IMEDI /  16 დეკემბერი 2021, 09:59 / სანდო წყარო

სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამუშაო ვიზიტით სამცხე-ჯავახეთის რეგიონს ეწვია და ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა

თეა ახვლედიანი

თეა ახვლედიანი

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთს სამუშაო ვიზიტით ეწვია. სახელმწიფო მინისტრმა რეგიონში ვიზიტი ახალციხის მუნიციპალიტეტში შეხვედრებით დაიწყო. თეა ახვლედიანი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებსა და სოფელ ყულალისის, დიდი და პატარა პამაჯისა და ორალის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. თეა ახვლედიანმა შეხვედრებზე სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტებზე, 2022 წელს დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებზე ისაუბრა. ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებმა სახელმწიფო მინისტრს საკუთარი ხედვები და მოსაზრებები გაუზიარეს სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის განხორციელების პროცესთან დაკავშირებით. შეხვედრა ინტერაქციულ რეჟიმში წარიმართა, საუბარი და მსჯელობა შეეხო სხვადასხვა აქტუალურ თემებსა და მიმდინარე პროცესებს.

თეა ახვლედიანმა მოსახლეობას სამომავლო გეგმებთან ერთად, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ახალი ინიციატივები გააცნო და ვრცლად ისაუბრა სახელმწიფო ენის ცოდნის მნიშვნელობაზე, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის ძირითად საფუძველს წარმოადგენს. შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა COVID-19 პანდემიასთან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც. თეა ახვლედიანმა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მიმდინარე ვაქცინაციის პროცესის მნიშვნელობაზე ისაუბრა და ადგილობრივ მოსახლეობას სამედიცინო პირბადეები გადასცა.

სახელმწიფო მინისტრი ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სახელმწიფო რწმუნებულთან ბესიკ ამირანაშვილთან და მუნიციპალიტეტების მერებთან გამართულ შეხვედრაზე თეა ახვლედიანმა რეგიონული ვიზიტის მიზნებზე, ეთნიკური უმცირესობებით მჭიდრო დასახლებულ სოფლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებისას, სამოქალაქო ინტეგრაციის პრიორიტეტებისა და COVID-19-ის პრევენციის მნიშვნელობის ჭრილში ისაუბრა და ამ კუთხით რეგიონში არსებულ ვითარებას გაეცნო.

სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სახელმწიფო მინისტრის ვიზიტის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები ასევე დაგეგმილია ახალქალაქისა და ნინოწმინდის მუნიციპალიტეტების სოფლებში.

„ვაგრძელებთ ჩვენს ინტენსიურ და რეგულარულ შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობებით მჭიდროდ დასახლებული რეგიონების მოსახლეობასთან. ამჯერად, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტში ვმართავთ შეხვედრებს ეთნიკური უმცირესობებით წარმოდგენილი ადგილობრივი საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან. ჩვენ გვქონდა ძალიან საინტერესო შეხვედრა და აქტუალური დისკუსიები ახალგაზრდებთან. ახალციხის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებთან და აკადემიურ წრეებთან განვიხილეთ სამოქალაქო თანასწორობის და ინტეგრაციის პოლიტიკის სტრატეგიული ამოცანები და პრიორიტეტები, მოვისმინეთ მათი შეფასებები, პოზიციები, ასევე ვიმსჯელეთ ახალგაზრდების ჩართულობის გაძლიერებისკენ მიმართულ ღონისძიებებზე. ზოგადად, დიდია ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესი ამგვარი შეხვედრების მიმართ, განსაკუთრებით სოფლად. ადგილობრივ მოსახლეობასთან ჩვენ ვიმსჯელეთ მათ წინაშე არსებულ მიმდინარე და გრძელვადიან საჭიროებებზე, მოვისმინეთ მათი მოლოდინები, პოზიციები, ისევე როგორც ვიმსჯელეთ თვითმმართველობასთან ამ ამოცანების გადაჭრის გზებზე. გამართულ შეხვედრებზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა იყო კოვიდპანდემიის პრევენციის მიზნით, ვაქცინაციის მნიშვნელობის ხაზგასმა, ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

