www.imedi.ge /  09 ივნისი 2021, 10:18 / სანდო წყარო

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იმერეთის რეგიონს ეწვევა

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს იმერეთის რეგიონს ეწვევა.

მთავრობის მეთაური ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს ესტუმრება და უნივერსიტეტის პირველ კურსდამთავრებულებთან გამართავს შეხვედრას.

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი, რომლის პროექტის განვითარებაში ფონდი „ქართუ" ერთ მილიარდ ევროზე მეტ ინვესტიციას ახორციელებს, 2020 წელს, პანდემიის პერიოდში გაიხსნა. ლექციებს ქართველ პროფესორებთან ერთად კითხულობენ მეცნიერები მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტებიდან. უნივერსიტეტი დაფუძნების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან, მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან.

დღესვე, პრემიერი ქუთაისის ოლიმპიური სტანდარტის აუზის მშენებლობას გახსნის და შენობის საძირკველში სიმბოლურ კაფსულას ჩადებს.

პრემიერ-მინისტრი ქუთაისის აეროპორტის ახალ ტერმინალს გახსნის. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30 000 კვადრატულ მეტრს შეადგენს.

მთავრობის მეთაური იმერეთში სტუმრობისას ვანის განახლებულ არქეოლოგიურ მუზეუმს დაათვალიერებს.

ყველა სიახლე

21 ივნისი 2021, 13:21

თავდაცვა

ავღანეთიდან ქართველი მშვიდობისმყოფელების დაბრუნების პროცესი გრძელდება

დღეიდან ავღანეთში დისლოცირებულმა ბოლო ქართულმა ქვედანაყოფმა დაიწყო სამშობლოში დაბრუნება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მე-3 ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის პირველი ნაწილი საქართველოში ჩამოფრინდა. ქართველ მშვიდობისმყოფელებს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და დასავლეთის სარდალი, ბრიგადის გენერალი კობა გრიგოლია დახვდნენ. მათ მშვიდობისმყოფელებს „მტკიცე მხარდაჭერის მისიის“ ფარგლებში გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:20

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე 20 ივნისის მოვლენებზე: დაშლის პროცესში არსებული ხარვეზები იყო იმ ადამიანების პასუხისმგებლობა, ვინც ეს ყველაფერი დაგეგმეს

„შეგვიძლია, ეს პასუხისმგებლობა სამ ნაწილად დავყოთ. პირველია სხდომათა დარბაზში ჩატარებას რაც მოჰყვა, ერთი-მეორე პროვოკაცია, ჯერ გავრილოვისა და შემდეგ - ოპოზიციის. რა თქმა უნდა, ეს იყო ჩვენი შეცდომა, მათ შორის - ჩემი შეცდომა და ამაზე ავიღეთ პოლიტიკური პასუხისმგებლობა. მეორე - იყო პარლამენტზე შტურმისა და შეჭრის მცდელობა“.

21 ივნისი 2021, 13:18

მსოფლიო

თეთრი სახლი ჩინეთს საერთაშორისო იზოლაციით ემუქრება

ჩინეთი საერთაშორისო იზოლაციაში აღმოჩნდება, თუ თავის ტერიტორიაზე საერთაშიორისო სპეციალისტებს არ დაუშვებს, რომლებიც კორონავირუსის წარმოშობის დადგენას ცდილობენ. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:17

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ჩვენ კონსტიტუციაში ჩავწერეთ, რომ 50 დეპუტატს დამოუკიდებლად შეუძლია კომისიის შექმნა

ეს არის ოპოზიციის უფლება, - ასე ეხმაურება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ მიერ პოლიტიკური კორუფციის შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნას. მისი თქმით, ამ კომისიის მუშაობაში უმრავლესობაც ჩაერთვება.

