ოზურგეთის მერიაში მუნიციპალიტეტის სხდომა გაიმართა
ფოტო: ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ოზურგეთის მერიაში დღეს მუნიციპალიტეტის მერიის მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების განხილვამდე, ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ რამდენიმე განცხადება გააკეთა და ახალი პროექტები წარადგინა.
„ პირველ რიგში მინდა მივულოცო აბიტურიენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება. ბუნებრივია, განსაკუთრებით მახარებს, ოზურგეთელი ახალგაზრდების წარმატება - ძალიან ნიჭიერი ახალი თაობა გვყავს და ეს გამოცდების შედეგებზეც აისახა. მადლობას ვუხდი პედაგოგებს, რომელთა ღვაწლი და დამსახურებაც დიდია მათ წარმატებაში! მუნიციპალიტეტის მერია 100%-იანი გრანტის მფლობელ სტუდენტებს წაახალისებს. წელს 7 ოზურგეთელი სტუდენტი მიიღებს ჯილდოს და ასევე ფულადი ჯილდო გადაეცემათ სკოლებსაც,“- აღნიშნა ავთანდილ თალაკვაძემ.
როგორც ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე აღნიშნა, ოზურგეთში მასშტაბური ინფრასტრუქტურული სამუშაოები ხორციელდება.
„ ვიწყებთ ქალაქის კიდევ ერთი ცენტრალური მაგისტრალის - კოსტავას გამზირის რეკონსტრუქცია - რეაბილიტაციას. პროექტი უკვე მომზადებულია და სამუშაოებზე ტენდერი ოქტომბერში გამოცხადდება. მოგეხსენებათ, უკვე წლებია კოსტავას ქუჩა - ქალაქის ერთ-ერთი მთავარი შემოსასვლელი - სავალალო მდგომარეობაშია და ძალიან აწუხებს თითოეულ ადამიანს ვინც აქ ცხოვრობს და გადაადგილდება. დაგეგმილი გვაქვს გზის საფარის სრულად განახლება, ახალი განათების სისტემის მოწყობა, საფეხმავლო და ველო ბილიკების კეთილმოწყობა და გამწვანება
კიდევ ერთი პროექტი, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანია - არის სოფელ ოზურგეთი-ნატანების შიდა სახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს. დასრულდა სამუშოების პირველი ეტაპი და უახლოეს პერიოდში მთლიანად დასრულდება გზის საფარის მოწყობა. გახსოვთ ოპოზიციის წარმომადგენლების წინასწარი სპეკულაციები ამ თემაზე, რომ სამუშაოები ნელი ტემპით წარიმართებოდა და პროექტს ვერ დავასრულებდით - სინამდვილეში, 25 დღეში მოხდა ძირითადი სამუშაოების განხორციელება და პირველი ფენა ასფალტ ბეტონის საფარის მოწყობა,“- განაცხადა ოზურგეთის მერმა.
შემდეგი საკითხი, რაზეც მერმა ისაუბრა სოფლებში გაზიფიცირების სამუშაოების დაწყებას ეხება:
„ გვაქვს კიდევ ერთი პოზიტიური სიახლე გაზიფიცირების მიმართულებით. ვასრულებთ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მიცემულ კიდევ ერთ პირობას და ოზურგეთის იმ სოფლებში ვიწყებთ გაზიფიცირების სამუშაოებს, სადაც ეს პრობლემა წლებია დგას. გაზის შეყვანა და დაერთება მოხდება შემდეგ სოფლებსა და დასახლებულ პუნქტებში: გოგიეთი, ჯუმათი, ძირიჯუმათი, ბოგილი, იანეთი, დვაბზუს ნასაკირალი, მთისპირი, ოქროსქედი, ვანისქედი და უკანავა. საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ გაზიფიცირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის სამშენებლო სამუშაოების შესრულებისთვის ტენდერი უკვე გამოაცხადა. ოზურგეთის სახელით მადლობას ვუხდი საქართველოს პრემიერ მინისტრს და მთავრობას მხარდაჭერისთვის, ამ მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანსებისთვის - სამუშაოების დასრულების შემდეგ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ყველა დასახლებული პუნქტი გაზიფიცირებული იქნება“.
