ირაკლი ღარიბაშვილი: ბოლო 8 წლის განმავლობაში, 2 850კმ. გზის რეაბილიტაცია მოხერხდა და 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ბოლო 8 წლის განმავლობაში, 2 850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. „ქართულმა ოცნებამ“ ჯამში დაახლოებით, 7000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატის მალხაზ ბეგიაშვილის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, შემდგომ წლებში დაგეგმილია დაახლოებით, 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში.
„ბოლო 8 წლის განმავლობაში, ჩვენმა ქვეყანამ ძალიან სერიოზული პროგრესი განიცადა. ყველა მიმართულებით გვაქვს ჩვენ პროგრესი და რეალური წინსვლა. იქნება ეს ინფრასტრუქტურა, ეკონომიკა, ადგილობრივი წარმოების განვითარება, სოფლის მეურნეობა, განათლება, ჯანდაცვა, მაგრამ რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი. მაგალითად, სიღნაღს, 300-ზე მეტი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა სკოლები, ბაღები, რეაბილიტაცია ჩაუტარდა ძალიან ბევრ შენობას, სკოლას, ბაღს; გზები აშენდა დამატებით. 2 850 კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხერხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, 150 კილომეტრი მაგისტრალური გზა დაიგო. ჯამში დაახლოებით, 7 000 კილომეტრამდე გზების რეაბილიტაცია მოახერხა „ქართულმა ოცნებამ“. შემდგომ წლებში ჩვენ გვაქვს დაგეგმილი დაახლოებით, 32 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება მხოლოდ ინფრასტრუქტურაში. სოფლის მეურნეობაში გვაქვს შემუშავებული გეგმები, რომლის განხორციელებაშიც 7 მილიარდი ლარი დაიხარჯება. ადგილობრივი წარმოების მიმართულებით მომდევნო სამ წელიწადში დაახლოებით, 1 მილიარდი ლარი. შედეგად შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები.
რაც შეეხება მომდევნო წლების გეგმებს, ჩვენ შევიმუშავეთ მთავრობის გრძელვადიანი განვითარების გეგმები და ხედვა, რომელიც ჩვენს ქვეყანას ესაჭიროება. ეს არის მკაფიოდ ჩამოყალიბებული გეგმა თითოეული სექტორის მიმართულებით. ეს არის ჯანდაცვა, განათლება, ეკონომიკა, სოფლის მეურნეობა, ინფრასტრუქტურა, ჯარი, პოლიცია და ა.შ. ჩვენ გვჭირდება განვითარების შეტანა თითოეულ რეგიონში, ყველა ქალაქში, ყველა მუნიციპალიტეტსა და სოფელში.
ჩვენ ეტაპობრივად უნდა გარდავქმნათ ყველ ქალაქი და მუნიციპალიტეტი და ვაქციოთ ევროპული ტიპის ქალაქებად, მუნიციპალიტეტებად. ეს განვითარება უნდა ჩავიდეს თითოეულ სოფელში. ამისთვის, რა თქმა უნდა, საჭიროა მშვიდობა და სტაბილურობა, რომელიც არის განმსაზღვრელი და საფუძველთა საფუძველი ნებისმიერი განვითარების შესანარჩუნებლად. მე მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს მხარდამჭერებს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
31 აგვისტო 2026, 19:14
მსოფლიო
POLITICO: რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა
რაფაელ გლუკსმანის ოცნება, გახდეს საფრანგეთის შემდეგი პრეზიდენტი, მოულოდნელი დაბრკოლების წინაშე დგას - მან უნდა გაიმარჯვოს ცენტრისტულ-მემარცხენე პრაიმერიზში, რომელიც მოულოდნელად საკმაოდ კონკურენტული გახდა, - წერს გამოცემა POLITICO.
31 აგვისტო 2026, 19:03
საზოგადოება
გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.
31 აგვისტო 2026, 18:53
მსოფლიო
ნეთანიაჰუ დიდ ბრიტანეთს აკრიტიკებს: სოციალურ ქსელებში პოსტების გამო ადამიანებს დაკითხვაზე იბარებენ
ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეკომპანია Channel 14-ის ეთერში სიტყვის თავისუფლებისა და დემოკრატიის საფრთხეებზე საუბრისას ყურადღება დიდ ბრიტანეთში არსებულ ვითარებაზე გაამახვილა.
31 აგვისტო 2026, 18:50
რეგიონი
შიდა ქართლის პოლიციამ გორში მომხდარ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტთან დაკავშირებით 2 პირი დააკავა
გამოძიებით დადგინდა, რომ ერთ-ერთმა ბრალდებულმა ქალაქ გორში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტის შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მძიმე დაზიანება მიაყენა ნაცნობს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
31 აგვისტო 2026, 18:34
მსოფლიო
ტრამპი: ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია
ირანი ოფიციალურად ჩამოშლილი სახელმწიფოა - ის მკვდარია, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
31 აგვისტო 2026, 17:45
პოლიტიკა
Newsweek: ახალი იმპულსი აშშ-თან ურთიერთობებში. საქართველოს ამბიციები „შუა დერეფნის“ მიმართულებით აშშ-თან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავებას უწყობს ხელს
გამოცემა Newsweek-ი საქართველო-აშშ-ს ურთიერთობებს ვრცელ სტატიას უძღვნის, სადაც აგრეთღვე საუბარია ქვეყნის მზარდ როლზე „შუა დერეფნის“ კონტექსტიში.
