ლევან დავითაშვილი: რაჭა თავის სიტყვას იტყვის და მსოფლიო რუკაზე იქნება გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით
ლევან დავითაშვილი
ფოტო: ქართული ოცნება
რაჭა არის ადგილი, სადაც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული დასახელების ღვინო - ხვანჭკარა იწარმოება. არ შეიძლება არ გავიხსენო ის რეალობა, რომელიც 2012 წელს დაგვხვდა, გვახსოვს, რამდენად რთული, პრობლემური იყო, მეღვინეობის დარგის მდგომარეობა. 2012 წელს, დაახლოებით 400 ტონა ალექსანდროული და მუჯურეთული მოდიოდა ამბროლაურის მუნიციპალიტეტში. ეს იყო ის რაოდენობა, რითაც ხვანჭკარა იწარმოება. რამდენიმე წელი, ეს რიცხვი, ინერციით მიჰყვებოდა სექტორს. მინდა გითხრათ, რომ დღეს, ეს რეალობა აბსოლუტურად შეცვლილია. 2020 წელს, გადამუშავებული ყურძნის - ალექსანდროულის და მუჯურეთულის რაოდენობა 2500 ტონას აღემატებოდა. შესაბამისად, ჩვენ ვხედავთ რამდენად დიდია განსხვავება 2013 და 2020 წლებს შორის. 7 წელიწადში ყურძნის მოსავლის რაოდენობა გაექვსმაგდა, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა „ქართული ოცნების“ ამბროლაურის მერობის კანდიდატის, ზვიად მხეიძის წარდგენაზე განაცხადა.
როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რაჭის რეგიონი სამინისტროსთვის არაერთი ძალიან კარგი პროექტის საპილოტე რეგიონია. სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო მევენახეობის კადასტრის წარმოება. პირველი აღრიცხვების შედეგად, მუნიციპალიტეტში 500 ჰექტარი ვენახი ფიქსირდებოდა. დღეისათვის რეალობა ამ მიმართულებითაც შეცვლილია. ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სავენახედ ვარგისი მიწა უკვე ათვისებულია ან მიმდინარეობს ვენახების გაშენება. ფაქტობრივად, აუთვისებელი მიწა აღარ არსებობს.
,,ფერმერის წარმატების ერთ-ერთი მანიშნებელი მის მფლობელობაში არსებული აქტივია. სასოფლო-სამეურნეო მიწა არის ის ძირითადი აქტივი, რომელიც ჩვენს ფერმერებს გააჩნიათ. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფასი ამბროლაურში რამდენიმეჯერ გაიზარდა და საქართველოში ის ყველაზე ძვირია. ერთი ჰექტარი სასოფლო-სამეურნეო მიწა, რომელიც სავენახედ გამოდგება, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, ათეულობით ათასი ლარი ღირს. ეს არის უპრეცედენტოდ მაღალი რიცხვი და პირდაპირი შედეგი ჩვენი პოლიტიკის, რაც გულისხმობს ფერმერების მხარდაჭერას, კერძო ინიციატივების მხარდაჭერას. სახელმწიფო არ არის თქვენი კონკურენტი, სახელმწიფო თქვენი მხარდამჭერია, შესაბამისად, მეტი ინიციატივა უნდა გამოიჩინოს ადგილობრივმა ხელისუფლებამ და მოსახლეობამ. ჩვენი მხრიდან არის სრული მზადყოფნა, რომ ამ ინიციატივებს დავუჭიროთ მხარი და მივიღოთ კიდევ უფრო მეტი შედეგი“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ყოველ წელს, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, მხოლოდ მოსავლის დაბინავების შედეგად, კერძოდ, რთველის შედეგად, 10 მლნ ლარზე მეტი შედის. შემდგომ, აღნიშნული თანხა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში გადადის - ხმარდება სერვისებს, მომსახურებას, ვაჭრობას, მშენებლობას და ა.შ. რეგიონში განხორციელებული სწორი პოლიტიკის შედეგად, მომავალში, უფრო მეტი ხელშესახები შედეგი იქნება.
