საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო: რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან
ფოტო: Facebook
რაჭაში, სტიქიის ზონაში მომუშავე საჯარო რეესტრის ამზომველები უსაფრთხოდ არიან. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საამზომველო ჯგუფები ონის რაიონში მომხდარ სტიქიას გადაურჩნენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, საამზომველო სამუშაოები რაჭაში ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობდა, ადგილზე მუშაობდა 35 ამზომველი.
„ამზომველთა ჯგუფების დროებითი საცხოვრებელი შოვში, უშუალოდ სტიქიის ზონაში მდებარეობდა და სრულად დაზიანებულია. შემთხვევის დროს თითოეული მათგანი მეწყრული ზონიდან მოშორებით, ველზე ახორციელებდა საამზომველო სამუშაოებს. საბედნიეროდ, ყველა მათგანი თავს უსაფრთხოდ გრძნობს.
სააგენტომ სტიქიის დაწყებისთანავე, დაუყოვნებლივ მოახდინა თითოეული მათგანის ტრანსპორტირება ქალაქ თბილისში. ამ დროისთვის საჯარო რეესტრის ყველა ამზომველი (მთელი ქვეყნის მასშტაბით) იმყოფება მათთვის უსაფრთხო გარემოში.
შეგახსენებთ, რომ მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საჯარო რეესტრის ამზომველები, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახორციელებენ საამზომველო სამუშაოებს, მათ შორის რაჭაშიც.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო გამოხატავს ღრმა მწუხარებას სტიქიის შედეგად გარდაცვლილი მოქალაქეების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მათ ოჯახებს“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველა სიახლე
31 მარტი 2026, 19:04
პოლიტიკა
პარლამენტმა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 81 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, მხარი დაუჭირა „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში ცვლილებას, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 19:01
საზოგადოება
აიაზმა-ნინოწმინდის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ146 (აიაზმა-ნინოწმინდა) მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო მისაბმელიანი და ნახევრად მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აკრძალულია.
31 მარტი 2026, 18:52
პოლიტიკა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა
დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციაში საქართველოს მუდმივ წარმომადგენლად ილია დარჩიაშვილი დაინიშნა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქვეყნებს.
31 მარტი 2026, 18:42
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესის შეცვლას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა, 74 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით მიიღო „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილება, რომლითაც მსუბუქ ავტომობილებზე დაწესებული აქციზის დაბეგვრის წესი იცვლება.
31 მარტი 2026, 18:38
პოლიტიკა
პარლამენტმა „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილებას პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა
პარლამენტმა 82 ხმით 10-ის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ კანონში ცვლილება შეიტანა, რომელიც „საქსტატის“ აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნისა და თანამდებობიდან გათავისუფლების, ასევე „საქსტატის“ საბჭოს წევრების დანიშვნის წესს შეეხება.
31 მარტი 2026, 18:36
პოლიტიკა
საკანონმდებლო ორგანომ „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 80 ხმით მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:33
საზოგადოება
პარლამენტმა პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა ცვლილებას, რომელიც 2026-2027 სასწავლო წელს ზოგადი განათლების დაწყებით საფეხურზე სწავლის დაწყებას უკავშირდება
საკანონმდებლო ორგანომ 87 ხმით, პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით, „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას მხარი დაუჭირა, - ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:25
ჯანდაცვა
საკანონმდებლო ორგანომ „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილება პირველი მოსმენით მიიღო
პარლამენტმა პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილა და 90 ხმით მხარი დაუჭირა „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ კანონში ცვლილებას. საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტი
31 მარტი 2026, 18:19
მსოფლიო
თეთრი სახლი ბენზინის ფასის 4 დოლარამდე გაძვირებაზე: ომის დასრულებისთანავე ფასები მკვეთრად დაიწევს
ტრამპის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ქვეყანაში სასწვავზე ფასები დაეცემა როგორც კი ირანთან ომი დასრულდება. ინფორმაციას ამის შესახებ ტელეკომპანია CNN-ი ავრცელებს.
31 მარტი 2026, 18:13
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: რაც ვიხილეთ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში, ეს იყო იმის დემონსტრირება, რას წარმოადგენს ერი, რისკენ აქვს მისწრაფება
„ეტყობა სერიოზული ანალიზი კეთდება კოლექტიურ „ნაცმოძრაობაში“ ამ ფსიქოლოგიური მომენტის [ პატრიარქთან გამომშვიდობების დღეებში ხალხის ერთიანობის]. იქ [სამების ტაძრის ეზოში, პატრიარქის სამძიმარზე] იყო შეყვირებები, „მოდი გადავანგრიოთ, მივაწვეთ, შევიჭრათ, მაგრამ ვერ განავითარეს“.
