imedi /  09 აგვისტო 2021, 20:28 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ნინო ლაცაბიძე არის ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა რუსთავში, „ქართული ოცნების“ რუსთავის მერობის კანდიდატის წარდგენისას განაცხადა.

როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ნინო ლაცაბიძე არის დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება რუსთავს და რუსთაველებს.

„ჩვენ ყველა თვითმმართველ ქალაქში და მუნიციპალიტეტში შევარჩიეთ ღირსეული კანდიდატები, რომლებიც ბოლომდე დაიხარჯებიან და წარმოადგენენ ჩვენს გუნდს, ჩვენს პარტიას და ბოლომდე ემსახურებიან ჩვენს მოსახლეობას. ქალაქ რუსთავში ჩვენ შევარჩიეთ გამორჩეული კანდიდატი, რომელიც არის რუსთავიდან და ძალიან კარგად ესმის რუსთავის და რუსთაველების პრობლემა, გამოწვევა, რომელიც არის საქართველოს პარლამენტის წევრი, მაგრამ ამის მიუხედავად, მან გადაწყვიტა, რომ დატოვოს პარლამენტი და თავად ემსახუროს რუსთავს და რუსთაველებს. ეს გახლავთ ქალბატონი ნინო ლაცაბიძე. ნინო არის მართლაც გამორჩეული ადამიანი, ოთხი შვილის დედა. საჯარო მმართველობის დოქტორი. ძალიან დიდი გამოცდილების მქონე ღირსეული კანდიდატი, რომელიც მოემსახურება ჩვენს რუსთავს და რუსთაველებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

11 მაისი 2026, 11:01

საზოგადოება

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა თბილისში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის ფაქტები გამოავლინა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის გარემოსდაცვითი პატრულირებისა და სწრაფი რეაგირების თანამშრომლებმა დედაქალაქში ნარჩენების მართვის კოდექსის დარღვევის 5 ფაქტი გამოავლინეს.

11 მაისი 2026, 11:01

სამართალი

ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, სგპ ,,სარფში“ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერება და ფსიქოტროპული მედიკამენტები აღმოაჩინეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტი - ,,სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული საბაჟო პროცედურებისა და ოპერატიული საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერებისა და ფსიქოტროპული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის 3 ფაქტი აღკვეთეს. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

კაია კალასი

11 მაისი 2026, 11:00

მსოფლიო

კალასის განცხადებით, მაისის ბოლოს ევროკავშირი პუტინთან მოლაპარაკებების საკითხსა და რუსეთისადმი წასაყენებელ მოთხოვნებს განიხილავს

„რუსეთთან დაკავშირებით უნდა განვიხილოთ, თუ რაზე გვსურს მათთან საუბარი. სწორედ ამიტომ, გვიახლოვდება შეხვედრა საგარეო საქმეთა მინისტრებთან, სადაც განვიხილავთ ჩემ მიერ წარდგენილ წინადადებებს არსებული საკითხების გადასაჭრელად“, - განაცხადა კალასმა.

ცოტნე ანანიძე

11 მაისი 2026, 10:58

პოლიტიკა

ცოტნე ანანიძე 26 მაისთან დაკავშირებით გვარამიას განცხადებაზე: გეგმა არ აქვთ და პასუხისმგებლობას ხალხს აჩეჩებენ. გზავნილი - „ერთად გადავწყვიტოთ“, იმისთვის სჭირდებათ, რომ მომავალი პოლიტიკური ფიასკო რამდენიმე ასეულ მომხრეს გადააბრალონ

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა გვარამიას, განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც: „26 მაისს რუსთაველზე, ბევრნი უნდა ვიყოთ - გადავწყვიტოთ, რა გზით ვიბრუნებთ სამშობლოს, ერთად გადავწყვიტოთ და ერთად აღვასრულოთ!“

11 მაისი 2026, 10:46

საზოგადოება

საპატრიარქო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა შეუფერხებლად შეეძლებათ

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გაფართოებული კრების მიმდინარეობისას მორწმუნეებს შეუფერხებლად შეეძლებათ ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძრის ეზოში ფეხით შესვლა.

