imedi /  09 ივნისი 2021, 19:27 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილმა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალი გახსნა

დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის, ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ახალი ტერმინალი არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი და ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე პირველი ტერმინალი. პრემიერის თქმით, ეს საშუალებას იძლევა, რომ კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს მგზავრთა ნაკადი.

„ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს. დღეს ჩვენ გავხსენით ქუთაისის ახალი ტერმინალი, რომელიც არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის და განსაკუთრებით ქუთაისისთვის. ქუთაისის აეროპორტმა დაამტკიცა, რომ გახსნის დღიდან არის ძალიან წარმატებული. ქუთაისის აეროპორტი 2019 წელს აღიარებული იქნა ყველაზე მზარდი და განვითარებადი აეროპორტი მთელი ევროპის მასშტაბით, კერძოდ, იგი არის მეორე ადგილზე. შესაბამისად, ჩვენმა მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება რამდენიმე წლის წინ, რომ აგვეშენებინა ახალი ტერმინალი, რომელიც, როგორც ხედავთ, არის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი. ის 6-ჯერ უფრო დიდია, ვიდრე იყო პირველი ტერმინალი, რაც საშუალებას მოგვცემს, რომ კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ მგზავრთა ნაკადი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

პრემიერის თქმით, ავიამიმოსვლები განახლებულია და დაახლოებით 50%-ზე მეტი ავიაკომპანია უკვე დაბრუნდა საქართველოში.

„ჩვენთვის მთავარი გამოწვევა ახლა არის პანდემიიდან ჩვენი ქვეყნის დროულად გამოსვლა, მეტი სამუშაო ადგილების შექმნა და მეტი კეთილდღეობა ჩვენი მოსახლეობისთვის. ტურიზმი ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია. ტურიზმი ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი და გენერატორი იყო ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდისა და სამუშაო ადგილების თვალსაზრისით. შესაბამისად, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სწრაფად აღდგეს ეს სექტორი.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ავიამიმოსვლები განახლებულია. დაახლოებით 50%-ზე მეტი უკვე დაბრუნდა საქართველოში, სიხშირეების 55%-ზე მეტი აღდგენილია, რაც გვაძლევს ოპტიმიზმის საფუძველს რომ ძალიან მალე აღდგება აღნიშნული სექტორიც. კიდევ ერთხელ გილოცავთ დღევანდელ დღეს, ვულოცავ აეროპორტების გაერთიანების დირექტორს და მის თანამშრომლებს, ეკონომიკის მინისტრს, ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ქუთაისის აეროპორტი საქართველოში სიდიდით მეორე საერთაშორისო აეროპორტია, რომელიც საშუალოდ წლიურად უპრეცედენტო - 35%-იანი ზრდით გამოირჩევა. განახლებული აეროპორტის ტერმინალის ფართობი დაახლოებით 6-ჯერ აღემატება ძველი ტერმინალის ფართობს და ჯამურად 30,000 კვადრატულ მეტრს შეადგენს. აეროპორტს 7 გასასვლელი აქვს და მისი წლიური გამტარუნარიანობა, მკვეთრად გამოხატული პიკური დატვირთვების პირობებშიც კი 2,500,000 მგზავრზე მეტი იქნება.

გარდა თანამედროვე და მსოფლიოში აღიარებული დიზაინისა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით, მათ შორის სრულად ავტომატიზებული ბარგის დახარისხების სისტემით, რომელიც პოლონურმა კომპანია DIMARK-მა სპეციალურად ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტისთვის დააპროექტა და რომელსაც საქართველოში ანალოგი არ აქვს.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის ახალი ტერმინალის გახსნის ღონისძიებას ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური, პარლამენტის დეპუტატები - ზაზა ლომინაძე და გივი ჭიჭინაძე, მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი, იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე, ასევე, ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, წყალტუბოს მერი გრიგოლ იოსელიანი და სამტრედიის მერი ვალერიან ფოცხვერია დაესწრნენ.

ყველა სიახლე

19 ივნისი 2021, 02:20

მსოფლიო

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

თეთრი სახლი უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა.

