15 ივნისი 2021, 17:16 / სანდო წყარო

ნინოწმინდის პანსიონში ხელმძღვანელის უფლებამოსილების გადაბარება დაიწყო

მას შემდეგ, რაც მეუფე სპირიდონი მეუფე იაკობმა შეცვალა, ნინოწმინდის პანსიონში გადაბარების პროცესი მიმდინარეობს. პანსიონში საპატრიარქოს წარმომადგენლები იმყოფებიან. ადგილზეა პანსიონის ახალი ხელმძღვანელიც.

ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ პანსიონის ახალ ხელმძღვანელთან აქტიურ თანამშრომლობას აპირებენ. კანონის მიხედვით, ქვეყანაში 2022 წლის აპრილამდე, დიდი ზომის პანსიონები აღარ უნდა იყოს და თანამშრომლობა ამ მიმართულებითაც იგეგმება.

„რა თქმა უნდა, ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს საპატრიარქოსთან ამ მიმართულებით მუშაობას. ასეთი გადაწყვეტილებები სპონტანურად ვერ მიიღება. ამას სჭირდება მომზადება და შესაფერისი დაგეგმვა, რათა, ბავშვების საუკეთესო ინტერესების დაცვით, უსაფრთხოდ, ისინი გადავიდნენ სხვა დაწესებულებებში, რა თქმა უნდა, ახალი ხელმძღვანელობის პირობებში, იმის შესაძლებლობა, რომ ეს მოლაპარაკებები კიდევ უფრო ეფექტიანად გაგრძელდეს, იზრდება. ამდენად, ჩვენ, ამ მიმართულებით, მუშაობას ვაგრძელებთ“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია.

3 ივნისს შსს-მ ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში აღსაზრდელების მიმართ შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში, სავარაუდო ძალადობის შესახებ, თავად ბენეფიციარებმა „ქრონიკასთან“ ისაუბრეს. არასრულწლოვნები ამბობენ, რომ შემთხვევების შესახებ მეუფე სპირიდონი არ იყო ინფორმირებული, მათზე აღმზრდელები ზემოქმედებნენ. რომელთა ნაწილი გათავისუფლებულია, თუმცა ნაწილი ისევ ადგილზე რჩება. კითხვაზე - იცოდა თუ არა მეუფე სპირიდონმა ამ ფაქტების შესახებ, ბავშვები ამბობენ, რომ მათ ვერ შეძლეს მეუფესთვის ეთქვათ, როგორ ძალადობდნენ მათზე აღმზრდელები და ასევე ვერ მოახერხეს, რომ ეს ამბავი ვინმესთვის ეთქვათ.

5 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლოს დროებითი განჩინების მიხედვით, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შუამდგომლობა ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონიდან ყველა ბავშვის გაყვანასთან დაკავშირებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა.

მეუფე იაკობის თქმით, ნინოწმინდის პანსიონში იმდენი ბავშვი დარჩება, რამდენსაც მოესურვება.

14 ივნისს ცნობილი გახდა, რომ ნინოწმინდის პანსიონს მეუფე იაკობი უხელმძღვანელებს.

ყველა სიახლე

31 ივლისი 2021, 17:04

COVID19

„ასტრაზენეკას“ მოქმედება კიდევ ერთი კვლევით შეისწავლეს. რა დაადგინეს მეცნიერებმა

„ასტრაზენეკას“ ვაქცინის ეფექტიანობისა და უსაფრთხოების დასადგენად, კიდევ ერთი კვლევა ჩატარდა. „AZD1222-ის ვაქცინის უსაფრთხოება და რეაქტოგენურობა საუდის არაბეთში“ - ასე ჰქვია კვლევას, რომლის ფარგლებშიც, შემთხვევითი შერჩევით, 1 592 აცრილი პირი გამოიკვლიეს.