21 ივნისი 2021, 13:12

სპორტი

იაპონელ გულშემატკივრებს ოლიმპიურ თამაშებზე დასწრების ნებართვა მისცეს

გულშემატკივრებს ეკრძალებათ ყვირილი, ხმამაღლა საუბარი და არენებზე ყოფნისას პირბადე უნდა ატარონ. თუ ქვეყანაში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იმატა, თამაშების ორგანიზატორები ამ გადაწყვეტილებას გადახედავენ.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:08

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: ოპოზიციამ თამარ ჟვანიას ბოდიში უნდა მოუხადოს - რასაც მას და მთელ საარჩევნო ადმინისტრაციას აბრალებდნენ, ვერ დაამტკიცეს

ვენეციის კომისიის შენიშვნები ძირითადად ტექნიკური ხასიათისაა. დოკუმენტში იყო რაღაცები, რაც ჩვენ არ მოგვეწონა, რაღაცები ოპოზიციას არ მოეწონა, თუმცა მთელი რიგი რეკომენდაციები გათვალისწინებული იქნება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძე

21 ივნისი 2021, 13:05

პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე მოსამართლეების დანიშვნაზე: ჩვენთვის ამოსავალია ორი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და შარლ მიშელის დოკუმენტი

„ჩავხედავთ საქართველოს კონსტიტუციასა და შარლ მიშელის დოკუმენტს, ვნახავთ, თუ რა წერია ერთში და მეორეში, ვიმოქმედებთ შესაბამისად“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 9 კანდიდატის წარდგენის შეფასებისას განაცხადა.

21 ივნისი 2021, 13:02

რეგიონი

მელე-ლასდილისა და უშგული-ლასდილის მონაკვეთებზე მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია

შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი (წყალტუბოს გადასახვევი)-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ125-კმ157 (მელე-ლასდილი) მონაკვეთზე და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ187-კმ198 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:59

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი

ყველა ფორმატსა და ტრიბუნას ვიყენებთ იმისთვის, რომ ზაზა გახელაძის თემა იყოს უმთავრესი, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, ოჯახმა იცის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ განხორციელებული ყველა კონკრეტული ქმედების შესახებ.

21 ივნისი 2021, 12:58

საზოგადოება

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს

მაშველებმა დაშავებული უცხო ქვეყნის მოქალაქე მყინვარწვერიდან თბილისში ჩამოიყვანეს. როგორც „იმედინიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან აცნობეს, რთული რელიეფის გამო და დაშავებულის მდებარეობის გათვალისწინებით, ადგილზე ქვეითი სამაშველო ჯგუფის დროულად ასვლა და ახალგაზრდა მამაკაცისთვის დახმარების აღმოჩენა ვერ მოხერხდებოდა, ამიტომ მის დასახმარებლად თბილისიდან შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს თანამშრომლები გავიდნენ.

ირაკლი ქარსელაძე

21 ივნისი 2021, 12:51

რეგიონი

ირაკლი ქარსელაძე: თბილისი-საგარეჯო-ბაკურციხის პროექტის პროექტირება დასრულებულია

მისივე განმარტებით, 85 კილომეტრიდან 35 კილომეტრი, რომელიც ყველაზე გამომწვევია თავისი ინტენსივობითა და მოთხოვნებით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

დავით ზალკალიანი

21 ივნისი 2021, 12:47

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: კომისიის მიერ შემუშავებულ დეოკუპაციის სტრატეგიაში ყველა ძირითადი მიმართულება იქნება გაწერილი

„ჩვენი მიზანი და ამბიციაა, რომ შევქმნათ საერთო, ეროვნული პროცესი და ერთობლივად შევიმუშაოთ ერთიანი სახელმწიფოებრივი მიდგომა და სტრატეგიული ხედვა დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების მიმართულებით“, - განაცხადა საგარეო უწყების ხელმძღვანელმა, დავით ზალკალიანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, დეოკუპაციის სტრატეგიის შესამუშავებლად, კომისიის შექმნის შესახებ გადაწყვეტილებაზე საუბრისას.

21 ივნისი 2021, 12:45

ეკონომიკა

MVNO ასოციაცია: ჩვენი მიზანია საქართველოში MVNO ბიზნესი განვავითაროთ, რაშიც მობილური ქსელის ოპერატორების დახმარება აუცილებელია

„იმედს ვიტოვებთ, რომ მიუხედავად არსებული სირთულეებისა, საქართველოში გაჩნდებიან MVNO-ები და ჩვენ, ყველა ერთად, შევძლებთ ფეხი ავუწყოთ სატელეკომუნიკაციო ინდუსტრიის სწრაფი განვითარების ტემპებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

21 ივნისი 2021, 12:41

მსოფლიო

ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა. ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს განცხადებაშია ნათქვამი.

