ირაკლი ღარიბაშვილი: კარგად გვახსოვს, 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით
ირაკლი ღარიბაშვილი
ფოტო: Facebook
ძალიან არ მოსწონთ ჩვენს ოპონენტებს როცა ვსაუბრობ და ვახსენებთ მათ მძიმე დანაშაულებს. შეცდომებს კი არა, მეგობრებო, დანაშაულებს ვახსენებთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ დუშეთის მერობის კანდიდატის, მანანა ნარიმანიძის წარდგენისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში არსებობდა არაპროგნოზირებადობის განცდა და მოქალაქეები და ბიზნესი ვერ გეგმავდნენ მომავალს.
„მოქალაქე ვერ გეგმავდა საკუთარ დღეს იმიტომ, რომ ბიზნესმენმა არ იცოდა, თუ რაღაც არ მოეწონებოდა ხელისუფალს, ან გადატრიალებული რაღაც შეპასუხება ჰქონდა ან რაღაცაზე უარს ეტყოდა, მან გარანტირებულად იცოდა, რომ დაკარგავდა ბიზნესს, მას აუწიოკებდნენ ოჯახს, კარგ შემთხვევაში ციხის გარეშე დაასრულებდა და დათმობდა ბიზნესს. ეს ხომ კარგად გვახსოვს და კარგად გვესმის როგორ ქვეყანაში ვცხოვრობდით სულ რაღაც 8-9 წლის წინ. ის, რომ არავითარი თავისუფლების განცდა და ნიშან-წყალი ჩვენს მოქალაქეებს არ ჰქონდათ, ეს რაიმე ახალია თუ რაღაც სხვა სამყაროზე ვსაუბრობთ?! ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოქალაქეების ჩაგვრა და უსამართლობა იყო ყოველდღიური ჩვენი ცხოვრების ნაწილი. მე ვახსენე პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა და სწორედაც ეს პროგნოზირებადობა და სტაბილურობის განცდა მოიტანა "ქართულმა ოცნებამ". 1-ლი ოქტომბერი ეს არის ჩვენი საერთო მონაპოვარი, საერთო გამარჯვება, საძირკველი და საფუძველი ჩვენი ქვეყნის შემდგომი განვითარებისა. "ქართული ოცნების" ხელისუფლება არის ყველაზე ჰუმანური ხელისუფლება ბოლო 30 წლის განმავლობაში, რომელიც არის ხალხზე ორიენტირებული, ქვეყნის განვითარებაზე, სიკეთეზე ორიენტირებული და პასუხისმგებლიანი ძალა. ჩვენ ჩვენი ხელწერით, ჩვენი საქმით ვამტკიცებთ ამ ყველაფერს და ეს არ არის მხოლოდ ლიტონი სიტყვები და რაღაც ლამაზი სიტყვები, პირიქით, ჩვენ ჩვენი ქმედებით ვამტკიცებთ და ვადასტურებთ თითოეულ სიტყვას. თუნდაც ის ფაქტი, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა საკუთარ მოქალაქეებზე ზრუნვა, განახორციელა ისეთი პროგრამები, როგორიც არის საყოველთაო ჯანდაცვა. მოგეხსენებათ კარგად, როგორი მდგომარეობა იყო მანამდე - ჩვენს მოქალაქეებს უწევდათ საკუთარი სახლის, ავტომობილის გაყიდვა, დაგირავება იმისთვის, რომ ჯანმრთელობის ელემენტარული სერვისი, მკურნალობა ჩაეტარებინათ. ჩვენ განვახორციელეთ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, თუნდაც C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, რითაც ათასობით ადამიანმა, ჩვენმა თანამოქალაქემ ისარგებლა და სრულად განიკურნა სრულიად უფასოდ. ჩვენმა ხელისუფლებამ მოახერხა ის, რომ ამერიკის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანია „გილეადთან" გავაფორმეთ ხელშეკრულება, რომლის ფარგლებშიც რამდენიმე მილიარდი დოლარის ღირებულების წამლები უფასოდ მივიღეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მთავრობის მეთაურის თქმით, არაერთი პროექტი განხორციელდა განათლების მიმართულებით; აშენდა 170 ახალი სკოლა, 250 სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია-აღდგენა თანამედროვე ევროპული ტიპის სტანდარტების მიხედვით, ასევე მოხდა ასეულობით ბაღის რეაბილიტაცია.
