საქართველოს მასშტაბით, გზებს ინტენსიურად წმენდენ. სად მოქმედებს შეზღუდვები
ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, საავტომობილო გზებზე მოძრაობის შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, მთელი საქართველოს მასშტაბით, გაწმენდითი სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში გრძელდება. ყველა მიმართულებით ადგილზე მობილიზებულია თოვლმწმენდი ტექნიკა, გზები გამუდმებით მუშავდება ქვიშა-მარილის ნარევით.
გადაადგილების სპეციალური რეჟიმები, ამ დროისთვის, მოქმედებს შემდეგ საავტომობილო გზებზე:
🔹თოვლისა და ქარის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური-კობის მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, მლეთა-გუდაურის და გუდაური–კობის მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.
🔹ინტენსიური თოვის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ39–კმ259 (ქსანი-სამტრედია) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო, კმ39-კმ193 მონაკვეთზე, (ქსანი-ზესტაფონი) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, (თოვლი, ქარბუქი, ცუდი ხილვადობა) საერთაშორისო მნიშვნელობის ახალციხე-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ90-კმ112 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. გზის დანარჩენ მონაკვეთში ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა, ქარბუქი და ცუდი ხილვადობა) გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ახალქალაქი-კარწახის საავტომობილო გზის კმ1-კმ36 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ106 მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ალპანა-ცაგერის საავტომობილო გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ72 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო კმ1-კმ72 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹ინტენსიური თოვის გამო, საჩხერე-ონის საავტომობილო გზაზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი -ახალციხის საავტომობილო გზის კმ86-კმ106 მონაკვეთზე, დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ხოლო, დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
🔹ინტენსიური თოვის, დაბალი ტემპერატურის და ცუდი ხილვადობის გამო, საერთაშორისო მნიშვნელობის ხაშური-ახალციხე-ვალეს საავტომობილო გზის კმ1–კმ96 (ხაშური-ვალე) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹დიდთოვლობის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ბაღდათი-აბასთუმანი-ბენარას საავტომობილო გზის კმ1-კმ50 მონაკვეთზე (ქუთაისი-საირმე) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა, ხოლო კმ28-კმ50 მონაკვეთზე, (ბაღდათი-საირმე) დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჩოლაბურის ხიდი-თერჯოლა-ტყიბულის საავტომობილო გზის კმ16-კმ29 მონაკვეთზე, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹ინტენსიური თოვის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-წყალტუბო-ცაგერი-ლენტეხი-ლასდილის საავტომობილო გზის კმ42-კმ125 მონაკვეთზე (ცაგერი-მელე) აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ42 (წყალტუბოს გადასახვევი-ცაგერი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
🔹შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ30-კმ186 (ჯვარი-უშგული) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო, კმ138-კმ186 (მესტია-უშგული) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) მოძრაობა თავისუფალია. საავტომობილო გზის კმ1-კმ30 (ზუგდიდი-ჯვარი) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
საავტომობილო გზების დეპარტამენტი მოუწოდებს მოსახლეობას, იმოძრაონ ზამთრის პერიოდისათვის შესაბამისი საბურავებით, გამართული ავტოტრანსპორტით და დაემორჩილონ საავტომობილო გზებზე დაწესებულ რეჟიმებს.
ყველა სიახლე
13 სექტემბერი 2026, 09:01
სპორტი
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
კონსტანტინე პეტრიაშვილი უფროსებს შორის სომხეთის საერთაშორისო ტურნირის ჩემპიონია
13 სექტემბერი 2026, 08:31
პოლიტიკა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, დავით მამისეიშვილს მოუსმენენ
13 სექტემბერი 2026, 08:00
სპორტი
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ🏈🏈
„ბორჯღალოსნები“ ნოემბერში სამ საშინაო მატჩს გამართავენ
12 სექტემბერი 2026, 22:50
პოლიტიკა
გივი მიქანაძე სტუდენტთა დაფინანსებაზე: წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა. მოქმედებს არამხოლოდ სახელმწიფო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, ასევე კერძო უნივერსიტეტებში მყოფ სტუდენტებზე, თუმცა ეს სქემა მილევად რეჟიმშია
