imedi /  13 აგვისტო 2021, 14:32 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: ბიძინა ივანიშვილმა 2012 წელს სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად გამოაცხადა და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით, 2012 წელს მეღვინეობის კომპანიების რაოდენობა არ აღემატებოდა 39-ს, დღეს 300-ზე მეტია

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

მევენახეობის მიმართულებით 2012 წელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით - მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, „ქართული ოცნების“ ყვარლის მერობის კანდიდატის, გივი ზაუტაშვილის წარდგენაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ქვეყნის შემდგომი განვითარების გეგმებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ქვეყანა თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ივლის წინ, 10 წელიწადში საქართველო ევროპული ტიპის სახელმწიფოდ იქცევა.

„ჩვენი გეგმის მიხედვით, ჩვენ სოფლის მეურნეობაში ჩავდებთ ძალიან დიდ ინვესტიციებს, დაახლოებით 7 მილირდი ლარის ინვესტიციას, ჯამში, კერო სექტორთან ერთდ, 20მილიარდი ლარის ინვესტიციაა დაგეგმილი კერძო სექტორთან ერთად, მომდევნო წლების განმავლობაში. ჩვენ თუ თანმიმდევრული, მტკიცე ნაბიჯებით ვივლით წინ, 10 წელიწადში შეიძლება, ჩვენი ქვეყანა რეალურად გარდავქმნათ და ვაქციოთ ევროპული ტიპის სახელმწიფოდ. ს უნდა იყოს ჩვენი მთავრი საზრუნავი. ეს ნიშნავს იმას, რომ ყველა რეგიონის მიხედვით დამუშავებული გვაქვს გეგმები, ვიცით რა უნდა გავაკეთოთ თითოეულ მუნიციპალიტეტში, როგორ ავითვისოთ თითოეული გოჯი მიწა, რა კულტურები გავაშენოთ, როგორ დავეხმაროთ მოსახლეობას, როგორ გავუშენოთ, როგორ ვასწავლოთ ამის მივლა-პატრონობა, შევქმნათ გადამამუშავებელი საწარმოები, პროფესიული სასწავლებლები ადგილზე, ყველა მუნიციპალიტეტში. ეს გეგმები გვაქვს და ამ მიზნებით მოვდივართ და მინდა ეს სათქმელი ჩამოვიტანო თქვენამდე.

ეკონომიკის მიმართულებით გვაქვს სერიოზული გეგმები - რეალური ინდუსტრიისა და ადგილობრივი წარმოების განვითარების მიმართულებით. 1300-ზე მეტი ახალი საწარმო დაფინანსდება მომდევნო წლების განმავლობაში. დაიხარჯება მილიარდი ლარი მომდევნო 3 წელიწადში, იმისათვის, რომ დაფინანსდეს ადგილობრივი წარმოება. მეტი ადგილობრივი წარმოება გვჭირდება ყველგან, ყველა მუნიციპალიტეტის დონეზე უნდა ჩავიდეთ ეტაპობრივად. ეს ჩვენი ვარაუდით, წარმოშობს 100 000 ახალ სამუშაო ადგილს. მანამდე „აწარმოე საქართველოს“ პროგრამით დაფინანსებულია ასეულობით საწარმო. მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და შეიქმნა 20 000 ახალი სამუშაო ადგილი. 50 000 ბენეფიციარი ყავს ჩვენს პროგრამებს. პროგრამას „აგროკრედიტი“, იაფი სესხის პროგრამაა. „დანერგე მომავალი“. 1700-ზე მეტი სამაცივრე მეურნეობა განვითარდა ჩვენი დაფინანსებით. „დანერგე მომავლის“ პროგრამის ხელშეწყობით გაშენდა 13 000 ჰექტარზე მეტი ხეხილის ბაღები, მრავალწლოვანი კულტურები.