ჯო ბაიდენი

19 ივნისი 2021, 00:37

COVID19

ჯო ბაიდენი: კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება

კორონავირუსი არავაქცინირებული ადამიანებისთვის სერიოზულ და სასიკვდილო საფრთხედ რჩება, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა.

19 ივნისი 2021, 00:30

ტაბლოიდი

ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის სამ შვილს სასამართლოში მამის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ

ამერიკელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი აცხადებს, რომ მის სამ შვილს თავიანთი მამის, ბრედ პიტის წინააღმდეგ ჩვენების მიცემა სურდათ. ამის შესახებ გამოცემა Us Weekly წერს.

18 ივნისი 2021, 23:24

მსოფლიო

Politico: ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა

ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების პაკეტის მიწოდება დროებით შეაჩერა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრ სახლში წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ბექა ოდიშარია

18 ივნისი 2021, 22:59

პოლიტიკა

ბექა ოდიშარია: მნიშვნელოვანია, რომ საავტორო უფლებების ასოციაციამ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი და მუსიკოსებზე განაწილების პრინციპი საჯარო გახადოს

ჩვენი მთავარი პრინციპია, რომ უნდა მივიღოთ ისეთი კანონი, რომელიც დააკმაყოფილებს ყველას ინტერესს - ამის შესახებ, ბექა ოდიშარიამ კულტურის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მსჯელობდნენ.

18 ივნისი 2021, 22:36

პოლიტიკა

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ

იუსტიციის სამინისტროში შეხვედრების ოთახებს სოხუმისა და ცხინვალის სახელები მიენიჭათ. ამის შესახებ Facebook-ზე იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე წერს.

18 ივნისი 2021, 22:03

პოლიტიკა

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში სახალხო დამცველის 2020 წლის ანგარიში მოისმინეს

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას 2020 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ ანგარიში განიხილეს.

18 ივნისი 2021, 22:01

COVID19

ბოლო 24 საათში მსოფლიოში კორონავირუსის 408 ათასზე მეტი ახალი შემთხვევა დადასტურდა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსის 408 990 ახალი შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 9 749 ადამიანი ვირუსს ემსხვერპლა.

კრისტიან ერიქსენი

18 ივნისი 2021, 21:54

სპორტი

კრისტიან ერიქსენი საავადმყოფოდან გაწერეს

დანიის ნაკრების ფეხბურთელი კრისტიან ერიქსენი, რომელსაც ევრო 2020-ზე ფინეთთან მატჩის დროს გული გაუჩერდა, საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

18 ივნისი 2021, 21:49

მსოფლიო

პოლონეთი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს

პოლონეთის ვიცე-პრემიერი, იაროსლავ კაჩინსკი რუსეთს მასშტაბური კიბერშეტევის განხორციელებაში ადანაშაულებს, რის შედეგადაც პოლიტიკოსები დაზარალდნენ.

ამირან სალუქვაძე

18 ივნისი 2021, 21:42

პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე ტვ პირველს: ფალსიფიცირებული ჩანაწერები თქვენ გაქვთ, გინდათ საზღვარგარეთ წაიღეთ ექსპერტიზაზე, გინდათ მთვარეზე

სხვა რეაქციას ელოდით ცრუპენტელებისგან? გამოიყვანეს ყოფილი „ოცნებელები“ და არ ვენდობით პროკურატურასო, ექსპერტიზა თუ შსს-მ ჩაატარა, არაა სანდოო. არადა, გარკვევით თქვა პროკურორმა, რომ სამხარაულმა ჩაატარაო, - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ამირან სალუქვაძე.

18 ივნისი 2021, 21:28

სამართალი

შაორის ტბაში მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

შაორის ტბაზე მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში მეხანძრე-მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ imedinews-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს.