მერის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გრძელდება ოზურგეთისთვის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება. უკვე გამოცხადდა ტენდერი სოფელ მშვიდობაურის სკოლის შენობის რეაბილიტაციისთვის, რომელიც ითვალისწინებს გათბობის სისტემის მოწყობასაც. ზრუნვა მომავალ თაობაზე, მათთვის უსაფრთხო და კომფორტული გარემოს შექმნა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
მან ყურადღება გაამახვილა 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე, რომელიც წყალმომარაგებას ეხება:
„ განვაგრძობთ ჩვენი 8 პუნქტიანი გეგმის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტზე მუშაობას - ეს გახლავთ წყალმომარაგების მიმართულება. ამჟამად მიმდინარეობს ზემო ნატანების უწყვეტი წყალმომარაგების სისტემის მშენებლობა. სამუშაოების 70% პრაქტიკულად დასრულებულია: შედეგად, მოეწყობა ცენტრალიზებული ქსელი, ჭაბურღილები, რეზერვუარი, საქლორატორო და ნატანების მოსახლეობა ხარისხიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი. ამ პროექტს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 3 მლნ ლარზე მეტი მოხმარდება“.
მერმა ასევე ისაუბრა გომისმთის განვითარების გეგმაზეც: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულომ მხარი დაუჭირა გომისმთის განვითარების სტრატეგიას, რასაც უახლოეს მომავალში მოყვება გენგეგმის დამტკიცება. ეს პრაქტიკულად სრულად დაარეგულირებს გომისმთის განვითარებას. მოგეხსენებათ, ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, ჩვენი წინამორბედებისგან გომისმთაზეც გადმოვიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა - ქაოტური განაშენიანება, განვითარების გეგმის არქონა, დაუცველი საკუთრების უფლება და უსუსტესი ადმინისტრირება.
ამ საკითხზე მხარის გუბერნატორთან ერთად, ჩვენ დავიწყეთ მუშაობა მთავრობასთან და მომდევნო სხდომებზე გაგაცნობთ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას - თუ როგორ ვაპირებთ გომისმთის განვითარებას. რა ვადებში აშენდება ცენტრალური გზა, ელექტროენერგიის და წყლის სისტემები, როგორ მოხდება თავად კურორტის დაგეგმარება, როგორი სტანდარტი იქნება დადგენილი ახალი სახლების ასაშენებლად და ძველების მოსაყვანად სტანდარტებთან შესაბამისობაში და რაც მთავარია, როგორ მოხდება სამართლიანად საკუთრების უფლების რეგულირება თითოეულ ნაკვეთზე და შენობაზე. გომისმთა არის ოზურგეთის და მთლიანად საქართველოსთვის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და აქვს დიდი პოტენციალი. ჩვენ, ვიმუშავებთ და ვიზრუნებთ, რომ აქ გვქონდეს კომფორტული და თანამედროვე კურორტი, რომელიც ყველასათვის საამაყო იქნება და სადაც როგორც ჩვენი თანამოქალაქეები, ასევე უცხოელი სტუმრები კარგ პირობებში დაისვენებენ,“- დასძინა მან.
ოზურგეთის მერი სხდომაზე გამოეხმაურა უფასო სასადილოსთან დაკავშირებულ საკითხსაც:
„კანონის თანახმად, ჩატარდა მომსახურების მიწოდებაზე ტენდერი, რომელიც როგორც წესი ყოველწლიურად ცხადდება. გაიმარჯვა ახალმა სუბიექტმა, რომელიც ვალდებულია ბენეფიციარებს მოემსახუროს დადგენილი სტრანდარტით. ამას მოყვა ადგილობრივ მედიაში რამდენიმე სტატია, სადაც მტკიცებით ფორმაში იყო საუბარი, თითქოს კვების პირობები არასათანადო და ბენეფიციარებისთვის მიუღებელია. სტატიების გამოქვეყნების დრო და შინაარსი ჩვენთვის საყურადღებო იყო - ამიტომ ჩატარდა მონიტორინგი და გამოიკითხა 180-დან 155 ბენეფიციარი. გადამოწმდა კვების პირობები და რეგულარობა“
მისივე თქმით გამოკითხულთა უდიდესი ნაწილისთვის პირობები იგივე ან უკეთესი და დამაკმაყოფილებელია. გამოიკვეთა ასევე სავარაუდო მანიპულაცია, როდესაც გარკვეული პირები ბენეფიციარებს უკავშირდებოდნენ და ერთობლივ განცხადებაზე ხელმოწერას სთხოვდნენ სრულიად სხვა საკითხზე, ვიდრე ეს განცხადებაში ეწერა. შემდგომში ეს განცხადება მედიითაც გამოქვეყნდა.
