imedi /  06 ივნისი 2021, 12:05 / სანდო წყარო

სოფლის განვითარების სააგენტოს მუნიციპალურ ცენტრებს საველე ლაბორატორიული აღჭურვილობები გადაეცა

სოფლის განვითარების სააგენტოს მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონული სამსახურები საველე ლაბორატორიული აღჭურვილობითა და ციფრული ტექნიკით აღიჭურვა. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტმა „ზრდა საქართველოში“ სოფლის განვითარების სააგენტოს 17 საინფორმაციო-საკონსულტაციო მუნიციპალურ ცენტრს სპეციალური აღჭურვილობა გადასცა, რომლითაც ნიადაგის, მცენარისა და წყლის მიკრო და მაკრო პარამეტრების გაზომვაა შესაძლებელი. ექსტენციის სამსახურებს საველე კონსულტაციისათვის საჭირო სპეციალური ხელსაწყოები და პლანშეტებიც დაურიგდათ.

ღონისძიებას სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველი მოადგილე გიორგი ფანცულაია, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული დავით ნოზაძე და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორი ქეთი ჭუმბურიძე ესწრებოდნენ.

„პროექტის „ზრდა საქართველოში“ გადმოცემული ლაბორატორიული აღჭურვილობა და ციფრული ტექნიკა სოფლის განვითარების სააგენტოს საექსტენციო საქმიანობის გაუმჯობესებისთვის მნიშვნელოვანი მხარდაჭერაა. ჩვენი პრიორიტეტია, სწრაფად და ეფექტიანად შევძლოთ დავეხმაროთ ფერმერებს გამოწვევების დაძლევაში, რისთვისაც საჭიროა, რომ ფერმერულ მეურნეობებში, ადგილზევე მოხდეს სრულყოფილი აგროკონსულტაციის გაწევა“, - განაცხადა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორის პირველმა მოადგილემ, გიორგი ფანცულაიამ.

„საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრებს გადაეცა ინვენტარი, რომელიც გამოიყენება საველე პირობებში სამუშაოებისათვის. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს სხვადასხვა კულტურის განვითარებას, რაც აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე,“-განაცხადა მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულმა დავით ნოზაძემ.

„ექსტენციის სპეციალისტებს უკვე აქვთ საშუალება, ველზე მოახდინონ ტესტირება და იმ პრობლემების იდენტიფიცირება, რაც ფერმერებს აქვთ“, - განაცხადა აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტის „ზრდა საქართველოში“ დირექტორმა, ქეთი ჭუმბურიძემ.

ყველა სიახლე

04 აგვისტო 2021, 12:03

მსოფლიო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ვიდეო

უცნობი პირი უკრაინის მთავრობის შენობაში ხელყუმბარის აფეთქებით იმუქრება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

ირაკლი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:51

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას

„დღეს ჩვენ წარმოგიდგენთ იუსტიციის სამინისტროს განვითარების გეგმას, ხედვას. ჩვენ დავიწყეთ გრძელვადიანი ხედვების პრეზენტაცია, ჩვენს მოსახლეობას ვუხსნით, თუ რას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, როგორ გვესახება ჩვენი ქვეყნის განვითარება. ჩვენ მიერ დაგეგმილი თითოეული რეფორმა, პროგრამა, პროექტი, რა თქმა უნდა, ემსახურება ხალხის კეთილდღეობას, ჩვენი მოქალაქეების პირობების გაუმჯობესებას, მათი კეთილდღეობის უზრუნველყოფას და რაც მთავარია, საბოლო ჯამში, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის გაძლიერებას.

04 აგვისტო 2021, 11:50

საზოგადოება

სემეკი ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებს აფრთხილებს

ბოლო პერიოდში გახშირდა საკონსულატიო კომპანიების მხრიდან სხვადასხვა შეთავაზებები ელექტროენერგიის ბაზრის მონაწილეებისათვის, კერძოდ ელექტროენერგიის მწარმოებლებისა და მსხვილი მომხმარელებისათვის, რაც გარკვეულ შემთხვევებში არ ასახავს ბაზარზე დაგეგმილ ცვლილებებს და არასწორ მოლოდინებს უჩენს ბაზრის მონაწილეებს.

