08 აპრილი 2022, 10:29 / სანდო წყარო

ევროპის გუნდი და FAO საქართველოში ფერმერების დახმარებას აგრძელებენ

ევროკავშირის დელეგაციის, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) წარმომადგენლებმა დმანისში დაფინანსებული ორი პროექტი მოინახულეს.

დელეგაცია ესტუმრა დმანისის მეცხოველეობის ფერმას, რომელმაც გასულ წელს თანადაფინანსება მიიღო ერთ მილიონ ლარმე მეტი ინვესტიციისთვის, რომლის ფარგლებშიც ცხოველთა საკვების წარმოებისთვის საჭირო აღჭურვილობა შეიძინა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაცია ასევე ესტუმრა დმანისში მდებარე „შვეიცარიულ აგრარულ სკოლა კავკასიას“, რომელთანაც FAO-მ ხელი მოაწერა 400,000 ლარის ღირებულების კონტრაქტს. ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში, სკოლას მესაქონლეობის, მერძევეობისა და ყველის წარმოებისთვის საჭირო სასწავლო ინვერნარი და ტექნიკა დაუფინანსდება.

ორივე ინვესტიცია დმანისის მუნიციპალიტეტში რძისა და ხორცის წარმოების სექტორის მხარდაჭერას წარმოადგენს და ნაწილია ევროკავშირისა და FAO-ს საგრანტო პროგრამის, რომელიც ევროკავშირის ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, დაახლოებით 250-მა ფერმერმა, კოოპერატივმა და მცირე და საშუალო ბიზნესმა სასოფლო-სამეურნეო გრანტი მიიღო, რომლის საერთო ბიუჯეტი 16.3 მილიონი ლარია. კაპიტალური ინვესტიციების თანადაფინანსების საგრანტო მხარდაჭერა მიზნად ისახავს მოსავლის, წარმოებისა და სექტორის მდგრადობის გაზრდას და გაძლიერებას, დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნასა და სურსათის მიწოდების არასტაბილურობის პრევენციას. ევროკავშირისა და FAO-ს პროექტის ფარგლებში გამოყოფილი გრანტები, 1000-დან 150,000 აშშ დოლარამდე, საინვესტიციო ხარჯების 40 პროცენტიანი თანადაფინანსებით, მცირე, საშუალო და მსხვილ მწარმოებლებს გადაეცემა, სასოფლო-სამეურნეო მანქანების და დანადგარების, გადამამუშავებელი თუ სასაწყობე ნაგებობების აღსაჭურვად.

ვიზიტში მონაწილეობა მიიღეს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა, სიგრიდ ბრეტელმა, FAO-ს, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოსა და საფრანგეთის საელჩოს წარმომადგენლებმა.

დმანისის მეცხოველეობის ფერმა, რომელიც 2017 წელს დაარსდა, ხორცის ერთი-ერთი ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში. 462,000 ლარიანი საგრანტო დაფინანსებით, რომელიც ევროკავშირის და FAO-ს საგრანტო პროგრამის ფარგლებში მიიღო, ფერმამ საჭირო ტექნიკა და აღჭურვილობა შეიძინა.

2018 წელს დაარსდა „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასია“, შვეიცარიული მოდელის მიხედვით შექმნილი პირველი პროფესიული განათლების სასწავლებელი აგრო მიმართულებით. მერძევეობის ფერმა და ყველის საწარმო სკოლის ბაზაზე აშენდა, რათა სტუდენტებმა პრაქტიკული გამოცდილება მიიღონ.

„რადგან ეს არის არაკომერციული სასწავლებელი, ყველის ქარხანა უნდა იქცეს სამომავლოდ ამ კოლეჯის ფინანსური სტაბილურობის გარანტად. ამიტომ მოეწერა ხელი საგრანტო ხელშეკრულებას FAO-სთან. ეს არის 400 000 ლარიანი ინვესტიცია, საიდანაც 40 პროცენტი ფინანსდება გრანტით. ევროკავშირისა და FAO-ს მხარდაჭერით, ძალიან მალე შევიძენთ დამატებით აღჭურვილობას საწარმოსთვის“, - განაცხადა თინათინ მახარაძემ, „შვეიცარიული აგრარული სკოლა კავკასიის“ დირექტორმა.

