ლევან დავითაშვილი: წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს - ეს უპრეცედენტო რიცხვია
ლევან დავითაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
„ქართული ოცნების" ჩხოროწყუს მერობის კანდიდატის დათო გოგუას წარდგენაზე ვიცე-პრემიერმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითშვილმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა.
„მიმდინარე წელს, სოფლის მეურნეობის ექსპორტი პირველად გადააჭარბებს 1 მლრდ დოლარს და ჩვენი ვარაუდით 1 200 000 000 დოლარი იქნება. ეს უპრეცედენტო რიცხვია, ამდენი გვქონდა იმპორტი და ქვეყანა იყო დამოკიდებული უცხოეთში წარმოებულ სასურსათო პროდუქტზე. გვაქვს ძალიან მკაფიო, პირდაპირი ამოცანა, რომ ჩვენ მიერ ექსპორტზე გატანილი აგროსასურსათო პროდუქტის ღირებულება მნიშვნელოვნად უნდა აღემატებოდეს იმპორტირებულ პროდუქციას და ნაწარმს. პრემიერ-მინისტრმა ყველა მიმართულებით დაგვავალა და ჩვენ მოვამზადეთ 10-წლიანი განვითარების გეგმები, სადაც თითოეული სექტორის განვითარების პოტენციალია მოცემული. ასევე, მოცემულია თითოეული მუნიციპალიტეტის და რეგიონის განვითარების შესაძლებლობები. გვაქვს ამბიციური გეგმა, რომ 2030 წლისთვის აგროსასურსათო სექტორის ექსპორტი, დაახლოებით, 3 მლრ დოლარი გავხადოთ, ანუ გავასამმაგოთ. ეს კი ნიშნავს, რომ ქვეყანა იქნება თვითკმარი”, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
მინისტრის განცხადებით, წარმატების მიღწევა შესაძლებელია ერთობლივი მონდომებით და ერთად მუშაობით.
„მინდა, თქვენ იაქტიუროთ და მხარი დაგვიჭიროთ, რომ ჩვენ ერთად გავაგრძელოთ სტაბილური განვითარება, მათ შორის ამ კუთხისთვის. ამ კუთხისთვის სოფლის მეურნეობის სტაბილური განვითარება გულისხმობს შემდეგს: თქვენი ინიციატივების მხარდაჭერას, თანადაფინანსებას, პირდაპირ ფინანსებზე ხელმისაწვდომობას ყველა მიმართულებაში; მხარდაჭერას როგორც მრავალწლიანი კულტურების გაშენებაში, ისე სხვა ტიპის მეურნეობის, შემნახველი თუ გადამმუშავებელი საწარმოების შექმნაში, რომელიც ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტს აკლია. ჩვენ გვინდა, რომ ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები, რომელიც ამ მხარეს ისტორიულად ჰქონდა, სრულად გამოვიყენოთ”, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
01 აგვისტო 2026, 14:38
პოლიტიკა
საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია, არ შეესაბამება სიმართლეს. აღნიშნული გემი არ არის შეყვანილი ევროკავშირის, აშშ-ის (OFAC), გაერთიანებული სამეფოსა და გაეროს სანქცირებულ გემთა სიებში. ასევე, სანქცირებული არ არიან გემის მფლობელი, ტექნიკური და კომერციული ოპერატორი კომპანიები
საზღვაო ტრანსპოტრის სააგენტო „ფორმულას“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. როგორც სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული, ტელეკომპანია „ფორმულას” მიერ სიუჟეტის ანონსში გაჟღერებულ ინფორმაცია, თითქოს TARYN EVE (IMO 9256925) სანქცირებული გემია არ შეესაბამება სიმართლეს.
01 აგვისტო 2026, 14:33
პოლიტიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო
ღონისძიებაზე ხაზი გაესვა სამსახურის დაარსების განსაკუთრებულ მნიშვნელობას და აღინიშნა, რომ უწყებას საქართველოში მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უდიდესი წვლილი შეაქვს. ღონისძიებაზე წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გმირულად დაღუპული სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოფიცრების ხსოვნას.
01 აგვისტო 2026, 14:30
პოლიტიკა
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება - სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება
ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელმაც საზოგადოებასთან შეხვედრები რეგიონებში დააანონსა, პრესრელიზის მიხედვით, 50 ცნობილ ქალს რესტორან „ნინიას ბაღში“ ხვდება. შეხვედრის გასაშუქებლად მისული მედიის ნაწილს კი ადგილზე არ უშვებს. სტუმრებს აკრძალული აქვთ „იმედთან“ და „პოსტივისთან“ კომენტარის გაკეთება.
