ირაკლი ღარიბაშვილი: მომდევნო წლების განმავლობაში ინფრასტრუქტურასა და რეგიონების განვითარებას 32 მილიარდი ლარი მოხმარდება
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: მთავრობის ადმინისტრაცია
ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის, ზაზა დიასამიძის წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს სამიზნე მაჩვენებელი.
„ჩვენი მთავრობის პირობებში, პანდემია არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა, მაგრამ ვახერხებთ იმას, რომ უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა გვაქვს. მოსწონთ ეს თუ არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს ამის აღიარება, ვინაიდან, ეს არის ფაქტი, ეს არის სიმართლე და ამის აღიარება მოუწევს ყველას. სიტყვები არ მყოფნის, როგორ შეიძლება ადამიანმა შეაფასოს ოპონენტების ქცევა, მათი არაადეკვატური ქცევა, მაშინ, როდესაც მათ არ უხარიათ არც ეკონომიკური წინსვლა, არც ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობა, არც ის პროგრესი, რომელიც ქვეყანაში მიმდინარეობს. ამას ჰქვია მავნებლობა, როდესაც არ გიხარია შენი თანამოქალაქეების, შენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება. ამას ჰქვია მავნებლობა და მტრობა. მე ერთის მხრივ, სიბრალულით უნდა აღვნიშნო ის, რომ ძალიან მეცოდება ჩვენი ოპონენტები და მთლიანი ოპოზიცია, მძიმე მდგომარეობაში არიან. მე ს კარგად მესმის, მეორეს მხრივ, ვხედავ, რომ ისინი არიან „წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდა“ მდგომარეობაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ჩვენი მთავარი საზრუნავი. ჩვენი მთავარი ოპონენტი დღეს ის გაჭირვება და ეკონომიკური სიდუხჭირეა, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი მოწინააღმდეგე და ასეც იქნება.
ჩვენი მთავრობის მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს მხოლოდ განვითარება - საქმე, საქმე და საქმე. ჩემი დავალებით, მთავრობამ შეიმუშავა განვითარების გრძელვადიანი ხედვა, თითოეული სექტორის მიმართულებით. თითოეულ სამინისტროს აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, იმასთან დაკავშირებით, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყოველ წელს და რა უნდა იყოს ჩვენი სამიზნე მაჩვენებელი, რომ 10 წლის თავზე, ჩვენ, ერთობლივი ძალისხმევით, მნიშვნელობა არ აქვს, ვინ იქნება ცენტრალურ მთავრობაში, თუ ადგილობრივ დონეზე, ეს უნდა იყოს ერთად შეჯერებული გეგმა, რომელსაც ყველა აღასრულებს და მივაღწევთ მაჩვენებელს, რომელიც იქნება საუკეთესო ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ მომდევნო წლების განმავლობაში დაიხარჯება 32 მილიარდი ლარი, რომელიც მოხმარდება ინფრასტრუქტურას, რეგიონების განვითარებას. დაახლოებით 7 მილიარდი ლარი ჩაიდება დამატებით სოფლის მეურნეობის აღორძინებაში, რაც შექმნის ათი ათასობით ახალ სამუშაო ადგილს და კეთილდღეობას და სიმდიდრეს მოუტანს ჩვენს მოქალაქეებს. ადგილობრივი წარმოების განვითარებაში დაიხარჯება დაახლოებით 2,5 მილიარდი ლარი, აქედან დაახლოებით 1 მილიარდი იქნება მთავრობის წილი. შედეგად, ჩვენი გათვლებით, 100 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება და ჩვენ დავაფინანსებთ დაახლოებით 1300 ახალ საწარმოს. თითოეული რეგიონის, მუნიციპალიტეტისა და ქალაქის მიხედვით, ჩვენ გვაქვს კარგად გააზრებული გეგმა, იმ პოტენციალისა და რესურსის გათვალისწინებით, რომელიც ამა თუ იმ ქალაქში, მუნიციპალიტეტში და რეგიონში არსებობს. ჩვენ არ გვაქვს არცერთი რესურსი დასაკარგი. ჩვენი მთავარი რესურსი და ღირებულება არის ადამიანი. შესაბამისად, მაქსიმუმი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს, ადამიანებს, მივცეთ მაქსიმალური საშუალება, საკუთარი პოტენციალის რეალიზება მოახდინონ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 09:54
სამართალი
გურიის პოლიციამ ნასაკირალში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა - დაკავებულია ერთი პირი
შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 28 აგვისტოს ბრალდებული ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნასაკირალში ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელ სახლში განზრახ მკვლელობის მიზნით ფარულად შეიჭრა.
