16 ივნისი 2023, 12:51 / სანდო წყარო

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით, გურჯაანში, სტიქიის ზონაში იმყოფებიან მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე მერაბ გამყრელიძე, საქართველოს Რრეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი, კახეთში სახელმწიფო რწმუნებული, გიორგი ალადაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, ლერი გელენავა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა დილიდან მერიის შენობაში საგანგებო თათბირი გამართეს და სტიქიის პრევენციის მიზნით ქმედითი ღონისძიებები დაგეგმეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ამ დრომდე რჩებიან სტიქიის ზონაში, ადგილზე გაეცნენ სტიქიით დაზიანებულ უბნებს და მოსახლეობასთან შეხვედრები გამართეს.

„საქართველოს პრემიერ - მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის დავალებით ცენტრალური მთავრობა ადგილობრივ ხელისუფლებასთან ერთად, სტიქიის პირველივე წუთებიდან ჩართულია სალიკვიდაციო სამუშაოებში. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ქალაქის სტიქიისგან დაზიანებული უბნების გაწმენდა.

დილით გვქონდა სამუშაო შეხვედრა, სადაც განვიხილეთ თითოეული პრობლემური საკითხი. ხდება დამატებითი ტექნიკის მობილიზება, რათა დღის ბოლომდე სრულად მოხდეს დაზიანებული უბნების გაწმენდა და კომუნიკაციების აღდგენა. პარალელურ რეჟიმში, ვაგრძელებთ სტიქიით დაზიანებული უბნების ადგილზე მონახულებას და მოსახლეობასთან შეხვედრას“, - აღნიშნა მერაბ გამყრელიძემ.

ილია ბეგიაშვილის თქმით, სტიქიის პრევენციის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს როგორც უშუალოდ ქალაქ გურჯაანში, ასევე მიმდებარე სოფლებშიც.

„ვრჩებით სტიქიის ზონაში, ჩართულია ყველა შესაბამისი უწყება. გასული თვე საკმაოდ რთული აღმოჩნდა. მოგეხსნებათ, უხვი ნალექია მინიმუმ ორ დღეში ერთხელ, სტიქია გვქონდა დუშეთში, ახალქალაქში, გორში, ყვარელში, სიღნაღში, ლაგოდეხში. ამჯერად სტიქიას ვებრძვით გურჯაანში.

სტიქიის პრევენციის მიზნით სამუშაოები არ წყდება და ინტენსიურად მიმდინარეობს, როგორც უშუალოდ ქალაქ გურჯაანში, ასევე, მიმდებარე სოფლებში. საბაზისო ინფრასტრუქტურა: გაზი, წყალი, ელექტრო ენერგია, დღეს საღამოსთვის სრულად იქნება აღდგენილი“, - განაცხადა ილია ბეგიაშვილმა.

გიორგი ალადაშვილმა თავის მხრივ აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით, საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა მიმდინარეობს.

„სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით, მყისიერად ჩაერთო ყველა შესაბამისი უწყება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მძიმე ტექნიკა და ცოცხალი ძალა. ამ ეტაპზე, საქართველოს პრემიერ - მინისტრის დავალებით ადგილზე იმყოფებიან ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები და კოორდინირებულ რეჟიმში მიმდინარეობს სტიქიის შედეგების პრევენციის მიზნით საჭირო ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტში არსებული ხევების ადიდებას მოგახსენებთ, რომ ხევების გაწმენდა პერიოდულად მიმდინარეობს, თუმცა, გუშინ მოსული უხვი ნალექის გატარება ვერ მოხერხდა, რამაც გამოიწვია დატბორვა“, - აღნიშნა გიორგი ალადაშვილმა.

გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. წყალდიდობის შედეგად დაიტბორა ქუჩები, კორპუსებისა და კერძო სახლების პირველი სართულები და სარდაფები. დაზიანდა ათობით ავტომობილი და სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. სახანძრო-სამაშველო სამსახური საცხოვრებელი სახლებიდან წყალს დილამდე ტუმბავდა. ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომობილებით გადაადგილების შეზღუდვა მხოლოდ ნავთისხევში წყლის დონის დაკლების შემდეგ მოიხსნა. სალიკვიდაციო სამუშაოების დროს ადგილზე იმყოფებოდა კახეთში სახელმწიფო რწმუნებული.

