ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 108-ე შეხვედრა გაიმართა
საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან განსაკუთრებული სიმკაცრით იქნა მოთხოვნილი უკანონოდ დაკავებული პირების უპირობო და დაუყოვნებლივი გათავისუფლება. აღნიშნული საკითხი დეტალურად იქნა განხილული და მის გარშემო შედგა საგნობრივი და ღრმა დისკუსია.
შედგა დისკუსია ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანასა და ოკუპირებულ სოფელ წნელისის მიმდებარე ტერიტორიაზე შექმნილი ვითარების გარშემო, რასთან დაკავშირებითაც, ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა, რომ ადგილზე წარმოდგენილი სტანდარტული პოლიციის საგუშაგო, რომლის დანიშნულებაც უსაფრთხოების გარემოს უზრუნველყოფაა, ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებს.
დისკუსია შედგა ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილების არსებული პრაქტიკის მასშტაბების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასევე, განხილილეს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ არსებულ სოფლებში, როგორც სასმელი, ისე სემელორაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე განიხილეს წინა შეხვედრიდან დღემდე ოკუპირებულ რეგიონსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ დაფიქსირებული ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი და უკანონო ქმედება, მათ შორის უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევები, რომელიც უკიდურესად აზიანებს უსაფრთხოების გარემოს, საფრთხეს უქმნის ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უსაფრთხოებას და ზღუდავს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ თავისუფლად გადაადგილებას.
ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის მომდევნო შეხვედრა 2022 წლის 10 ნოემბერს ჩაინიშნა.
ყველა სიახლე
17 მარტი 2026, 21:12
პოლიტიკა
მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი „ისწავლე და დასაქმდი“ პროგრამის ახალი ეტაპის პრეზენტაციას დაესწრო.
17 მარტი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების გამოფენაზე - „ProWein Dusseldorf“-ზე. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
გაიმართა ღვინის პრეზენტაცია-დეგუსტაციები, განსაკუთრებული ყურადღება კი ქვევრის ღვინოებზე გამახვილდა. „ProWein Dusseldorf“-ი ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მნიშვნელოვანი პლატფორმაა, რადგან გერმანია ქართული ღვინის სტრატეგიული ბაზარი, ევროპაში ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა.
17 მარტი 2026, 21:10
საზოგადოება
თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ ახალ ეტაპზე გადადის. „ქრონიკის“ სიუჟეტი
დღესვე მერიასა და „საქართველოს ბიზნეს-ასოციაციას“ შორის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც საგანმანათლებლო და პროფესიული განვითარების სფეროში მხარეთა ურთიერთთანამშრომლობას ითვალისწინებს.
17 მარტი 2026, 21:10
მსოფლიო
ტრამპი: ირანი გავანადგურეთ, თუმცა, თუ BBC-ს უყურებთ, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, თითქოს ისინი თანაბარ ბრძოლას გვიწევენ - ეს „ფეიქ ნიუსია“
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან არსებულ სამხედრო დაპირისპირებაზე მორიგი განცხადება გააკეთა და მედია სიტუაციის არასწორ გაშუქებაში დაადანაშაულა. პრეზიდენტის თქმით, ამერიკულმა ძალებმა ირანს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენეს.
17 მარტი 2026, 21:07
პოლიტიკა
ქვეყნის გარედან დაკვეთილი ერთობა - ნიკა გვარამიას აღიარება. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იღებს თუ არა დავალებებს ოპოზიცია უცხოეთიდან. ოპოზიციონერი ნიკა გვარამიამ ერთ-ერთი ტელევიზიის ეთერში დასმულ კითხვაზე, ხომ არ იყო ოპოზიციური გაერთიანება პარტნიორების დაკვეთა, დადებითად პასუხობს.
