04 ივნისი 2021, 16:08 / სანდო წყარო

გოგი მეშველიანმა წალკაში არსებული გამოწვევები CENN-ის წარმომადგენლებთან ერთად განიხილა

საქართველოს პარლამენტში ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი, გოგი მეშველიანი წალკის მუნიციპალიტეტში CENN-ის პროექტების მენეჯერს, მელანო ტყაბლაძეს და წალკის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის (LAG) წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებთან ერთადაც განიხილა არსებული გამოწვევები და იმსჯელა მათი გადაწყვეტის გზებზე.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო სექტორის ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათი იდეების, მოსაზრებების მოსმენა. მიმაჩნია, რომ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობა მოგვცემს შესაძლებლობას, კიდევ უფრო მეტი პროექტი განვახორციელოთ, რაც მორგებული იქნება მოქალაქეების საჭიროებებზე“, - განაცხადა გოგი მეშველიანმა.