იტალიის ელჩი ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტზე: ჩვენთვის ამ პროექტებში მონაწილეობა საამაყოა
ენრიკო ვალვო
ფოტო: Imedi.ge
იტალიის ელჩი საქართველოში, ენრიკო ვალვო აღნიშნავს, რომ ციცაგიანთკარის წყალმომარაგების პროექტი ათობით ოჯახის მდგომარეობას გააუმჯობესებს. მისივე თქმით, ამაყია იმით, რომ მის განხორციელებაში იტალიაც იყო ჩართული.
„ეს პროექტი მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია. ვამაყობ, რომ ჩვენ, USAID-თან და სხვა, ადგილობრივ, სახელმწიფოს წარმომადგენლებთან და სხადასხვა პარტნიორთან ერთად, დავაფინანსეთ პროექტი, რომლის ფარგლებშიც, 144 ოჯახი შეძლებს, მიიღოს წყალი, რითაც მათი მდგომარეობა გაუმჯობესდება. ჩვენთვის ამ პროექტებში მონაწილეობა საამაყოა. ხაზგასასმელია, თუ რამდენად მნიშვნელოვანია საქართველოსთვის მხარდაჭერა - თუ გავითვალისწინებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და იმას, რომ ეს სოფელი სწორედ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან იმყოფება. სწორედ ამიტომ, ხაზს ვუსვამთ ამ პროექტის მნიშვნელობას“, - აღნიშნა იტალიელმა დიპლომატმა.
ციცაგიანთკარში წყლის ახალი სისტემა მოეწყო. ადგილობრივებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი, ჰელგა მარია შმიდთან და საქართველოში აშშ-ის ელჩთან კელი დეგნანთან ერთად შეხვდა.
პროექტი გორის მუნიციპალიტეტმა, ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციისა (ეუთო) და USAID-ის პროექტ „ზრდა“-ს მხარდაჭერით განახორციელა. პროექტის გახსნის ცერემონიას, სახელმწიფო მინისტრთან თეა ახვლედიანთან ერთად, დაესწრნენ ეუთოს გენერალური მდივანი ჰელგა მარია შმიდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, იტალიის ელჩი საქართველოში ენრიკო ვალვო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, შიდა ქართლის გუბერნატორი ვალერიან მჭედლიძე და გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.
ყველა სიახლე
21 აპრილი 2026, 17:04
მსოფლიო
ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანთან ზავის გაგრძელება არ სურს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მას ირანთან ცეცხლის შეწყვეტის ვადის გაგრძელება არ სურს.
21 აპრილი 2026, 16:59
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე დიდ ბრიტანეთში ახლად დანიშნულ ელჩს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა.
21 აპრილი 2026, 16:44
საზოგადოება
მარიამ ლაშხმა მანდატურის სამსახურის დაარსების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი მანდატურის სამსახურის დაარსების დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.
21 აპრილი 2026, 16:44
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს შეხვდა
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის კიბერსივრცის ადმინისტრაციის დირექტორს, ჭუანგ ჟუნგვენს შეხვდა. ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
21 აპრილი 2026, 15:53
საზოგადოება
დავით ნარმანია: აუცილებელია რომ მეტმა ახალგაზრდამ იცოდეს რამდენად მნიშვნელოვანია ენერგეტიკის სექტორის განვითარება
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, პროფესორმა დავით ნარმანიამ, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის სემეკის საქმიანობისა და რეგულირების საკითხების შესახებ საჯარო ლექცია წაიკითხა.
21 აპრილი 2026, 15:33
მსოფლიო
CNN: ირანთან გარიგება ომის დასრულების შესახებ ახლოს იყო. მაგრამ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაწყო
ტელეკომპანია CNN-ის ინფორმაციით, ამერიკული ადმინისტრაცია ირანის ხელისუფლებასთან გარიგების დადებასთან და ამით ომის დასრულებასთან ახლოს იყო, თუმცა დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში პოსტების გამოქვეყნება დაიწყო, რამაც პროცესი დააზიანა.
21 აპრილი 2026, 15:07
პოლიტიკა
მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, მამუკა მდინარაძეს სახელმწიფო უსაფრთხოების გენერალ-მაიორის უმაღლესი სპეციალური წოდება მიენიჭა.
21 აპრილი 2026, 15:07
ჯანდაცვა
მიხეილ სარჯველაძე დიუშენის მკურნალობაზე: რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
ჯანდაცვის მინისტრმა დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის თემაზე ბრიფინგი გამართა. მინისტრმა ჟურნალისტებს ევროპისა და ამერიკის წამლის მარეგულირებელი ორგანიზაციების დასკვნები გააცნო.
