ქობულეთის ახალი ბულვარი გაიხსნა
ფოტო: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში ახალი 1კმ-მდე სიგრძის ბულვარის რეაბილიტაცია-კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა.
ქობულეთის ახალი ბულვარი დღეს ოფიციალურად საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ხელმძღვანელმა, თორნიკე რიჟვაძემ გახსნეს.
,,ქობულეთს უკვე ახალი კილომეტრამდე სიგრძის ბულვარი აქვს, რომელიც პრემიერ-მინისტრის ინიციატივით მიმდინარე პროგრამა ,, განახლებული რეგიონების“ ფარგლებში აშენდა, პროექტში 8 მილიონ ლარზე მეტია ინვესტირებული. აღსანიშნავია, რომ ყველა ასაკის ადამიანისთვის მოეწყო შესაბამისი სივრცე, ველობილიკები, სპორტული ინფრასტრუქტურა, რეკრეაცია, საინჟინრო ქსელები, ირიგაციის წყალსარწყავი სისტემები, რეალურად ეს არის ახალი სივრცე, რომელმაც შექმნა ახალი შესაძლებლობები, როგორც მოსახლეობისთვის ისე დამსვენებლებისთვის. შეიქმნა კიდევ ერთი საინტერესო სივრცედა მიზიდულობის წერტილი. ვულოცავ ქობულეთს და ეს არის მხოლოდ პირველი ეტაპი, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. შეგახსენებთ რომ 63-ვე მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს აღნიშნული პროგრამა წარმატებით.მხოლოდ პირველ ეტაპზე 500 მილიონი ლარის ინვესტირება არის განსაზღვრული, საიდანაც უკვე დაკონტრაქტებული და ანაზღაურებულია 350 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პროექტები“,- განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.
პროგრამა „განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქობულეთში სანაპირო ზოლის რეაბილიტაციისა და კეთილმოწყობის სამუშაოები 2021 წლის ზაფხულში დაიწყო. სამუშაოების ღირებულებამ 8,100,000 ლარი შეადგინა.
პროექტის მიხედვით, მდინარე აჭყვადან მდინარე კინტრიშამდე მდებარე 1კმ-მდე სიგრძის სანაპირო ზოლზე მოეწყო ბულვარი. ბულვარის მთელ სიგრძეზე აშენდა გამყოფი კედელი, 2.5 მეტრის სიგანის ველო ბილიკი და 4 მეტრის სიგანის საფეხმავლო ბილიკი. საფეხმავლო ბილიკის მიმდებარედ მოეწყო რეკრეაციული და კომერციული ზონები. საბავშვო-გასართობ სივრცეებში დაიდგა ატრაქციონები, ხოლო სპორტულ ზონაში მოეწყო ქვიშის ფრენბურთისა და ქვიშის ფეხბურთის მოედნები.ახალ ბულვარში აშენდა ადაპტირებული სანიტარული კვანძები, ძველ ბულვართან დასაკავშირებლად კი, აშენდა საფეხმავლო ხიდი.
ახალი ბულვარის სანაპირო ზოლი, სამუშაოების დასრულებამდე, სრულიად გამოუსადეგარი იყო დამსვენებელთათვის. დღეს განახლებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად კეთილმოწყობილი ბულვარით უკვე ისარგებლებენ როგორც მის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობა, ისე კურორტის სტუმრები.
პროგრამის „განახლებული რეგიონები“ პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა ქვეყნის 63 მუნიციპალიტეტში. მიმდინარეობს 500-ზე მეტი შენობის და 80-მდე პარკისა და სკვერის რეაბილიტაცია. სამუშაოების ფარგლებში, შენობების კარ-ფანჯრები შეიცვალა ახალი იზოპროფილის ვიტრაჟებით, გაძლიერდა ენერგოეფექტურობის კომპონენტი თბოიზოლაციით, მოწესრიგდა მიმდებარე საფეხმავლო ზოლები, გამწვანდა სკვერები, მოეწყო სარწყავი სისტემა, დამონტაჟდა ბავშვთა გასართობი ატრაქციონები და სხვა.
„განახლებული რეგიონების“ 4-წლიანი პროგრამა 2021 წელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დაიწყო. პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტები მუნიციპალიტეტების უშუალო ჩართულობით შეირჩა. პროგრამის პირველი ეტაპის საორიენტაციო ღირებულებამ 500 მილიონი ლარი შეადგინა. ზოგიერთ მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყო პროგრამის მეორე ეტაპის სამუშაოებიც.
