20 აპრილი 2023, 14:50 / სანდო წყარო

50-მდე აქტიური საწარმოდან თვითმონიტორინგის ელექტრონულ სისტემაში უკვე დარეგისტრირებულია 20 მსხვილი სამრეწველო საწარმო

ოთარ შამუგია

ოთარ შამუგია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში გამოსვლისას, სამინისტროს მიერ იმ წინგადადგმულ ნაბიჯებზე და გეგმებზე ისაუბრა, რომლებიც სამრეწველო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„2022 წელს, სამინისტრომ აქტიურად გააგრძელა მუშაობა სამრეწველო საწარმოებიდან ჰაერში მავნე ნივთიერებების გაფრქვევების უწყვეტი თვითმონიტორინგის სისტემების სრულად დანერგვის მიმართულებით. თითოეული სამრეწველო საწარმოსთვის შემუშავდა თვითმონიტორინგის სისტემის დანერგვის ინტერაქტიული გეგმა, რომლის მონიტორინგსაც უწყვეტად ვახორციელებთ. ამ ეტაპზე, დაახლოებით, 50-მდე აქტიური საწარმოდან ელექტრონულ სისტემაში დარეგისტრირებულია 20 მსხვილი საწარმო, დანარჩენი საწარმოების უმრავლესობაში კი, მიმდინარეობს ფილტრებისა და მონიტორინგის სისტემების მონტაჟის პროცესი. ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე ქვეყანაში მოქმედი ყველა მსხვილი სამრეწველო საწარმო იყოს აღჭურვილი თანამედროვე ფილტრებითა და ონლაინ მონიტორინგის სისტემებით, რაც მნიშვნელოვანი წინაპირობაა სამრეწველო სექტორიდან ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

მინისტრმა ქალაქ რუსთავში ჰაერის ხარისხის მდგომარეობის გაუმჯობესების გზებზეც გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, სახელმწიფომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა, როგორც ახალი რეგულაციების შემუშავების, ასევე მათი აღსრულების, კონტროლისა და ზედამხედველობის გაძლიერების კუთხით.

„აღსანიშნავია, რომ 2022 წელს დასრულდა რუსთავის ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების პირველი სამოქმედო გეგმის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდა. ჯამში, გეგმის აქტივობების 85%-ზე მეტი შესრულებულია. ჰაერის ხარისხის მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემცირდა ქალაქში მყარი ნაწილაკებით დაბინძურების დონე. ციფრებით რომ ვისაუბროთ, ქალაქ რუსთავში მოქმედი 18 მსხვილი სამრეწველო საწარმოდან ონლაინ მონიტორინგის სისტემაში რეგისტრირებულია 10 საწარმო. 3-მა მოქმედმა საწარმომ კი, მიმართა გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს და მიმდინარეობს სარეგისტრაციო პროცედურები. ეს ხაზგასმით წარმოაჩენს იმ რეგულაციების ეფექტიანობას, რაც მთავრობისა და პარლამენტის ერთობლივი ძალისხმევით დაინერგა და რამაც შედეგი უკვე გვაჩვენა“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, 2023 წლის განმავლობაში, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კვლავ გააგრძელებს მსხვილ საწარმოებში ჰაერდაცვითი მოთხოვნების შესრულების კონტროლს.

ოთარ შამუგიას განმარტებით, რუსთავში ეკოლოგიური პრობლემების საბოლოოდ გადასაჭრელად, ყველა დაინტერესებული მხარის მონაწილეობით და ქართველი და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, მუშავდება ჰაერის ხარისხის მართვის ახალი გეგმა, რომელიც განსაზღვრავს ახალ ღონისძიებებს ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად. ევროკავშირის მხარდაჭერით კი, დაწყებულია ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის შემუშავება თბილისისთვის.

სამრეწველო სექტორიდან დაბინძურების შესამცირებლად, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ,,სამრეწველო ემისიების შესახებ“ ახალი კანონპროექტი, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. კანონი მიზნად ისახავს ქვეყანაში მოქმედი და ახალი საწარმოებისთვის 2026 წლიდან ახალი მოთხოვნების დაწესებას. დაახლოებით 200-მდე მოქმედ საწარმოს, ეტაპობრივად, მოუწევს თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა, იმისთვის, რომ მინიმუმამდე შემცირდეს ჰაერის, წყლისა და ნიადაგის დაბინძურება სამრეწველო საქმიანობების განხორციელების შედეგად. ეს წინგადადგმული ნაბიჯი იქნება საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის მოთხოვნებთან დაახლოების მიმართულებით.