21 აპრილი 2026, 14:49
სამართალი
დაკავებულია პირი, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში ეხმარებოდა
დაკავებულია პირი, რომელიც, დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებთან ერთად, გარკვეული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ყალბი ჯანმრთელობის მდგომარეობის ამსახველი სამედიცინო დოკუმენტების გამოყენებით, დახმარებას უწევდა საქართველოს მოქალაქეებს წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებაში, - აღნიშნულის შესახებ საქართველოს თავდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილემ, არჩილ ნიკოლეიშვილმა განაცხადა.
21 აპრილი 2026, 14:42
მსოფლიო
ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში დონალდ ტრამპის წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში - არა
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი უპატივცემულობას უწოდებს იმ ფაქტს, რომ უკრაინის სამშვიდობო პროცესში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლები მოსკოვში ჩადიან და კიევში კი არა.
21 აპრილი 2026, 14:34
საზოგადოება
მიცვალებულთა ხსენების დღესთან დაკავშირებით, მეუფე შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა
დღეს მიცვალებულთა ხსენების დღეა. საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ სიონის საპატრიარქო ტაძარში დიდი პანაშვიდი გადაიხადა.
21 აპრილი 2026, 14:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება
ეს არის მკვდრადშობილი გაერთიანება, ეზიზღებათ ერთმანეთი. ჩემზე შეიძლება უფრო პიარულად თქვან ცუდი, ვიდრე თავის ე.წ. თანამებრძოლზე, მაგრამ შინაგანად ის უფრო ეზიზღება, - ასე ეხმაურება პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ოპოზიციაში არსებულ დაპირისპირებას.
21 აპრილი 2026, 14:31
სპორტი
ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა
ბათუმში ძალოსნობის ლეგენდარული ქართველი მწვრთნელის, ივანე(ვანო) გრიქუროვის წიგნის „ვარსკვლავების ჩრდილში“ პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციას საქართველოს სპორტის მინისტრი შალვა გოგოლაძე დაესწრო.
21 აპრილი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ევრობიუროკრატებზე: კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს
კარგი იქნებოდა, რომ 2024 წლის არჩევნებისათვის თვალი გაესწორებინათ და ქუჩაში გამოსული დემონსტრანტებისათვის ტაში არ დაეკრათ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობის დროს, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას.
21 აპრილი 2026, 14:23
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: სააკაშვილი მოითხოვს, რომ ის იყოს ყველა მხრიდან უპირობოდ აღიარებული. სანამ ეს ასე არ იქნება, მანამდე ის ერთგვარ შოლტს გადაუჭერს ხოლმე მის მიერ გაზრდილ ურჩებს
ვფიქრობ, რომ სააკაშვილი-ბოკერია-გვარამიას არც ერთობას და არც ცალკე ყოფნას, საქართველოში, პოლიტიკაში რაიმე რეალური სასიკეთო პერსპექტივა არ გააჩნია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა.
21 აპრილი 2026, 14:22
პოლიტიკა
არჩილ გორდულაძე ოპოზიციაში დაპირისპირებაზე: ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს
ვიცით, რომ ამ ადამიანებს ერთმანეთი ეზიზღებათ, შიდა კონკურენცია აქვთ, მათ შორის იმასთან დაკავშირებით, ვინ უფრო მაღალ თანამდებობას დაიკავებს და ვინ უფრო უკეთ შეეცდება მიღებული დავალების შესრულებას, - განაცხადა „ქრონიკასთან“ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ.
21 აპრილი 2026, 14:21
პოლიტიკა
ლუქსემბურგში ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს, სადაც გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება
ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომა მიმდინარეობს. შეხვედრაზე გერმანიისა და საფრანგეთის ინიციატივით საქართველოს საკითხიც განიხილება. მინისტრთა ნაწილი ისევ სანქციებზე ამახვილებს ყურადღებას. საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა და შეხვედრის მონაწილეებმა კომენტარებიც გააკეთეს.
21 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა, ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა
ოპოზიციაში ისევ დაპირისპირებაა. ამჯერად ოპოზიციური ალიანსის კრიტიკის სამიზნე მიხეილ სააკაშვილი და მის მიერ დაწერილი სტატუსი გახდა
21 აპრილი 2026, 14:19
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ევრობიუროკრატებზე: ჩვენ ვეუბნებით, რომ ნებისმიერ დროს ჩამოვალთ ბრიუსელში სალაპარაკოდ, ოღონდ არა აღქმებზე, ფაქტებზე სალაპარაკოდ. გამოიყენონ პრემიერის ეს შეთავაზება და „გვამხილონ“, რომ რასაც ჩვენ ვამბობთ არის ტყუილი
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი, ლუქსემბურგში ევროკავშირს წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება.
21 აპრილი 2026, 14:01
კულტურა
თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა
საქართველოს კულტურის მინისტრმა თინათინ რუხაძემ, საფრანგეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ლევილის ქართველთა მამულში განხორციელებული და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.