2012-2013 წლებისთვის, ფაქტობრივად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, 3 ტრადიციული საწარმო, ფაქტობრივად ტექნიკური გადაიარაღების გარეშე ფუნქციონირებდა და სავალალო მდგომარეობაში იყო. დღეს, ეს ყველა საწარმო გადაიარაღდა და გზას თუ გავყვებით, დავინახავთ, ძალიან ბევრ ახალი არქიტექტურის საწარმოს, ღვინის მარანს, თუ ღვინის ტურისტულ ინფრასტრუქტურას, რომელიც იძლევა მოტივაციას და სტიმულს, რომ კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია გავაკეთოთ ერთად. ეს ყველაფერი, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს მკაფიო ხედვით გაკეთდა. ვიცოდით, რომ ყურძნის გადამუშავების კუთხით არსებობდა დეფიციტი. მაშინ, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი იყო და მისი მხარდაჭერით, გადავწყვიტეთ, დაგვეფინანსებინა ახალი ღვინის საწარმოების შექმნა. შესაბამისად, იაფი შეღავათანი კრედიტის ფარგლებში, 10 ახალი საწარმო შეიქმნა და მოხდა მოდერნიზაცია, რაჭის რეგიონში გაიზარდა სიმძლავრეები, იმისთვის, რომ უფრო სწრაფად მიგვეღო შედეგები. ფაქტობრივად, ყველა ეს საწარმო, არის სახელმწიფოს თანადაფინანსებით შექმნილი. ჩვენ, ამას გავაგრძელებთ მომავალშიც, გვექნება საგრანტო თანადაფინანსება, რომ ადეკვატური საწარმოო სიმძლავრეები გვქონდეს და ის მიზანი, რომელიც მხარის ხელმძღვანელობას ყოველთვის ჰქონდა - ალექსანდროული და მუჯურეთული, ღირებული და ღირსეული რაჭული ჯიშის ყურძენი, ადგილზე დაბინავდეს და გადამუშავდეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა შესაბამისი ცვლილებები შევიდა ტექნიკურ რეგლამენტში. იმდენად სწრაფად იზრდება სანედლეულო ბაზა, რომ კიდევ უფრო მეტი ინვესტიციები უნდა განხორციელდეს საწარმოო ინფრასტრუქტურაში, შეიქმნას მეტი ახალი საწარმო, მეტი ახალი მარანი, ღვინის ქარხანა იმისთვის, რომ საბოლოო პროდუქტის სწორედ ამბროლაურის მუნიციპალიტეტში შეიქმნას.
„შედეგები უკვე გვაქვს, საერთაშორისო წარმატებები და ოქროს მედლებიც არის და, ის დიდი სახელი, რომელიც რაჭის მეღვინეობას ჰქონდა, ნელ-ნელა უბრუნდება. დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა თავის სიტყვას იტყვის და იქნება მსოფლიო რუკაზე გამორჩეული ადგილი ღვინის ტურიზმის კუთხით, რადგან გარდა ღვინის წარმოების უნიკალური პოტენციალისა და შესაძებლობისა, ეს არის ულამაზესი მხარე თავისი შესაძლებლობებით, უნიკალური კულტურული მემკვიდრეობით, უნიკალური ადამიანებით, რომლებიც არიან ძალიან თბილი და დინჯი, რომელთაც სტუმარი უყვართ და დარწმუნებული ვარ, რომ რაჭა იქნება ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული დანიშნულების ადგილი ჩვენ ქვეყანაში. რაჭას ყველაფერი გააჩნია ამისთვის და თქვენთან ერთად, ამ ყველაფერს მივაღწევთ“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ყველა სიახლე
01 სექტემბერი 2026, 00:13
სპორტი
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა 2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე შესარჩევი ეტაპის მატჩში პორტუგალიის ნაკრები 98:90 დაამარცხა.
01 სექტემბერი 2026, 00:06
საზოგადოება
დღეიდან რუსთაველის გამზირის მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილების დროებითი სქემა ამოქმედდება. ვიდეო
პირველი სექტემბრიდან პავლე ინგოროყვას ქუჩაზე ორმხრივი მოძრაობა იქნება შესაძლებელი; ორმხრივი მოძრაობა დასაშვები ხდება 9 აპრილის ქუჩის ნაწილზეც, ინგოროყვას ქუჩის კვეთიდან ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში; ჟვანიას ქუჩის გარკვეულ მონაკვეთში (9 აპრილის ქუჩის კვეთიდან ზაქარია ჭიჭინაძის ქუჩის კვეთამდე) შესაძლებელი იქნება ორმხრივი მოძრაობა, ხოლო ბესიკის ქუჩის კვეთამდე გადაადგილება ცალმხრივი იქნება.