„ ჩვენ რათქმაუნდა პერიოდულად ჩავატარებთ მონიტორინგს, მაგრამ მინდა დაინტერესებულ პირებს ვუთხრა - არავის მივცემთ შეჭირვებული ადამიანებით მანიპულირების საშუალებას. მოხდება ნებისმიერ ასეთ პროვოკაციაზე რეაგირება და არაკეთილსინდისიერი ჩარევის გამოაშკარავება“, - განაცხადა მან.
ოზურგეთის მერმა სხდომაზე ახალი საკადრო გადაწყვეტილებებიც გააცნო საზოგადოებას.
„ განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსის პოზიციაზე ლალი სიჭინავა, სამხედრო აღრიცხვის, გაწვევის და მობილიზაციის სამსახურის უფროსის პოზიციაზე გერმანე ჭანუყვაძე, ხოლო საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსის პოზიციაზე პავლე ჭყონია დაინიშნა. მინდა ვთხოვო მათ, მაქსიმალურად ეფექტიანად შეასრულონ დაკისრებული მოვალეობები და აქტიური კომუნიკაცია შეინარჩუნონ მოქალაქეებთან,“- აღნიშნავს თალაკვაძე.
ყველა სიახლე
08 სექტემბერი 2026, 21:49
პოლიტიკა
ევროპარლამენტარი ბრანისლავ ონდრუში არჩევნებში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ - ეს არის პროტესტი იმ მიდგომის წინააღმდეგ, რომელიც ევროკავშირს აქვს მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიმართ, მათ შორის, საქართველოს მიმართაც
ამ არჩევნების შედეგები აჩვენებს, რომ გერმანიის ბევრ ნაწილში ადამიანებს სურთ, ბრიუსელს გაუგზავნონ გზავნილი, რომ მათ ევროპული პოლიტიკის ცვლილება სურთ, - განაცხადა „ქრონიკასთან“ ევროპარლამენტარმა ბრანისლავ ონდრუშმა გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის ფედერალურ მიწებზე პარტიის - „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვების შესახებ.
08 სექტემბერი 2026, 21:34
პოლიტიკა
ლევან მაჭავარიანი „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე: ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე
ეს უნდა იყოს ბრიუსელისთვის სიგნალი თან იმის ფონზე, როდესაც ისლანდიამ სულ ახლახან უარი განაცხადა არა თუ ევროკავშირში გაწევრებაზე, არამედ მხოლოდ მოლაპარაკებების განახლებაზე, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ლევან მაჭავარიანმა „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გამარჯვებაზე საუბრისას.
08 სექტემბერი 2026, 21:18
მსოფლიო
კონგრესმენი ანა პაულინა ლუნა: რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს
აშშ-ის კონგრესმენის, ანა პაულინა ლუნას განცხადებით, რუსეთთან ღია დიალოგს მშვიდობის მიღწევისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.
08 სექტემბერი 2026, 21:00
კულტურა
დიზაინერი თაკო მექვაბიძე უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას მაღალი მოდის სამყაროში აცოცხლებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
პროექტის ფარგლებში იქმნება ფილმი, რომელსაც აჭარის მთებსა და მწვანე ტბაზე იღებენ. იგეგმება კოლექციისადმი მიძღვნილი ფილმის საერთაშორისო ციფრული პრემიერაც. ბათუმში იმყოფებიან მოდის ცნობილი გამომცემლობებიც.