წინა წლებში ჩარიცხული სტუდენტებისთვის მოქმედებს ის სქემა, რომელიც აქამდე არსებობდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სტუდენტთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 22:48
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მინდა თითოეულ პედაგოგს, პროფესორ-მასწავლებელს, აღმზრდელს, სასკოლო ადმინისტრაციის, განათლების სამინისტროს თითოეულ წარმომადგენელს დიდი მადლობა გადავუხადო იმ შრომისა და თავდადებისთვის, იმისთვის, რასაც ისინი ჩვენი მომავალი თაობისთვის ყოველდღიურად აკეთებენ
განათლების რეფორმა არის ის რეფორმა, რომელიც ყველა ოჯახთან არის დაკავშირებული. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი აქტიური ჩართულობისთვის, ამ პროცესში მონაწილეობისთვის, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 22:45
საზოგადოება
გივი მიქანაძე: მთავრობის მეთაურის გადაწყვეტილების საფუძველზე, 14 სექტემბრიდან 18 სექტემბრის ჩათვლით გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით, რომლითაც ახალგაზრდებს შეეძლებათ, რომ სხვადასხვა ადგილას დარეგისტრირდნენ
14 სექტემბრიდან გაიხსნება ბაზები მეორად ჩარიცხვებთან დაკავშირებით. გამონაკლისი დაიშვა. გადაწყვეტილება მიიღო მთავრობის მეთაურმა, რომ წელს, რადგან პირველი წელიწადია ამ რეფორმის, გავითვალისწინეთ ეს გარემოება და აპლიკანტებს მივეცით შესაძლებლობა, რომ მოხვდნენ სასურველ უნივერსიტეტებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:27
საზოგადოება
გივი მიქანაძე: დავიწყეთ მუშაობა ერთიან კანონპროექტზე - ეს იქნება განათლებისა და მეცნიერების შესახებ კანონი, რომელმაც 7 კანონი უნდა შეცვალოს
„ჩვენ მიზნად გვაქვს, რომ საგაზაფხულო სესიაზე წარვადგინოთ ეს ინიციატივა. იქ უკვე ბევრი მიმართულება იქნება ფორმულირებული, მათ შორის სადოქტორო, მესამე საფეხურთან მიმართებით. მესამე საფეხურთან მიმართებით შეიძლება წლის ბოლომდე უკვე გვქონდეს წარსადგენი გარკვეული ხედვა, რომელსაც აკადემიურ საზოგადოებასთან ერთად განვიხილავთ, შევათანხმებთ პოზიციებს და ამის შემდეგ მივცემთ მსვლელობას“, - აღნიშნა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:14
საზოგადოება
განათლების მინისტრი: მომავალი წლიდან ეროვნულ გამოცდებს იტალიური ენაც დაემატება
„უახლოეს პერიოდში მუშაობას ვიწყებთ იმ სიახლეზე, რომელიც მომავალი წლიდან დაინერგება. ეს არის „რეპეტიტორიუმი“. დამამთავრებელ კლასებში ახალგაზრდებს ვთავაზობთ, აირჩიონ 3 ან 4 საგანი, რომელთაც ისინი ეროვნულ გამოცდებზე ჩააბარებენ. უნდა შევარჩიოთ პედაგოგები, გადავამზადოთ შესაბამისად, ერთი წლის განმავლობაში სახელმძღვანელოები ყველა საგანში უნდა მოვამზადოთ“, - აღნიშნა მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 22:02
საზოგადოება
გივი მიქანაძე პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებაზე: ირაკლი კობახიძის მხარდაჭერით, მესამე წელიწადია საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი ქვეყანაში არის ნომერი მესამე ბიუჯეტი
ეს საკითხი ჩვენთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი და მასზე მუშაობა სისტემატურად მიმდინარეობს. შარშან რის შესაძლებლობასაც იძლეოდა ბიუჯეტი, შევეცადეთ, რომ ტექნიკურ პერსონალთან და ადმინისტრაციასთან მიმართებით 20%-იანი ზრდა გვქონოდა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ პედაგოგებისა და სკოლების ტექპერსონალის ანაზღაურებასთან დაკავშირებით.
12 სექტემბერი 2026, 21:57
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში. ამით პროფესიულის იმიჯის წამოწევა გვინდა
ამ შემოდგომით პარლამენტს მივმართავთ მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივით, რომლითაც გვინდა პროფესიული სწავლების გარკვეული პროგრამები, მისი კრედიტები აღიარებული იყოს და ჩაითვალოს უმაღლესის შესაბამის მიმართულებებში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:56
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: თუ ადრე დაწყებითის მასწავლებელს 13 საათი ჰქონდა, ეროვნულ სასწავლო გეგმაში შეტანილი ბოლო ცვლილებების მიხედვით, მათ საათების რაოდენობა ეზრდებათ
24 ლარი საათში მიეცემა ნებისმიერი სტატუსის მასწავლებელს, ხოლო დანამატი 150 და 300 ლარი წამყვანისა და მენტორის კონკრეტული ფუნქციის შესრულებაში, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:32
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: კომპეტენციადადასტურებულ ყველა მასწავლებელს თანაბრად უნდა მიეცეს შესაბამისი საგნის სწავლების შესაძლებლობა - ჩვენი მიზანია მასწავლებელს, რომელიც სკოლაში ასწავლის, სისტემა ისე დაეხმაროს, რომ მან კომპეტენციის დადასტურება მოახერხოს