31 ივლისი 2021, 16:46

მსოფლიო

თურქეთში ერთი ოჯახის 7 წევრი მოკლეს

ცენტრალურ თურქეთში, კონიას პროვინციაში, შეიარაღებულა პირებმა ერთი ოჯახის შვიდი წევრი მოკლეს. ოჯახის ახლობლებისა და ადვოკატის განცხადებით, მკვლელობა ეთნიკური ნიშნით იყო მოტივირებული, რადგან ისინი ქურთები იყვენენ. ამას უარყოფს პროკურატურა.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 16:45

სპორტი

ანტონ პლესნოიმ ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ორჭიდის ჯამში 387 კილოგრამით მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 16:09

მსოფლიო

თურქეთში, ტყის ხანძრების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

სამხრეთ თურქეთში, სადაც 40-მდე სხვადასხვა ადგილას, ტყის ხანძრებს ებრძვიან, უკვე 6 ადამიანი დაიღუპა. მეხანძრე-მაშველებმა დღეს, ანტალიაში, მანავგატის დასახლებაში, კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, ორი დაშავებული კი, საავადმყოფოშია გადაყვანილი. ამ დასახლებაში, ხანძრის გამო, უკვე 275 ადამიანი დაშავდა.

31 ივლისი 2021, 15:57

მსოფლიო

ერაყში, დაკრძალვის პროცესიაზე თავდასხმას 10-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ჩრდილოეთ ერაყში, სალადინის პროვინციაში, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები პროცესიას დაესხენ თავს. შედეგად, 10-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ერაყის უშიშროების სამსახურის ცნობით, მოკლულია 13 პირი, დაშავდა 45. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელები დაჯგუჯება „დაეშის“ წევრები არიან.

ანტონ პლესნოი

31 ივლისი 2021, 15:45

სპორტი

ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ოლიმპიურ თამაშებზე ატაცში მესამეა

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე 96 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველი ძალოსანი ანტონ პლესნოი ატაცში მესამე ადგილზე გავიდა.

31 ივლისი 2021, 15:37

საზოგადოება

31 ივლისი რეინჯერთა მსოფლიო დღეა

თბილისის ეროვნულ პარკში რეინჯერთა მსოფლიო დღე აღინიშნა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩ კელი დეგნანთან ერთად, რეინჯერებს პროფესიული დღე მიულოცა და სიმბოლური საჩუქრები გადასცა. ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

31 ივლისი 2021, 15:13

სამართალი

რას ჰყვებიან თბილისში დაკარგული ავსტრალიელი ტურისტის მეგობრები

მეორე დღეა, თბილისში, მეგობრები და სამართალდამცველები 31 წლის ავსტრალიელ ქალს -შანაი ბრუკს ეძებენ. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის სათვალთვალო კამერებმა გუშინ, დაახლოებით, 15:30 საათზე, ვერაზე, საცხოვრებელ სახლთან დააფიქსირეს.

ნოვაკ ჯოკოვიჩი

31 ივლისი 2021, 15:02

სპორტი

ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა

სერბმა ჩოგბურთელმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე შერეულ წყვილთა თანრიგში ბრინჯაოს მედლისთვის ასპარეზობაზე უარი თქვა. ინფორმაციას ამის შესახებ ოლიმპიური თამაშების Twitter-ის გვერდი ავრცელებს.

ივანე ჩხაიძე

31 ივლისი 2021, 14:51

COVID19

ივანე ჩხაიძე: ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს

„ბოლო 4 დღის განმავლობაში, ყოველდღიურად, 3 ათასზე მეტი ინფიცირებული მკვეთრად გაუარესებულ ეპიდვითარებაზე მიუთითებს“, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.

31 ივლისი 2021, 14:34

COVID19

პედაგოგების რეგისტრაციის გარეშე ვაქცინაციისთვის, სამედიცინო უნივერსიტეტში ცალკე სივრცე მოეწყობა

„მოეწყობა ერთი ცალკე სივრცე პედაგოგიური პერსონალისთვის, რომელთაც შეუძლიათ, რეგისტრაციის გარეშე, მობრძანდნენ და ჩაიტარონ ვაქცინაცია მათთვის სასურველ დროს“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

31 ივლისი 2021, 14:20

COVID19

ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს - შეგვიძლია, ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ

„დღეის მდგომარეობით, საქართველოში არცერთი ვაქცინის დეფიციტი არ არსებობს. ჩვენ შეგვიძლია, შესაბამისად ვაკონტროლოთ მოთხოვნა-მიწოდების ბალანსი და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