11 მაისი 2026, 10:46

მსოფლიო

CNN: აშშ-ის სადაზვერვო ავიაციამ კუბის სანაპიროებთან აქტივობა მკვეთრად გაზარდა. მსგავსი რამ ვენესუელასა და ირანში დაწყებული ოპერაციების წინ შეინიშნებოდა

ფრენების უმეტესობა კუბის 2 უდიდესი ქალაქის - ჰავანისა და სანტიაგო-დე-კუბას მახლობლად სრულდებოდა. ფრენების ძირითად ნაწილს მეთვალყურეობისა და დაზვერვისთვის განკუთვნილი საპატრულო თვითმფრინავები, P-8A Poseidon-ები ახორციელებდნენ. ასევე გამოიყენებოდა რადიოელექტრონულ დაზვერვაზე სპეციალიზებული RC-135V Rivet Joint-ები და რამდენიმე სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი MQ-4C Triton.

11 მაისი 2026, 10:44

სამართალი

სამართალდამცველებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტი აღკვეთეს - დაკავებულია უცხო ქვეყნის მოქალაქე

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოსა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში შემოტანის ბრალდებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს.

11 მაისი 2026, 10:38

სამართალი

პოლიციამ თბილისში ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ქურდობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, - ინფორმაციას შსს ავრცელებს.

11 მაისი 2026, 10:36

სამართალი

სამეგრელოს პოლიციამ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო - დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მესტიის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ბრალდებით 1 პირი დააკავეს.

ნარენდრა მოდი

11 მაისი 2026, 10:26

მსოფლიო

ნარენდრა მოდიმ ინდოელები რთული პერიოდის შესახებ გააფრთხილა და ქვეყანაში საწვავის დაზოგვისთვის რჩევები მისცა

„პატრიოტიზმი მხოლოდ ქვეყნისთვის სიცოცხლის გაწირვის მზადყოფნა არ არის, არამედ რთულ დროს დისციპლინირებული ცხოვრების წესიც“, - აღნიშნა მან. მოდიმ მოსახლეობას რამდენიმე რჩევა გასცა, რომლებიც ქვეყანას საწვავის ხარჯების დაზოგვასა და ეკონომიკის განვითარებაში დაეხმარება.

11 მაისი 2026, 09:57

რეგიონი

ტაშისკარის სარწყავი სისტემის მოდერნიზაცია-რეაბილიტაციის პროექტი ფერმერებს გააცნეს

პროექტის პრეზენტაციას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და კომპანიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მათი განცხადებით, სამელიორაციო სექტორში მიმდინარე რეფორმის ფარგლებში რამდენიმე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება, რაც სასოფლო-სამეურნეო წარმოების განვითარებას მნიშვნელოვან სტიმულს მისცემს.

ბორის პისტორიუსი

11 მაისი 2026, 09:42

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი კიევში ჩავიდა

გერმანული მედიის ცნობით, პისტორიუსი უკრაინის მთავრობის წარმომადგენლებთან შეიარაღების წარმოების სფეროში თანამშრომლობის გაფართოების საკითხების განხილვას გეგმავს. ვიზიტის სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.

11 მაისი 2026, 09:32

ეკონომიკა

ინგა ფხალაძე მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორს სამხრეთ კავკასიაში როლანდ პრაისს შეხვდა

როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, მსოფლიო ბანკის აქტიური მხარდაჭერით, წარმატებით მიმდინარეობს შავი ზღვის ფსკერის კვლევის მოსამზადებელი სამუშაოები. შეხვედრის მონაწილეებმა ისაუბრეს აღნიშნული კვლევის შესრულების დეტალებზე და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, რაც კაბელის მარშრუტის დეტალიზაციას, გარემოსდაცვით და სხვა მიმართულებებს უკავშირდება. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც შეხვედრის ფარგლებში ასევე იმსჯელეს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელის კომპონენტი იყო, რომელიც ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