ყველა სიახლე

18 ივლისი 2026, 00:11

მსოფლიო

მექსიკაში 7.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა

წყნარი ოკეანის ცუნამის გამაფრთხილებელი ცენტრი აცხადებს, რომ ეპიცენტრიდან 300 კილომეტრის რადიუსში ცუნამის ტალღებია მოსალოდნელი. ცენტრის ცნობით, გვატემალასა და მექსიკის სანაპიროებზე შესაძლებელია მოქცევის დონიდან ერთ მეტრამდე სიმაღლის ცუნამის ტალღები.

17 ივლისი 2026, 22:00

საზოგადოება

სპეციალისტების გაფრთხილება მოსახლეობას - სეზონზე ტკიპების აქტივობა პიკს აღწევს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ინფექციონისტების განმარტებით, შესაბამისად მავნებლისგან ინფიცირების რისკი იზრდება.

17 ივლისი 2026, 21:45

სამართალი

ნაფიც მსაჯულთა მიერ ერთხმად გამოტანილი გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

რუსთავის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პრკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ბრალდებული ერთხმად ცნო დამნაშავედ, - საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ზაალ მიქელაძე

17 ივლისი 2026, 21:36

პოლიტიკა

ზაალ მიქელაძე: „ერთად ვიაროთ მეტად უსაფრთხო, აყვავებული და მშვიდობიანი მომავლისკენ“ - ტრამპის უმთავრესი გზავნილია საქართველოს ხელისუფალის მიმართ. დიახ, ის არ ყოფს კანონიერად არჩეულ მთავრობას და ხალხს ერთმანეთისგან

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ზაალ მიქელაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის წერილს ირაკლი კობახიძის მიმართ. ტრამპმა კობახიძეს ამერიკის დამოუკიდებლობის 250-ე იუბილის მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.

17 ივლისი 2026, 21:28

საზოგადოება

ეროვნული სატყეო სააგენტო სამცხე-ჯავახეთის რეგიონში სანიტარიულ ღონისძიებებს ატარებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ეკოსისტემის დასაცავად, სატყეო სამსახური დაავადებული ხეების სანიტარიულ ჭრას აწარმოებს. პარალელურად, რეგიონში სპეციალური მწერ საჭერებიც დამონტაჟდა.

17 ივლისი 2026, 21:10

პოლიტიკა

როცა ქვეყანა აგვისტოს ომში დაღუპულებს გლოვობს, „თბილისი პრაიდის“ წევრები ბელგიაში, ლგბტ ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად მიემგზავრებიან. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ოპოზიციის აქტივისტების ეს ნაბიჯი მმართველი გუნდისთვის და ოპოზიციის ნაწილისთვის მათ რეალურ ღირებულებებზე მეტყველებს. ოპოზიციური პარტიების უმრავლესობა კი „ქრონიკის“ კითხვებს არ პასუხობს.

17 ივლისი 2026, 21:06

საზოგადოება

75 მილიონი ლარი დაუსრულებელი შენობისთვის - რიყეზე შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილება და ოპოზიციის სპეკულაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უფუნქციო შენობა ხელისუფლებისთვის და არქიტექტურული ნიმუში „ნაციონალური მოძრაობისთვის“. რიყეზე სააკაშვილის მმართველობის დროს აშენებული კონსტრუქციის დემონტაჟის ნებართვა გაცემულია. ოპოზიცია კი მის დაცვას აანონსებს

17 ივლისი 2026, 21:00

კულტურა

თინათინ რუხაძემ და ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე შეხვედრაზე ისაუბრეს

კულტურის მინისტრმა, თინათინ რუხაძემ და საქართველოს პარლამენტის წევრმა, „ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარემ, ვარლამ ლიპარტელიანმა ახალგაზრდა თაობის კულტურულ პროექტებში აქტიური ჩართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გამართეს.