17 მარტი 2026, 21:06
რეგიონი
სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა - მეწყრული პროცესები სტაბილიზაციის ფაზაში გადადის. „ქრონიკის“ რეპორტაჟი
სოფელ კურსებში, სტიქიის ზონაში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები არ დაზიანებულა. მთავარანგელოზის და „ზენობნის" მაცხოვრის ამაღლების სახელობის ეკლესიები, ასევე კარიბჭე და გალავანი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა დაათვალიერეს. მეწყრული პროცესების დასტაბილურების შემდეგ დარგის სპეციალისტები ძეგლების მდგომარეობას დამატებით შეისწავლიან.
17 მარტი 2026, 21:05
პოლიტიკა
საქართველოს საკითხზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭომ გადაწყვეტილება ვერც ამჯერად მიიღო. „ქრონიკის“ სიუჟეტი
სანქციებით მუქარა ბრიუსელიდან ორი კანონის გაუქმების სურვილზე გადის. ევრობიუროკრატების რიტორიკა კი ამ დრომდე ოპოზიციისთვის მაშველი რგოლის როლს ასრულებს.
17 მარტი 2026, 21:02
პოლიტიკა
აღქმები მტკიცებულებების ნაცვლად. ევროკომისიის პრესსპიკერი ყულევის ნავთობტერმინალის სასანქციო სიის პირველად ვერსიაში შეყვანას ვერ ასაბუთებს.
მიზეზი ყულევის ტერმინალთან დაკავშირებით, ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაა, სადაც ის საქმის კონკრეტულ დეტალებზე ვერ საუბრობს და როგორც თავადვე ამბობს, მხოლოდ წარმოდგენებს ეყრდნობა. ბრალდებები არგუმენტების და ფაქტების გარეშე.
17 მარტი 2026, 20:59
პოლიტიკა
როგორ დააკავშირეს ჰააგის ტრიბუნალი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან. „ქრონიკის“ სიუჟეტი
როგორ დააკავშირეს ჰააგის ტრიბუნალი „მოსკოვის მექანიზმის“ ანგარიშთან. დოკუმენტის ავტორმა განმარტა, რა კონტექსტში ახსენა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო და ეს ოპოზიციის ვერსიას აბათილებს. პოლონელმა ექსპერტმა ისიც თქვა, რომ არც გამოძიების დაწყება მოუთხოვია.
17 მარტი 2026, 20:59
პოლიტიკა
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი გრანტების შესახებ კანონის კრიტიკაზე: მე კარგად არ ვიცნობ საქართველოში არსებულ ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას - ჩვენ განვიხილეთ სისტემური პრობლემები და არა ინდივიდუალური შემთხვევები.“
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე საქართველოს საკითხი განიხილეს. კომიტეტის მიერ შემუშავებული დოკუმენტის შინაარსის შესახებ მომხსენებლებმა „ქრონიკის“ კითხვებს არ უპასუხეს. საპარლამენტო ასამბლეის სხვა წევრების თქმით კი, დოკუმენტში საუბარი არის „გრანტების შესახებ კანონზე“. „ქრონიკის“ კითხვაზე პასუხად, რა კონკრეტულ მაგალითებს ეფუძნება ამ თემაზე კრიტიკა, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრი პაველ ჯაბლონსკი ამბობს, რომ კონკრეტული მაგალითები არ ყოფილა განხილული.
17 მარტი 2026, 20:55
მსოფლიო
ტრამპი: ნატოს წევრობა ნამდვილად არის ის საკითხი, რომელზეც უნდა დავფიქრდეთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ-მა ნატო-ში წევრობის მიზანშეწონილობაზე უნდა იფიქროს. მან ამერიკის მოკავშირეები ირანის ომში დახმარებაზე უარის თქმის გამო გააკრიტიკა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
17 მარტი 2026, 20:53
სამართალი
შსს-ს და სუს-ის უპრეცედენტო მასშტაბის სპეცოპერაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ბრძოლა ორგანიზებულ დანაშაულთან და მასშტაბური სპეცოპერაცია აჭარაში. შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ერთობლივი მუშაობის შედეგად, ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 72 ადამიანია დაკავებული, ხუთს ბრალი წარედგინა.
