imedi /  10 სექტემბერი 2021, 12:21 / სანდო წყარო

ირაკლი ღარიბაშვილი: 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ სოფლის მეურნეობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს

ირაკლი ღარიბაშვილი

ირაკლი ღარიბაშვილი

8 წლის განმავლობაში ჩვენს ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის უწყვეტი მშვიდობიანი პერიოდი და სწორედ ამ მშვიდობამ და სტაბილურობამ მოიტანა განვითარება ყველა რეგიონში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ყაზბეგის მერობის კანდიდატის, ბაკურ ავსაჯანიშვილის წარდგენისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ყველა მიმართულებით არის პროგრესი, იქნება ეს ინფრასტრუქტურა, განათლება, ჯანდაცვა, თუ სოფლის მეურნეობის მიმართულებით სერიოზული, ხელშესახები პროგრამების ამოქმედება, როგორიც არის „შეღავათიანი აგროკრედიტი“, „აწარმოე საქართველოში“, „დანერგე მომავალი“

„უამრავი სხვა პროგრამა და პროექტი განხორციელდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. თუნდაც, გზების მშენებლობაში ჩვენ მილიარდობით ლარი დავხარჯეთ. ჯამში 10 ათასი კილომეტრი გზის რეაბილიტაცია მოხდა ბოლო 8 წლის განმავლობაში. ხიდების მშენებლობა, სკოლების რეაბილიტაცია.. 170 ახალი სკოლა აშენდა და 250 სკოლის სრული განახლება-რეაბილიტაცია მოვახერხეთ ამ მოკლე პერიოდში. რა თქმა უნდა, ეს საკმარისი არ არის. გვჭირდება უფრო მეტი საქმის გაკეთება. ჩვენ ახლახან ვიმყოფებოდით ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობის დასათვალიერებლად, დაიწყო მართლაც საუკუნის პროექტი. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც იქნება გამორჩეული მთელს რეგიონში.

თუნდაც ეს გვირაბი, იქნება 9 კმ-იანი, 15 მეტრი დიამეტრის გვირაბი, რომელიც უნიკალურია მთელს რეგიონში. ეს პროექტი არა მხოლოდ ყაზბეგელებისთვის არის მნიშვნელოვანი, არამედ მთელი ქვეყნისა და რეგიონისთვის. ვიცი, რომ ზამთარში 100 დღის განმავლობაში იკეტება გზა და დღეში 3-4 ათასი ავტომანქანის გადაადგილება ხორციელდება, რაც დაკავშირებულია საცობებთან და ა.შ.. თუნდაც ეს ერთ კონკრეტული პროექტი რომ განვიხილოთ და ჩვენი მთავრობის პოლიტიკა რომ კიდევ ერთხელ შევაფასოთ, ის, რა თქმა უნდა, განტვირთავს გზებზე არსებულ მძიმე მოძრაობას, აღარასოდეს ჩაიკეტება ეს გზა და რაც მთავარია, მას შემდეგ, რაც დასრულდება ნატახტარის მონაკვეთი, დაახლოებით 1,5 საათში ჩამოვალთ თბილისიდან ყაზბეგში. ასევე განიტვირთება გუდაური, რომელიც უნდა გარდავქმნათ და ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის, ევროპული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის საკურორტო ადგილად. გუდაური მართლაც უნიკალურია. გუდაურში ჩავალთ 1 საათში.

ასევე შენდება 5 გვირაბი, ეს არის 23-კილომეტრიანი ახალი გზა, გუდაურის შემოვლითი გზა. ჯამში იქნება მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა, განტვირთული, უსაფრთხო გზები და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეებისთვის კომფორტული გადაადგილება. გუდაურში მიმდინარეობს ძალიან მასშტაბური სამუშაოები. დავასრულეთ კობი-გუდაურის ახლი საბაგირო გზა, რომელიც დაახლოებით 80 მილიონი ლარი დაჯდა“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, ხელისუფლებას ძალიან ბევრი გეგმა და ამოცანა აქვს ყველა მიმართულებით; ინფრასტრუქტურაზე 32 მილიარდი ლარი დაიხარჯება მომდევნო წლების განმავლობაში. „სრულად მოწესრიგდება ყველა გზა, ყველა ხიდი, ყველა გვირაბი. გვაქვს ძალიან ამბიციური გეგმები განათლების მიმართულებით. უკვე აღვნიშნე სკოლების მშენებლობა, ასევე მინდა აღვნიშნო პროფესიული სასწავლებლების მშენებლობის მნიშვნელობა.

