვისტო 2026, 03:24
მსოფლიო
აშშ-მა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო
ორშაბათს შეერთებულმა შტატებმა სირია ტერორიზმის სპონსორი სახელმწიფოების სიიდან ამოიღო, რაც დამასკოს განცხადებით, ქვეყანაში ინვესტიციების განხორციელების ბოლო მთავარი დაბრკოლება იყო. ამ ნაბიჯით ვაშინგტონი სირიის ახალ მთავრობასთან ურთიერთობებს აღრმავებს.
25 აგვისტო 2026, 03:16
მსოფლიო
ირანის პარლამენტის სპიკერი: აშშ იმ პოზიციაში არ არის, რომ ეკონომიკური ურთიერთობები შეზღუდოს
ირანის პარლამენტის სპიკერი და ქვეყნის მთავარი მოლაპარაკებელი, მუჰამედ ბაღერ ყალიბაფი აშშ-ის ხაზინის მდივნის, სკოტ ბესენტის მუქარას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს სხვა ქვეყნებისთვის შეზღუდვების დაწესების ეკონომიკური შესაძლებლობა არ გააჩნია.
25 აგვისტო 2026, 03:04
მსოფლიო
NBC News: აშშ ისტორიაში ვიზების ყველაზე მასშტაბურ გაუქმებას გეგმავს, რაც 200 ათასამდე ადამიანს შეეხება
ტრამპის ადმინისტრაცია 200 000-მდე იმ უცხოელისთვის ბიზნეს და ტურისტული ვიზების გაუქმებას გეგმავს, რომლებმაც შეერთებულ შტატებში თავშესაფარი მოითხოვეს ან ამჟამად ითხოვენ. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News-ი ავრცელებს.
25 აგვისტო 2026, 02:51
მსოფლიო
ბრიტანეთი და საფრანგეთი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაძლიერების პირობას დებენ
დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინისთვის სამხედრო დახმარების მნიშვნელოვნად გაზრდის პირობა დადეს. მოკავშირეთა შეხვედრაზე, რომელიც უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს დაემთხვა, მხარეებმა განაცხადეს, რომ კიევს საიდუმლო ტექნოლოგიებსა და საჰაერო თავდაცვის რაკეტებს დაჩქარებული წესით მიაწვდიან.
25 აგვისტო 2026, 02:40
მსოფლიო
ფაშინიანი: მომდევნო 5 წლის განმავლობაში კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში დაბრუნების არანაირი გეგმა არ გვაქვს - ძალიან კმაყოფილი ვიქნები, თუ ორგანიზაცია მიიღებს გადაწყვეტილებას სომხეთის გარიცხვის შესახებ
სომხეთის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ერევანი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში თავის საქმიანობას არ გაააქტიურებს და ორგანიზაციის მიმართ ინტერესი ამოწურულია.
25 აგვისტო 2026, 02:33
მსოფლიო
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას
გაეროში აშშ-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილემ, დენ ნეგრეამ რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, შეწყვიტონ დარტყმები სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე და დაუბრუნდნენ მოლაპარაკებების მაგიდას.
25 აგვისტო 2026, 02:22
მსოფლიო
ბრიტანული გამოცემა The Telegraph: „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“
ძვ. წ. 458 წელს, რომის გადარჩენის შემდეგ, ცინცინატუსი კვლავ მიწათმოქმედებას დაუბრუნდა, 1945 წელს ომით გადაღლილმა ბრიტანულმა საზოგადოებამ უინსტონ ჩერჩილი თანამდებობას ჩამოაცილა - 2026 წელს დგება თუ არა დრო, რომ ვოლოდიმირ ზელენსკიმაც ანალოგიურად ჩამოკიდოს ლურსმანზე თავისი მწვანე მაისური? - წერს ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ი სტატიაში სათაურით „იწყება თუ არა ზელენსკის დასასრულის დასაწყისი?“