08 სექტემბერი 2026, 20:57
ეკონომიკა
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბათუმმა რეგიონის ყველაზე მასშტაბურ ფორუმს უმასპინძლა.
08 სექტემბერი 2026, 20:44
სამართალი
ქვეყნის მასშტაბით სიძულვილის ენის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები დღესაც გაიმართა. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოციალურ ქსელში შეურაცხმყოფელი კომენტარების ავტორების ნაწილს სიტყვიერი გაფრთხილება მისცეს, ნაწილს კი სამართალდარღვევისთვის ჯარიმა დაეკისრა.
08 სექტემბერი 2026, 20:42
პოლიტიკა
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროკავშირი საქართველოსგან ისევ კონკრეტული კანონების გაუქმებას ითხოვს, მათ შორის ისეთების, რომლებიც ბევრ ევროპულ ქვეყანაშიც მოქმედებს.
08 სექტემბერი 2026, 20:35
პოლიტიკა
გერმანიაში „ალტერნატივა გერმანიისთვის“ წარმატება და ისლანდიის უარი ევროკავშირში გაწევრებაზე ევროპულ პოლიტიკაში არსებული ფუნდამენტური ცვლილებების ინდიკატორად ფასდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ევროპარლამენტარების ნაწილი შექმნილ რეალობას ბრიუსელის მოქმედი ეკონომიკური და მიგრაციული კურსის მიმართ ამომრჩევლის მკაფიო პროტესტად მიიჩნევს. მიმდინარე მოვლენებს აფასებენ თბილისშიც. მმართველი გუნდი ევროკავშირის მხრიდან დღის წესრიგის გადახედვის აუცილებლობაზე მიუთითებს.
08 სექტემბერი 2026, 20:32
პოლიტიკა
აღიარებული ბრალი და გაფორმებული საპროცესო შეთანხმება ჯუანშერ ბურჭულაძესთან და ვასილ მხეიძესთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გამოძიებასთან თანამშრომლობისა და ბრალის აღიარების გათვალისწინებით, ჯუანშერ ბურჭულაძეს და ვასილ მხეიძეს ახალ ბრალზე საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ.
08 სექტემბერი 2026, 20:27
საზოგადოება
საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რეფორმა - საუკეთესო შედეგი განათლების სფეროში და პირველი ადგილი კვლევაში. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მნიშვნელოვანი პროგრესი საერთაშორისო საგანმანათლებლო ასპარეზზე. გლობალური კვლევის შედეგებით, საქართველოს მათემატიკასა და საბუნებისმეტყველო საგნებში ბოლო ათწლეულის საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
08 სექტემბერი 2026, 20:24
პოლიტიკა
აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - მმართველი გუნდის შეფასებები. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აბსურდული ბრალდებები ხელისუფლების წინააღმდეგ და სტატიები, რომლებიც ირაკლი ღარიბაშვილის ინტერესების დაცვაზეა გათვლილი - ყოფილი პრემიერ მინისტრის, რომელსაც დანაშაული უკვე აღიარებული აქვს. „ასავალ-დასავალის“ ამ მოცემულობის გათვალისწინებით, მმართველ გუნდში მიაჩნიათ, რომ სტატიები შეკვეთილია, მიზანი კი ხელისუფლებაზე მიზანმიმართული შეტევა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის მცდელობაა.
08 სექტემბერი 2026, 20:16
მსოფლიო
უკრაინული მედია: ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების ბლოკირების გამო ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება
ევროკავშირის საბჭოს გაფართოების საკითხთა სამუშაო ჯგუფმა (COELA) უნგრეთის მიერ გადაწყვეტილების უწყვეტი ბლოკირების გამო ისევ ვერ შეძლო უკრაინისთვის მოლაპარაკებების მე-2 და მე-3 კლასტერების სკრინინგის შედეგების დამტკიცება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული გამოცემა Європейська правда წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 20:15
პოლიტიკა
გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - პრემიერის განცხადებები მთავრობის სხდომაზე. „ქრონიკის“ სიუჟეტი
გაზრდილი ეკონომიკა, სავალუტო რეზერვების რეკორდული მაჩვენებლები და განათლების სფეროში მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული შედეგები - ეს იყო ძირითადი საკითხები, რომლებზეც პრემიერ მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ილაპარაკა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა ხელისუფლების მაღალ დონეზე კორუფციის აღმოფხვრის მნიშვნელობას. ნინო არღვლიანი გვეტყვის უფრო მეტს.
