ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენთვის რეგიონების თანაბრად განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
მინდა, ჩემი გამოსვლა დავიწყო მადლობით, თქვენი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. თქვენი გვერდში დგომით, ჩვენ შევძელით 7 არჩევნებში ღირსეული გამარჯვება, ამისთვის კიდევ ერთხელ მადლობა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აბაშაში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის, გიგა გაბელაიას წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა არჩევნებში გამარჯვების მნიშვნელობას და ისაუბრა განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ პროექტებზე.
„ჩვენ ახლა ძალიან აქტიურ საარჩევნო კამპანიას ვაწარმოებთ, დავდივართ ყველა მუნიციპალიტეტში, ჩვენს კანდიდატებს წარვუდგენთ მოსახლეობას და მინდა, კიდევ ერთხელ შევახსენო ყველას, რომ ჩვენ ამ არჩევნებზე მაქსიმალური შედეგი უნდა დავდოთ. ამაში, რა თქმა უნდა, ყველას თქვენი იმედი გვაქვს. მინდა, მოკლე რეზიუმე გავაკეთო, რა გაკეთდა ბოლო 8 წლის განმავლობაში, რა გამოწვევები რჩება ჩვენ წინაშე და რა უნდა გავაკეთოთ მომდევნო წლების განმავლობაში. მთავარი, რაც ყოველთვის უნდა აღინიშნოს, არის ის, რომ ქვეყანაში „ქართულმა ოცნებამ“ მოიტანა გრძელვადიანი მშვიდობა და სტაბილურობა და განვითარება ყველა რეგიონში ყველა მიმართულებით, იქნება ეს სოფლის მეურნეობა, ჯანდაცვა, განათლება, ინფრასტრუქტურა, ადგილობრივი წარმოების განვითარება და ა.შ. უამრავი მიმართულებით გვაქვს ხელშესახები პროგრესი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის მთავარი გამოწვევა, ოკუპაციასთან ერთად, არის ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკური სიდუხჭირე, გაჭირვება, რომელიც ჯერ კიდევ მთელ ქვეყანაშია და ეს არის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა. უმუშევრობა, რომელიც ასევე ძალიან დიდი გამოწვევაა და ჩვენ ამ მიმართულებით ინტენსიურად ვმუშაობ. კიდევ ერთხელ მინდა, ანგარიში ჩაგაბაროთ იმ პროგრამების შესახებ, რომლებიც დავიწყეთ და რომლებსაც ჩვენ ახლა განვახორციელებთ.
წარმატებული იყო სოფლის მხარდაჭერის პროგრამები, რომლის ფარგლებშიც ათასობით ბენეფიციარმა ისარგებლა. გაშენდა ახალი ბაღები, ახალი ვენახები, უნიკალური საწარმოები, რომლებიც მანამდე არცერთ მუნიციპალიტეტში არ არსებობდა. ამას გარდა, ჩვენ ვგეგმავთ, დავიწყოთ სოფლის მეურნეობის მიმართულებით 7 მილიარდი ლარის ინვესტიციის განხორციელება, რაც გადანაწილდება ყველა რეგიონის და ყველა მუნიციპალიტეტის მიხედვით. ამას გარდა, ადგილობრივი წარმოების განვითარება უნდა იყოს ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი და ასეც არის. 2,5 მილიარდი ლარის ინვესტირებას მოვახდენთ ადგილობრივი წარმოების განსავითარებლად, შედეგად ველოდებით, რომ დაახლოებით 1300 ახალი საწარმო დაფინანსდება და შეიქმნება 100 ათასი ახალი სამუშაო ადგილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონების თანაბრად განვითარება, ინფრასტრუქტურა, გზები, ხიდები, ეს ყველაფერი, რაც უნდა განვითარდეს. წყლის პრობლემა ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ არის საკმაოდ სერიოზულად. 3 ათასზე მეტ სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება ხარისხიანი წყალი. ეს და მსგავსი პრობლემები არის იმ ყოველდღიური დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ჩვენ ერთად უნდა მოვაგვაროთ“, - განაცხადა პრემიერმა.
ყველა სიახლე
11 სექტემბერი 2026, 12:29
საზოგადოება
11-დან 14 სექტემბრამდე, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე სატრანსპორტო გადაადგილება ეტაპობრივად შეიზღუდება
თბილისის მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო ღონისძიებასთან დაკავშირებით (შეჯიბრი RedBullSoapboxRace), 11-დან 14 სექტემბრამდე პერიოდში, ევროპის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე საგზაო მოძრაობა ეტაპობრივად შეიზღუდება.