800 სკოლას ჩაუტარდება სრული რეაბილიტაცია თანამედროვე, ევროპული სტანდარტის მიხედვით. სოფლის მეურნეობაში კიდევ უფრო მეტ ინვესტიციას განვახორციელებთ. დაახლოებით ჯამში 7 მილიარდი ლარის ინვესტიციას ვგეგმავთ მომდევნო წლების განმავლობაში, რაც ნიშნავს მეტ სამუშაო ადგილს, ძლიერ სოფელს, ძლიერ რეგიონებს. ფასი არ ექნება ქალაქების განვითარებას, თუ რეგიონები თანაბრად არ განვითარდა, ყველა ის სიკეთე, დოვლათი და კეთილდღეობა, რომელიც იქმნება ქვეყანაში, მთელი ქვეყნის მასშტაბით თანაბრად არ გადანაწილდა“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყველა სიახლე

13 აპრილი 2026, 10:29

სამართალი

სამართალდამცველებმა 90 შეკვრად დაფასოებული „ტეტრაჰიდროკანაბინოლი“ და 33 ძირი მცენარე „კანაფი“ ამოიღეს - დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 4 პირი დააკავეს.

13 აპრილი 2026, 10:27

სამართალი

მცხეთა-მთიანეთის პოლიციამ განზრახ მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი ცხელ კვალზე დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1983 წელს დაბადებული თ.კ. დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 10:27

მსოფლიო

WSJ: მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ თეთრი სახლი ირანზე დარტყმების განახლების შესაძლებლობას განიხილავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი მრჩევლები ირანზე შეზღუდული დარტყმების განახლებას განიხილავენ, - წერს The Wall Street Journal-ი. გამოცემის წყაროების თანახმად, ეს არის ერთ-ერთი სცენარი, რომელიც თეთრ სახლში ისლამაბადში აშშ-სა და ირანს შორის გამართული მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულების შემდეგ განიხილავს.

დონალდ ტრამპი/ლეო XIV

13 აპრილი 2026, 10:10

მსოფლიო

დონალდ ტრამპმა რომის პაპი გააკრიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა რომის პაპი ლეო XIV მკაცრად გააკრიტიკა. მან დაგმო პაპის პოზიცია ირანთან ომის საკითხზე და განაცხადა, რომ პაპი „საგარეო პოლიტიკის საკითხებში აბსოლუტურად არაკომპეტენტურია“.

დონალდ ტრამპი

13 აპრილი 2026, 09:56

მსოფლიო

ტრამპი: აშშ 13 აპრილს, 10:00 საათზე ირანის პორტებში შემავალი ან გამომავალი გემების ბლოკირებას დაიწყებს

„ამერიკის შეერთებული შტატები ირანის პორტებში შემავალი და იქიდან გამომავალი გემების ბლოკირებას 13 აპრილს, აღმოსავლეთის დროით (ET) 10:00 საათზე. გმადლობთ ამ საკითხისადმი ყურადღებისათვის“, - დაწერა ტრამპმა.

ირაკლი კობახიძე

13 აპრილი 2026, 09:52

მსოფლიო

პრემიერი: ვულოცავ პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას - მადლობას ვუხდი ვიქტორ ორბანს და მის გუნდს წლების მანძილზე საქართველოს ეროვნული ინტერესების მტკიცე მხარდაჭერისთვის

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პეტერ მადიარს და მის პარტიას უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოს და უნგრეთს აკავშირებს მეგობრობისა და პარტნიორობის ხანგრძლივი ისტორია, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება.

ილონ მასკი

13 აპრილი 2026, 09:48

მსოფლიო

ილონ მასკი: სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო

სოროსის ორგანიზაციამ უნგრეთი ხელში ჩაიგდო, - წერს ამერიკელი ბიზნესმენი, კომპანია SpaceX-ის დამფუძნებელი, ილონ მასკი სოციალურ ქსელში.

დონალდ ტუსკი

13 აპრილი 2026, 09:44

მსოფლიო

დონალდ ტუსკი: უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო

„უნგრეთი, პოლონეთი და ევროპა ისევ ერთად არიან! დიდებული გამარჯვებაა, ძვირფასო მეგობრებო! რუსებო, წადით სახლში!“, - წერს ტუსკი.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:42

მსოფლიო

პეტერ მადიარი: ჩვენ ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი. ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პიტერ მაგიარი - ჩვენ ეს შევძელით, ერთად გავათავისუფლეთ უნგრეთი და მოვიშორეთ ორბანის რეჟიმი, ყველა ნიშანი მიუთითებს, რომ ეროვნულ ასამბლეაში ძლიერი უმრავლესობა გვექნება

პედრო სანჩესი

13 აპრილი 2026, 09:37

მსოფლიო

პედრო სანჩესი: დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა

„დღეს ევროპამ და ევროპულმა ღირებულებებმა გაიმარჯვა. ვულოცავ უნგრეთის ყველა მოქალაქეს ამ ისტორიულ არჩევნებს. მოუთმენლად ველი პეტერ მადიართან ერთად მუშაობას ყველა ევროპელის უკეთესი მომავლისთვის“, - წერს სანჩესი.

