03 აგვისტო 2023, 20:16 / სანდო წყარო

შსს: ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი. ფოტოგალერეა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ ონის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონაში მყოფი 70-მდე მოქალაქე უსაფრთხო ტერიტორიაზეა გადაყვანილი, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენების მიერ უკვე განხორციელდა 3 ფრენა და ადგილზე სამაშველო ღონისძიება კვლავ გრძელდება.

სტიქიის ადგილზე, შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეები, იოსებ ჭელიძე და გიორგი ბუთხუზი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი -
თეიმურაზ მღებრიშვილი იმყოფებიან და სამაშველო ღონისძიებას ხელმძღვანელობენ.

ღონისძიებაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის 2 ვერტმფრენი, სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები, საპოლიციო დანაყოფების თანამშრომლები და ყველა შესაბამისი სახელმწიფო უწყების წარმომადგენლები.

ყველა სიახლე

31 მარტი 2026, 08:47

პოლიტიკა

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს პირველი მოსმენით განიხილავენ

„ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებს დღეს დაჩქარებული წესით, პირველი მოსმენით განიხილავენ. განათლების კომიტეტის შემდეგ, საკითხი დასამტკიცებლად სესიაზე გავა.

31 მარტი 2026, 08:39

პოლიტიკა

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს

პარლამენტი დღეს დაჩქარებული წესით განიხილავს „საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს, რომლებიც 6 წელზე მეტი დროის მსუბუქ ავტომობილებზე, აქციზის განაკვეთის ზრდას ითვალისწინებს.

ლევან მაჭავარიანი

31 მარტი 2026, 08:32

პოლიტიკა

ლევან მაჭავარიანი: საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით პოზიტიურ სიგნალებს ვხედავთ

ჩვენ ვხედავთ პოზიტიურ სიგნალებს საქართველოსა და აშშ-ის დღევანდელი ადმინისტრაციის ურთიერთობების აღდგენის მიმართულებით, - განაცხადა საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ლევან მაჭავარიანმა.

ლევან მახაშვილი

31 მარტი 2026, 08:19

პოლიტიკა

ლევან მახაშვილი: გეგმაზომიერად, ჩვენი ინტერესების შესაბამისად ვცდილობთ ურთიერთობის აწყობას აშშ-სთან. არაერთი სამუშაო პროცესი წარიმართა და კარგია, რომ ეს შეხვედრები ნელ-ნელა პოლიტიკურ გადაწყვეტილებებშიც გადაითარგმნება

ევროპასთან ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბარს გამოეხმაურა. დეპუტატი იმედოვნებს, რომ ეს კომუნიკაცია მნიშვნელოვან ბიძგს მისცემს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გადატვირთვას.

31 მარტი 2026, 08:10

რეგიონი

ფარავნის უღელტეხილზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 (ფარავნის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

31 მარტი 2026, 08:03

საზოგადოება

როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

31 მარტს ქუთაისში წვიმიან ამინდს ელოდებიან, დღისით +17 და ღამით +7 გრადუსია მოსალოდნელი.

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 03:40

მსოფლიო

The Wall Street Journal: თეთრი სახლი ჰორმუზის სრუტის გახსნას აშშ-ის ძირითად ამოცანებს შორის არ ასახელებს

თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა ჰორმუზის სრუტის სრულად გახსნა ირანის წინააღმდეგ ომში აშშ-ის მთავარ მიზნებს შორის არ დაასახელა, - წერს გამოცემა The Wall Street Journal-ი.

31 მარტი 2026, 03:07

მსოფლიო

Le Monde: საფრანგეთში, ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა. ვიდეო

ახლახან არჩეულმა რამდენიმე ულტრამემარჯვენე მერმა მერიის ფასადებიდან ევროკავშირის დროშები ჩამოხსნა, რაც საფრანგეთის მთავრობამ „პოპულიზმად“ შეაფასა, - წერს ფრანგული გამოცემა Le Monde-ი.

დონალდ ტრამპი უმცროსი

31 მარტი 2026, 02:44

მსოფლიო

დონალდ ტრამპი უმცროსი უკრაინისთვის გაწეულ „დახმარებას“ „მასშტაბურ თაღლითობას“ უწოდებს და გამოძიებას ითხოვს

აშშ-ის პრეზიდენტის შვილი, დონალდ ტრამპი უმცროსი სოციალურ ქსელში უკრაინისთვის გაგზავნილი დახმარების მიზნობრიობას ეჭვქვეშ აყენებს და აცხადებს, რომ აღნიშნული საკითხი სასწრაფო გამოძიებას საჭიროებს.

31 მარტი 2026, 02:09

მსოფლიო

The Times of Israel: ისრაელის პარლამენტმა მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში

ისრაელის პარლამენტმა 62 ხმით 48-ის წინააღმდეგ მიიღო კანონი, რომელიც სიკვდილით დასჯას ითვალისწინებს იმ პალესტინელებისთვის, რომლებიც მსჯავრდებულნი იქნებიან ტერორისტული აქტების განხორციელებაში. ინფორმაციას ამის შესახებ ისრაელური მედია ავრცელებს.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:29

მსოფლიო

ზელენსკი: ჩემი შეგრძნებაა, რომ ნეთანიაჰუს ყოველთვის სურს ბალანსის დაცვა რუსეთსა და უკრაინას შორის, მაშინაც კი, როცა რუსეთი ირანს ეხმარება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ორი წელია არ უსაუბრია და რომ „ისრაელის გადასაწყვეტია“, სურს თუ არა უკრაინასთან თანამშრომლობა.