ამასთან, გურჯაანის მერიაში დღეს დილით საგანგებო სხდომა გაიმართა, შეფასდა სტიქიის შედეგები და მიმდინარე სალიკვიდაციო სამუშაოები. გურჯაანში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან.

ყველა სიახლე

15 აპრილი 2026, 21:43

სამართალი

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 21:35

მსოფლიო

The Wall Street Journal: ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ

13 მარტს, თეირანის ენყელაბის მოედანზე უზარმაზარი ბილბორდი გამოჩნდა. მასზე გამოსახული იყო ირანის ახლად არჩეული უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი, რომელიც სანგარში დგას და ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის სარდლებს მტრების მიმართულებით რაკეტების გაშვების მითითებას აძლევს. ტექსტი მიანიშნებდა, რომ ეს მისია ღვთიური შთაგონებითაა ნაკარნახევი და ხამენეის ადარებდა იმამ ალის - მუსლიმთა შორის პატივსაცემ ფიგურას, რომელიც ებრაულ ტომებზე მოპოვებული ლეგენდარული გამარჯვებითაა ცნობილი - ირანის რეჟიმის ოპონენტებისთვის ეს გამოსახულება მათი ყველაზე საშინელი კოშმარის ვიზუალური გამოხატულებაა: მილიტარიზებული ირანი, რომელსაც უფრო ახალგაზრდა, რადიკალი ლიდერი მართავს და სადაც რევოლუციის გუშაგთა კორპუსი კიდევ უფრო დომინანტურ როლს ასრულებს, - წერს ამერიკული გამოცემა The Wall Street Journal-ი სტატიაში სათაურით ირანის რეჟიმი შეიცვალა - უარესობისკენ.

ბორის პისტორიუსი

15 აპრილი 2026, 21:03

მსოფლიო

გერმანიის თავდაცვის მინისტრი: უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს

უკრაინა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში Patriot-ის კომპლექსებისთვის ასეულობით რაკეტის მიღებას შეძლებს. როგორც UNIAN-ის კორესპონდენტი იტყობინება, ამის შესახებ გერმანიის თავდაცვის მინისტრმა, ბორის პისტორიუსმა უკრაინის თავდაცვის საკითხებზე საკონტაქტო ჯგუფის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

15 აპრილი 2026, 20:53

საზოგადოება

ისტორიული ძეგლების რეაბილიტაცია-რესტავრაცია, სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩებისკენ მოძრაობის მიმართულება დროებით იცვლება. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

17 აპრილიდან სულხან-საბა ორბელიანისა და პავლე ინგოროყვას ქუჩებზე ისტორიული შენობების რეაბილიტაცია დაიწყება.

15 აპრილი 2026, 20:50

სამართალი

პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ ცხოველისადმი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 11 აპრილს, ქალაქ სიღნაღში, ბრალდებულმა მიუსაფარ ძაღლს რამდენჯერმე დაარტყა ბასრი საგანი, რამაც ცხოველის დასახიჩრება გამოიწვია.

15 აპრილი 2026, 20:46

საზოგადოება

როგორი იქნება ფორმა საჯარო სკოლებში? - დიზაინი დამტკიცებულია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

2026-2027 სასწავლო წლიდან, პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, სასკოლო ფორმა სავალდებულო იქნება. დიზაინი უკვე ცნობილია.

15 აპრილი 2026, 20:46

სამართალი

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ. „ქრონიკის“ სიუჟეტი

გიგა ავალიანის მკვლელობის რეზონანსული საქმე - მსჯავრდებულთა მეგობრები სასამართლოში გამოიკითხნენ.

15 აპრილი 2026, 20:41

რეგიონი

მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხაშურის მუნიციპალიტეტში - აშენდება 1000-კაციანი მულტიფუნქციური კომპლექსი, რომელიც ადგილობრივებს მოემსახურება. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ხაშურის მუნიციპალიტეტში, 1000 მაყურებლისთვის განკუთვნილი მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. პროექტი ისეთი სივრცის შექმნას ითვალისწინებს, რომელიც ხაშურის, სურამისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობას მოემსახურება. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია.

15 აპრილი 2026, 20:41

პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის საპარლამენტო ასამბლეის (AIPA) გენერალურ მდივანს, ქემ ვიდიას შეხვდა.