17 მარტი 2026, 20:48
მსოფლიო
ტრამპი მაკრონზე: ის ძალიან მალე დატოვებს თანამდებობას
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავისი ფრანგი კოლეგა მკაცრად გააკრიტიკა მას შემდეგ, რაც საფრანგეთმა უარი განაცხადა იმ სპეციალურ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებაზე, რომელიც ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად. აღნიშნული სრუტე ირანმა, ფაქტობრივად, ჩაკეტილად გამოაცხადა.
17 მარტი 2026, 20:43
პოლიტიკა
გერარდო ჯოვანიოლი: გამჭვირვალობის კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ თქვენს საზოგადოებას, ოპოზიციას და ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით
ეს კანონი გამოიყენება სხვა მიზნებისთვის. ჩვენ ვუსმენთ ხმას, რომელიც მოდის თქვენი საზოგადოებიდან, ოპოზიციიდან. მათგან ვიგებთ, რომ საქართველოში არსებობს მრავალი პრობლემა გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებით, - განაცხადა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრმა გერარდო ჯოვანიოლიმ „ქრონიკას“ პარიზში, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომის შემდეგ, სადაც საქართველოს საკითხზე იმსჯელეს.
17 მარტი 2026, 20:40
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა და მიღწევების შესახებ შალვა პაპუაშვილმა ყოველწლიური ანგარიში წარადგინა და დეპუტატების კითხვებსაც უპასუხა.
17 მარტი 2026, 20:23
პოლიტიკა
დიმიტრი სამხარაძე: ვინც უწმინდესის მდგომარეობაზე ქილიკობს და ჩვენი მწუხარების პოსტებს აჰაჰავებს, ყველა დაიმახსოვრეთ და სადაც შეგვხვდებიან სახეში შეაფურთხეთ - სრულიად ვიღებ პასუხისმგებლობას ამ მოწოდებაზე
„ქართული ოცნების" რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, საზოგადოებას მიმართავს, დაიმახსოვრონ ის ადამიანები, ვინც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ქილიკობს და ხალხის მწუხარებას დასცინიან.
17 მარტი 2026, 20:16
მსოფლიო
ტრამპი: ვფიქრობ, ნატო ძალიან სულელურ შეცდომას უშვებს
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი ქვეყნების მიმართ კრიტიკული განცხადება გააკეთა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ვაშინგტონი მოკავშირეებს მნიშვნელოვან დახმარებას უწევს, საპასუხო მხარდაჭერა არასაკმარისია.
17 მარტი 2026, 20:14
ჯანდაცვა
სოფიო ასპანიძე: პატრიარქი უზრუნველყოფილია აბსოლუტურად ყველა მედიკამენტით და იმ აპარატურული რესურსებით, რომლებიც მის მართვას სჭირდება, მდგომარეობა საკმაოდ ვარირებადია იმიტომ, რომ აბსოლუტურად მწვავე მდგომარეობა იყო
„კავკასიის მედიცინის ცენტრის“ დირექტორმა სოფიო ასპანიძემ მედიას ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ბოლო ცნობები მიაწოდა.
17 მარტი 2026, 20:14
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე: რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება. ინტერესით და დადებითი მოლოდინით ველოდები
რამდენიმე საათში საკმაოდ კვალიფიციური, საკმაოდ დიდი ავტორიტეტის მქონე თურქი ექიმი რეანიმატოლოგი იქნება თბილისში იქნება, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ მედიასთან კავკასიის მედიცინის ცენტრში, სადაც საქართველოს პატრიარქი ილია მეორეა მოთავსებული.
17 მარტი 2026, 20:07
საზოგადოება
მიხეილ ყაველაშვილი პატრიარქის მოსანახულებლად მეორედ მივიდა
კავკასიის მედიცინის ცენტრში, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მიხეილ ყაველაშვილი მეორედ მივიდა. ყაველაშვილს თან ახლავს მეუღლე, თამარ ბაგრატიონი.