01 აგვისტო 2026, 14:27
მსოფლიო
ნეაპოლის მახლობლად 4,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
იტალიის ქალაქ ნეაპოლის მახლობლად, კამპი ფლეგრეის რაიონში, 4,7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა, რომელმაც ელექტროენერგიის გათიშვა, მატარებლებისა და მეტროს მოძრაობის შეფერხება და რამდენიმე შენობის დაზიანება გამოიწვია. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 14:15
სამართალი
2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა - შინაგან საქმეთა სამინისტრომ სტატისტიკა შეაჯამა
შინაგან საქმეთა სამინისტრო 2026 წლის პირველი 6 თვის განმავლობაში რეგისტრირებული დანაშაულის სტატისტიკას აჯამებს. უწყების ცნობით, რეგისტრირებული დანაშაულის 72.86% გაიხსნა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 6.7%-იანი ზრდაა.
01 აგვისტო 2026, 13:47
თავდაცვა
„ჯარის ბანაკის“ მეშვიდე როტაცია დასრულდა
როტაციის დახურვის ღონისძიებას თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძე და თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, გენერალ-მაიორი ზაზა ჩხაიძე დაესწრნენ. სიტყვით მიმართვისას, მათ ახალგაზრდების პროექტში ჩართულობის მნიშვნელობა აღნიშნეს და სერჟანტ-ინსტრუქტორებს როტაციის წარმატებით დასრულებისთვის მადლობა გადაუხადეს. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა პირებმა მოსწავლეებს „ჯარის ბანაკში“ მონაწილეობის დამადასტურებელი სერტიფიკატები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.
01 აგვისტო 2026, 13:47
მსოფლიო
რუბიომ უკრაინასა და რუსეთს შორის უახლოეს მომავალში მოლაპარაკებების განახლება დააანონსა
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ განაცხადა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში საზოგადოება იხილავს გარკვეულ ძალისხმევას რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების განახლების თვალსაზრისით.
01 აგვისტო 2026, 13:44
პოლიტიკა
ჯაბა ხუბუა ელენე ხოშტარიას განცხადებაზე: მალე ლაკა რუბლოვნა გამოვა ინიციატივით, რომ ყველა „ქოცი“ შუბლზე სპეციალური ნიშნით იქნას დადამღული, რათა სახინკლეებსა და რესტორნებში მათი იდენტიფიკაცია მარტივად მოხდეს და გარანტირებული იყოს „ქოცის“ მშივრად დატოვება
ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა სოციალურ ქსელში „კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის და პარტია „დროას“ დამფუძნებლის, ელენე ხოშტარიას, მოწოდებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც კვების ობიექტებმა „ქოცებს“ ხინკალი არ უნდა აჭამონ, სანამ მისი შეფასებით, საქართველოში დემოკრატიული და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდება.
01 აგვისტო 2026, 13:38
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ისტორია ნათლად გვიჩვენებს, რომ ძლიერი სახელმწიფო მხოლოდ სამხედრო შესაძლებლობებით არ განისაზღვრება - ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვა ყველა ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, ხოლო ამ საქმეში სუს-ს განსაკუთრებული მისია აკისრია
2015 წლის 1 აგვისტოს დამოუკიდებელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩამოყალიბებით საქართველომ მნიშვნელოვანი ინსტიტუციური რეფორმა განახორციელა. შეიქმნა თანამედროვე უსაფრთხოების გამოწვევებზე მორგებული სამსახური, რომელმაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების სისტემაში საკუთარი, მკაფიოდ განსაზღვრული ადგილი დაიკავა,” - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების დაარსების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:38
პოლიტიკა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა
1 აგვისტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების დღეა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
01 აგვისტო 2026, 13:31
პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე: ეროვნული უსაფრთხოების განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ღონისძიებები, ამ მიმართულებით აქტიური მუშაობის შედეგებს ჩვენი საზოგადოება ყოველდღიურად ხედავს, ჩვენ მომავალშიც შეურიგებელი ვიქნებით ნებისმიერი სახის კორუფციულ დანაშაულთან და კანონის წინაშე ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები გადაიდგა ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. პრევენციული ღონისძიებების შედეგად, ჩვენ არაერთი საფრთხე ავიცილეთ თავიდან, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:27
პოლიტიკა
პრემიერი: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, უცხოური სპეცსამსახურებისა და დესტრუქციული ძალების მცდელობები, გამოეწვიათ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა, წარმატებით აღიკვეთა
11 წლის წინ შეიქმნა საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - ინსტიტუტი, რომელიც უმთავრეს როლს ასრულებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სახელმწიფო სუვერენიტეტის და თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დაცვის საქმეში, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის დაარსების 11 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
01 აგვისტო 2026, 13:11
მსოფლიო
The Telegraph: მაროკომ შესაძლოა ესპანეთში მიგრანტების მასობრივ გადასვლას ხელი შეუწყო
დასავლური სადაზვერვო წყაროები ვარაუდობენ, რომ მაროკომ ესპანეთის ექსკლავ სეუტაში დაახლოებით 60 ათასი მიგრანტის მოულოდნელ ნაკადს ხელი შეუწყო. ინფორმაცია The Telegraph-ი ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 13:01
პოლიტიკა
გია აბაშიძე: საინტერესოა, გოგი და ელენე ხოშტარიები ქართულ სამასპინძლო სექტორში თანხას როგორ იხდიან - გადახურდავებული რუბლებით თუ რუსული საბანკო ბარათებით?
