აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ
ფოტო: აჭარის მთავრობა
ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, საუკეთესო ჰოსტელად „ძველი ბათუმი“, ხოლო ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხოლო ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღონისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ.
• საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „ჰილტონი“
• საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო - „ბლუმი“
• საუკეთესო ჰოსტელი - „ძველი ბათუმი“
• ყველაზე პოპულარული რესტორანი - „ფიროსმანი“
• საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“
• საუკეთესო გიდი - თამარ ორაგველიძე
• საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - „ზებო“
• ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი
• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი
• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი
• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი - ბათუმის ბულვარი
• ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი
• საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში - ზვიად გოგიჩაიშვილი
აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა.
- ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - იზოლდა მაჭუტაძე
- ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - ზურაბ ბარბაქაძე
- გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბაგრატ თავბერიძე და ზურაბ ჭკუასელი
- ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის - თამაზ შამილიშვილი და მალხაზ მალაყმაძე
აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს.
„მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ყველა სიახლე
22 სექტემბერი 2026, 04:21
პოლიტიკა
თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაცია: რეჯეფ თაიფ ერდოღანი ნიუ-იორკში ირაკლი კობახიძეს შეხვდა
თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, ნიუ-იორკში მდებარე „თურქულ სახლში“ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.
22 სექტემბერი 2026, 04:16
მსოფლიო
ტრამპის მიერ „მასშტაბურ გარიგებაზე“ განცხადების შემდეგ, ლუკაშენკო აცხადებს, რომ კალიუმის სასუქის მარაგები ამოწურულია
ბელარუსის ლიდერმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ აშშ-ისთვის მისაწოდებელი სასუქის თავისუფალი რესურსი არ არსებობს. ამ განცხადებას წინ უძღოდა პრეზიდენტ ტრამპის სიტყვები იმის შესახებ, რომ კანადასთან სავაჭრო ომის ფონზე, ის მინსკისგან კალიუმის სასუქის დიდი ფასდაკლებით შესასყიდად „მასშტაბურ გარიგებაზე“ მუშაობდა.
22 სექტემბერი 2026, 02:19
მსოფლიო
Financial Times: Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბებით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეაღწია
Standard Chartered-მა, Citigroup-მა და სხვა საერთაშორისო ბანკებმა მილიარდობით დოლარის ტრანზაქციები გაატარეს კრემლის მიერ მხარდაჭერილი იმ ფინტექ-კომპანიის სასარგებლოდ, რომელმაც დოკუმენტების მასშტაბური გაყალბების გზით გლობალურ ფინანსურ სისტემაში შეღწევა მოახერხა, - წერს გამოცემა Financial Times-ი.
22 სექტემბერი 2026, 01:50
მსოფლიო
Financial Times: სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს
სატელეფონო საუბრისას დონალდ ტრამპმა უკრაინელ კოლეგას, ვოლოდიმირ ზელენსკის მოუწოდა, შეაჩეროს თავდასხმები რუსულ ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე - ტრამპის შეშფოთებას იწვევს ის, რომ ეს თავდასხმები დიზელის გლობალურ დეფიციტს ამწვავებს და ფასების ზრდას უწყობს ხელს. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა Financial Times-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
22 სექტემბერი 2026, 01:00
მსოფლიო
პოდოლიაკი: ტრამპი აშშ-ის რეპუტაციას სრულად ანადგურებს - ადამიანი, რომელიც ცალმხრივად დაარქმევს მექსიკის ყურეს ამერიკის ყურეს, მისგან რამე სერიოზულს ელოდო ძალიან რთულია
აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი სრულად ანადგურებს შეერთებული შტატების რეპუტაციას. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.
22 სექტემბერი 2026, 00:40
პოლიტიკა
პრემიერი: გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შევხვდი ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტს, დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ოქმის ხელმოწერით ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების ახალი ეტაპი იწყება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტ დევიდ ადეანგთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე ეხმაურება.
22 სექტემბერი 2026, 00:32
მსოფლიო
ფინეთის პრეზიდენტი: სამხედრო ესკალაციის ფართომასშტაბურ ფაზაში გადაყვანა არც რუსეთის ინტერესებშია და არც მის შესაძლებლობებში - ისინი დაშინების მცდელობებს გააგრძელებენ, ჩვენ კი ცივი გონება, სიმშვიდე და თავშეკავება უნდა შევინარჩუნოთ
მიუხედავად იმისა, რომ ფინეთის პრეზიდენტი, ალექსანდრ სტუბი აღიარებს ევროპის საჭიროებას, მოემზადოს რუსეთის მხრიდან „ჰიბრიდული და დივერსიული თავდასხმების გაგრძელებისთვის“, იგი აცხადებს, რომ ევროპამ „ზედმეტი რეაგირება“ არ უნდა მოახდინო
22 სექტემბერი 2026, 00:15
პოლიტიკა
საქართველოსა და ნაურუს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება გაფორმდა
საქართველოსა და ნაურუს (ნაოეროს) რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ და ნაურუს რესპუბლიკის პრეზიდენტმა, დევიდ ადეანგმა მოაწერეს.