01 სექტემბერი 2026, 09:43
მსოფლიო
ინდოეთის პრემიერ-მინისტრი: ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ
ომის ყოველი დღე კაცობრიობას უკან ხევს. ჩვენ საომარი მოქმედებების დასასრულებლად უნდა ვიმუშაოთ, - განაცხადა ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტ, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრისას. როგორც ინდოეთის პრემიერმა აღნიშნა, ის უკრაინაში ომის დასრულების ყველა სამშვიდობო ძალისხმევას მხარს უჭერს.
01 სექტემბერი 2026, 09:30
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება
რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე დღეიდან გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით დედაქალაქის მუნიციპალიტეტმა საავტომობილო გადაადგილების დროებითი სქემა შეიმუშავა.
01 სექტემბერი 2026, 09:22
საზოგადოება
სინოპტიკოსების პროგნოზით, უახლოეს დღეებში, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი შენარჩუნდება
საქართველოს უმეტეს რაიონში დღეს კვლავ წვიმაა მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით არამდგრადი ამინდი მომდევნო დღეებშიც შენარჩუნდება.
01 სექტემბერი 2026, 09:18
საზოგადოება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება
დღეიდან ხმაურიან ავტომობილებზე კონტროლი მკაცრდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფები საგზაო მოძრაობის პირობებში სატრანსპორტო საშუალების ექსპლუატაციისას წარმოქმნილი ხმაურის დონის შემოწმებას, უწყების მიერ შეძენილ, საერთაშორისო სტანდარტთან შესაბამისობაში არსებულ, ხმაურის დონის საზომი პორტატული მოწყობილობის კომპლექტის მეშვეობით განახორციელებენ.
01 სექტემბერი 2026, 09:13
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: გავაგრძელებთ ყველა იმ კანონის მიღებას, რაც ადამიანის უფლებებს, დემოკრატიული განვითარების ხარისხსა და ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერებას დასჭირდება
ქვეყანაში არის ეკონომიკური ზრდა, ქვეყანას აქვს ინვესტიციების მოზიდვის დიდი ამბიცია და ალბათ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება საკანონმდებლო საქმიანობისთვის, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
01 სექტემბერი 2026, 09:04
პოლიტიკა
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება
დღეს პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნება. რეგლამენტის თანახმად, საშემოდგომო სესია სექტემბრის პირველ სამშაბათს იხსნება რა დღესაც საშემოდგომო სესიის პირველი პლენარული სხდომა იმართება. პარლამენტის სესიის გახსნისას ტრადიციულად სრულდება საქართველოს ჰიმნი.
01 სექტემბერი 2026, 09:01
პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, დღეიდან, საჯარო დაწესებულებებში, ასევე, საჯარო დაწესებულებების სისტემაში შემავალ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებში, 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი ცხადდება. სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ, პირველი სექტემბრიდან 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის - www.vacancy.hr.gov.ge-ის მეშვეობით, სხვადასხვა უწყების მიერ გამოცხადებულ 3 000-მდე ვაკანსიაზე.
01 სექტემბერი 2026, 08:56
საზოგადოება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება
საჯარო სკოლების პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესი დღეიდან იწყება და 14 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება. პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენა როგორც რეალიზაციის პუნქტებში, ასევე ონლაინ, სპეციალურად შექმნილ ელექტრონულ პლატფორმაზე - formebi.emis.ge შეეძლებათ.
01 სექტემბერი 2026, 02:17
მსოფლიო
AXIOS: აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია
აშშ-ის ხაზინის მდივანი, სკოტ ბესენტი G20-ის სამიტის ფარგლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრს, ანტონ სილუანოვს შეხვდა - აღნიშნული ნაბიჯი ტრამპის ადმინისტრაციის მხრიდან მოსკოვთან მაღალი დონის დიპლომატიური კავშირების აღდგენის მკაფიო სიგნალია, - წერს ამერიკული გამოცემა AXIOS-ი.
01 სექტემბერი 2026, 01:30
მსოფლიო
„მოსკოვსა და პეკინს შორის თანამშრომლობის პერსპექტივები კვლავ ხელსაყრელი რჩება“ - ბიშკეკში სი ძინპინისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა შედგა
ჩინეთის პრეზიდენტმა, სი ძინპინმა და რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა ორშაბათს ბიშკეკში, შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტის ფარგლებში ორმხრივი მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ირანის ირგვლივ გაზრდილი დაძაბულობის ფონზე შედგა.
01 სექტემბერი 2026, 01:23
მსოფლიო
დონალდ ტრამპმა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენება გამორიცხა და ჟურნალისტის შეკითხვას „სულელური“ უწოდა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა მკაფიოდ გამორიცხა ირანის წინააღმდეგ ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობა. ჟურნალისტის შეკითხვაზე, გამორიცხავს თუ არა ასეთ სცენარს, ტრამპმა უპასუხა, რომ გამორიცხავს, ხოლო თავად შეკითხვა მწვავედ გააკრიტიკა.
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.