04 აგვისტო 2021, 11:45

მსოფლიო

ჩეხეთში ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა

ჩეხეთში, ქალაქ დომაჟლიცეს მახლობლად ერთმანეთს ორი სამგზავრო მატარებელი შეეჯახა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 11:33

საზოგადოება

ორი კვირის განმავლობაში, ართანაში 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა

თბილისის მერიისა და „იუნესკოს“ ერთობლივი პროექტი „თბილისი - წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ ამჯერად თბილისის ფარგლებს გასცდება და ორი კვირით კახეთში, ართანაში გადაინაცვლებს, სადაც დედაქალაქის უმაღლესი სასწავლებლების 80 სტუდენტისთვის ლიტერატურისა და კინოს კამპუსები მოეწყობა, - ამის შესახებ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 11:30

საზოგადოება

კომუნიკაციების კომისია ევროკავშირის მხარდაჭერით 500 პედაგოგს დეზინფორმაციასთან ბრძოლაში გადაამზადებს

„დეზინფორმაცია, როგორც გამოწვევა: კრიტიკული აზროვნების განვითარება სკოლებში“ - კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების მიმართულებით პედაგოგების გადამზადება დაიწყო. პროექტის ფარგლებში, რომელიც ევროკავშირის დაფინანსებითა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მხარდაჭერით ხორციელდება, საჯარო სკოლებისა და პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების 500-მდე მასწავლებელი გადამზადდება.

04 აგვისტო 2021, 11:28

COVID19

„დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მთავრობამ კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა

კორონავირუსის „დელტა“ შტამის გავრცელების ფონზე, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი შეზღუდვები დააწესა, რომელიც 8 აგვისტოდან ამოქმედდება.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

თბილისში ზონალურ-საათობრივი პარკირების რეფორმა გრძელდება

„აღნიშნულ ჯიხურებში ადგილობრივებს აქვთ შესაძლებლობა, მივიდნენ და ჩვენი თანამშრომლები დაეხმარებიან ავტომობილების რეგისტრაციაში, რათა მოსახლეობამ უფასო პარკირებით ისარგებლოს. ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ვინც არეგისტრირებს საკუთარ ავტომობილს, პარკირება სრულიად უფასოა. ასევე, პარკირება შშმ პირთათვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისა და ელექტრომობილებისთვის. რაც შეეხება საფასურს, ერთი საათის ღირებულება ერთი ლარია. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის დანერგვას, რა თქმა უნდა, მთელი ქალაქის მასშტაბით ვგეგმავთ“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 11:26

საზოგადოება

ნარჩენების ღამის საათებში გატანის პროექტი მთელ თბილისში გავრცელდა

1-ლი აგვისტოდან ნარჩენების ღამის საათებში გატანის საპილოტე პროექტი, რომელიც თავდაპირველად ვაკის რაიონში დაიწყო, მთელ თბილისში გავრცელდა. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

ირალი ღარიბაშვილი

04 აგვისტო 2021, 11:24

პოლიტიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ

„ძალიან საინტერესო იდეები აქვს ბატონ რატის პენიტენციურ დაწესებულებებთან დაკავშირებით. ციხეებში არსებული ვითარება იყო ჩვენი ხელისუფლების გამოწვევა, როდესაც ჩვენ მოვედით ხელისუფლებაში 2012 წელს. წამება და არაადამიანური მოპყრობა იყო ყოველდღიური პრაქტიკა ციხეებში, რაც ჩვენ, 2012 წელს, მოსვლისთანავე დავასრულეთ და დღეს გვაქვს სანიმუშო, სამაგალითო ვითარება ციხეებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ევროპის მასშტაბით ერთ-ერთ მოწინავე რიგებში ვართ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

04 აგვისტო 2021, 11:23

საზოგადოება

საცხოვრებელი ფართები სიმბოლურ ფასად დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება

„შეიძლება ითქვას, უკვე ტრადიციად გვექცა მოქალაქეებისთვის წლობით დაუკანონებელი საკუთრების დაკანონება. დღეს კიდევ 40 ოჯახს დაუკანონდება და სიმბოლურ 1 ლარად გადაეცემა საცხოვრებელი ფართები. მათგან 20 ოჯახი ნაძალადევის რაიონში ცხოვრობს, 10 ოჯახი - გლდანის რაიონში, 3 ოჯახი - სამგორის რაიონში, 3 ოჯახი - დიდუბის რაიონში, 2 ოჯახი კრწანისის რაიონში, ხოლო 2 ოჯახი - ვაკის რაიონში.