ყველა სიახლე

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:52

მსოფლიო

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია

აშშ-ის თავდაცვის მდივნის განცხადებით, ამერიკელი სამხედროების საჭიროებების უზრუნველყოფა უკრაინელების დახმარებაზე ბევრად უფრო მაღალი პრიორიტეტია. ამის შესახებ მან სენატში გამართული მოსმენისას, სენატორ კეიტი ბრიტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

პიტ ჰეგსეტი

22 ივლისი 2026, 01:00

მსოფლიო

პიტ ჰეგსეტმა კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას

აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა სამშაბათს კანონმდებლებს განუცხადა, რომ აშშ-ირანის ომის ფონზე, ჩინეთი და რუსეთი „სხვადასხვა დონეზე“ უწყობენ ხელს ირანის ზოგიერთ აქტივობას.

22 ივლისი 2026, 00:07

მსოფლიო

უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა

სამშაბათს უკრაინის პრეზიდენტმა მთავარსარდალი ოლექსანდრ სირსკი თანამდებობიდან გაათავისუფლა - ამით მან დათმო პოზიციები და დაემორჩილა ზეწოლას მას შემდეგ, რაც თავდაცვის პოპულარული მინისტრის, მიხაილო ფედოროვის გადაყენებამ მისი პრეზიდენტობის მანძილზე ყველაზე მწვავე პოლიტიკური კრიზისი გამოიწვია, - წერს ამერიკული ტელეკომპანია NBC News-ი.

21 ივლისი 2026, 23:29

მსოფლიო

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა

საფრანგეთის პარლამენტმა 15 წლამდე ასაკის პირებისთვის სოციალური ქსელებით სარგებლობის აკრძალვას მხარი დაუჭირა. საფრანგეთი გახდება ევროკავშირის პირველი სახელმწიფო, რომელიც მსგავს ზომას საკანონმდებლო დონეზე დანერგავს.

21 ივლისი 2026, 22:31

მსოფლიო

Euronews: პოლონეთის პოლიციის მონაცემებით, პოლონეთში უკრაინელებზე თავდასხმების რიცხვი იზრდება

მიმდინარე წლის პირველ ნახევარში პოლიციამ უკრაინის მოქალაქეების მიმართ სავარაუდო სიძულვილის ნიადაგზე ჩადენილი დანაშაულის შესახებ 180 შეტყობინება მიიღო, რაც 30%-იანი ზრდაა, - წერს Euronews-ი.

21 ივლისი 2026, 21:52

მსოფლიო

ტრამპი: ახლაც რომ შევწყვიტოთ ყველაფერი, ირანს 20-25 წელი დასჭირდება აღდგენისთვის

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ირანთან დაკავშირებულ მიმდინარე ესკალაციასა და ჰორმუზის სრუტეში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა.

კახა კალაძე

21 ივლისი 2026, 21:46

საზოგადოება

კახა კალაძე: ლეგენდარულ ქართველ მომღერალს, ქართული კულტურის ნამდვილ ელჩს, ნანი ბრეგვაძეს ვულოცავ 90 წლის იუბილეს. მისი განუმეორებელი ხმა, რომელიც არაერთ თაობას აღაფრთოვანებს, უკვე ჩვენი კულტურის ნაწილია

თბილისის მერი, კახა კალაძე ნანი ბრეგვაძეს 90 წლის იუბილეს ულოცავს.

დონალდ ტრამპი

21 ივლისი 2026, 21:20

მსოფლიო

ტრამპი აცხადებს, რომ აშშ ირანის „პიკაქს მაუნთინის“ მიწისქვეშა ობიექტს მალე დაარტყამს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ ირანის ბირთვულ ობიექტს, „პიკაქს მაუნთინს“ „საკმაოდ მალე“ დაარტყამს.

21 ივლისი 2026, 21:18

საზოგადოება

საქართველოს კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ შიო III-ს შეხვდა

შეხვედრაზე განხილული იყო ერთობლივი სამუშაო ჯგუფის შექმნის აუცილებლობის საკითხი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და საპატრიარქოს კუთვნილებაში მყოფი ეკლესია-მონასტრების რეაბილიტაციის მიმართულებით იმუშავებს.