თუ ადამიანს პოლიტიკური შეხედულების გამო ეუბნები „ხინკალს ვერ შეჭამ“, ეს არის პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაცია, დამამცირებელი დამოკიდებულება ან პოლიტიკური ოპონენტის დეჰუმანიზაციის მცდელობა, რაშიც გაწაფულია ნაცსექტა - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე, “დროას“ ლიდერის ელენე ხოშტარიას განცხადებაზე.
01 აგვისტო 2026, 12:56
პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტი: ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას
ეროვნული უსაფრთხოება არის ის საფუძველი, რომელზეც სახელმწიფოს სუვერენიტეტი, მშვიდობა და განვითარების შესაძლებლობები დგას, - საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 11 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. სიტყვით ასევე გამოვიდნენ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.
01 აგვისტო 2026, 12:50
პოლიტიკა
გურამ ნიკოლაშვილი: ლიბერალური ფაშიზმის მორიგი მკაფიო ნიმუში პოლიტიკური რეციდივიზმისკენ მიდრეკილი ელენე ხოშტარიასგან მივიღეთ - შემთხვევითი არ არის, რომ საზოგადოების ეთნიკური და პოლიტიკური ნიშნით პროვოცირების კამპანიებს სწორედ ხოშტარია უდგას ხოლმე სათავეში, რომელიც ამავე დროს სწორედ ოკუპანტი ქვეყნის უწყვეტი დაფინანსებით საზრდოობს
რეალობა გვიჩვენებს, რომ ფაშიზმი, როგორც უკიდურესად რეაქციული პოლიტიკური მიმდინარეობა, რომლისთვისაც დამახასიათებელია შოვინიზმი, რასიზმი, ქსენოფობია და სიძულვილი, მშვენივრად ხარობს ფსევდო-ლიბერალურ გარემოში. ერთი ასეთი ნიმუში რამდენიმე დღის წინ უკვე შემოგვთავაზა “მკვლევარმა” ქალმა, რომელიც საბჭოთა რეჟიმისა და სისტემის მხილებაში იღებს დონორთა გრანტებს და გვითხრა, რომ კაცის მიერ ქალზე ძალადობას შეიძლება ჰქონდეს ეთნიკური გამონაკლისი, - წერს თბილისის საკრებულოს წევრი, გურამ ნიკოლაშვილი, სოციალურ ქსელში.
01 აგვისტო 2026, 12:48
მსოფლიო
მედია: დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო
დიდ ბრიტანეთში 1500-ზე მეტ ადამიანს ბრალი წაუყენეს ისრაელის მიერ ღაზაში პალესტინელების „გენოციდის“ საწინააღმდეგო პლაკატების გამო. ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს.
01 აგვისტო 2026, 12:45
რეგიონი
ბოლნისის მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა
მუნიციპალიტეტის მერმა, ზამურ ჭითანავამ, მოსახლეობას მუნიციპალიტეტის განვითარების ხედვა და დაგეგმილი პროექტები დეტალურად გააცნო. სტრატეგიულ დოკუმენტში ყურადღება გამახვილებულია ტურიზმის განვითარებაზე, საგზაო, საგანმანათლებლო, სპორტული და წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, რაც მუნიციპალიტეტის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს.
01 აგვისტო 2026, 12:27
სამართალი
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერს შეხვდა
ლევან მაისურაძემ სტუმარს დეპარტამენტის საქმიანობის სპეციფიკა და კომპეტენციაში შემავალი ძირითადი საკითხები გააცნო. მხარეებმა, ასევე, ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე მიმართულებები და სამომავლო პერსპექტივები განიხილეს. აშშ-ის საელჩოს რეგიონალური უსაფრთხოების ოფიცერმა ნაყოფიერი შეხვედრისთვის საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა და პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების მზადყოფნა გამოთქვა.
01 აგვისტო 2026, 12:19
მსოფლიო
მარკო რუბიო: ნებისმიერი კონფლიქტი აშშ-სა და ჩინეთს შორის კატასტროფის მომტანი იქნება ორივე ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსთვის
აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებით, ეკონომიკური ან სამხედრო კონფლიქტი ჩინეთთან იქნება კატასტროფის მომტანი როგორც ორივე ქვეყნისთვის, ისე მთელი მსოფლიოსთვის.