18 ივნისი 2021, 21:16

მსოფლიო

ნატო: რუსეთი წლების განმავლობაში უარს ამბობდა „ღია ცის ხელშეკრულების“ სრულად შესრულებაზე, მათ შორის, რუსეთ-საქართველოს საზღვართან ახლოს ფრენებზე არასათანადო შეზღუდვების დაწესებით

ღრმად ვწუხვართ, რომ რუსეთმა „ღია ცის შესახებ ხელშეკრულებიდან“ გასვლის გადაწყვეტილება მიიღო, - ნათქვამია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებაში.

18 ივნისი 2021, 21:09

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეს, მიროსლავ იენჩას შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში, შეხვედრა გამართა გაეროს გენერალური მდივნის მოადგილესთან, მიროსლავ იენჩასთან.

18 ივნისი 2021, 21:00

პოლიტიკა

კულტურის კომიტეტში საავტორო და მომიჯნავე უფლებათა დაცვის კანონში ცვლილებებზე მომუშავე სამუშაო ჯგუფი შეიქმნება

პარლამენტის კულტურის კომიტეტმა საქართველოში მოღვაწე ავტორთა და შემსრულებელთა კოლექტიური მიმართვის თაობაზე იმსჯელა. საქართველოში მოქმედმა სამასამდე ავტორმა და შემსრულებელმა საავტორო უფლებათა ასოციაციის მიერ ნაწარმოებების საჯარო შესრულებისას ჰონორარების შეგროვებასა და განაწილებაში შექმნილ პრობლემებზე პარლამენტის კულტურის კომიტეტს წერილობით მიმართეს.

სოზარ სუბარი

18 ივნისი 2021, 20:59

რეგიონი

სოზარ სუბარმა ჯავახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

ორდღიანი სამუშაო ფორმატით პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი სამცხე-ჯავახეთის რეგიონში იმყოფება.

გიორგი ხარძეიშვილი

18 ივნისი 2021, 20:48

საზოგადოება

რას ჰყვება საბერძნეთში დაკავებული გიორგი ხარძეიშვილი, რომელსაც პოლიცია მკვლელობის აღიარებას აიძულებდა

საზარელი მკვლელობა, უდანაშაულო ქართველი და რეალური დამნაშავე, რომელიც პოლიციასაც და მედიასაც ერთი თვის განმავლობაში ატყუებდა. „ქრონიკამ“ ქალაქ ღლიკანარაში მომხდარის დეტალები გაარკვია და კორიდალოს ციხეში მყოფ საქართველოს მოქალაქესთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა, რომელშიც გიორგი ხარძეიშვილი ადგილობრივი პოლიციის მხრიდან ძალადობის შესახებ ჰყვება.

ირაკლი ღარიბაშვილი

18 ივნისი 2021, 20:40

ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: ვაფასებთ საქართველოს საჭიროებებზე მსოფლიო ბანკის სწრაფ რეაგირებას და პანდემიის პერიოდში აქტიურ ჩართულობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მსოფლიო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ანა ბიერდესთან გამართულ შეხვედრას სოციალურ ქსელ Twitter-ში ეხმაურება.

ტედროს ადჰანომ გებრეიესუსი

18 ივნისი 2021, 20:35

COVID19

ჯანმოს დირექტორი: სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა განაცხადა, რომ სექტემბრისთვის თითოეული ქვეყნის მოსახლეობის, სულ მცირე, 10% ვაქცინირებული უნდა იყოს.

კარლ ჰარცელი

18 ივნისი 2021, 20:28

პოლიტიკა

კარლ ჰარცელი: იმედი მაქვს და მჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობაც“ შეუერთდება მიშელის შეთანხმებას

თითქმის 6 თვე დასჭირდა დასკვნამდე მისვლას, იყო სირთულეები, ფასილიტაცია და შემდგომ მედიაცია. ამ პროცესის 19 აპრილის შეთანხმებით დაგვირგვინებით, ჩვენ შევძელით რაღაცის მიღწევა. მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ რომ ამ შეთანხმებით, საქართველო გამოვიდა კრიზისიდან და შევიდა ახალ სიტუაციაში, სადაც დისკუსიებმა ქუჩიდან პარლამენტში გადაინაცვლა, რაც ფუნდამენტალური მნიშვნელობისაა, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განუცხადა.