„რძისა და ხორცის სექტორები საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანესი მიმართულებებია, რომლებიც ქვეყნის გრძელვადიან სასურსათო უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ. ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ ჩვენი ინვესტიციები და გაუმჯობესებული აგრარული განათლება საქართველოში ხელს შეუწყობს ქვეყნის განვითარებას და მოქალაქეთა ცხოვრების დონის გაუმჯობესებას. ჩვენ განსაკუთრებით გვიხარია, რომ ეს ორი პროექტი ევროპული სტანდარტის ტექნოლოგიებს ნერგავს. ევროკავშირი გააგრძელებს საქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორის მხარდაჭერას სხვადასხვა პროგრამით“, - განაცხადა სიგრიდ ბრეტელმა, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის პროექტების განყოფილების უფროსმა.

„ყველა დაფინანსებული კომპანია იყენებს თანამედროვე მიდგომებს უკეთესი წარმოებისა და განვითარებისთვის. დმანისის მეცხოველეობის ფერმა ამის კარგი მაგალითია. წარმოების ინტენსიურობის გაზრდით, ცხოველთა საკვების ადგილზე დამზადებით, ადაპტირებული ჯიშის გამოყვანით, მუდმივი კლიენტების მოზიდვით და შესანიშნავი მენეჯმენტით, ეს პროექტი აწესებს ახალ სტანდარტს საქართველოში ხორცის წარმოების მიმართულებით,“ - ამბობს ხავიერ სანს ალვარესი, FAO-ევროკავშირის პროგრამის კოორდინატორი.

საგრანტო დაფინანსება ერთჯერადი ფინანსური მხარდაჭერაა აგრომწარმოებლებისთვის, რომლებსაც სურთ, თავადაც განახორციელონ თანადაფინანსება. საგრანტო პროგრამის შემდეგი ციკლი 2022 წლის აპრილში დაიწყება. ინფორმაცია ხელმისაწვდომი იქნება ვებგვერდზე.

ევროკავშირი მხარს უჭერს სოფლის მეურნეობასა და სოფლის განვითარებას საქართველოში ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება 2013 წლიდან და მისი საერთო ბიუჯეტი 234.5 მილიონი ევროა. მისი მიზანია სოფლად ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება და საქართველოში სიღარიბის შემცირება.

პროექტს „სოფლის მეურნეობის სექტორის გაუმჯობესება საქართველოში“ FAO ახორციელებს 12 მილიონი ევროს ბიუჯეტით, ENPARD-ის მესამე ფაზის ფარგლებში. მისი მიზანია სოფლად არსებული შინამეურნეობების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და მცირე და საშუალო საწარმოებისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, მომსახურებისა და წარმოების გაუმჯობესება, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაძლებლობების გაზრდა, ქვეყნის სასოფლო-სამეურნეო სექტორის კონკურენტუანარიანობის ასამაღლებლად.

ყველა სიახლე

28 ივლისი 2026, 10:32

მსოფლიო

Financial Times: ევროკავშირის სანქციებში შეტანილი გამონაკლისით ფრანგული TotalEnergies რუსული გაზის აზიაში გაყიდვას გააგრძელებს

ფრანგულ კომპანია TotalEnergies შესაძლებლობა ექნება ციმბირში მდებარე თავისი მთავარი პროექტიდან წარმოებული გათხევადებული ბუნებრივი აირი აზიის ბაზრებზე კვლავ გაყიდოს, მას შემდეგ, რაც ევროკავშირმა ევროპულ კომპანიებს რუსული გაზის ბლოკის ფარგლებს გარეთ ტრანსპორტირების გაგრძელების უფლება მისცა. ინფორმაციას Financial Times-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 10:05

მსოფლიო

Financial Times: ირანის სარაკეტო შესაძლებლობების მდგრადობა აშშ-ის ძალებისთვის ახალ გამოწვევად იქცა

Financial Times-ის ინფორმაციით, აშშ-ისა და ისრაელის მიერ თებერვლის ბოლოს ირანზე ერთობლივი შეტევის დაწყებიდან მალევე, თავდაცვის მდივანმა პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ირანის შეტევითი სარაკეტო შესაძლებლობებისა და რაკეტების წარმოების განადგურება იყო.

28 ივლისი 2026, 09:53

მსოფლიო

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა - მას პატიმრობა ემუქრება

იტალიელმა მამაკაცმა ყალბი ამფითეატრი ააშენა და 20 წლის განმავლობაში ექსკურსიებს ატარებდა. ახლა მას პატიმრობა ემუქრება. ის 2 ათწლეული ატყუებდა ტურისტებს, რომ 2005 წელს, მეწყრის შემდეგ, ვიჩენცის პროვინციაში ე.წ. ბერიკოს ზღვის ამფითეატრი აღმოაჩინა. სარეკლამო ბუკლეტებში კი ეწერა, რომ ამფითეატრი ჩვენი წელთაღრიცხვის IV საუკუნეში იყო აგებული. ისტორიული ძეგლის დათვალიერებას ტურისტებს 40 ევროდ სთავაზობდნენ.

