18 ივლისი 2022, 14:54 / სანდო წყარო

ოთარ შამუგია რაჭაში ტყის გასხვისების შესახებ ინფორმაციაზე: არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა, საუბარია კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, სალიცენზიო პირობებით, დასაქმებულების 80% ადგილობრივი უნდა იყოს

ოთარ შამუგია

ოთარ შამუგია

„არანაირი ტერიტორია არ გასხვისებულა. საუბარია არა გასხვისებაზე, არამედ გარკვეულ ტერიტორიაზე, დაახლოებით 105 000 ჰექტარ ფართობზე, სალიცენზიო პირობების შესაბამისად, კომპანიისთვის გარკვეული უფლებამოსილების გადაცემაზე, რომელსაც თან სდევს ძალიან ბევრი ვალდებულება. არსებობს ჩამონათვალი, რომელიც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე და განახორციელოს“, – განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა რაჭაში, ტყის გასხვისების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციაზე დასმული კითხვის პასუხად.

ოთარ შამუგიას თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, რომ თითქოს, მოსახლეობას ტყეში შესვლისა და სხვადასხვა რესურსით სარგებლობის უფლება არ ექნება.

„სალიცენზიო პირობებში, ჩამონათვალში არის ვალდებულებები, რაც კომპანიამ უნდა აიღოს თავის თავზე. არავითარ შემთხვევაში არ იზღუდება, რომ მოსახლეობა თავისუფლად გადაადგილდეს ტყეში, მოიპოვოს არამერქნული რესურსი. ლიცენზიას აქვს ვალდებულება, დაიცვას ტყე უკანონო ტყით სარგებლობისგან, ხანძრისგან. ასევე განახორციელოს ინვესტიცია სულ მცირე ხუთი მილიონი ლარის ფარგლებში პირველი ხუთი წლის განმავლობაში. ამ ინვესტიციის ფარგლებში ადგილზე განავითაროს შესაბამისი ინფრასტრუქტურა, სადაც უნდა დაასაქმოს ისევ და ისევ ადგილობრივი მაცხოვრებლები, მოსახლეობა. სალიცენზიო პირობებში პირდაპირი ვალდებულებაა, რომ დასაქმებულების 80 პროცენტი უნდა იყოს ადგილობრივი მაცხოვრებელი. სალიცენზიო პირობები უზრუნველყოფს, დავიცვათ ტყე, ჩვენი ბუნებრივი რესურსები და ამავე დროს, შევქმნათ შესაძლებლობები ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის ეკოტურისტული მიმართულებებით განვითარებისთვის. ჩვენ, რა თქმა უნდა, მზად ვართ, ყველა კითხვაზე დეტალურად ვუპასუხოთ საზოგადოებას სხვა ფორმატებშიც. კომპანია ვალდებულია, ლიცენზიის აღებიდან ერთი წლის განმავლობაში წარმოადგინოს სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმა. მანამდე მას არ აქვს უფლება არანაირი ღონისძიების გატარების, გარდა ტყის დაცვითი ღონისძიებისა. მან უნდა წარმოადგინოს სრული ნუსხა, თუ რის გაკეთებას, განვითარებას აპირებს. როგორი იქნება, ასე ვთქვათ, პროექტები, რომლებსაც განახორციელებს და რა იქნება თანამონაწილეობა. სალიცენზიო პირობები კონკრეტულ პირობებს ითვალისწინებს, თუ რა პირობებით მოხდა გადაცემა. ეს არის სამონადირეო მეურნეობის მოწყობა. რაც შეეხება კონკრეტულ საკითხებს, თუ რას მოაშენებს, რას გააკეთებს, რა კონკრეტულ ინფრასტრუქტურას განავითარებს, ეს გაწერილია. პირველი შემთხვევა არ არის, 2003 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 16 სამონადირეო მეურნეობაზეა გაცემული ლიცენზია. ყველა შემთხვევაში ასე ხდება, რომ კომპანია წარმოადგენს მართვის გეგმას, ხდება განხილვა სამინისტროს და ყველა უწყების ფარგლებში. რა თქმა უნდა, ამ პროცესში უზრუნველვყოფთ, რომ მაქსიმალურად იყოს ჩართული ყველა დაინტერესებული პირი, მათ შორის დგილობრივი მაცხოვრებლები. მათთან შეთანხმებით უნდა შედგეს გეგმა, რომელიც უნდა განახორციელოს ლიცენზიებმა. არ შეიძლება, რამე კითხვა არსებობდეს იმასთან დაკავშირებით, რომ არ იქნება გათვალისწინებული ადგილობრივი მაცხოვრებლების ინტერესები ან ვინმე ტყეში ვერ შევა და ვერ ისარგებლებს სიკეთეებით, რაც აქვს. ეს სიმართლეს არ შეესაბამება. პროცესი იქნება ღია, გამჭვირვალე, რაშიც ყველა უნდა ჩავერთოთ – რა თქმა უნდა, ადგილობრივი ხელისუფლება, ადგილობრივი მოსახლეობა, რათა მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული მათი ინტერესებიც“, – განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ყველა სიახლე