ყველა სიახლე
29 ივლისი 2026, 03:09
მსოფლიო
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი: მშობელთა უფლებების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყო, მიზეზი კი ცნობებია იმის შესახებ, რომ მოსწავლეებს შეხება ჰქონდათ სქესის შეცვლისთვის განკუთვნილ პრეპარატებთან და სექსუალიზებულ სასკოლო აქტივობებთან - დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით, ჩვენ დავიცავთ მშობლების უფლებებს და სკოლებს პასუხისმგებლობას დავაკისრებთ
აშშ-ის განათლების დეპარტამენტი დენვერის საჯარო სკოლებში მომხდარ ინციდენტს იძიებს. საქმე ეხება მასწავლებელს, რომელსაც ბრალად ედება, რომ სასკოლო დავალების ფარგლებში გოგონებს ერთმანეთის კოცნა აიძულა.
29 ივლისი 2026, 01:45
მსოფლიო
Sky News: ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის
Sky News-ის ინფორმაციით, ევროპული ქვეყნები მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტის შესაძლებლობას განიხილავენ, თუ ჯანი ინფანტინო ფიფას წილის კერძო ინვესტორებზე გასხვისების გეგმაზე უარს არ იტყვის.
29 ივლისი 2026, 01:24
მსოფლიო
ნეთანიაჰუ: ტრამპთან შეხვედრა იყო ერთ-ერთი საუკეთესო, რაც კი ოდესმე გვქონია
ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, დონალდ ტრამპთან გამართული „შესანიშნავი“ შეხვედრა ორ ლიდერს შორის შემდგარ დიალოგებს შორის ერთ-ერთი საუკეთესო იყო.
29 ივლისი 2026, 01:14
მსოფლიო
Reuters: ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა
სამშაბათს გასაჯაროებული წერილის თანახმად, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ოფისმა უკრაინის გენერალურ პროკურორს ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრ ლუკაშენკოს წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების საკითხის განხილვის თხოვნით მიმართა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
29 ივლისი 2026, 00:50
მსოფლიო
„სენატის გოლიათი და ჭეშმარიტი ამერიკელი“ - დონალდ ტრამპმა ლინდსი გრემს პატივი მიაგო
ამერიკელმა პოლიტიკოსებმა და მსოფლიო ლიდერებმა „რესპუბლიკელ“ სენატორს, ლინდსი გრემს პატივი მიაგეს. სამგლოვიარო ღონისძიება ვაშინგტონში გაიმართა.
29 ივლისი 2026, 00:14
მსოფლიო
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
საფრანგეთის ატლანტის სანაპიროზე მდებარე ტურისტული ზონებიდან თითქმის 4 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა.
28 ივლისი 2026, 23:56
მსოფლიო
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი: უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ დამარწმუნა, რომ ირანულ გემზე თავდასხმა განზრახ არ მომხდარა და უკრაინა ესკალაციას არ ცდილობს, - განაცხადა ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ.
28 ივლისი 2026, 22:39
მსოფლიო
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ირანელ კოლეგასთან სატელეფონო საუბრისას დეესკალაციისკენ მოუწოდა
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანდრეი სიბიგამ განაცხადა, რომ დღეს „გულახდილი“ სატელეფონო საუბარი გამართა ირანელ კოლეგასთან, აბას არაღჩისთან, სადაც ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის „არასაჭირო ესკალაციის“ თავიდან აცილების აუცილებლობას.