01 სექტემბერი 2026, 00:03
მსოფლიო
The Wall Street Journal: რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს
რუსეთი ცდილობს, თითქმის შეუჩერებელი შეტევებით უკრაინის დედაქალაქი გატეხოს - ამ მიზნით მოსკოვი აქტიურად იყენებს რეაქტიული უპილოტო საფრენი აპარატების გაფართოებულ ფლოტს, სადაც გაუმჯობესებულ შეიარაღებას ახალ საბრძოლო ტაქტიკას უხამებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით „რუსეთი უკრაინის გამოფიტვას ახალი თაობის დრონებითა და უწყვეტი იერიშებით ცდილობს“.
31 აგვისტო 2026, 23:30
მსოფლიო
მადიარი: ევროპული საბჭოს ერთ-ერთმა წევრმა პირდაპირ მირჩია, ბიუროკრატიასთან საერთოდ არ შევიდე კონტაქტში და პასუხიც კი არ გავცე, რადგან ისინი ნებისმიერ წამოწყებას კლავენ - უნგრელი ხალხისთვის ძნელი ასახსნელია, რატომ ეპყრობა ბრიუსელი უნგრეთს ასე უსამართლოდ მიგრაციის საკითხებზე
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, პიტერ მადიარმა ბლედის სტრატეგიულ ფორუმზე გამოსვლისას აღნიშნა, რომ ევროკავშირი მმართველობითი კრიზისის წინაშე დგას და საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადამწყვეტი ნაბიჯები აქვს გადასადგმელი.
31 აგვისტო 2026, 22:42
საზოგადოება
ელექტრონულ კალათას ახალი სუპერმარკეტების ქსელი, დანაზოგის დათვლა და ფასების ცვლილების მონიტორინგი დაემატა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
უკვე შესაძლებელია პროდუქტის საბაზისო და ფასდაკლებულ ღირებულებას შორის სხვაობის შედარება და დანაზოგის კონტროლი.
31 აგვისტო 2026, 22:33
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება, დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან
ერთმა განცხადებამაც კი შეიძლება დაანგრიოს წლებით ნაშენები შერიგების პოლიტიკა, რაც გვაქვს გაცხადებული ჩვენს აფხაზ და ოს დებთან და ძმებთან, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ დაურ ბუავას საქმეზე საუბრისას.
31 აგვისტო 2026, 22:05
მსოფლიო
Euronews: ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც კაია კალასი უშუალოდ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის რეფორმის ფარგლებში, გერმანიამ და საფრანგეთმა წამოაყენეს ერთობლივი ინიციატივა, რომლის მიხედვითაც საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესი წარმომადგენელი, კაია კალასი უშუალოდ ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის დაქვემდებარებაში მოექცევა. ინფორმაციას ამის შესახებ Euronews-ი ავრცელებს.
31 აგვისტო 2026, 21:57
პოლიტიკა
Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს როლი გეოპოლიტიკურ კონტექსტში, შუა დერეფნის მნიშვნელობა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან დიპლომატიური და საინვესტიციო კავშირების გაღრმავება - Newsweek-ი საქართველოში განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე და საქართველოს გავლით სატრანზიტო ვაჭრობის გაზრდილ მოცულობაზე წერს.
31 აგვისტო 2026, 21:50
რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძის ხელმძღვანელობით მთავრობის სხდომა გაიმართა
ზურაბ პატარაძემ ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგებზე ისაუბრა. ბოლო შვიდი თვის განმავლობაში აჭარას 2 მილიონზე მეტი ვიზიტორი ეწვია. 2026 წლის ივლისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 906 ფრენა შესრულდა, რაც 31%-იან ზრდას წარმოადგენს, ხოლო შვიდი თვის მონაცემებით, რეგიონში 3 000-მდე საერთაშორისო ფრენა განხორციელდა. ტურისტული პოტენციალის სრულად გამოყენების მიზნით, განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სწრაფ და კომფორტულ გადაადგილებას და თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქაროსნული მატარებლით მოქალაქეებისთვის მგზავრობის ხანგრძლივობის შემცირებით შიდა ტურზმის განვითარებას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: საგამონაკლისო სახით აბიტურიენტებს მიეცათ უფლება, ე.წ. მეორადი ჩარიცხვით ჩაირიცხონ უნივერსიტეტებში. ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანი მსგავს გადაწყვეტილებას მიესალმება
ყველაფერ დადებითზე ოპოზიცია რა განცხადებას აკეთებს?! უნიჭოდ მიწერა უნდა, ეს ღიმილის მომგვრელია, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ ე.წ. მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით პრემიერის გადაწყვეტილების შეფასებისას.
31 აგვისტო 2026, 21:35
პოლიტიკა
ხვალ პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება
ხვალ, 1 სექტემბერს, პარლამენტის საშემოდგომო სესია პლენარული სხდომით გაიხსნება, - ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა.