28 მაისი 2026, 16:51

სამართალი

მებაჟე ოფიცრებმა მილიონ ლარზე მეტი არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღკვეთეს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ,,სარფისა“ და ,,ქუთაისის აეროპორტის“ საბაჟო გამშვებ პუნქტებზე დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხის შემოტანის მცდელობის ფაქტები აღიკვეთა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:49

რეგიონი

წალკაში, ყველის არალეგალურ საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ინდივიდუალური მეწარმე ე. გ (მისამართი: წალკა, შარტავას 1 ა) ნედლი რძის თერმულ გადამუშავებას ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაციისა და სავალდებულო აღიარების გარეშე აწარმოებდა.

ალექსანდრე დარახველიძე

28 მაისი 2026, 16:40

სამართალი

ალექსანდრე დარახველიძე გორში მომხდარ ინციდენტზე: შსს გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას. უნდა აღინიშნოს, რომ ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, შეჩერებული იქნა მოქალაქე, რომელიც არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელს ქვით დაუზიანა ჯანმრთელობა

სამინისტრო გმობს ნებისმიერი სახის ძალადობას და აცხადებს სრულ მზაობას ითანამშრომლოს საგამოძიებო უწყებასთან, რათა სრულყოფილად და ობიექტურად დადგინდეს აღნიშნულ საქმეზე გარემოებები და დანაშაულის ჩამდენმა პირებმა პასუხის აგონ კანონის წინაშე, - განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ გორში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 16:38

მსოფლიო

შვეიცარიაში, რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა

შვეიცარიის ქალაქ ვინთერთურის რკინიგზის სადგურზე დანით შეიარაღებული მამაკაცი გამვლელებს თავს დაესხა. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:29

ეკონომიკა

ფინანსთა სამინისტრო: წარმატებით დასრულდა 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, წარმატებით დასრულდა 2026 წლის 21 მაისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ, სინდიკაციის მეთოდით განხორციელებული, 400 მილიონი ლარის მოცულობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების სადებიუტო გამოშვება.

28 მაისი 2026, 16:24

მსოფლიო

შვედეთი უკრაინას Gripen-ის ტიპის 16 გამანადგურებელს გადასცემს

შვედეთის ხელისუფლება უკრაინულ მხარეს Gripen-ის ტიპის 16 ერთეულ გამანადგურებელს გადასცემს და კიდევ 20 ერთეული უახლესი Gripen E-ტიპის თვითმფრინავის აწყობაში დაეხმარება. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:16

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი განათლების მინისტრს: ვფიქრობ, რომ ამ ეტაპზე საქართველო მზად არის, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება

მისი თქმით, ვითარდება ქვეყნის ეკონომიკა, იზრდება ბიუჯეტში შემოსავლები და ამის ფონზე დროა, დაიწყოს სკოლის მოსწავლეების კვების დაფინანსება.

ეკა სეფაშვილი

28 მაისი 2026, 16:14

პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი: იმედია, შემდგომში დამუშავდება დეტალები, თუ რამდენი კრედიტია საჭირო, რომ უმაღლესმა სასწავლებელმა აღიაროს პროფესიულ სასწავლებელში მიღებული კომპეტენცია. ეს, სხვათა შორის, სახელმწიფოს ფინანსურ რესურსებსაც დაუზოგავს

პარტია „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა პარლამენტში ინტერპელაციის წესით, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოსმენისას განცხადება გააკეთა.

28 მაისი 2026, 16:09

საზოგადოება

1000-ზე მეტი ბიზნეს შეხვედრა და მაღალი რანგის მოლაპარაკებები შანხაიში - საქართველო ITB China-ზე პარტნიორი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა

ჩინეთის ქალაქ შანხაიში აზიის მასშტაბური ტურისტული გამოფენა ITB China დასრულდა, რომელზეც საქართველო პარტნიორი ქვეყნის სტატუსით წარდგა. ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 16:03

პოლიტიკა

სააკაშვილი თენგო თევზაძის უხეშ ქმედებაზე: ეს კადრები არის სრული კატასტროფა! არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის

არანაირი გამართლება არ არსებობს, შენს მხარდასაჭერად მოსული უბრალო, შეიძლება გაჭირვებული მოქალაქის მიმართ ასეთი მოქცევის, - ამ სიტყვებით მიხეილ სააკაშვილი პარტია „ახალის“ გენერალური მდივნის, თენგო თევზაძის მიერ 26 მაისს გამართულ აქციაზე მსვლელობის დროს, მოქალაქის მიმართ განხორციელებულ უხეშ ქმედებას ეხმიანება.

28 მაისი 2026, 16:01

პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში მუსტაფა თურქერ არის შეხვდა.