11 სექტემბერი 2026, 12:27
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ვაზიანის აეროპორტში გვექნება 20 მილიონი მგზავრისათვის გათვალისწინებული სრულიად ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურა. აღნიშნული აეროპორტის განვითარების პროექტზე შემიძლია ვთქვა, რომ უკვე გავასწარით ჩვენს შიდა გეგმა-გრაფიკს
2032 წელს სახელმწიფო უკვე უზრუნველყოფს თბილისის არსებული საერთაშორისო აეროპორტიდან ვაზიანის ახალ საერთაშორისო აეროპორტში ოპერირების სრულ გადატანას, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 12:25
საზოგადოება
გეოლოგიურ საფრთხეთა მონიტორინგის თანამედროვე სისტემების გამოყენებაზე გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებისთვის ტრენინგი გაიმართა
გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტებმა გეოლოგიურ საფრთხეთა თანამედროვე მონიტორინგისა და შეფასების მეთოდების შესახებ თეორიული და პრაქტიკული სწავლება გაიარეს. ტრენინგი გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის მონაწილეობით გაიმართა.
11 სექტემბერი 2026, 12:22
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის დაპირისპირებაზე: ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს
ქართველო ხალხო, შეხედეთ! აი, ეს არის ის ჯგუფი, რომელიც ხალხს პროევროპულს ეძახის. ეს არის ევროპა მათი წარმოდგენით, რასაც ახლა აკვირდებით. აი, ეს სიბინძურეა ის ევროპა, რომელსაც ეს ხალხი გვთავაზობს, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ოპოზიციის დაპირისპირებაზე.
11 სექტემბერი 2026, 12:12
მსოფლიო
ვენსმა აქციის მექსიკის დროშიან მონაწილეს მიმართა: თუ მექსიკა ასე გიყვარს, იქ წადი
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს ჯეი დი ვენსს „რესპუბლიკური“ პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას დარბაზში მყოფ ერთ-ერთ ადამიანთან, რომელიც მექსიკისა და პალესტინის დროშებს აფრიალებდა, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდა. ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:58
პოლიტიკა
ცოტნე ანანიძე აცხადებს, რომ ან ანა წითლიძე იტყუება, ან გვარამიამ მოატყუა ის, რომ 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ცოტნე ანანიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ანა წითლიძის იმ განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, ნიკა გვარამიამ მას უთხრა, რომ მიშას გაწევდა და 2028 წელს ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებას გადააბარებდა.
11 სექტემბერი 2026, 11:48
მსოფლიო
პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერის, ნაიჯელ ფარაჯის განცხადებით, დიდ ბრიტანეთში სიტყვის თავისუფლება იზღუდება
ბრიტანელი პოლიტიკოსი და პარტია „რეფორმა გაერთიანებული სამეფოსთვის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი გაერთიანებულ სამეფოში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაზე ლაპარაკობს.
11 სექტემბერი 2026, 11:43
საზოგადოება
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია
2026-2027 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის სტუდენტთა მობილობის შედეგები ხელმისაწვდომია. ინფორმაციას სსიპ განათლების მართის საინფორმაციო სისტემა ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:40
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: მიმდინარე წელს რეკორდული იყო მგზავრთნაკადის სტატისტიკა - 5 მილიონ 700 ათასზე მეტ მგზავრს ვუმასპინძლეთ საქართველოს სამივე საერთაშორისო აეროპორტში
ჩვენ დავიწყეთ მომზადება მომავალი პერიოდისთვის, იმისთვის, რომ გაზრდილ მგზავრთნაკადს, გაზრდილ ტურისტულ ნაკადებს, გაზრდილ ავიაკომპანიების რაოდენობას ჩვენი ქვეყანა ინფრასტრუქტურულად მზად დახვდეს, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
11 სექტემბერი 2026, 11:33
საზოგადოება
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ - ისინი შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით სარგებლობას შეძლებენ
სტუდენტებს პირადობის ელექტრონულ მოწმობაზე დატანილი QR კოდის საშუალებით სტუდენტის სტატუსის დადასტურება შეუძლიათ. განმცხადებელი უნდა იყოს ავტორიზებული უმაღლესი დაწესებულების სტუდენტი, რომელსაც სტატუსი შეჩერებული ან შეწყვეტილი არ აქვს. ID ბარათის QR კოდზე ასახული სტატუსი სტუდენტებს საშუალებას აძლევს, ისარგებლონ შესაბამისი შეღავათებითა და ფასდაკლებებით.
11 სექტემბერი 2026, 11:30
ეკონომიკა
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი: საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა
საქართველოში მნიშვნელოვნად განვითარდა, როგორც ანგარიშგების, ისე აუდიტის ზედამხედველობის სისტემა, - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა ფინანსთა სამინისტროს ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) დაარსებიდან 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
11 სექტემბერი 2026, 11:29
ეკონომიკა
ნათია თურნავამ SARAS-ის 10 წლის საიუბილეო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის (SARAS) 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:25
მსოფლიო
პუტინი BRICS-ის სამიტზე დასასწრებად ინდოეთში ჩავიდა
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაცია BRICS-ის სამიტზე მონაწილეობის მისაღებად ინდოეთში ჩავიდა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
11 სექტემბერი 2026, 11:20
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ძალიან დიდი ყურადღება დავუთმეთ და ვუთმობთ საქართველოს რკინიგზის მოდერნიზებას და შემდგომ განვითარებას
ტრანსპორტის სექტორი მრავალმიმართულებიანია და ჩვენ მუდმივად ვუყურებთ მის სხვადასხვა მიმართულებით განვითარებას, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში ტრანსპორტის სექტორზე საუბრისას.