31 მარტი 2026, 18:10
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი
ურთიერთობების გადატვირთვის მზაობა იყო, ვიზიტები ძალიან მრავლად - საქმიანი და შედეგიანი და სწორედ ამას მოჰყვა, რომ ბატონი რუბიო აკეთებს ზარს პრემიერთან და აქვთ გულწრფელი საუბარი, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ, ირაკლი კობახიძისა და მარკო რუბიოს შორის გამართულ სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.
31 მარტი 2026, 18:04
პოლიტიკა
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს
ფოთის მერი, ბექა ვაჭარაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის 50-ე პლენარულ სესიაში მონაწილეობს.
31 მარტი 2026, 18:02
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბარზე: პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა. დიდი გამოცდილება აქვთ ხელოვნური ისტერიკის შექმნაში, არაჯანსაღი სიტუაციების ფორმირებაში
პოლიტიკური ოპონენტების რეაქციაზე ერთი სიტყვა შეიძლება ვთქვათ მხოლოდ, რომ ეს არის ისტერიკა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილე გიორგი ვოლსკიმ კობახიძე-რუბიოს სატელეფონო საუბართან დაკავშირებით რადიკალების რეაქციაზე.
31 მარტი 2026, 18:00
პოლიტიკა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონულ დირექტორთან ფლორენს ბაუერთან შეხვედრა გამართა.
31 მარტი 2026, 17:59
პოლიტიკა
დიმიტრი ხუნდაძე: ვფიქრობ, დეკრეტული შვებულებები უნდა გაიზარდოს 1 წლამდე. ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავებაც არის უმთავრესი
„ამ კუთხით ასევე მნიშვნელოვანია საბინაო პოლიტიკაც. ხშირად უარს ამბობენ ოჯახის შექმნაზე, იმიტომ რომ აქვთ საცხოვრისის პრობლემა. თუმცა, მძლავრი იდეოლოგიური მექანიზმების ამუშავება არის უმთავრესი, იმიტომ რომ იქ, სადაც ლიბერალური პროპაგანდა მძლავრია, იქ შობადობა არის დაბალი. ასეთი პრობლემები პრაქტიკულად ყველა განვითარებულ ქვეყანას შეექმნა“, - აღნიშნა ხუნდაძემ.
31 მარტი 2026, 17:49
მსოფლიო
ჰეგსეტი: ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა. ახალი რეჟიმი წინაზე უფრო ბრძენი უნდა აღმოჩნდეს
აშშ-ის თავდაცვის მდივანმა, პიტ ჰეგსეტმა განაცხადა, რომ ირანში რეჟიმი უკვე შეიცვალა და ახალი ხელისუფლება წინაზე უფრო ბრძენი უნდა იყოს.
31 მარტი 2026, 17:45
პოლიტიკა
ერგნეთში შეხვედრაზე ქართულმა მხარემ უკანონოდ დაკავებული 11 მოქალაქის უპირობო გათავისუფლება მოითხოვა
გორის მუნიციპალიტეტში, ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე მდებარე სოფელ ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში, რიგით 131-ე შეხვედრა გაიმართა. მომდევო შეხვედრა 14 მაისს გაიმართება.
31 მარტი 2026, 17:43
რეგიონი
ახალ ბულვარში უნებართვო კვების ობიექტის დემონტაჟი განხორციელდა
ახალ ბულვარში ერთ-ერთი უნებართვო კაფე-ბარის დემონტაჟი დასრულდა. აღნიშნულ ობიექტს, საიჯარო ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადა ამოწურული ჰქონდა, - ინფორმაციას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
31 მარტი 2026, 17:37
მსოფლიო
ტრამპის განცხადებით, გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე აშშ-ს 27-30 აპრილს ეწვევა
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელში დაწერა, რომ გაერთიანებული სამეფოს მეფე, ჩარლზ მესამე მეუღლესთან ერთად ამერიკას სახელმწიფო ვიზიტით 27-30 აპრილს ეწვევა.
31 მარტი 2026, 17:35
საზოგადოება
მამა ალექსანდრე ბოლქვაძე: უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს, მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა
უწმინდესი ყოველთვის ამბობდა, რომ მე რასაც ვთხოვ ღმერთს მისრულდებაო. სულ ვთხოვდი ღმერთს, რომ მთელი საქართველო მოვიდეს და გახდეს მრევლიო და ჩვენ ვნახეთ როგორ აუსრულა უფალმა. ბოლოს ვნახეთ, რომ მთელი ერი მის დასაფლავებაზე მოვიდა, - განაცხადა მამა ალექსანდრე ბოლქვაძემ.