17 ივლისი 2026, 20:54

სამართალი

შეურაცხყოფა, გინება და წყევლა დასჯადია - სიძულვილის ენის გავრცელებასთან ბრძოლა და სასამართლო პროცესები. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლა გრძელდება. სასამართლო პროცესები ყოველდღიურად იმართება. სიტყვიერი შენიშვნა, ფინანსური სანქცია ან ადმინისტრაციული პატიმრობა - კანონდარღვევის შემთხვევაში მოქალაქეებს ეს სასჯელი ელით.

17 ივლისი 2026, 20:50

ეკონომიკა

მარიამ ქვრივიშვილი შანხაიში, ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაში მონაწილეობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი

როგორ უნდა უზრუნველყოს ადამიანმა საკუთარი უსაფრთხოება და შეინარჩუნოს მმართველობა ხელოვნური ინტელექტის სწრაფად განვითარების პირობებში - ეს კითხვები ჩინეთის ლიდერმა ხელოვნური ინტელექტის მსოფლიო კონფერენციაზე დასვა.

ნიკა გვარამია

17 ივლისი 2026, 20:47

პოლიტიკა

ოპოზიციის ღირებულებები და ომის ფინანსური სარგებლით გამართლება - ნიკა გვარამიას აღიარება და ხელისუფლების მწვავე შეფასება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

მმართველი გუნდი ნიკა გვარამიას ადამიანების სიცოცხლით ვაჭრობის მცდელობაში ადანაშაულებს. განცხადებას, სადაც მან უკრაინისთვის მოსალოდნელ დიდ ფინანსურ დახმარებასა და ამ კონტექსტში საქართველოზე ისაუბრა, ხელისუფლებაში „აღიარებითი წამოცდენა“ უწოდეს.

17 ივლისი 2026, 20:34

პოლიტიკა

ევრობიუროკრატიის აბსურდი და გეოგრაფიის გაკვეთილი პრემიერისგან - ვინ და როგორ ცდილობს საქართველოს საკვანძო როლის დაკნინებას. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეოგრაფიის უგულებელყოფა და არასერიოზულობის ახალი მწვერვალი — საქართველოს ხელისუფლება ევროპელი პოლიტიკოსებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ბოლოდროინდელ განცხადებებს აფასებს.

17 ივლისი 2026, 20:29

პოლიტიკა

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - ბოჭორიშვილის გზავნილები აშშ-ში და შეფასებები თბილისში. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გეგმა უცხოელი მხარდამჭერებითა და უცხოური ფულით - საქართველო ხელისუფლებისთვის გარედან მართული პოლიტიკური ტერორის თვალსაჩინო მაგალითია.

ირაკლი კობახიძე
სერდარ ბერდიმუჰამედოვი

17 ივლისი 2026, 20:28

პოლიტიკა

ორმხირივი ინტერესები და ახალი ინიციატივები - საქართველოსა და თურქმენეთის ლიდერები თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სერდარ ბერდიმუჰამედოვმა საქართველო მთავარ ეკონომიკურ პარტნიორად დაასახელა და დაადასტურა დაინტერესება სხვადასხვა მიმართულებით პარტნიორობის გაღრმავებისთვის.

მაკა ბოჭორიშვილი

17 ივლისი 2026, 20:16

პოლიტიკა

რადიკალიზმის ლეგიტიმაციის მცდელობა საერთაშორისო ინსტიტუტების ჩართულობით - საქართველოს პირველი დიპლომატის გზავნილები ვაშინგტონიდან და „პოლიტიკური ტერორიზმის” საფრთხე. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოლიტიკური ტერორიზმი და ტრანსნაციონალური დაფინანსების სქემა - ვაშინგტონში ორგანიზებულ სამიტზე სახელმწიფო მდივანმა პრობლემა გლობალურ გამოწვევად დასახა და 60-მდე ქვეყნის წარმომადგენლებს ერთობლივი მუშაობისკენ მოუწოდა.