კახა კალაძე

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

„საარჩევნო პერიოდში თბილისის მერიის საჯარო მოსამსახურეთა სახელმძღვანელო ინსტრუქციასთან“ დაკავშირებით ბრძანება დღეს დამტკიცდება

„წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლების მქონე პირს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოში უკავია თანამდებობა, ეკრძალება რომელიმე პოლიტიკური პარტიის საარჩევნო კანდიდატის, საარჩევნო სუბიექტის მხარდასაჭერად ან საწინააღმდეგოდ წინასაარჩევნო აგიტაციისა და კამპანიის წარმოების პროცესში თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენება; მგონი, ყველაფერი ნათელია. ჩემი თხოვნა იქნება, ეს ინფორმაცია მაქსიმალურად ჩავშალოთ ჩვენს თანამშრომლებში, რათა მათ ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია ამ ქცევების შესახებ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

04 აგვისტო 2021, 11:18

საზოგადოება

Forbes-მა ვარძია ყველაზე შთამბეჭდავ მოსანახულებელ მიმართულებად დაასახელა

Forbes ესპანეთი 7 შთამბეჭდავ მიმართულებას ასახელებს, რომლის მონახულებაც COVID-19-ის პირობებშიც შესაძლებელია. პოპულარული გამოცემა მკითხველს ირლანდიის, ნამიბიის, ბოლივიის პარალელურად, საქართველოში ვარძიის მონახულებას ურჩევს.

04 აგვისტო 2021, 11:17

COVID19

ვაქცინაციის ხელშეწყობის მიზნით, წეროვანის დევნილთა დასახლებაში მოძრავი ამბულატორია განთავსდა

წეროვანის დასახლებაში მიმდინარე იმუნიზაციის პროცესს დევნილთა სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, ჯანდაცვის სამინისტროს სამედიცინო ჰოლდინგის ხარისხის მიმართულების ხელმძღვანელ გვანცა გასვიანსა და ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელ ნუგზარ თინიკაშვილთან ერთად გაეცნო. COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაზრდის მიზნით, მოძრავი ამბულატორიები დევნილთა დასახლებებში მომავალშიც განთავსდება.

04 აგვისტო 2021, 11:11

საზოგადოება

ვანდალებმა თბილისში მაჰათმა განდის ძეგლი დააზიანეს

ვანდალებმა თბილისში მაჰათმას ძეგლი დააზიანეს. ამის შესახებ თბილისის მთავრობის სხდომაზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

04 აგვისტო 2021, 11:09

COVID19

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების ვაქცინაცია აქტიურად გრძელდება

მათი ინფორმაციით, შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, მომსახურების სააგენტოს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, მართლწესრიგის ოფიცრებს ვაქცინაცია ჩაუტარდათ. ვაქცინაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანდაცვის სამსახურისა და სისტემაში დასაქმებული ექიმები ახორციელებენ.

04 აგვისტო 2021, 11:07

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი უწყების 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს

იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე უწყების 10-წლიან სამოქმედო გეგმას წარადგენს. ღონისძიება სიტყვით პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გახსნა, რის შემდეგადაც შეკრებილებს გეგმა ბრეგაძემ გააცნო. ღონისძიება თბილისის საკრებულოში მიმდინარეობს.

04 აგვისტო 2021, 11:03

თავდაცვა

ახალციხეში ქართულ-უკრაინული საველე სწავლება გაიმართა

ერთობლივი წვრთნების მიზანი, ქვედანაყოფებს შორის ტაქტიკურ დონეზე ურთიერთთავსებადობის ამაღლება, მრავალეროვნულ გარემოში ოპერაციების დაგეგმვისა და აღსრულების დროს ოპერატიული შესაძლებლობების დახვეწა და გაძლიერება იყო.

04 აგვისტო 2021, 11:02

საზოგადოება

მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეული სანომრე ნიშნების საბეჭდი აპარატებით აღიჭურვა

ყველა ტიპის სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნების ადგილზე დამზადება მომსახურების სააგენტოს ყველა სტრუქტურულ ერთეულშია შესაძლებელი, რაც აქამდე მხოლოდ რუსთავის, თბილისის, ბათუმისა და ქუთაისის სერვის ცენტრებში ხორციელდებოდა. იმ სტრუქტურულ ერთეულებში, რომლებშიც ამ დრომდე ადგილზე არ მზადდებოდა სატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო სანომრე ნიშნები, დაინტერესებულ პირებს წინასწარი მოთხოვნის დაფიქსირების გარეშე შეუძლიათ განაახლონ დაზიანებული, აღადგინონ დაკარგული და დაამზადებინონ მათთვის სასურველი ახალი სახელმწიფო სანომრე ნიშანი.

04 აგვისტო 2021, 11:01

პოლიტიკა

საგარეო უწყება: ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია

ინფორმაცია, თითქოს 8-9 აგვისტოს იგეგმებოდა პრემიერის ვიზიტი ესტონეთსა და ლატვიაში, არის სამწუხარო სპეკულაცია, რადგან ამ თარიღებში ვიზიტი ვერ დაიგეგმებოდა, ვინაიდან ეს გახლავთ სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის თარიღი ჩვენი ქვეყნისთვის, - ამის შესახებ imedinews-ს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში განუცხადეს.