28 ივლისი 2026, 09:49

მსოფლიო

ევროპარლამენტში ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება

სტრასბურგში, ევროპარლამენტში, ერთ-ერთ ოთახს წმინდა ბენედიქტეს სახელი მიენიჭება. მისი ოფიციალური გახსნა ევროპარლამენტის მომდევნო პლენარულ სესიაზე, სექტემბერში ან ოქტომბერში იგეგმება.

ოლექსანდრ ბანკოვი

28 ივლისი 2026, 09:43

მსოფლიო

უკრაინული მედია: ყოფილ უკრაინელ დიპლომატს დონორების მიერ რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ უკრაინის მხარდასაჭერად გადარიცხული 1.28 მილიონი დოლარის მითვისების საქმეზე ბრალი წაუყენეს

უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიუროს (NABU) ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსანს ბრალი წაუყენეს უკრაინის მხარდასაჭერად უცხოელი დონორების მიერ გადარიცხული 37 მილიონი გრივნის (1.28 მილიონი დოლარი) მითვისებაში. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:42

მსოფლიო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო

ტყის ხანძრების გავრცელების შესაჩერებლად საფრანგეთის ხელისუფლებამ სტიქიის ზონის გარკვეულ ტერიტორიებზე ხეებისა და ბუჩქების მოჭრა და ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ზოლების შექმნა დაიწყო. ცეცხლი ამ დროისთვის ბორდოსთან ახლოს მძვინვარებს და ვენახებსა და ღვინის წარმოებს ემუქრება.

28 ივლისი 2026, 09:37

მსოფლიო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო

კანადის ქალაქ ტორონტოში, შეერთებული შტატების საელჩოსთან სროლა იყო. პოლიციის ცნობით, ინციდენტისას არავინ დაშავებულა. სამართალდამცველები იმასაც აღნიშნავენ, რომ შემთხვევის დროს საელჩოსთან ახლოს საეჭვო თეთრი სედანი შეამჩნიეს, რომელსაც სანომრე ნიშნები არ ჰქონდა. მან მიმალვა შეძლო. გასროლილი ჰილზა კი საელჩოს ფასადზე აღმოაჩინეს. შენობის მიმდებარე ტერიტორია ალყაში მოაქციეს.

28 ივლისი 2026, 09:32

მსოფლიო

„ჩვენ 100 პროცენტით უკრაინის გვერდით ვდგავართ “ - ვოლოდიმირ ზელენსკი გაერთიანებულ სამეფოს ეწვია

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ენდი ბერნემმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრა გამართა. გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მეთაურმა უკრაინის პრეზიდენტს პორტსმუთის საზღვაო ბაზაზე უმასპინძლა, სადაც, ბრიტანეთის ხელმძღვანელობით, უკრაინის შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა სწავლება მიმდინარეობს.

28 ივლისი 2026, 09:29

მსოფლიო

Associated Press: აშშ და საფრანგეთი გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ

აშშ-ის დიპლომატებმა ორშაბათს გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა დროებით დატოვეს, როდესაც სიტყვით საფრანგეთის წარმომადგენელი გამოდიოდა. ინფორმაციას Associated Press-ი ავრცელებს.

28 ივლისი 2026, 09:23

მსოფლიო

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს

იემენელმა ჰუსიტებმა საუდის არაბეთში ნავთობის ინფრასტრუქტურაზე იერიში მიიტანეს. ირანის მიერ მხარდაჭერილმა დაჯგუფებამ ნედლი ნავთობის მიწოდებისა და ტრანსპორტირების ინფრასტრუქტურას დაარტყა, რომლითაც საუდის არაბეთი წითელი ზღვის ნავთობის საექსპორტო ცენტრ იანბუს უკავშირდება.