17 ივლისი 2026, 20:01

რეგიონი

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, ზურაბ პატარაძემ რეგიონში ტურისტულ სეზონზე არსებული ვითარება და დაგეგმილი ღონისძიებები განიხილა

შეხვედრაზე იმსჯელეს სატრანსპორტო ნაკადებისა და პარკირების მართვის საკითხებზეც. მოსახლეობისა და ტურისტების რაოდენობის ზრდის ფონზე, მნიშვნელოვან ამოცანად დასახელდა მასობრივი ღონისძიებების გამართვის პროცესში ქალაქში წესრიგის შენარჩუნებისთვის თანამდევი ღონისძიებების გატარება. ყურადღება გამახვილდა ასევე რეგიონში სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების პროცედურებსა და სეზონის მანძილზე მათი ხელმისაწვდომობის გაზრდაზე.

17 ივლისი 2026, 19:52

პოლიტიკა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია თბილისში, სასტუმრო „საქართველოში“ მდებარე ფართთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების ზედაპირულად გაცნობაც საკმარისი იყო იმის გასააზრებლად, რომ ფართობის გასხვისება სრულიად ფორმალურად განხორციელდა. სასტუმრო „საქართველოს“ სრული პრივატიზაცია მრავალი წლის წინ განხორციელდა, რის შემდეგაც მისი მფლობელი რამდენჯერმე შეიცვალა. ბოლო შემთხვევაში, სასტუმრო „საქართველოს“ გასხვისებისას დადგინდა, რომ იყო ფაქტობრივი უზუსტობა სახელმწიფოს მიერ წლების წინ შედგენილ აზომვით ნახაზში დაფიქსირებულ ფართობსა და სასტუმრო „საქართველოს“ რეალურ ფართობს შორის. აღნიშნული ცდომილების აღმოსაფხვრელად და სამართლიანობის პრინციპის დასაცავად, ცდომილების შესაბამისი ფართი - 3,237 კვადრატული მეტრი სიმბოლურ ფასად სრულიად ფორმალურად გადაეცა სასტუმროს მფლობელს, იმგვარად, რომ მას ქონების მოცულობა რეალურად არ გაზრდია.

17 ივლისი 2026, 19:16

პოლიტიკა

პარლამენტში სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა

საქართველოს პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტთან შექმნილი სახელმწიფო ენის დაცვისა და განვითარების ხელშეწყობის სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრა გაიმართა.

ლევან მაჭავარიანი

17 ივლისი 2026, 19:12

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველო-აშშ-ს შორის ურთიერთობების გასაფუჭებლად ბაიდენის ადმინისტრაციამ ყველაფერი გააკეთა. ჩვენს გუნდს ყველაფერი გაკეთებული აქვს იმისთვის, რომ აშშ-თან რეალური პარტნიორობა დაიწყოს

საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ლევან მაჭავარიანი დონალდ ტრამპის მიერ ირაკლი კობახიძისთვის გამოგზავნილ სამადლობელო წერილს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

გიორგი გამსახურდია

17 ივლისი 2026, 18:46

პოლიტიკა

გიორგი გამსახურდია საგარეოს ყოფილ თანამშრომელზე: სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო სამინისტროში, უწყების გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, უმაღლესი ტრიბუნის ქვეყნის სასიკეთოდ გამოყენებას და სიმართლის გაჟღერებას უწუნებს - ასეთი მინისტრი მაგ უწყებაში ნამდვილად არ მახსოვს და ესეც არის ნაც-აკაცუკების აგრესიის მიზეზი

ეს დედალი აკაცუკი, რომელიც სხვებთან ერთად ჩაბუდებული იყო ცვლილებებამდე საგარეო საქმეთა სამინისტროში, უწყების ამგვარი ბიომასებისგან გამწმენდ მინისტრ ბოჭორიშვილს, ქვეყნის სასიკეთოდ, უმაღლესი ტრიბუნის გამოყენებას და ამ ტრიბუნიდან სიმართლის გაჟღერებას უწუნებს, - წერს გიორგი გამსახურდია და საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომლის, მარიამ მაისაიას პოსტს აქვეყნებს, რომელშიც უწყების ხელმძღვანელის, მაკა ბოჭორიშვილის აშშ-ში გამოსვლაა გაკრიტიკებული.