31 აგვისტო 2026, 21:32
პოლიტიკა
პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორგასლის ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა გაიმართა
სხდომაზე იმსჯელეს რიგ საკანონმდებლო ცვლილებებსა და ინიციატივებზე, რომლებზეც ამ ეტაპზე მუშაობა მიმდინარეობს როგორც აღმასრულებელ გუნდთან, ისე სხვადასხვა სამინისტროსთან და პარლამენტის შესაბამის დარგობრივ კომიტეტებთან ერთად.
31 აგვისტო 2026, 21:30
საზოგადოება
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტრუქტურული ცვლილებები მთავრობაში - რეგიონული განვითარების სამინისტრო ინფრასტრუქტურის სამინისტროს შეუერთდება. შესაბამისად, აღარ შეიქმნება რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა.
31 აგვისტო 2026, 21:28
მსოფლიო
ევრობიუროკრატების პოლიტიკის კრახი - ისლანდიელი ხალხი ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკებებზე უარს ამბობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ქვეყნის ამომრჩეველთა 52%-ზე მეტმა ევროკავშირის წევრობაზე უარი თქვა. ბრიუსელის რეაქცია ისლანდიის გადაწყვეტილებაზე, საქართველოს ხელისუფლებას ევრობიუროკრატების ორმაგ სტანდარტში კიდევ ერთხელ არწმუნებს.
31 აგვისტო 2026, 21:22
ეკონომიკა
საქსტატის ახალი მონაცემები - ივლისში ეკონომიკა 8%-ით გაიზარდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სტაბილურად მზარდი ეკონომიკა და საგარეო ვაჭრობის რეკორდული სტატისტიკა. საშუალოდ 8-პროცენტიანი ეკონომიკური ზრდით საქართველო ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა.
31 აგვისტო 2026, 21:18
მსოფლიო
პოლიტიკური ჯგუფი „პატრიოტები ევროპისთვის“: ისლანდიის მაგალითი კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება ეკონომიკურად წარმატებული და თვითგამორკვეული ქვეყნებისთვის მიმზიდველი აღარ არის
პოლიტიკურმა ჯგუფმა „პატრიოტები ევროპისთვის“ განცხადება გაავრცელა, სადაც ისლანდიაში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგებს გამოეხმაურა.
31 აგვისტო 2026, 21:15
სამართალი
აფხაზი ბლოგერის საქმეზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს პატიმრობა შეეფარდა - ბრალდებულის ჩვენება და საქმეზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ბრალდების მხარის განმარტებით, დაკავებულმა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მყოფ ბუავას აუცილებელი დახმარება არ გაუწია.
31 აგვისტო 2026, 21:09
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია ისლანდიის რეფერენდუმზე: ეს არის განვითარებული, სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება
„ისლანდიაში, საზოგადოებამ ალბათ შეისწავლა, დღევანდელ ევროკავშირში წევრობა რას ნიშნავს და 53%-მა მიიღოს ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო, რასაც დემოკრატიულ ქვეყანაში 47% დაემორჩილა“, - აღნიშნა კირცხალიამ.
31 აგვისტო 2026, 21:00
მსოფლიო
ესპანეთის პრემიერი ისრაელსა და რუსეთს სეუტას კრიზისზე დეზინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს
გასულ თვეს, ესპანეთის ანკლავ სეუტაში მიგრანტების მასობრივი დინების ფონზე, რუსეთიც და ისრაელიც დეზინფორმაციის გავრცელებასა და ტირაჟირებაში მონაწილეობდნენ. ამის შესახებ ორშაბათს ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა, პედრო სანჩესმა ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის კვლევაზე დაყრდნობით განაცხადა.
31 აგვისტო 2026, 20:52
პოლიტიკა
ირაკლი კირცხალია: ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი - ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე
ვმუშაობთ ქონების გადასახადის ჭრილში, ფიზიკური პირებთან მიმართებით, დღეს უკვე არსებული ზღვრის გაზრდასთან დაკავშირებით, რაც წარმოშობს ქონების გადასახადს. უფრო დადებითი კუთხით უნდა გაიზარდოს ეს ზღვარი. ამის მეტს დღეს ვერაფერს გეტყვით, მაგრამ ვეტყვი ჩვენს საზოგადოებას, რომ ძალიან აქტიურად მიდის ამასთან დაკავშირებით მუშაობა და ძალიან პოზიტიურად აისახება თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ.