დავით მათიკაშვილი

28 ივლისი 2026, 09:19

პოლიტიკა

მათიკაშვილი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებაზე: ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა

ევროკავშირის საბჭოთა კავშირად გარდაქმნის პროცესი დაჩქარდა, - აცხადებს საპროცედურო საკითხთა და წესების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

ნინო წილოსანი

28 ივლისი 2026, 09:10

პოლიტიკა

ნინო წილოსანი: როგორც ჩანს, ევროკავშირის ბიუროკრატიას დიდი ხანია გადაწყვეტილი აქვს, რომ ორპალატიანი კავშირი გააკეთოს, სადაც სახელმწიფოების ნაწილს აქვს გადაწყვეტილებების მიღების უფლება, ხოლო მეორე ნაწილი თავისი სუვერენიტეტის ფეხქვეშ გათელვით უნდა დათანხმდეს ამ გადაწყვეტილებებს

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი გამოეხმაურა გერმანიის ინიციატივას, რომელიც ევროკავშირში გადაწყვეტილებების კონსენსუსით მიღების წესის გაუქმებას გულისხმობს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 09:02

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს

ირანთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, შეერთებული შტატები სამხედრო მოქმედებებს განაახლებს, - განაცხადა დონალდ ტრამპმა გამოცემა „აქსიოსთან“ ინტერვიუში.

28 ივლისი 2026, 09:00

მსოფლიო

პუტინმა რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა გაზარდა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომლის თანახმადაც რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების საშტატო რაოდენობა 2 426 130 ადამიანით, მათ შორის 1 535 000 სამხედრო მოსამსახურით განისაზღვრა. ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:43

მსოფლიო

დონალდ ტრამპი: ირანთან „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის „ძალიან მეგობრული“ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ამის შესახებ ტრამპმა მიჩიგანში, მხარდამჭერებთან შეხვედრაზე განაცხადა.

დონალდ ტრამპი

28 ივლისი 2026, 00:26

მსოფლიო

ტრამპი თურქეთისთვის F-35-ების გაყიდვაზე ნეთანიაჰუს წინააღმდეგობაზე: ვერავინ მეტყვის, რა უნდა გავყიდოთ

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უარყო შეკითხვა თურქეთისთვის F-35 ტიპის გამანადგურებლების მიყიდვასთან დაკავშირებით ბენიამინ ნეთანიაჰუს პროტესტის შესახებ და განაცხადა, რომ გაყიდვების საკითხს მის გარდა ვერავინ გადაწყვეტს.

დონალდ ტრამპი

27 ივლისი 2026, 23:09

მსოფლიო

ტრამპი: ჩვენ ვიღებთ მილიარდობით და მილიარდობით დოლარს ვენესუელასგან - იგივე მოხდება ირანის შემთხვევაშიც

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ვენესუელასგან მილიარდობით დოლარის შემოსავალს იღებს და ანალოგიური სცენარი ირანთან მიმართებითაც განვითარდება.

27 ივლისი 2026, 22:30

საზოგადოება

გივი მიქანაძე ანკარაში ჯეზერის მწვანე ტექნოლოგიების პროფესიულ-ტექნიკური ანატოლიური ლიცეუმის საქმიანობას გაეცნო

სასწავლებლის წარმომადგენლებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ლიცეუმსა და საქართველოს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას. აღინიშნა, რომ ლიცეუმი თურქეთის ერთ-ერთი გამორჩეული, თანამედროვე პროფესიული სასწავლებელია, შესაბამისად, კოლეჯებში სასწავლო გარემოსა და საგანმანათლებლო პროგრამების განვითარების კუთხით, მისი გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.

გიორგი ქართველიშვილი

27 ივლისი 2026, 22:24

პოლიტიკა

გიორგი ქართველიშვილი: გვინდა გავერთიანდეთ და ბევრი კარგი, ქართული საქმე ერთად ვაკეთოთ

„ე.წ. იუმორისტები, რომლებიც თავის თავს იუმორისტების უწოდებენ, ჩვენს იდენტობაზე, ქართველობაზე, ჩვენს წინაპრებზე, ჩვენი კულტურის წარმომადგენლებზე ქილიკითა და დაცინვით საუბრობენ. ვფიქრობ, არცერთმა ქართველმა ეს ყველაფერი ისე არ უნდა დავტოვოთ, ამაზე რეაგირება უნდა გვქონდეს“, - აღნიშნა ქართველიშვილმა.

ლევან ყურაშვილი

27 ივლისი 2026, 22:11

პოლიტიკა

ლევან ყურაშვილი: არ მივცემთ უფლებას საქართველოს ფარგლებს გარეთ გარკვეულ ძალებს, დააფინანსონ ქვეყნის დესტაბილიზაცია და ჩვენი ეროვნული ინტერესების შელახვა

„საგარეო ძალები წლების განმავლობაში ყველაფერს აკეთებენ, რომ ყველაფერი ქართული შელახონ და ქვეყანაში დესტაბილიზაცია მოხდეს“, - აღნიშნა ყურაშვილმა.