კირ სტარმერი

13 აპრილი 2026, 09:33

მსოფლიო

„ეს ისტორიული მომენტია არა მხოლოდ უნგრეთისთვის, არამედ ევროპული დემოკრატიისთვისაც“ - კირ სტარმერი პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა კირ სტარმერმა პიტერ მაგიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ჯორჯია მელონი

13 აპრილი 2026, 09:32

მსოფლიო

ჯორჯია მელონი: გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს. მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს მჭიდრო თანამშრომლობისთვის

„მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარ ვიქტორ ორბანს ამ წლების განმავლობაში ინტენსიური თანამშრომლობისთვის და ვიცი, რომ ის ოპოზიციიდანაც განაგრძობს თავისი ერის სამსახურს. იტალია და უნგრეთი მჭიდრო მეგობრობით დაკავშირებული ქვეყნებია და დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ კვლავაც განვაგრძობთ კონსტრუქციულ თანამშრომლობას ჩვენი ხალხების ინტერესების სასარგებლოდ და ევროპულ თუ საერთაშორისო დონეზე არსებული საერთო გამოწვევების დასაძლევად“, - წერს მელონი.

ფრიდრიხ მერცი

13 აპრილი 2026, 09:27

მსოფლიო

ფრიდრიხ მერცი პეტერ მადიარს: მოუთმენლად ველოდები თქვენთან თანამშრომლობას ძლიერი, უსაფრთხო და ერთიანი ევროპისთვის

გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა პარტია „ტისას“ ლიდერს, პეტერ მადიარს უნგრეთის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

13 აპრილი 2026, 09:22

მსოფლიო

ვოლოდიმირ ზელენსკი: დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას“ - მზად ვართ ერთობლივი კონსტრუქციული მუშაობისთვის ორივე ერის სასარგებლოდ

დამაჯერებელ გამარჯვებას ვულოცავ პეტერ მადიარს და პარტია „ტისას, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელ „იქსზე“.

პიტერ მაგიარი და ემანუელ მაკრონი

13 აპრილი 2026, 09:20

მსოფლიო

ემანუელ მაკრონი: საფრანგეთი მიესალმება უნგრელი ხალხის ევროკავშირის ღირებულებებისადმი ერთგულებას

„ახლახან ვესაუბრე პეტერ მადიარს, რათა მისთვის გამარჯვება მიმელოცა. საფრანგეთი მიესალმება დემოკრატიული ჩართულობის გამარჯვებას, უნგრელი ხალხის ერთგულებას ევროკავშირის ღირებულებებისადმი და უნგრეთის ევროპაში ყოფნას. ერთად წავიდეთ წინ უფრო სუვერენული ევროპისკენ - ჩვენი კონტინენტის უსაფრთხოების, კონკურენტუნარიანობისა და დემოკრატიისთვის“, - წერს მაკრონი.

13 აპრილი 2026, 09:14

მსოფლიო

ვიქტორ ორბანი: ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით - ყველამ უნდა იცოდეს ერთი რამ - ჩვენ არასდროს დავნებდებით

როგორც არ უნდა დასრულდეს ყველაფერი, ჩვენ ჩვენს ქვეყანას და უნგრელ ერს ოპოზიციიდანაც მოვემსახურებით, - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

13 აპრილი 2026, 09:12

მსოფლიო

ურსულა ფონ დერ ლაიენი: უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა

„უნგრეთმა ევროპა აირჩია. ევროპა ყოველთვის უნგრეთს ირჩევდა. ქვეყანამ თავისი ევროპული გზა დაიბრუნა. კავშირი ძლიერდება“, - დაწერა მან სოციალურ ქსელში X.

პიტერ მაგიარი

13 აპრილი 2026, 09:09

მსოფლიო

„ტისა“ უნგრეთის პარლამენტში მანდატების 2/3-ზე მეტს იღებს

ოპოზიციონერ პეტერ მადიარის პარტია უნგრეთის პარლამენტში ადგილების ორ მესამედზე მეტს იღებს. ხმების 99%-ზე მეტის დათვლის შედეგად, ქვეყნის საპარლამენტო არჩევნებში პარტია „ტისა“ ლიდერობს. ეს მონაცემები ახალ მთავრობას საკმარის სამოქმედო სივრცეს მისცემს კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შესატანად და საკუთარი პოლიტიკის განსახორციელებლად.

13 აპრილი 2026, 08:57

რეგიონი

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნაქერალას უღელტეხილზე გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ60 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია.

13 აპრილი 2026, 08:55

რეგიონი

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ნიჩბისი-დიდგორი-დიდი თონეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.