31 აგვისტო 2026, 17:26
ეკონომიკა
The Report Company: Ambassadori Island Batumi - საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილი
საერთაშორისო გამოცემა The Report Company ბათუმში მშენებარე Ambassadori Island Batumi-ს სტატიას უძღვნის და მას საქართველოს ყველაზე ამბიციური დანიშნულების ადგილს უწოდებს.
31 აგვისტო 2026, 17:24
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური „ბიზნეს მედია საქართველოს“ - bm.ge მიერ გავრცელებულ ინტერვიუს ეხმაურება.
31 აგვისტო 2026, 17:21
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა
თბილისის საქალაქო სასამართლოში გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული გიორგი მალანიას პროცესი გაიმართა. ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს. სხდომაზე რამდენიმე მოწმე, მათ შორის ნია იმნაძის ჯგუფელები დაკითხეს.
31 აგვისტო 2026, 17:12
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
თბილისის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ლევან ჟილინი სიტყვიერი შეურაცხყოფისთვის 4000 ლარით დააჯარიმა
31 აგვისტო 2026, 17:07
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაზე, გენერალურ დებატებზე სიტყვით გამოვა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
31 აგვისტო 2026, 17:02
სამართალი
დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინელ ქალს, ვალერია კირლიუკს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
31 აგვისტო 2026, 16:59
სამართალი
პროკურატურამ დაურ ბუავას გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში კიდევ ორ პირს ბრალდება წარუდგინა
ამავე საქმეზე დაკავებულმა, ნარკოტიკული დანაშაულისთვის ნასამართლევმა მეორე პირმა ს.ბ.-მ, ასევე უკანონოდ შეიძინა და მის საცხოვრებელ სახლში ინახავდა 0,24 გრამ ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას, რაც სამართალდამცველებმა ჩხრეკის შედეგად 29 აგვისტოს ამოიღეს.
31 აგვისტო 2026, 16:12
საზოგადოება
სპეციალური პენიტენციური სამსახური: ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა
„ღარიბაშვილი განთავსებულია დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, პაემანი ჩანიშნული არ ყოფილა და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.
31 აგვისტო 2026, 16:11
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, დავით მამისეიშვილის საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის ხელშეწყობის მიზნით სამუშაო ჯგუფი შექმნა.
31 აგვისტო 2026, 16:04
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: თუ აშშ-ს და რუსეთს შორის მართლაც იწყება მოლაპარაკებების ახალი ციკლი, საქართველოსთვის მომგებიანია მაქსიმალური თავისუფლების შენარჩუნება და ისეთი ვითარების თავიდან აცილება, რომელშიც თავად აღმოჩნდება დიდი დაპირისპირების ერთ-ერთ მხარედ
სამი თითქოს ერთმანეთისგან განსხვავებული ამბავი - რუსეთის მიერ უკრაინაზე სამხედრო ზეწოლის გაძლიერება, ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ახალი კონტაქტები და თბილისის ფრთხილი პოზიცია, ერთ სტრატეგიულ სურათს ქმნის, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.
31 აგვისტო 2026, 15:47
პოლიტიკა
ნინო წილოსანი ისლანდიის რეფერენდუმზე: არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება. პატივი სცეს ისლანდიის სუვერენულ უფლებას, რომ აირჩიონ თავიანთი ქვეყნის გლობალური განვითარება, რაც სამწუხაროდ ჩვენს შემთხვევაში ვერასდროს ვიხილეთ
არავის გაუბედავს და უთქვამს, რომ ეს იყო რუსული გავლენებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა ისლანდიაში ჩატარებულ რეფერენდუმთან დაკავშირებით.
31 აგვისტო 2026, 15:40
მსოფლიო
ალიევმა და ფაშინიანმა ბიშკეკში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ყირგიზეთის დედაქალაქ ბიშკეკში შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 15:20
ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკი: საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
საქართველოში დაფუძნებული საინვესტიციო ფონდების მართვის ქვეშ არსებული აქტივების მოცულობამ 540 მილიონ ლარს გადააჭარბა
31 აგვისტო 2026, 15:17
პოლიტიკა
საარჩევნო ადმინისტრაციამ ყვარლის ახალგაზრდული ბანაკის მონაწილეებთან მორიგი შეხვედრა გამართა
საზაფხულო ბანაკების პროექტის ფარგლებში ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) პრეს-სპიკერმა ნათია იოსელიანმა ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი საინფორმაციო შეხვედრა გამართა.