11 სექტემბერი 2026, 11:15
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იქნება სახელმწიფოს მფლობელობაში, მაგრამ არსებული მოდელით ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ ოპერირებაში შემოვიყვანოთ რამდენიმე ტერმინალში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ქვეყნები, ან პარტნიორ ქვეყნებში არსებული წარმატებული და გამოცდილი ოპერატორები
„სახელმწიფომ უკვე დაიწყო ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გენერალური გეგმის განახლება, რამეთუ რამდენიმე თვის წინ სახელმწიფომ საჯაროდ განაცხადა, რომ ის ცვლის ანაკლიის პორტის ოპერირების მოდელს, ეს იყო ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი გადაწყვეტილება ხელისუფლების მხრიდან - ჩვენ ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს ოპერირებას გავუკეთებთ საერთაშორისოდ აპრობირებული ე.წ. ლენდლორდ მოდელით“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.
11 სექტემბერი 2026, 11:13
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: აშშ-სთან ურთიერთობას ვერ ალაგებენ, ამაზე მეტყველებს ისიც, რომ ქალბატონი კალასი, რომელიც საგარეო ურთიერთობებს ხელმძღვანელობს, ვერ ახერხებს მარკო რუბიოსთან ერთწუთიანი შეხვედრის ჩანიშვნასაც კი
თუ აშშ-სთან ასეთი დაძაბული ურთიერთობა ექნებათ და ფაქტობრივად ეს ურთიერთობა თუ აღარ იარსებებს, მათ აღარ ეყოლებათ უსაფრთხოების გარანტორი, რომლის გამოც, ევროკავშირი თავის მხრივ ამდენი წლის განმავლობაში საინტერესო იყო, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა.
11 სექტემბერი 2026, 11:11
ეკონომიკა
მარიამ ქვრივიშვილი: სიამაყით დაგიდასტურებთ, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომისმოყვარეობით
სიამაყით დაგიდასტურებთ, რომ ყველა პლატფორმაზე, ყველა შეხვედრაზე ჩვენი ქართველი მეზღვაურები სახელდებიან, როგორც გამორჩეული კვალიფიკაციის ადამიანები, რომლებსაც აქვთ უმაღლესი პასუხისმგებლობის გრძნობა, ძალიან კარგი განათლება და რაც ყველაზე მთავარია, ისინი გამოირჩევიან შრომის მოყვარეობით, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გადაცემა Business Insider Georgia-ში სტუმრობისას.
11 სექტემბერი 2026, 11:10
პოლიტიკა
გურამ მაჭარაშვილი: ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია, ეს არ ნიშნავს, რომ ყველა ის ქვეყანა, რომელსაც სურდა და ჯერჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება, დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს
ის, რომ ევრობიუროკრატიამ ვერ შეძლო დალაგება აშშ-თან და კონფლიქტშია ეს არ ნიშნავს, რომ ყველა იმ ქვეყანას, რომელსაც სურდა და ჯერ-ჯერობით სურს ევროკავშირში გაერთიანება დაუპირისპირდეს შეერთებულ შტატებსა და მის პრეზიდენტს,- განაცხადა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
დავით ქართველიშვილი: პარიზში საქართველომ ქართული ხომალდი კი არ გაუშვა სტრატოსფეროში, არამედ ქართველი რადიკალები გააგზავნა „რუსული ხომალდის“ მისამართით და ამისთვის პარიზში ჩასვლა ნამდვილად ღირდა
უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში ევროპაში განვითარდა ალბათ ბოლო წლების ყველაზე საინტერესო ქართული სიუჟეტი, - წერს სოციალურ ქსელში პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარიზში გამართულ კოსმოსის საერთაშორისო სამიტს ეხმიანება, რომელშიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიწვევით, მიიღო მონაწილეობა. ირაკლი კობახიძემ, საქართველოს სახელით, სამიტის ფარგლებში მიღებულ სამ დეკლარაციას მოაწერა ხელი.
11 სექტემბერი 2026, 11:09
პოლიტიკა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა - „ქრონიკამ“ აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა
როგორია ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია ევროკომისარ მარტა კოსის განცხადებაზე, რომელმაც ევროკავშირში გაწევრების მსურველ ქვეყნებს ტრამპის ორგანიზაციასთან თანამშრომლობა აუკრძალა და დასავლეთიდან მომდინარე წნეხზე ილაპარაკა - „ქრონიკამ“ საქართველოში აშშ-ის საელჩოს წერილი მისწერა.