ილია ინჯია

28 მაისი 2026, 15:58

პოლიტიკა

ილია ინჯია: განათლების რეფორმა უდიდეს როლს შეასრულებს ჩვენი რეგიონების წინსვლაში, მინდა, მადლობა გადავუხადო და მხარდაჭერა გამოვუცხადო განათლების მინისტრსა და მის გუნდს პროფესიონალიზმის, პასუხისმგებლობისა და გაწეული სამუშაოსთვის

საქართველოს პარლამენტში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის, გივი მიქანაძის ინტერპელაციის წესით მოსმენისას, ვიცე-სპიკერმა, პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტები“ ლიდერმა, ილია ინჯიამ მადლობა გადაუხადა გივი მიქანაძეს და მას მხარდაჭერა გამოუცხადა.

28 მაისი 2026, 15:39

მსოფლიო

შვეიცარიაში, ერთ-ერთ სადგურზე კაცმა 3 ადამიანი დაჭრა

ინციდენტი ვინტერტურის მატარებლის სადგურზე, დილის 08:30 საათის შემდეგ მოხდა. სამივე დაშავებული - 28, 43 და 52 წლის მოქალაქეები საავადმყოფოში გადაიყვანეს.

28 მაისი 2026, 15:38

სამართალი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დელეგაცია, გაერთიანებულ სამეფოში, ნორთვუდში განლაგებულ ნატო-ს მოკავშირეთა საზღვაო ძალების სარდლობას (MARCOM) ოფიციალური ვიზიტით ეწვია, - ინფორმაციას სასაზღვრო პოლიცია ავრცელებს.

28 მაისი 2026, 15:37

სამართალი

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში თბილისის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლების მოსწავლეებთან შეხვედრები გამართეს

პროკურატურის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, ძველი თბილისის, დიდუბე-ჩუღურეთის, ვაკე-საბურთალოს, ისანი-სამგორის და გლდანი-ნაძალადევის რაიონული პროკურატურების პროკურორებმა საჯარო სკოლის მოსწავლეებთან კიბერდანაშაულის თემაზე შეხვედრები გამართეს.

გივი მიქანაძე

28 მაისი 2026, 15:34

პოლიტიკა

გივი მიქანაძე: ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა

რეფორმის მიზანია, რომ სკოლიდან გამოსულმა ახალგაზრდებმა შეძლონ საკუთარი თავის რეალიზება, შექმნან ეკონომიკური დოვლათი და იყვნენ ქვეყნის განვითარებაში აქტიურად ჩართული მოქალაქეები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია სახელმწიფოებრივად მოაზროვნე, სათანადო ღირებულებების მქონე თაობის ჩამოყალიბება - ადამიანები, რომლებიც ერთდროულად იზრუნებენ საკუთარ განვითარებასა და საზოგადოების კეთილდღეობაზე. სწორედ ამას ემსახურება ზოგადი განათლების სისტემის რეფორმა - სასწავლო პროგრამების და სახელმძღვანელოების განახლება, მასწავლებელთა მხარდაჭერა, უსაფრთხო და ინკლუზიური სასწავლო გარემოს უზრუნველყოფა, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა საქართველოს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

28 მაისი 2026, 15:23

საზოგადოება

გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 29-30 მაისს საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი. შესაძლებელია ელჭექი და სეტყვა. იქროლებს დასავლეთის ძლიერი ქარი, ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში, მათ შორის დედაქალაქში, დროგამოშვებით ძალიან ძლიერი. ზღვაზე მოსალოდნელია 4-5 ბალიანი შტორმი.

28 მაისი 2026, 15:21

ტაბლოიდი

Sotheby’s აუქციონზე ტირანოზავრის ჩონჩხი გაიყიდება

„ჩონჩხზე რამდენიმე პათოლოგია აღინიშნება, მათ შორის ტირანოზავრთა ნაკბენის კვალი თავის ქალის ძვლებსა და მარჯვენა კბილზე - იარები მან ბრძოლაში ან სიკვდილის შემდეგ. გარდა ამისა, შეინიშნება სიცოცხლისდროინდელი ტრავმებიც: მოტეხილობები და შეხორცებული ძვლები რამდენიმე ნეკნზე“, - ნათქვამია Sotheby’s-ის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ აღწერაში.

ირაკლი ზარქუა

28 მაისი 2026, 15:15

პოლიტიკა

ირაკლი ზარქუა რადიკალებზე: ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები

ისინი რომ ასე თავისუფლად დადიან, დასეირნობენ, შაბათის მარშები აქვთ, კვირის ვარჯიშები აქვთ, ეს არის დიახ, დემონსტრირება რომ აქ არის სამართლებრივი, დემოკრატიული პროცესები, - განუცხადა ჟურნალისტებს დიასპორის საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუამ რადიკალებთან დაკავშირებით.

28 მაისი 2026, 15:14

მსოფლიო

ნიუ-ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა

ამერიკის ქალაქ ნიუ ჯერსიში მიგრანტთა მხარდამჭერ აქციაზე აქტივისტებსა და საიმიგრაციო და საბაჟო კონტროლის სამსახურის (ICE) ოფიცრებს შორის დაპირისპირება მოხდა.