21 ივნისი 2021, 12:41

თავდაცვა

თავდაცვის მინისტრმა ახალციხეში ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან ერთად, ახალციხეში, პირველი ქვეითი ბრიგადის, მე-13 მსუბუქი ქვეითი ბატალიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ჯუანშერ ბურჭულაძემ და გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა სამხედრო ბაზაზე თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი ორსართულიანი ახლადგარემონტებული ყაზარმა, საქვაბის ახალი შენობა, მულტიფუნქციური ახლადმოწყობილი სტადიონი და სველი წერტილების შენობა მოინახულეს. უახლოეს პერიოდში ბატალიონის ტერიტორიაზე სასადილოს, საინჟინრო კომუნიკაციებისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის, ასევე, დროშის ანძის მონტაჟის სამუშაოები განხორციელდება.

ირაკლი ღარიბაშვილი

21 ივნისი 2021, 12:33

პოლიტიკა

პრემიერის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართა. მინისტრთა კაბინეტმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 11 საკითხი განიხილა. საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარებისთვის საქართველოს სახელმწიფო სტრატეგიის“ შემუშავებისა და განხორციელების მიზნით, სამთავრობო კომისია შეიქმნა.

ნაფტალი ბენეტი

21 ივნისი 2021, 12:28

მსოფლიო

ისრაელის პრემიერმა ირანის ახლად არჩეულ პრეზიდენტს ჯალათი უწოდა

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ნაფტალი ბენეტმა ირანის ახლადარჩეულ პრეზიდენტს, ებრაჰიმ რაისს ჯალათი უწოდა. „მიმდინარე კვირას ირანმა ახალი პრეზიდენტი, ებრაჰიმ რაისი აირჩია. ყველა იმ ადამიანისგან, ვისი არჩევაც ხამენეის შეეძლო, მან „თეირანის ჯალათი“ აირჩია. ადამიანი, რომელიც სიკვდილის კომიტეტებს ხელმძღვანელობდა, რომელმაც წლების განმავლობაში ათასობით უდანაშაულო ირანელი სიკვდილით დასაჯა“, - აღნიშნა ნაფტალი ბენეტმა.

თეა წულუკიანი

21 ივნისი 2021, 12:25

კულტურა

თეა წულუკიანი რუსთაველის თეატრის რუსეთში გასტროლებზე: თეატრების საქმიანობაში არ ვერევი

„როდესაც მე კულტურის მინისტრად ვინიშნებოდი, თითს მიქნევდნენ, რომ „ე მანდ არ ჩაერიო შემოქმედი ხალხის საქმიანობაშიო“. შესაბამისად, გეტყვით, რომ ე, მანდ მე არ ვერევი თეატრების საქმიანობაში. ყველა თეატრი თავად წყვეტს რომელ საერთაშორისო ფესტივალზე წავიდეს გასტროლით, ეს არის შემოქმედებითი თავისუფლება. ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, საქმე უნდა გვქონდეს იმ საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალთან, რომლის გამართვის ადგილი არის სწორედ რუსეთის ფედერაცია. ამ გადაწყვეტილებაში ყველა თეატრი და ყველა სამხატვრო ხელმძღვანელი არის თავისუფალი“, - განაცხადა წულუკიანმა.

21 ივნისი 2021, 12:20

სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით თბილისში ერთი პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ძალადობის ბრალდებით, 1990 წელს დაბადებული, წარსულში ამავე დანაშაულისთვის ნასამართლევი თ.კ. თბილისში დააკავეს.

21 ივნისი 2021, 12:17

სამართალი

ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს

19 ივნისს, ბოლნისში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ფარგლებში, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1991 წელს დაბადებული ი.ჩ. დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს. განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა - ტარების ფაქტებზე გამოძიება სსკ-ის 108-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.