ვიმყოფებით რა კახეთში, უნდა შევახსენო მოსახლეობას, მევენახეობის მიმართულებით 2012 ელს იყო სერიოზული პრობლემა, როცა ჩვენ მოვედით. მაშინ ჩვენმა დამფუძნებელმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გამოაცხადა, რომ სოფლის მეურნეობა იქნება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და მილიარდობით ლარი ჩაიდო ამ მიმართულებით. 300-დან 350 მილიონამდე შემოდის ყოველწლიურად, მხოლო რთველის სახით - მხოლოდ მევენახეობის, ყურძნის გადამუშავებისთვის კახეთის რეგიონში. მოსავლიანობა გაიზარდა 300 000 ტონამდე. 2012 წელს ეს იყო მხოლოდ 52 000 ტონა. მაშინ მეღვინეობის კომპანიების საერთო ჯამი არ აღემატებოდა 39-ს. დღეს არის 300-ზე მეტი ქართული ღვინის კომპანია და იქმნება ძალიან დიდი დოვლათი. გაშენდა 6400 ჰექტარი ახალი ვენახი. ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობას სჯერა და ჩართულები არიან ამ პროგრამების ათვისებაში, მაგრამ კიდევ უფრო უნდა გავზარდოთ ხელმისაწვდომობა. წეღან ბატონი ლევან დავითაშვილი ამბობდა - იაფ და გრძელვადიან ფულზე უნდა ჰქონდეს ჩვენს მოსახლეობას ხელმისაწვდომობა. ამ ყველაფრის უზრუნველყოფას ვაკეთებთ ჩვენ - მთავრობა, რა თქმა უნდა, ბიზნესთან ერთად, ამიტომ, მაქსიმალური ხელშეწყობა გექნებათ თქვენ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 19:22

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ევროკავშირმა უნდა აღიაროს და პატივი სცეს ჩვენს განსხვავებულობას

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ ევროპამ მიგრაციულ კრიზისი „არასწორად მართა“, რამაც ხალხის უსაფრთხოების განცდა შეარყია.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:58

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან. მოხარული ვიქნები, რომ გესტუმროთ თბილისში - მოუთმენლად ველი თქვენთან თანამშრომლობას

ცხადია, კარგ ურთიერთობას განვაგრძობთ საქართველოსთან, - გნაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა. მისივე თქმით, იგი მოუთმენლად ელის საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:51

მსოფლიო

პეტერ მადიარი აცხადებს, რომ აშშ-თან კარგი ურთიერთობები სურს, თუმცა ტრამპთან დარეკვას არ აპირებს

უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა, ამერიკის შეერთებულ შტატებთან მომავალ ურთიერთობებზე ისაუბრა.

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 18:38

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება

ჩვენ მხარს არ ვუჭერთ უკრაინის დაჩქარებულ გაწევრიანებას ევროკავშირში, რადგან საუბარია ქვეყანაზე, რომელიც ომის მდგომარეობაში იმყოფება, - განაცხადა უნგრეთის მომავალმა პრემიერ-მინისტრმა, პეტერ მადიარმა.

13 აპრილი 2026, 18:27

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის საავტომობილო გზაზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია,

პეტერ მადიარი

13 აპრილი 2026, 17:33

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენი სახელმწიფო არ აპირებს არცერთი უცხო ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევას. მოვუწოდებ ყველა უცხოურ სახელმწიფოს, რომ შეხედონ უნგრეთს, როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ, სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს

უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პეტერ მადიარმა პირველი პრესკონფერენცია გამართა. მისი განცხადებით, უნგრეთი არ აპირებს არცერთი უცხო სახელმწიფოს შიდა საქმეებში ჩარევას. მან ასევე ყველა სახელმწიფოს მოუწოდა, შეხედონ უნგრეთს როგორც თავისუფალ, დამოუკიდებელ და სუვერენულ ევროპულ სახელმწიფოს.

ემანუელ მაკრონი და კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 17:20

მსოფლიო

საფრანგეთი და ბრიტანეთი ჰორმუზის სრუტეში მიმოსვლის აღდგენის საკითხზე საერთაშორისო კონფერენციას გამართავენ

ემანუელ მაკრონმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ კონფერენციაში ის ქვეყნები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც სურთ თავისი წვლილი შეიტანონ ჰორმუზის საკითხის მშვიდობიანად მოგვარებაში. გაერთიანებული სამეფოს პრემიერმა განაცხადა, რომ ლონდონი ჰორმუზის ბლოკირებას მხარს არ უჭერს, მიესალმება პრობლემის დიპლომატიური გზით გადაწყვეტას და არ დაუშვებს ახლო აღმოსავლეთის ომში გაერთიანებული სამეფოს ჩართვას.

13 აპრილი 2026, 17:12

მსოფლიო

მაიკ ბენცი და რობ შნაიდერი უნგრეთის არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ

უნგრეთში ოპოზიციური პარტიის გამარჯვებასთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი მაიკ ბენცი ეხმიანება.

გეერტ ვილდერსი

13 აპრილი 2026, 17:08

მსოფლიო

გეერტ ვილდერსი უნგრეთის არჩევნების შედეგებზე: ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ

„ახლა ისეთი სუსტი ლიდერების გარემოცვაში დარჩნენ, როგორებიც არიან: მაკრონი, სანჩესი და მერცი. ეს სამწუხარო დღეა, თუმცა ბრძოლას ვაგრძელებთ“, - წერს ვილდერსი.