21 სექტემბერი 2026, 22:55
პოლიტიკა
ვატო შაქარიშვილი: გიორგი გველესიანმა მწარე რეალობას შეაჯახა ისინი, ვინც დაიჯერა, რომ უმცირესობამ მოახერხა უმრავლესობაზე სამუდამოდ გაბატონება - მან გაიხსენა ვითარება, როდესაც შიგევროპელები ცნობადი სახეებისგან „შიგევროპელობის“ საჯარო დადასტურებას ითხოვდნენ
ნაც-ლიბერალების კალენდარზე ისევ 2022 წელია და ჰგონიათ, რომ ისევ შეუძლიათ ადამიანები „დააქენსელონ“ ორგანიზებული ბულინგის შედეგად, - წერს ,,ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” გენერალური მდივანი, ვატო შაქარიშვილი, სოციალურ ქსელში.
21 სექტემბერი 2026, 22:04
პოლიტიკა
შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღდგენისადმი მიძღვნილ მიღებას დაესწრო
„საქართველოსა და სომხეთისთვის, როგორც ორი მეზობელი და მოძმე ერისთვის, დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ეროვნული ღირსების ღირებულებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. დღევანდელ კომპლექსურ და გამოწვევებით სავსე სამყაროში, ძალისხმევას არ ვიშურებთ, რათა დავიცვათ მომავლის დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლება, გავუფრთხილდეთ ჩვენს იდენტობასა და ღირებულებებს და ჩვენი მისწრაფებების შესაბამისად, ჩამოვაყალიბოთ მშვიდობიანი და კეთილდღეობაზე ორიენტირებული საზოგადოება.
21 სექტემბერი 2026, 22:03
მსოფლიო
22 სახელმწიფო უერთდება ინიციატივას AI-ის „ადამიანის მართვის ქვეშ“ შენარჩუნების შესახებ
22 სახელმწიფოსგან შემადგენელმა ჯგუფმა, რომელშიც ევროპის რამდენიმე ქვეყანაც შედის, ორშაბათს მიიღო ერთობლივი დეკლარაცია. დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ ხელოვნური ინტელექტი „სავალდებულო წესით უნდა ექვემდებარებოდეს ადამიანის მიერ მართვას, ზედამხედველობასა და კონტროლს“.
21 სექტემბერი 2026, 21:45
პოლიტიკა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ბულგარელ კოლეგას შეხვდა
ველისლავა პეტროვა-ჩამოვა მაკა ბოჭორიშვილი
21 სექტემბერი 2026, 21:41
პოლიტიკა
მაკა ბოჭორიშვილმა ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა გამართა
ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ბოლივიის საგარეო საქმეთა მინისტრს, ექტორ ფრანსისკო უანკა გუტიერესს შეხვდა.
21 სექტემბერი 2026, 21:35
მსოფლიო
საბერძნეთში, მისტრასის ბიზანტიური სასახლე 40-წლიანი სარესტავრაციო სამუშაოების შემდეგ დამთვალიერებლებს მასპინძლობს. „ქრონიკის“ სიუჟეტი
ძველი ბიზანტიური სამყაროს ნახვა უკვე თანამედროვე ტექნოლოგიებითაც არის შესაძლებელი. იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ეს ძეგლი ათწლეულების განმავლობაში დამთვალიერებლებისთვის დაკეტილი იყო.
21 სექტემბერი 2026, 21:26
მსოფლიო
მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა
უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, პეტერ მადიარის განცხადებით, მისი ქვეყანა არ არის უკრაინის მიერ ინიცირებული „კარპატების რვიანის“ წევრი, რომლის მიზანიც კარპატების რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებაა.
21 სექტემბერი 2026, 21:20
ეკონომიკა
საქართველოს სახელმწიფო ობლიგაციები J.P.Morgan-ის ახალ საერთაშორისო ინდექსში მოხვდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი
აღნიშნული საერთაშორისო აღიარებაზე მიუთითებს და ინვესტორებისთვის ადგილობრივ ბაზარზე წვდომისა და ლარის სახელმწიფო ობლიგაციების მიმართ ინტერესის ზრდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
21 სექტემბერი 2026, 21:10
ეკონომიკა
საქონლით საგარეო ვაჭრობის ბრუნვა, არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 8.4%-ით მეტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
იანვარ-აგვისტოს წინასწარ მონაცემებს საქსტატი აქვეყნებს. გაზრდილია ექსპორტის და იმპორტის მაჩვენებლები. იანვარ-აგვისტოში საქართველომ 148 ქვეყანასთან ივაჭრა. შარშანდელთან შედარებით გაზრდილია ქვეყნების რაოდენობაც.
21 სექტემბერი 2026, 21:09
მსოფლიო
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა
უკრაინის თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, მიხაილო ფედოროვმა განაცხადა, რომ პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მზად იყო არჩევნები ომის დასრულებამდე ჩაეტარებინა, თუმცა ამ იდეაზე უარი მასში ვალერი ზალუჟნის სავარაუდო მონაწილეობის გამო თქვა.
21 სექტემბერი 2026, 20:58
პოლიტიკა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა
გოგი აბუაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა დატოვა. „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ჩემი პირადი განცხადების საფუძველზე, დავტოვე მერის თანამდებობა“, - ნათქვამია გადადგომის შესახებ განცხადებაში.
21 სექტემბერი 2026, 20:54
მსოფლიო
ფრიდრიხ მერცის ისტორიული მარცხი და ახალი პოლიტიკური რეალობა გერმანიაში - სადამდე მიიყვანა კანცლერის პოლიტიკამ სახელისუფლებო პარტია. „ქრონიკის“ სიუჟეტი
მერცი შესაძლოა წლის ბოლომდე გადადგეს. ამის თქმის საფუძველს, გერმანიაში ბოლო ორი ადგილობრივი არჩევნების შედეგები იძლევა, სადაც მმართველმა პარტიამ ისტორიული მარცხი იწვნია.