28 ივლისი 2026, 22:03
მსოფლიო
ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სენატორ ლინდსი გრემს „ომი უყვარდა“ და „სამხედრო სფეროს ძლიერი მხარდამჭერი იყო“. ტრამპმა ეს განცხადება სამშაბათს, სენატორის დაკრძალვამდე გააკეთა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
თორნიკე ჭეიშვილი: რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია - მკაფიოდ არის ზღვარი გასავლები, თუ სად მთავრდება სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება
რადიკალები გარედაკვეთის შესრულების კვალდაკვალ ცდილობენ, რომ იპოვონ სხვადასხვა ფორმა და გზა იმისათვის, რათა აფრქვიონ ეს უხამსი გამონათქვამები და ისეთი ტიპის გზავნილები, რომლებიც პირდაპირ შეურაცხმყოფელი კონტექსტის მატარებელია, რაც არამც და არმც არ შეიძლება, იყოს დაცული იმ ძირითადი უფლებით, რასაც სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ჰქვია, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თორნიკე ჭეიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:39
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი: ნებისმიერი ადამიანი არის უფლებამოსილი, რომ გააკრიტიკოს ის, რაც არ მოსწონს ან გააკრიტიკოს ის ადამიანი, რომელიც არ მოსწონს, მაგრამ ღირსების შემლახავი პოსტების დაწერის უფლება არავის არ აქვს
ადამიანები მიეჩვივნენ იმას, რომ შეიძლება ნებისმიერი ტიპის შეურაცხყოფა მიაყენო სხვა ადამიანს და Facebook-ი იყო გაჯერებული ასეთი შეურაცხყოფებით, გინებით და ღირსების შელახვით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა.
28 ივლისი 2026, 21:35
მსოფლიო
დონალდ ტუსკმა პოლონეთში უკრაინელების მიმართ ძალადობა დაგმო
უკრაინელ წყვილზე მომხდარი სასტიკი თავდასხმის შემდეგ, პოლონეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, დონალდ ტუსკმა მკვეთრად გააკრიტიკა ქვეყანაში უკრაინელების მიმართ მზარდი ძალადობა.
28 ივლისი 2026, 21:20
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია
ტოლობის ნიშნის დასმა ბილწსიტყვაობას, ბულინგს, ადამიანის დემორალიზაციას, საზოგადოების დემორალიზაციას, თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებას შორის აბსოლუტურად მიუღებელია, - განაცხადა პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.
28 ივლისი 2026, 21:18
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი: მოსწრებული ვარ ყველა სახის და ყველა ტიპის მიტინგს, არც ერთ ამ ღონისძიებაზე უხამსობა არა თუ ბანერზე ან მიკროფონში, არამედ საერთოდ არავის აზრადაც არ მოსვლია - რაც ახლა ხდება, არ არის არც სიტყვის თავისუფლება, არც პროტესტის გამოხატვა
რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი აქციებზე შეურაცხმყოფელი გამონათქვამების გამოყენებას აფასებს.
28 ივლისი 2026, 21:11
სამართალი
პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ხუთ პირს, მათ შორის უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბრალდება წარუდგინა.
28 ივლისი 2026, 20:57
კულტურა
საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
წარმოდგენა, ანშლაგი და აღფრთოვანებული მაყურებელი ბრიტანეთის დედაქალაქში - საქართველოს სახელმწიფო ბალეტმა ლონდონური ტურნე ტრიუმფით დაასრულა.
28 ივლისი 2026, 20:52
კულტურა
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღში ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ხელოვნების სასახლის უკვდავთა ბაღს კიდევ ერთი სახელი შეემატა. სასახლის ბაღში მუსიკოსის, საგუნდო დირიჟორისა და ხალხური სიმღერის ქომაგის, ანზორ ერქომაიშვილის ბიუსტი გაიხსნა. ის მოქანდაკე გია ჯაფარიძემ შექმნა.
28 ივლისი 2026, 20:44
მსოფლიო
ირანი აცხადებს, რომ იარაღის საწარმოო ხაზები „იმაზე აქტიურია, ვიდრე ოდესმე“
ირანის თავდაცვის მრეწველობა წარმოებას აფართოებს და პრიორიტეტს საჰაერო და საზღვაო შესაძლებლობების გაძლიერებას ანიჭებს. ამის შესახებ სამშაბათს ირანელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.
28 ივლისი 2026, 20:41
საზოგადოება
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი სრულდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მეტი რეისი, გაზრდილი ტვირთნაკადი და ახალი შესაძლებლობები ტურიზმისთვის - ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ინფრასტრუქტურული განახლების ეტაპი დასასრულს უახლოვდება.
28 ივლისი 2026, 20:37
პოლიტიკა
კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვა - განხილვას ევროკავშირში „ნეიტრალური საქართველო“ ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი თამაშის წესების ფუნდამენტური ცვლილების ზღვარზეა. კონსენსუსის პრინციპისა და ვეტოს უფლების შესაძლო შეზღუდვის შესახებ განხილვას თბილისში მკვეთრი პოლიტიკური რეაქცია მოჰყვა.