გივი მიქანაძე

31 ივლისი 2021, 14:17

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს, რაოდენ ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრის, ფრაქცია ქართული ოცნების“ თავმჯდომარის გივი მიქანაძის განცხადებით, აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასეთი მხარდაჭერა პირდაპირ მიუთითებს იმაზე, თუ რაოდენ მნიშვნელოვანი და ღირებული პარტნიორია საქართველო აშშ-ისთვის. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

დავით ზალკალიანი

31 ივლისი 2021, 14:13

პოლიტიკა

დავით ზალკალიანი: საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში

საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის განცხადებით, საქართველო კვლავ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ამერიკის საგარეო პოლიტიკის დღის წესრიგში. ასე აფასებს ის იმ ფაქტს, რომ აშშ-ის 2022 ფისკალური წლისთვის სახელმწიფო ბიუჯეტში შენარჩუნებულია მნიშვნელოვანი ჩანაწერი საქართველოს რეგიონების დეოკუპაციისა და არაღიარების თვალსაზრისით.

ილონ მასკი

31 ივლისი 2021, 14:02

მსოფლიო

ილონ მასკი: არაფრის დირექტორობა აღარ მინდა

„Tesla-ს აღმასრულებელ დირექტორზე ახალი წიგნი გამოდის. ერთ-ერთი ისტორია 2016 წელს მომხდარ ამბავს უკავშირდება - როდესაც Tesla-ს პრობლემები შეექმნა, მასკი დაუკავშირდა Apple-ის წარმომადგენელს, ტიმ კუკს, რომელსაც, მისი აზრით, კომპანიის ყიდვა შეეძლო“.

31 ივლისი 2021, 13:53

რეგიონი

თელავში აფხაზეთიდან დევნილებთან შეხვედრა გაიმართა

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულ ირაკლი შიოშვილთან და თელავის მუნიციპალიტეტის მერ შოთა ნარეკლიშვილთან ერთად ქალაქ თელავში, სოხუმის ქუჩაზე მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე ადგილზე გაეცნო დევნილი მოსახლეობის პრობლემებსა და საჭიროებებს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად მათზე დროული რეაგირებისა და გადაჭრის გზებზე იმსჯელა.

31 ივლისი 2021, 13:25

სამართალი

ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა

შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა პოლიციის დეპარტამენტების ხელმძღვანელებთან სამუშაო თათბირი გამართა. შსს-ს ინფორმაციით, რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების დირექტორებთან შეხვედრას მინისტრის პირველი მოადგილე, შალვა ბედოიძე დაესწრო.

31 ივლისი 2021, 13:21

COVID19

დუშეთის მუნიციპალიტეტში საყოველთაო ვაქცინაცია მიმდინარეობს

ქალაქ დუშეთში, მოქალაქეთა მასობრივი ვაქცინაციის ფარგლებში, „ჯეო ჰოსპიტალს“-ის დუშეთის სამედიცინო ცენტრში, საყოველთაო აცრა მიმდინარეობს. ვაქცინაციის ჩასატარებლად მისულ მოქალაქეებს იმუნიზაციის ორ კაბინეტში შეუფერხებლად შეუძლიათ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ჩატარება. კლინიკაში მობილიზებულია სამი ამცრელი ბრიგადა.

ეკატერინე ტიკარაძე

31 ივლისი 2021, 13:00

COVID19

ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკურ სექტორში მობილიზებული 7 ათასამდე საწოლიდან 6 ათასამდე საწოლი უკვე დაკავებულია

„დღესდღეობით, კლინიკურ სექტორში, 7 ათასამდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის, ინტენსიურ განყოფილებაში 1200-მდე პაციენტი მკურნალობს, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო“, - აცხადებს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე.

31 ივლისი 2021, 12:59

სამართალი

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შსს-მ გამოძიება დაიწყო

თბილისში დაკარგული ტურისტის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ამ დროისთვის აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს, გამოძიება კი სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით დაიწყო, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.