„ჩვენ ახლახან მოვინახულეთ ახლად გარემონტებული, თანამედროვე - ევროპული სტანდარტების მიხედვით გაკეთებული საბავშვო ბაღი, 80 ბავშვზე გათვლილი, ასევე აქვე მშენებარე ახალი სპორტული კომპლექსი. გვაქვს მიღწევები ყველა მიმართულებით, თუნდაც სოფლის მეურნეობის მიმართულებით, ჩვენ 2 მილიარდზე მეტი ლარის ინვესტიცია განვახორციელეთ. ათასობით ჰექტარი ახალი ბაღები გაშენდა პროგრამის ფარგლებში როგორიც არის "დანერგე მომავალი", 14 ათასი ჰექტარი ახალი მრავალწლოვანი კულტურები გაშენდა ქვეყანაში, 6 500 ჰექტარზე მეტი ახალი ვენახები გაშენდა ანუ ფერმერმა, ჩვენმა მოქალაქეებმა დაიჯერეს და აქვთ განცდა უკეთესი ხვალინდელი დღის, ნახეს რომ არის დაფასებული შრომა, ძალიან ბევრი პროექტი გაკეთდა თუნდაც გზების მოწესრიგების მიმართულებით, ჩვენ კარგად გვახსოვს 8-9 წლის წინ საჩვენებელი გზები იყო დაგებული მხოლოდ და იმ გზასაც ათჯერ ხსნიდნენ სხვადასხვა რაკურსით, სხვადასხვა მხრიდან, ჩვენმა ხელისუფლებამ 10 ათასი კილომეტრი გზა დააგო და რეაბილიტაცია ჩაუტარა ჯამში 10 ათას კილომეტრ გზას, 150 კილომეტრი ახალი მაგისტრალური გზა დაიგო. მე დღეს მოვინახულე ქვეშეთი-კობის მშენებარე გზა და ის უნიკალური გვირაბი, რომელიც შენდება. ეს არის 9-კილომეტრიანი უნიკალური გვირაბი. კომუნისტების დროს ყველაზე დიდი გვირაბი რაც აშენებულა ქვეყანაში ეს არის დაახლოებით 1800 მეტრამდე გვირაბი, რომელიც რიკოთზე მდებარეობს. 1 700 მეტრიანი ახალი გვირაბი ავაშენეთ დარიალის ხეობაში, ახლა 9-კილომეტრიანი ახალი გვირაბი შენდება და გადაადგილება იქნება ძალიან კომფორტული და ძალიან შემცირდება ზოგადად ეს დრო. სულ რაღაც საათ-ნახევარში თბილისიდან ყაზბეგში შეგვეძლება ჩასვლა მას შემდეგ, რაც დავასრულებთ ჩვენ ასევე ნატახტარი-ჟინვალის გზის მშენებლობას. გუდაური განვითარდება და ზოგადად, გუდაურში დამსვენებელს, არა მხოლოდ ჩვენს მოქალაქეს, არამედ ტურისტებს, ერთ საათში შეეძლებათ ჩასვლა. ეს ყველაფერი შენდება და კეთდება იმისთვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს მეტი კეთილდღეობა, მეტი კომფორტი ჰქონდეთ“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ყველა სიახლე
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.
28 ივლისი 2026, 20:37
საზოგადოება
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაცია - ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
ქვეყნის მთავარი გამზირი ფუნდამენტური განახლებისთვის ემზადება. რუსთაველზე ინფრასტრუქტურული პროექტის პირველი, მიწისქვეშა სამუშაოების ეტაპი უკვე დაიწყო.
28 ივლისი 2026, 20:32
სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
თბილისის საქალაქო სასამართლომ დედაქალაქის საკრებულოსთან დაკავებულთა საქმეებზე იმსჯელა. მოსამართლემ ერთს ხუთდღიანი პატიმრობა, ერთს კი ხუთი ათასი ლარის ჯარიმა დააკისრა.
28 ივლისი 2026, 20:31
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ წარსულში სამჯერ ნასამართლევმა პირმა სხვისი კუთვნილი დიდი ოდენობით ფულის დაუფლება განიზრახა და პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი 2 ბრალდებულის ოჯახების წევრები დაარწმუნა, რომ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის შვილის - ცოტნე ივანიშვილისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის - გეკა გელაძის ჩართულობითა და დახმარებით უზრუნველყოფდა მათ გათავისუფლებას, შემდგომში კი არასაპატიმრო სასჯელზე საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. ბრალდებული საჭირო პირობების თითქოსდა მოსამზადებლად და დაცვის მხარისთვის მისაღები ალტერნატიული ექსპერტიზების დასკვნების ვითომდა მოპოვების სანაცვლოდ, პერიოდულად სთხოვდა დაზარალებულს ფულს და იღებდა სხვადასხვა ოდენობის თანხას.
28 ივლისი 2026, 20:28
პოლიტიკა
ეროვნული ღირებულებების დასაცავად - სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ეროვნული ღირებულებების და ტრადიციული ფასეულობების დაცვა - ახალი სახალხო მოძრაობა „ეროვნული თაობა“ ოფიციალურად დარეგისტრირდა.
28 ივლისი 2026, 20:21
სამართალი
სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენას და მათზე რეაგირებას განაგრძობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მკაფიო ზღვარი გამოხატვის თავისუფლებასა და შეურაცხყოფას შორის - სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო სავარაუდო სამართალდარღვევების გამოვლენისა და მათზე რეაგირების პროცესს განაგრძობს. სამმართველომ ამ დრომდე უკვე ორასამდე სამართალდარღვევის ოქმი შეადგინა.
28 ივლისი 2026, 20:17
მსოფლიო
Deutsche Welle: ვაშინგტონში, ტრამპსა და ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა - მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა
ვაშინგტონში, დონალდ ტრამპსა და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის შეხვედრა დასრულდა. მოლაპარაკებები მედიის წარმომადგენლების გარეშე ჩატარდა და მისი დასრულების შემდეგ პრესკონფერენცია არ გამართულა, - წერს გერმანული გამოცემა Deutsche Welle.
28 ივლისი 2026, 20:17
სამართალი
პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
28 ივლისი 2026, 20:11
სამართალი
ბრძოლა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ გრძელდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროკურატურის ცნობით, ბრალდებულები ეგრეთ წოდებული „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობდნენ, სისტემატურად მართავდნენ უკანონო „ქურდულ გარჩევებს“ და დაშინებისა თუ კრიმინალური გავლენის გამოყენებით სარგებლის მიღებას ცდილობდნენ. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მათ 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.