21 ივლისი 2026, 21:17

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ბრალდებულებს 17-17 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის, რეალიზაციის ხელშეწყობის და ნარკოტიკული საშუალების უკანონო წარმოების მიზნით ფარული ლაბორატორიის მოწყობისთვის ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, - ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

21 ივლისი 2026, 21:06

სამართალი

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ბრალდებულებს 20-20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვის და რეალიზაციის ხელშეწყობის ფაქტზე ორი ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

21 ივლისი 2026, 20:45

საზოგადოება

ბათუმში მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა

ბათუმში საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის 85 წლის იუბილესადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციაზე მკვლევართა დაჯილდოება გაიმართა.

21 ივლისი 2026, 20:43

საზოგადოება

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სოციალური თანასწორობის უზრუნველსაყოფად სკოლებში სასკოლო ფორმები სავალდებულო ხდება.

21 ივლისი 2026, 20:39

საზოგადოება

მასშტაბური რეაბილიტაციის გამო რუსთაველის გამზირი 23 ივლისიდან 4 თვით იკეტება. როგორი იქნება სატრანსორტო მოძრაობის სქემა - დეტალები „ქრონიკაში“

23 ივლისის 00:00 საათიდან რუსთაველის გამზირი 4 თვით იკეტება - დედაქალაქის მთავარ არტერიაზე მასშტაბური რეაბილიტაცია იწყება. თამარ ჭოველიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე სრულად განახლდება მიწისქვეშა კომუნიკაციები, საგზაო საფარი და საფეხმავლო ინფრასტრუქტურა. იცვლება ტრანსპორტის მოძრაობის სქემაც, გამზირზე მოხვედრა კი მხოლოდ ფეხით იქნება შესაძლებელი. მარიამ მელაშვილის სიუჟეტი.

21 ივლისი 2026, 20:36

სამართალი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ გაძლიერებული კონტროლი, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოდან დღეს კიდევ 102 არალეგალი გააძევა.

21 ივლისი 2026, 20:35

სამართალი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციას ირანის ორი მოქალაქე ონლაინ-მაღაზიით გეგმავდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

სპეცოპერაცია დიდ დიღომში და დალუქული ბინა გიორგი ბრწყინვალის ქუჩაზე - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკის რეალიზაციის მცდელობისთვის ირანის ორი მოქალაქეა დაკავებული. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულები ნარკოტიკის გასაღებას სოციალურ ქსელში შექმნილი ონლაინ-მაღაზიით გეგმავდნენ. ანა ბერძენიშვილი გიამბობთ.

21 ივლისი 2026, 20:33

ეკონომიკა

სებ-ი ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმების შესახებ: ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის

„იმედინიუსმა“ ვირტუალური აქტივების მომსახურების 13 პროვაიდერის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განმარტებისთვის საქართველოს ეროვნულ ბანკს მიმართა. პასუხად ეროვნული ბანკში აცხადებენ, რომ ცამეტივე კომპანია დაჯარიმდა მხოლოდ საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის წარუდგენლობა/დაგვიანებით წარდგენისთვის.

21 ივლისი 2026, 20:31

ეკონომიკა

13-წლიანი უწყვეტი პროგრესი და ისტორიული მაქსიმუმი, საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში მსოფლიო ლიდერთა შორის დასახელდა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

საქართველო „ატლანტიკური საბჭოს“ კეთილდღეობის ინდექსში ლიდერობს. პირველი ადგილი ევროკავშირის კანდიდატებს შორის და მხოლოდ ერთი ნაბიჯი „მაღალი კეთილდღეობის“ სტატუსამდე.

21 ივლისი 2026, 20:29

სამართალი

რა მოხდა დუშეთში? ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას პროკურატურა ეხმიანება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ბრალდება იძულებით აღიარებაზე და ოფიციალური უწყების პასუხი.

21 ივლისი 2026, 20:26

პოლიტიკა

შეურაცხმყოფელი იუმორი - პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პოდკასტი, რომელიც საზოგადოებრივი აღშფოთების მიზეზია - ქართულ ჩოხაზე ქილიკისა და ნოდარ დუმბაძის შეურაცხყოფის გამო, ავტორები მწვავე კრიტიკის ობიექტები არიან. საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენელთა შეფასებით, ეგრეთ წოდებული იუმორისტული ფორმატი სინამდვილეში ეროვნული ფასეულობების დაცინვაა.