13 აპრილი 2026, 17:06

მსოფლიო

სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიურო რუს სპორტსმენებს ყველა ტურნირზე დროშითა და ჰიმნით მონაწილეობის უფლებას აძლევს

„ზრდასრულ სპორტსმენებს, რომლებსაც ბელარუსის ან რუსეთის სპორტული მოქალაქეობა აქვთ, მიეცემათ უფლება მონაწილეობა მიიღონ სპორტის საწყლოსნო სახეობათა საერთაშორისო ბიუროს შეჯიბრებებში იმავე პირობებით, როგორც სხვა სპორტული ეროვნების წარმომადგენლებს. შესაბამისი ფორმით- დროშებითა და ჰიმნებით,“ - ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 16:29

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები €22 მილიარდზე მეტით გაიზარდა

მისი განცხადებით, ომის დაწყებიდან 44 დღის განმავლობაში, წიაღისეული საწვავის იმპორტზე ევროკავშირის ხარჯები 22 მილიარდ ევროზე მეტით გაიზარდა, მაშინ როდესაც ევროკავშირს „ერთი მოლეკულით“ მეტი ენერგორესურსიც კი არ მიუღია.

ნიკოლ ფაშინიანი

13 აპრილი 2026, 15:24

მსოფლიო

ნიკოლ ფაშინიანი: გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას. დემოკრატიული არჩევნები ასახავს უნგრელი ხალხის ნებას და ქვეყნის მომავლის ხედვას

გულითადად ვულოცავ პეტერ მადიარსა და უნგრეთის მოსახლეობას არჩევნებში გამარჯვებას, - წერს სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი სოციალურ ქსელში.

მაიკლ ო’ფლაერტი

13 აპრილი 2026, 15:10

პოლიტიკა

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი: მივემგზავრები საქართველოში, რათა მთავრობასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული მრავალი მნიშვნელოვანი საკითხი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი, მაიკლ ო’ფლაერტი, საქართველოში ჩამოდის. ამის შესახებ ო’ფლაერტმა X-ზე დაწერა.

ლაშა ხუციშვილი

13 აპრილი 2026, 14:49

ეკონომიკა

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება, სადაც საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს, - ინფორმაციას საქართველოს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

ნათია თურნავა

13 აპრილი 2026, 14:48

ეკონომიკა

ნათია თურნავა, დელეგაციასთან ერთად, აშშ-ში საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტებთან ერთად, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

დავით მათიკაშვილი

13 აპრილი 2026, 14:39

პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: მთავარია, რომ უნგრელმა ხალხმა ხმა მისცა იმ პოლიტიკურ ძალას, ვისაც ენდობა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია უნგრელ და ქართველ ხალხსა და ხელისუფლებებს შორის ურთიერთობა გაღრმავდეს

წყნარ, მშვიდ ვითარებაში ჩაიარა არჩევნებმა. ძალიან მაღალი აქტივობა იყო მოქალაქეების. რიგები იდგა საარჩევნო უბნებზე,- განაცხადა საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილმა უნგრეთში გამართულ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით, სადაც ის ვიზიტით იმყოფება.

13 აპრილი 2026, 14:35

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ჯონდო მდივნიშვილი

13 აპრილი 2026, 14:33

რეგიონი

ჯონდო მდივნიშვილი კახეთში სტიქიაზე: სანიაღვრე არხები ვერ ატარებს უხვად მოსულ ნალექს. ნიადაგიც წყლის მასით არის გაჯერებული. მუშაობს როგორც მუნიციპალური ტექნიკა, ასევე - სამაშველო ეკიპაჟები

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში უხვად მოსული ნალექის შედეგად გაჩენილ პრობლემებსა და მოგვარების გზებზე ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:32

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში ვაკვირდებოდით არჩევნებს უნგრეთში, რომელმაც საკმაოდ მშვიდ გარემოში ჩაიარა

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა უნგრეთში საარჩევნო სიტუაციაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა.

13 აპრილი 2026, 14:22

მსოფლიო

ჩინეთის საგარეო უწყება: ჩინეთი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ჩინეთ-უნგრეთის ურთიერთობების განვითარებას და მზად არის, ითანამშრომლოს უნგრეთის ახალ მთავრობასთან ურთიერთპატივისცემის, თანასწორობისა და ორმხრივი სარგებლის საფუძველზე

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. როგორც ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა განაცხადა, ახალ მთავრობასთან თანამშრომლობისთვის მზად არიან.