„ჩვენი რეფორმის ერთ-ერთი მთავარი არსი მასწავლებელი და მასწავლებლის მხარდაჭერაა. იმ მასწავლებლებს, რომლებიც ჩვენ გვყავს სკოლებში და არ აქვთ კომპეტენცია დადასტურებული, წელიწადში ორჯერ მივეცით საშუალება, რომ გამოცდაზე გასულიყვნენ და დამატებით, „მასწავლებლის სახლისგან“ ტრენინგებიც მივაყოლეთ. ჩვენ ძალიან გვეძვირფასება თითოეული მასწავლებელი, რომელიც დღეს სკოლაშია, წლებია ასწავლის. სისტემას არანაირი სურვილი არ აქვს, რომ მათ კომპეტენცია ვერ დაადასტურონ“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
12 სექტემბერი 2026, 21:23
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: ჩვენ შევცვალეთ სახელმძღვანელოების მეთოდოლოგია. ბავშვი პასიური მსმენელი კი არ უნდა იყოს, არამედ შემოქმედი და ჩართული უნდა იყოს სასწავლო პროცესში
ზოგადი განათლების ეროვნულმა მიზნებმა მოგვცა ჩვენ ასეთი დაკვეთა, რომ სკოლამ უნდა გაზარდოს საკუთარი ქვეყნის ისტორიის, ტრადიციისა და კულტურის მცოდნე მოქალაქე, შესაბამისი საგანი უნდა ასწავლოს ხარისხიანად, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 21:13
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება, თუმცა გამოწვევა პატარა მასშტაბის არ არის
„ახალ სასწავლო წელს 30-მდე სრულად განახლებული და ახლად აშენებული სკოლით ვხვდებით. შარშან, ახალ სასწავლო წელს 60-მდე ასეთი სკოლა გავხსენით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ პროცესი არ ჩერდება“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 21:10
საზოგადოება
გია მურღულია: ჩვენ ლიტერატურაში ვასწავლით ჰაგიოგრაფიას, ვერაფერს გაიგებს ბავშვი, თუ ზედაპირული წარმოდგენა მაინც არ აქვს ბიბლიაზე - ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი
„ბიბლია არის ჩვენი კულტურის საფუძველი. მას აქვს წმინდა საგანმანათლებლო განზომილება. მე არ ვლაპარაკობ იმაზე, რომ სკოლაში ვიღაც შევიდეს და პროზელიტიზმის სწავლება დაიწყოს, რაც კანონით აკრძალულია, ამაზე არ ვლაპარაკობთ, ვლაპარაკობთ წმინდა საგანმანათლებლო საზრისზე“, - აღნიშნა მურღულიამ.
12 სექტემბერი 2026, 20:46
საზოგადოება
გივი მიქანაძე: შეიქმნა ინკლუზიისა და სტრატეგიის დეპარტამენტი, რომლითაც სამინისტროს მხრიდან გამოიკვეთა ამ საკითხზე ყურადღების განსაკუთრებული კონცენტრირება
რეფორმის ის კონცეფცია, რომელიც ჩვენ გასული წლის 2 დეკემბერს საჯაროდ წარვადგინეთ და შემდეგ 2-თვიანი განხილვების შემდეგ მთავრობამ დადგენილებით დაამტკიცა, 8 გამოწვევაზეა ორიენტირებული. 8 გამოწვევიდან, ერთ-ერთი არის ინკლუზიის კომპონენტი. ჩვენ პრიორიტეტულად გამოვყავით ეს მიმართულება, - განაცხადა განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ გადაცემაში „ღია ეთერი“.
12 სექტემბერი 2026, 20:44
საზოგადოება
თამარ მახარაშვილი: სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია. ეს სტანდარტი გეუბნება, რას უნდა აკმაყოფილებდეს ფორმები
სასკოლო ფორმებს აქვს თავისი სტანდარტი, რომელიც მსოფლიოში აპრობირებულია, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე თამარ მახარაშვილმა.
12 სექტემბერი 2026, 20:39
საზოგადოება
გივი მიქანაძე: საერთაშორისოდ აღიარებულმა შვეიცარიულმა კომპანიამ გამოიტანა დასკვნა, რომ სასკოლო უნიფორმები, რომელსაც აწარმოებს ეს კონკრეტული ჩინური კომპანია, აბსოლუტურად და სრულად შეესაბამება იმ სტანდარტებს, რომელიც სასკოლო ცხოვრებაში გამოიყენება
ისეთ ქვეყნებში, სადაც სასკოლო ფორმა არ არის შემოღებული, ბულინგის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი არის ჩაცმულობა, რომელიც ქმნის ორ პრობლემას, პირველი არის ის, რომ ბავშვი სოციუმიდან გარიყულია. მეორე პრობლემა არის ის, რომ ბავშვი ამ ყველაფერში ადანაშაულებს მშობელს, რადგან მშობელი ვერ უზრუნველყოფს ბავშვის მდგომარეობას ისე, რომ მას ყოველკვირეულად ახალი ჩაცმულობა ჰქონდეს, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ სასკოლო ფორმის რეფორმაზე მსჯელობისას.
12 სექტემბერი 2026, 20:18
საზოგადოება
გივი მიქანაძე: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფა სკოლაში და ჩვენ შემოგვაქვს სასკოლო ფორმის კულტურა, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.
12 სექტემბერი 2026, 20:18
პოლიტიკა
გივი მიქანაძე: არ უნდა არსებობდეს არცერთი პასუხგაუცემელი კითხვა. ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება
ჩვენი მიზანია საზოგადოება მაქსიმალურად იყოს ინფორმირებული ყველა იმ ნაბიჯზე, ყველა იმ საკითხზე, რომელიც რეფორმის ფარგლებში ხორციელდება, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი“ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძემ.