ვოლოდიმირ ზელენსკი

31 მარტი 2026, 01:08

მსოფლიო

ზელენსკი: რუსეთს ირანში ხანგრძლივი ომი სურს - აშშ ფოკუსირებას ახლო აღმოსავლეთზე ახდენს და შესაძლოა უკრაინისთვის სამხედრო დახმარება შეამციროს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გამოცემა AXIOS-ს განუცხადა, რომ ირანში ხანგრძლივი ომი რუსეთისთვის ძალიან ხელსაყრელი, ხოლო უკრაინისთვის ძალიან საზიანო იქნება.

კეროლაინ ლევიტი

31 მარტი 2026, 00:15

მსოფლიო

თეთრი სახლის სპიკერი: ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი დაინტერესებულია, არაბულ ქვეყნებს ირანის ომის ხარჯების დაფარვა მოსთხოვოს - ამის შესახებ თეთრი სახლის პრესმდივანმა, კეროლაინ ლევიტმა განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

31 მარტი 2026, 00:13

საზოგადოება

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა

1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმიდან 35 წელი გავიდა. კითხვას: „თანახმა ხართ თუ არა, აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის აქტის საფუძველზე“ 1991 წლის 31 მარტს ამომრჩეველთა უმრავლესობამ დადებითი პასუხი გასცა. 3,672,403 ამომრჩევლიდან 3,295,493-მა ხმა მისცა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

თამარ ტალიაშვილი
ჯიმ ბეარდი

31 მარტი 2026, 00:06

პოლიტიკა

თამარ ტალიაშვილი კონგრესმენ ჯიმ ბეარდს შეხვდა

აშშ-ში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა შეხვედრა გამართა აშშ-ის კონგრესმენ, ჯიმ ბეარდთან (R), რომელიც ინდიანას შტატს წარმოადგენს და წარმომადგენელთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ასევე მეცნიერებისა და სოფლის მეურნეობის კომიტეტების წევრია.

დან იორგენსენი

30 მარტი 2026, 23:46

მსოფლიო

POLITICO: ბრიუსელი აცხადებს, რომ ენერგორესურსების დეფიციტის თავიდან ასაცილებლად ევროპელებმა მგზავრობის შემცირებაზე უნდა იფიქრონ

ევროკომისია მოუწოდებს წევრ ქვეყნებს, განიხილონ ნავთობისა და გაზის მოხმარების შემცირება, განსაკუთრებით ტრანსპორტის სექტორში, რათა მოემზადონ ირანის ომის გამო ენერგომომარაგების მოსალოდნელი „ხანგრძლივი შეფერხებისთვის“. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა POLITICO ავრცელებს.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:30

მსოფლიო

რუბიო: თუ ნატო მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა დავიცვათ ევროპა თავდასხმის შემთხვევაში, ხოლო ისინი უარს გვეუბნებიან ბაზების გამოყენების უფლებაზე მაშინ, როცა ეს ჩვენ გვჭირდება, მაშინ ეს არ არის მაინცდამაინც კარგი შეთანხმება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარგლებში არსებულ დისბალანსზე ისაუბრა და მიანიშნა, რომ თუ ევროპელი მოკავშირეები ამერიკისგან მხოლოდ დაცვას ელიან, მაგრამ სანაცვლოდ სტრატეგიულ მხარდაჭერას ზღუდავენ, ასეთი შეთანხმება ვაშინგტონისთვის მიუღებელი გახდება.

მარკო რუბიო

30 მარტი 2026, 23:08

მსოფლიო

მარკო რუბიო: ჩვენ გარეშე ნატო არ არსებობს და ეს ყველამ იცის

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ უპასუხა კრიტიკას, თითქოს ვაშინგტონი ნატოსთან თანამშრომლობაზე უარს ამბობს.

სვიმონ ჯანგულაშვილი

30 მარტი 2026, 23:04

პოლიტიკა

სვიმონ ჯანგულაშვილი: ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია

ჩვენ ვნახეთ ბოლო წლებში ამ ადამიანობა დაკარგული პატარა დაჯგუფების მიერ საშინელი შეტევა პატრიარქზე, რამაც მისი ჯანმრთელობა გატეხა. ის ლოცულობდა მათთვის, ითმენდა, ხმა არ ამოუღია, - განაცხადა სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის რეგენტმა სვიმონ ჯანგულაშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“.

თამარ ცაგარეიშვილი

30 მარტი 2026, 23:04

საზოგადოება

თამარ ცაგარეიშვილი: იმედი მაქვს, რომ ის ახალგაზრდები, ბავშვები, რომლებიც ახლა მოდიან, პატრიარქის ნანატრ საქართველოს ააშენებენ

პატრიარქმა უდიდესი რამ დატოვა. ჩვენ თითქოს მის სიცოცხლეში ამას ყურადღებას არ ვაქცევდით. ახლა ამოვიღე 2006 წელს მისი ეპისტოლე და იქიდან იწყებს ადამიანზე საუბარს და ამბობს, რომ მთავარი საუნჯე არის ადამიანი, - განაცხადა ჟურნალისტმა თამარ ცაგარეიშვილმა გადაცემაში „ჩემი საქართველო“