დონალდ ტრამპი და სი ძინპინი

11 მაისი 2026, 09:15

მსოფლიო

დონალდ ტრამპი ჩინეთში მიმდინარე კვირას ჩავა

საგარეო უწყების მოკლე განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი ვიზიტს ჩინეთის ლიდერის, სი ძინპინის მიწვევით განახორციელებს. ჩინეთის უწყების მონაცემებით, ვიზიტი 13-დან 15 მაისამდე გაგრძელდება.

ანდრის სპრუდსი

11 მაისი 2026, 08:59

მსოფლიო

დრონებთან დაკავშირებული ინციდენტის შემდეგ, ლატვიის თავდაცვის მინისტრი გადადგა

ლატვიის თავდაცვის მინისტრმა თანამდებობა დატოვა. ანდრის სპრუდსის პოსტიდან წასვლას წინ უძღოდა ლატვიის ტერიტორიაზე ორი უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატის ჩამოვარდნა, რომლებიც ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსეთიდან შეფრინდნენ. ინციდენტი ლატვიაში ხუთშაბათს მოხდა.

11 მაისი 2026, 08:49

კულტურა

ეროვნული სასახლის 85 წლის იუბილე საზეიმო წარმოდგენით აღინიშნა

1941 წლის 2 მაისს ეროვნული სასახლის ისტორიული შენობა ბავშვებს გადაეცა და მას შემდეგ ეს სივრცე ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული, უდიდესი არაფორმალური განათლების ცენტრია. სასახლემ არაერთი წარმატებული თაობა აღზარდა: მეცნიერები, მსახიობები, მხატვრები, მწერლები, პოეტები, მუსიკოსები, მოჭადრაკეები და საზოგადო მოღვაწეები.

11 მაისი 2026, 08:42

სპორტი

საქართველოში საქველმოქმედო გარბენი Wings for Life World Run გაიმართა

მსოფლიო მასშტაბით მონაწილეთა მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების კვლევების მხარდაჭერა. რეგისტრაციიდან მობილიზებული თანხის 100% სრულად მოხმარდება კლინიკური და სამედიცინო კვლევების დაფინანსებას. 2014 წლიდან დღემდე ფონდმა საქველმოქმედო მიზნებისთვის 69.7 მილიონი ევრო მოიზიდა.

ვიქტორ ორბანი

11 მაისი 2026, 08:35

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის

„პატრიოტული პოზიციიდან გადახვევა, ბრიუსელის წინაშე კაპიტულაცია ან მისი თაყვანისცემა უზარმაზარი სტრატეგიული შეცდომა იქნება და უნგრეთი ამისთვის დიდ ფასს გადაიხდის. თუ ბრიუსელში არ იბრძოლებ, გაგთელავენ, დაგაგდებენ და გაგძარცვავენ. ახალმა ხელისუფლებამ ეს უნდა გაიგოს. ჩემთვის ჯერ კიდევ არ არის ნათელი, რომ ეს ესმით, მე ჯერ ვერ ვხედავ“, - განაცხადა ორბანმა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

11 მაისი 2026, 08:31

მსოფლიო

ზელენსკი: ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს

„ახლა უკვე თავად პუტინი ამბობს, რომ ბოლოს და ბოლოს, მზადაა რეალური შეხვედრისთვის. ჩვენ ცოტათი ვუბიძგეთ ამისკენ და შეხვედრისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვართ. ახლა ფორმატის შერჩევაა საჭირო. ეს ომი უნდა დასრულდეს და უსაფრთხოება გარანტირებული უნდა იყოს“, - განაცხადა ზელენსკიმ.

11 მაისი 2026, 08:17

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

თბილისში დღეს ხანმოკლე წვიმაა მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით +25 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +14 გრადუსი იქნება.