ურსულა ფონ დერ ლაიენი

15 აპრილი 2026, 20:41

მსოფლიო

El Pais: ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს

ბრიუსელი ენერგეტიკული კრიზისის შესამსუბუქებლად კვირაში ერთი დღით სავალდებულო დისტანციურ მუშაობასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაიაფებას განიხილავს, - წერს ესპანური გამოცემა El Pais-ი.

მაია ბითაძე

15 აპრილი 2026, 20:38

პოლიტიკა

მაია ბითაძე: მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის

მნიშვნელოვანია 152-ე სესიის მიზანი, ეს არის მშვიდობის, სამართლიანობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა მომავალი თაობებისთვის, - განუცხადა თურქეთში ქართველ ჟურნალისტებს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე მაია ბითაძემ.

15 აპრილი 2026, 20:33

პოლიტიკა

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? - „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის განცხადება მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ვის სურს ეკლესიის პოლიტიკურ მოედნად გამოყენება? „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარეს ტაქტიკას უწუნებენ. თინა ბოკუჩავას განცხადება - „ერთობლივი მესიჯის პრობლემაა, რომ არ ვცდილობთ ამ მოედანზე შევიდეთ” - მმართველი გუნდისთვის თვალთმაქცობაა.

15 აპრილი 2026, 20:29

პოლიტიკა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია - მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. „ქრონიკის“ სიუჟეტი

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი საქართველოშია. მაიკლ ო’ ფლაერტს მთავრობის მეთაურმა უმასპინძლა. შეხვედრები შედგა მინისტრებთან, გენერალურ პროკურორთან.

15 აპრილი 2026, 20:25

პოლიტიკა

იუსტიციის მინისტრი გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის სესიაზე, ეკონომიკური გუნდი საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ყოველწლიურ საგაზაფხულო შეხვედრებზე - როგორ მიმდინარეობს აშშ-ში ვიზიტები. „ქრონიკის“ სიუჟეტი

იუსტიციის მინისტრი შეერთებულ შტატებშია. პაატა სალია გაეროს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის 25-ე სესიაზე სიტყვით გამოვიდა, უპასუხა შეკითხვებსაც. დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები გაეროს გენერალური მდივნის მოადგილეებთან.

ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:24

პოლიტიკა

ნიკოლოზ სამხარაძე საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეაზე: ამ ღონისძიების მთავარი ლაიტმოტივი არის მშვიდობა და სამართლიანობა და იმ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი

იმ საკმაოდ რთულ გეოპოლიტიკურ გარემოში, რომელშიც დღეს ჩვენ ვიმყოფებით, მშვიდობის ფასი ყველასთვის არის ძალიან მაღალი. ძირითადად დისკუსია სწორედ ამ თემის ირგვლივ წარიმართება, - განაცხადა პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძე

15 აპრილი 2026, 20:21

მსოფლიო

CNN: ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გავრცელებული ბოლო მონაცემების თანახმად, რეგიონში კონფლიქტის დაწყებიდან, ექვს კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, ირანსა და ლიბანში 5 500-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.

15 აპრილი 2026, 20:18

პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია - სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს. „ქრონიკის“ რეპორტაჟი

პარლამენტის თავმჯდომარე დელეგაციასთან ერთად თურქეთშია. სტამბოლი საპარლამენტთაშორისო კავშირის 152-ე ასამბლეას მასპინძლობს.

15 აპრილი 2026, 20:14

პოლიტიკა

კანონმდებელთა 19 შეკითხვა და პირველი დიპლომატის ინტერპელაცია. „ქრონიკის“ სიუჟეტი

პროპაგანდა და ორკესტრირებული კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ - საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი არ შეუჩერებია.

პაატა სალია

15 აპრილი 2026, 20:11

პოლიტიკა

პაატა სალიამ გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტს საჯარო სერვისების ქართული რეფორმები გააცნო

ნიუ-იორკში მიმდინარე გაერო-ს საჯარო ადმინისტრირების ექსპერტთა კომიტეტის (CEPA-ს) 25-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას იუსტიციის მინისტრმა საქართველოს მიერ საჯარო სერვისების სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და სახელმწიფო ინსტიტუტების მოდერნიზაციის პროცესზე ისაუბრა.

15 აპრილი 2026, 19:55

პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.