08 სექტემბერი 2026, 19:49
სპორტი
ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთის“ 2026 წლის ნომინანტებს შორის დასახელდა
საფეხბურთო სამყაროს ყველაზე პრესტიჟულმა ინდივიდუალურმა ჯილდომ - „ოქროს ბურთმა“ (Ballon d'Or) - 2026 წლის ნომინანტთა ოფიციალური სია გამოაქვეყნა.
08 სექტემბერი 2026, 19:48
ეკონომიკა
ირაკლი მეზურნიშვილი: ინვესტიციების კუთხით იაპონია ძალიან აქტიურია და მნიშვნელოვანია, შევთავაზოთ ჩვენი ქვეყნის პოტენციალი. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშაობთ და ძალიან დიდია ინტერესი იაპონური კომპანიებისა, რომ შემოვიდნენ ქართულ ბაზარზე
PABSEC-ში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, უმრავლესობის წევრმა ირაკლი მეზურნიშვილმა ტოკიოში გამართული ოფიციალური შეხვედრები შეაფასა და აღნიშნა, რომ საუბარი ქართულ-იაპონურ ურთიერთობაზე შედგა.
08 სექტემბერი 2026, 19:44
ეკონომიკა
იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრი: საქართველო საერთაშორისო საზოგადოების მიერ აღიარებულია, როგორც ბიზნესისთვის ხელსაყრელი გარემოს მქონე ქვეყანა. მნიშვნელოვანია, გაიზარდოს როგორც იაპონური ინვესტიციები საქართველოში, ისე ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ბრუნვა
იაპონიის წარმომადგენელთა პალატის წევრმა და იაპონია-საქართველოს საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარემ იჩირო აისავამ ქართულ მხარესთან გამართული შეხვედრა შეაფასა და ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობაზე ილაპარაკა.
08 სექტემბერი 2026, 19:32
პოლიტიკა
თენგიზ შარმანაშვილი ღარიბაშვილის ცოლისძმის ცილისწამებას პასუხობს: სააკაშვილის დროს აპოლიტიკური თანამდებობა მეკავა და მის პოლიტიკურ პარტიასთან არასდროს მქონია საქმე. პრეზიდენტის სურათი კი ყველა ელჩის კაბინეტში ეკიდა და ამ სურათს ელჩები არ კიდებდნენ
თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თენგიზ შარმანაშვილი ალექსანდრე თამაზაშვილის ფეისბუქ პოსტს ეხმიანება და განმარტავს, რომ მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას ეჭირა აპოლიტიკური თანამდებობა და არ ჰქონია კავშირი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“.
08 სექტემბერი 2026, 19:25
სამართალი
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა
საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ ადამიანს ბრალდება წარუდგინა, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
08 სექტემბერი 2026, 19:22
მსოფლიო
რუმინეთმა რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა - დაკავებულია რუსეთის მოქალაქე
რუმინეთის შიდა დაზვერვის სამსახურმა (SRI) ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ დაგეგმილი დივერსია აღკვეთა. უწყების ცნობით, სამშაბათს, რუმინეთში მცხოვრები რუსეთის მოქალაქე დააკავეს.
08 სექტემბერი 2026, 18:59
მსოფლიო
ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში
ევროკომისიამ დაამტკიცა უკრაინის განაცხადი Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემების რაკეტების შესყიდვაზე, პროგრამა Ukraine Support Loan-ის ფარგლებში. როგორც უკრაინის თავდაცვის სამინისტრო თავის Telegram-არხზე იუწყება, უკრაინის საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად დაახლოებით 3.2 მილიარდი ევროა გამოყოფილი.


